განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002557103
საქმეN1------19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატური პროკურორ გ------- ზ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ნ------------- მ----------ის, დაბადებული 19---–-–---------------------------------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს--------------------------–---------–-ში და ფაქტობრივად მცხოვრები: სა--------------------------–-----------–ი, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- მ----------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 აპრილს, ქ.ხ-–--------- მისი კუთვნილი ,------------------------ მარკის სატვირთო მიკროავტობუსით, სახ. ნომრით - G--------- ს-------- მ---------- მიემგზავრებოდა ხ-–-------------------------–------------ მიმართულებით. დაახლოებით 21:30 საათზე, სოფელ გ---–- მაღაზიასთან მას დაემგზავრნენ გ------- მ----------ი და ა-–---- ზ-------, რომლებიც ს-------- მ----------მ მიიყვანა სოფელ ნ--------ის გადასახვევთან, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მდებარე ,----–----- ბენზინგასამართ სადგურზე. გ------- მ----------მა და ა-–---- ზ-------მ მოსთხოვეს ს-------- მ----------ს სოფელ ჭ---------ის მიმართულებით პირველივე რესტორნამდე ე.წ. ,----–------- მიყვანა, რაზეც ს-------- მ----------მ განუცხადა უარი. აღნიშნულზე მათ შორის მოხდა კამათი, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავის მხრივ ს-------- მ---------- ჩაჯდა მის კუთვნილ მიკროავტობუსში და დატოვა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორია. რის შემდეგაც დაურეკა მის ძმას ს------ მ----------ს და მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება. ს------ მ---------- ძმასთან მივიდა თანასოფლელებთან ზ------ მ-----–---სთან, უ-- ხ--------ან და ა----- გ-----–---სთან ერთად. გ------- მ----------ს და ა-–---- ზ-------ს მათი ქმედებით განაწყენებულმა ს-------- მ----------მ და მისმა ძმამ - ს------ მ----------მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ს-------- მ----------მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა დატოვეს ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია. მიუხედავად აღნიშნულისა ს------ მ---------- საკუთარი ინიციატივით ძმასთან ს-------- მ----------სთან ერთად მობრუნდა უკან და წამოეწია გზად მიმავალ გ------- მ----------სა და ა-–---- ზ-------ს. მათ მიჰყვნენ ს------ და ს-------- მ----------ების თანმხლები პირები. დაახლოებით 23:00 საათზე, ს------ და ს-------- მ----------ებს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით და გ------- მ----------სა და ა-–---- ზ-------ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბისას გ------- მ----------მა გადაწყვიტა თავი დაეცვა და მოეგერიებინა ს------ მ--------ძის თავდასხმა, რის გამოც ჯიბიდან ამოიღო თანნაქონი დანა და გამიზნულად რამდენჯერმე დაარტყა ს------ მ----------ს. აღნიშნულით გ------- მ----------მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რადგან თავდასხმა არ იყო ისეთი ინტენსიური, როგორც თავდაცვისათვის გამოყენებული საშუალება. ს------ მ---------- გ------- მ----------ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
გ------- მ----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ------- მ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატური პროკურორმა გ------- ზ-----–---–მა. აპელანტის მოთხოვნაა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გათვალისწინებით, ხოლო განაჩენი სხვა ნაწილში დატოვებული იქნეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ------- მ----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- მ----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების - უ-- ხ----ის, ს-------- მ--------ძის, ზ------ მ-----–--ის, ა---------– გ-----–--ის, გ------- ქ--------ის, ნ----------–-–---–----------------------------------------–-------–------------–-–---–--------------–---------–---–-------------------–---–------------------–---–-------–--------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით (მათ შორის ამოღებული დანით), ნიმუშის აღების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, 2018 წლის 24 აგვიტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 2 ნოემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულბებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- მ----------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მსჯავრდებულ გ------- მ----------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთანავე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნო, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება. სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირისთვის სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო შეზღუდულია კონკრეტული მუხლის შესაბამის სანქციაში კანონდებლის მიერ მოცემული სასჯელის სახის და ზომის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი დგინდება, რომ მსჯავრდებულს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (რომელიც სასჯელის სახედ და ზომად სხვა სასჯელის სახეებთან ერთად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე) და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ნათლად მიუთითებს მაზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს განესაზღვრა მოცემული მუხლით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო აღნიშნული სასჯელის სახის 2 წლის ვადით განსაზღვრა (სანქციით გათალისწინებული სასჯელის ქვედა და ზედა ზღვარის გათვალისწინებით) ცხადყოფს, რომ დანიშნული სასჯელის ოდენობა წარმოადგენს პროპორციულ ოდენობას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, დანაშაულის ჩადენის ხასიათს და შედეგს (მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია) და მიიჩნევს, რომ გ------- მ----------ის მიმართ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2 წლის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა განიხილება თანაზომიერ სასჯელის ზომად მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
ამდენად, ნათელია რომ მსჯავრდებულ გ------- მ----------ს დანიშნული სასჯელის განსაზღვრისას გორის რაიონული სასამართლომ გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პრორპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატური პროკურორ გ------- ზ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გ------- მ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატური პროკურორ გ------- ზ-----–---–ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გ------- მ----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
გ------- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ------- მ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------- მ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის მილის ნაჭერი, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული მოჩუქურთმებული ხის ნაჭერი, ლითონის მილი და ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, გარდაცვლილ ს------ მ--------ძის გვამიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუშები, მოწმე ნ----------–-–---–-საგან ამოღებული ფურცლის ფრაგმენტი, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუში და ,------–---------- მარკის K------ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, მოწმე ა---------– გ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, მოწმე ს-------- მ--------ძისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ანაბეჭდების ნიმუშები, სისხლის ნიმუში და ,------------------------ს მარკის, G-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, მოწმე ა-–---- ზ---------გან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში და ანაბეჭდების ნიმუშები, გ------- მ----------ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში და ხელების ანაბეჭდების ნიმუშები, მოწმე უ-- ხ----ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ხელების ანაბეჭდების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, მოწმე თ-------- მ-----–--ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ანაბეჭდების ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, ხ-–----ში, შპს ,,ა---–----–-----“ - ხ-–----ის ჰ---------–ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული დანა, მოწმე მ-------------–---–-- კუთვნილი ,------------------------ს მარკის, C-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს შ------------–-------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისას ამოღებული ლითონის რგოლზე ასხმული ხუთი ცალი გასაღები, მოშავო ფერის ქურთუკის ქუდი და მონაცრისფრო კეპი, ექსპერტ მ-----------------–--აგან ამოღებული გარდაცვლილ ს------ მ--------ძის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, მოწმე ზ------ მ-----–--ისაგან ამოღებული ,,ო---–----------“ მარკის K------ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (რომელიც ხელწერილით ჩაბარდა ზ------ მ-----–---ს), მოწმე ა---------– გ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე ს-------- მ--------ძისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ს-------- მ--------ძისაგან ამოღებული ,------------------------ს მარკის, G-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ხელწერილით ჩაბარდა ს-------- მ----------ს), მოწმე ა-–---- ზ---------გან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- მ----------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- მ----------ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე უ-- ხ----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე თ-------- მ-----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოწმე მ-------------–---–--აგან ამოღებული ,------------------------ს მარკის, C-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ხელწერილით ჩაბარდა მ-------------–---–-) რომელიც ინახება შსს შ------------–-------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
ხ-–------------------------–---––ი მდებარე შპს „ს-----------–----------------“ ავტოგასამართი სადგურ „გ--–-------“ გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი დატანილი DVD-R დისკებზე „04“ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და საქმეში არსებული ფოტომასალის ამსახველი ერთი ცალი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი