განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2019
საქმის ნომერი
330310117002189303
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310117002189303 (3ბ/1517-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ------------–--ე

წარმომადგენელი - გ-------–----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

წარმომადგენელი - ლ---------–---ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 ივლისის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N----- ბრძანებით ნ------------–--ე დაინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე, ფონდის გ-------–---------------------------–---------–--ის ვადით.

 

2.2. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონული პროგრამიდან ,,e-----’ ამონაწერით დგინდება, რომ ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2017 წლის 25 ივლისის N----- ბრძანება, აიტვირთა ელექტრონული პროგრამა ,,e-----’-ში 2017 წლის 26 ივლისს.

 

2.3. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსის დ------–---–----ის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 25 ოქტომბერს ბიუროში შევიდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თანამდებობის პირების დეკლარაციების ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბიუროში არ იყო გადაგზავნილი. ნ------------–--ეს დეკლარაცია უნდა წარედგინა დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა.

 

2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის №-------- განკარგულებით ნ------------–--ე კანონით განსაზღვრულ ვადაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

2.5. დადგენილია, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წლის 06 ნოემბრის №-------- განკარგულების მიღებამდე, არ აცნობა ნ------------–--ეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად, დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის №--------. განკარგულებას, მისი ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-20 მუხლის შესაბამისად, დაჯარიმების თაობაზე. სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტისა და ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო საკითხთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო აქტებთან.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ,,კორუფციული სამართალდარღვევები” მოწესრიგებულია სპეციალური კანონით, ისინი თავისი ბუნებით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მათზე ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლებს, კერძოდ, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. შესაბამისად, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისთვის სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ნ------------–--ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა კი გამორიცხავს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევასა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ------------–--ემ თანამდებობაზე განწესებიდან (2017 წლის 25 ივლისიდან) ორი თვის ვადაში არ შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის. ამასთან, ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაციისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მისი, როგორც არამართლზომიერი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას. კანონმდებელი მიიჩნევს რა ქცევის კონკრეტულ წესს მართლსაწინააღმდეგოდ, კანონის ტექსტში მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრავს, თუ რა პირობებში და რა შემთხვევაში ექვემდებარება იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის პირობებს განსაზღვრავს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი. ხსენებული ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამასთან, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების მე-4 მუხლით განისაზღვრა, რომ საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით, დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, აღნიშნული ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაზე, მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის და დეკლარაციის შევსებისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესრულებაც თავის მხრივ დამოკიდებულია საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვაზე. საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არც საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის და არც თანამდებობის პირის მიერ არ განხორციელებულა შესაბამისი მიმართვა სსიპ საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროში, კანონით დადგენილ ვადაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, დეკლარაციის შესავსებად დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს, საჯარო სამსახურის ბიურო გასცემს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 ივლისის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N----- ბრძანებით ნ------------–--ე დაინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე, ფონდის გ-------–---------------------------–---------–--ის ვადით. ასევე დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსის დ------–---–----ის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 25 ოქტომბერს ბიუროში შევიდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თანამდებობის პირების დეკლარაციების ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბიუროში არ იყო გადაგზავნილი. ნ------------–--ეს დეკლარაცია უნდა წარედგინა დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში და წესით არ წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის პოზიცია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისთვის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიუღებლობის გამო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონული პროგრამიდან ,,e-----’ ამონაწერით დგინდება, რომ ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2017 წლის 25 ივლისის N----- ბრძანება აიტვირთა ელექტრონული პროგრამა ,,e-----’-ში 2017 წლის 26 ივლისს, აღნიშნული არ ათავისუფლებდა საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირს ან ნ------------–--ეს წერილობით მიემართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის, ვინაიდან ბიურო ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, დეკლარაციის შესავსებად დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს, გასცემს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემრის №--------. განკარგულება ნ------------–--ის დაჯარიმების შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აპელანტი საქალაქო სასამართლოს 15.02.2018წ. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.2. პუნქტთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 31 ივლისს, მისი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნიდან მე-4 დღეს, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.10 მუხლის შესაბამისად, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელიც პასუხისმგებელია ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების წარმოებაზე, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ატვირთა „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (e----)“ (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შექმნილი ელექტრონული სერვისი (პორტალი), რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულ პერსონალთა ერთიან მონაცემთა ბაზას), რომელზეც წვდომა აქვს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის N57 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო და არა ელექტრონული პროგრამა e-----ში 2017 წლის 26 ივლისს, როგორც ეს მითითებულია საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტის განმარტებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროსაგან არ მიუღია დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემავალი მომხმარებლის სახელი და პაროლი, იმისათვის, რომ წარედგინა თანამდებობის პირის ქონეებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

 

3.2. აპელანტი დამატებით მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მისთვის არ უცნობებია ფონდის გენერალური დირექტორისათვის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.10 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ e-----ში ბრძანების ატვირთვა მიიჩნია სწორ (საკმარის) საშუალებად პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის, რაც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, არ იქნა გათვალისწინებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N----- ბრძანებით ნ------------–--ე დაინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე, ფონდის გ-------–---------------------------–---------–--ის ვადით.

 

4.2. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ელექტრონული პროგრამიდან ,,e-----’ ამონაწერით დგინდება, რომ ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ 2017 წლის 25 ივლისის N----- ბრძანება, აიტვირთა ელექტრონული პროგრამა ,,e-----’-ში 2017 წლის 26 ივლისს.

 

4.3. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსის დ------–---–----ის 2017 წლის 30 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის 25 ოქტომბერს ბიუროში შევიდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 ივლისის №----- ბრძანება ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თანამდებობის პირების დეკლარაციების ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბიუროში არ იყო გადაგზავნილი. ნ------------–--ეს დეკლარაცია უნდა წარედგინა დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა.

 

4.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის №-------- განკარგულებით ნ------------–--ე კანონით განსაზღვრულ ვადაში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

4.5. დადგენილია, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, 2017 წლის 06 ნოემბრის №-------- განკარგულების მიღებამდე, არ აცნობა ნ------------–--ეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად, დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესვლისთვის საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ, მართალია ე.წ. ,,კორუფციული სამართალდარღვევები” მოწესრიგებულია სპეციალური კანონით, ისინი თავისი ბუნებით წარმოადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მათზე ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლებს, კერძოდ, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისთვის სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ნ------------–--ის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა კი გამორიცხავს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევასა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ მისი ბრალეულობა ამ ფაქტის დადგომაში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ------------–--ემ თანამდებობაზე განწესებიდან (2017 წლის 25 ივლისიდან) ორი თვის ვადაში არ შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის. ამასთან, ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაციისას მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება მიეცეს მისი, როგორც არამართლზომიერი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას. კანონმდებელი მიიჩნევს რა ქცევის კონკრეტულ წესს მართლსაწინააღმდეგოდ, კანონის ტექსტში მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრავს, თუ რა პირობებში და რა შემთხვევაში ექვემდებარება იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კვალიფიკაცია დამოკიდებულია მომხდარი ფაქტის, სამართლის ნორმაში სწორედ ასეთად მიჩნეული ფაქტის, გარემოების სრულად და ზუსტად აღწერილთან თანადამთხვევაზე და შესაბამისობაზე, ანუ ქმედება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნების შემადგენლობას.

 

4.9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დროულად წარუდგენლობაში ნ------------–--ეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის პირობებს განსაზღვრავს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი. მითითებული ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელისათვის დადგენილ ვადაში არ მიუწოდებია დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები და არ განუმარტია მისთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის შესახებ. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის განმარტებით, მათ მოსარჩელისათვის დადგენილ ვადაში არ მიუწოდებიათ დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები იმის გამო, რომ ნ------------–--ის თანამდებობაზე დანიშვნიდან კანონით დადგენილ ვადაში არ იყო ცნობილი მოსარჩელის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების თაობაზე, რის გამოც ვერ გასცემდნენ მოსარჩელეზე დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს. სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლის მსჯელობას მასზედ, რომ ბიუროს ჯერ უნდა ეცნობოს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ასეთ პირზე დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტებს ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად, მაგრამ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნ------------–--ეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაგვიანებით ეცნობა მისი სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების თაობაზე. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც არა თანამდებობაზე დანიშნულ პირს, არამედ მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს ავალდებულებს სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც პირი დაინიშნება სადეკლარაციო თანამდებობაზე, ასეთი დანიშვნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი არიან ვალდებული და არა თვითონ თანამდებობაზე დანიშნული პირი, ასეთი დანიშვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდონ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. რაც შეეხება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტს, რომელზეც აპელირებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი, იგი ითვალისწინებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიუროს მიერ დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტების გაცემის და პირისათვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის განმარტების ვალდებულებას, მაგრამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბიუროსათვის მიმართვის ვალდებულებას ადგენს არა ეს ნორმა (მე-9 პუნქტი), არამედ იმავე მუხლის მე-10 პუნქტი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ვალდებულება აქვს არა თავად თანამდებობაზე დანიშნულ პირს, არამედ მხოლოდ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან იმავე დაწესებულების სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია ნ------------–--ის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გ-------–-------------------------------–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მაგრამ ამაში მოსარჩელეს არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა, შესაბამისად, მას არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ბიუროში დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის, ვინაიდან, სადავო არა არის ის გარემოება, რომ, როდესაც ნ------------–--ეს ბიურომ მიაწოდა დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი რეკვიზიტები ქონებრივი დეკლარაციის შესავსებად, მოსარჩელემ აქედან დადგენილ ვადაში შეავსო დეკლარაცია და წარადგინა ბიუროში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის №--- განკარგულება.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ნ------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100+150) ანაზღაურება საერთო ჯამში 250 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ნ------------–--ეს უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 06 ნოემბრის №--- განკარგულება;

4. მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ნ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100+150) ანაზღაურება საერთო ჯამში 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

5. ნ------------–--ეს დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე