განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/654-18
საქმე № 330310017001865743
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენ--–- - თ------–-------
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – შ--–-ა პ--------, ნ--- პ--------, ი----- პ--------, მ------ პ--------
წარმომადგენლები - ხ-----------–--ა, ნ-------–--ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ--–-ა პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს, მ------ პ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის №-- ოქმი, დანართით (წერილობითი დასაბუთება); ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №---, №-0-, №--- და №--- ბრძანებები, მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეებს აღუდგებათ იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურება, მისი შეწყვეტიდან - 2--- წლის 01 დეკემბრიდან აღდგენამდე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) პერიოდისათვის.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. შ--–-ა ა------ის ძე პ--------, დაბადებული მ--------–ში, 1--- წლის 2- მ---ს, 1986 წლის 02 ივლისიდან ჩაწერილია საქართველოს სსრ გ---------ის რაიონში, საიდანაც 1--- წლის 2- ივლისს ამოეწერა და 1--- წლიდანვე ჩაეწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს ს-------ს შსრგ ქალ.(სოფელ) ბ---–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ--–-ა პ--------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ს.ფ. 2-);
- შ--–-ა პ--------ს დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 46);
- სსრკ მოქალაქის პასპორტი X----------- (ს.ფ. 27-32).
2.2.2. შ--–-ა პ--------ს (დაბ. 2-.0-.1---წ) და მისი შვილების - ი----- პ--------ს (დაბ. 1---------წ), ნ--- პ--------ს (დაბ. 3---------წ) და მ------ პ--------ს (დაბ. 2---------წ.) სახელზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, შ--–-ა პ-------- დევნილად რეგისტრირებულია 1--- წლის მარტის თვიდან. მას 1--- წლის მარტიდან 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ერიცხებოდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ამასთან, შ--–-ა პ--------მ 2--- წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა 2--- წლის 17 ივლისს, ასევე 2--- წლის 2- დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობები (ს.ფ. 33-34, 36-41);
- მ------ პ--------ს დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 45);
- ნ--- პ--------ს დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 12-);
- ი----- პ--------ს დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 128);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის №-------------- წერილი (ს.ფ. 82);
- იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტა (ს.ფ. 73-74).
2.2.3. სასწავლო გეგმით 02/სხპ, დამტკიცებული 0--------- წელს საქ. სსრ-ს ცსს მკსმ-ს მიერ და საკვალიფიკაციო კომისიის 1--- წლის 2- ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი №-3) შ--–-ა ა------ის ძე პ--------ს მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ბუღალტრის კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო წესით დამოწმებული სსრკ-ის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს აღრიცხვის მუშაკთა კვალიფიკაციის მომზადებისა და ამაღლების მთავარი სამმართველოს (სსრკს ცსს-ს მკმს) 1--- წლის 29 ივნისის მოწმობა ბ------- (ს.ფ. 66).
2.2.4. ა--–ის რაიონულ არქივში დაცული მ--------–ის რაიონის სოფელ კ-–-ის სასოფლო-საბჭოს - საკრებულოს 1-------- (საკომლო წიგნები ნაწარმოებია 1996 წლამდე) და 1-------- წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ფიქსირდება ა------ი (ტექსტში ასეა) ი-----ის ძე პ--------. 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ა------ი ი-----ის ძე პ-------- - ოჯახის უფროსი; ლ----- გ----ს ასული პ-------- - მეუღლე; შ--–-ა ა------ის ძე პ-------- - შვილი (ხაზგადასმულია, მიწერილია შეცდომითაა ამოწერილი); შ--–-ა ა------ის ძე პ-------- - შვილი (ხაზგადასმულია, ამოწერილია 1---წ. 29.07).
1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის შემადგენლობა ირიცხება: ა------ი ი-----ის ძე პ-------- - ოჯახის უფროსი; ლ----- გ----ს ასული პ-------- - მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ა--–ის არქივიდან 2--- წლის 2- დეკემბრის №--------------- საარქივო ცნობა (ს.ფ. 67).
2.2.5. 2--- წლის 2- დეკემბერს დევნილთა რეგისტრაცია გაიარა შ--–-ა პ--------მ, რომელსაც მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტიურ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. ს-------, სოფელი ბ---–---ი. სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შ--–-ა პ--------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ხელახალი იდენტიფიცირება და აღნიშნულის თაობაზე 2--- წლის 15 აპრილის №------------- წერილით მიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 23 ივნისის №--------- წერილით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას აღმოსავლეთ საქართველოში 2--- წლის 13 ივნისის №-------- წერილის პასუხად გაეგზავნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კართოტეკაში და ერთიან ფორმირებულ ბაზაში არსებულ მოქალაქე შ--–-ა ა------ის ძე პ--------ს შესახებ პირადობის გაცემის დროს შევსებული ელექტრონული განცხადება ანკეტის ასლი (ფორმა №-), რეგისტრაციის ბარათი (ფორმა №-). ამასთანავე ეცნობა, რომ სსრკ პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტის ასლი და რეგისტრაციიდან მოხსნის (ფორმა №5) ასლი არ მოიძებნა.
დადგენილია, რომ შ--–-ა ა------ის ძე პ--------ს შესახებ პირადობის გაცემის დროს შევსებულ ელექტრონულ განცხადება ანკეტის ასლსა (ფორმა №-) და რეგისტრაციის ბარათში (ფორმა №-) შ--–-ა პ--------ს იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ს-------, სოფ. ბ---–---ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 15 აპრილის №------------- წერილის პასუხად, 2--- წლის 23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვან--–-ს პირველი მოადგილეს თ. კ--–-----ს მიმართა ხელმძღვან--–-ს თანაშემწემ ნ. კ-----–---მა და განუმარტა, რომ შ--–-ა პ--------, დაბადებული 2-.0-.1--- წელს, არ იყო ს-------ს რაიონის სოფელ ბ---–---ის მუდმივი მაცხოვრებელი პირი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ 2--- წლის 2- ივნისს (ოქმი №--) დაადგინა, რომ მოქალაქე შ--–-ა ა------ის ძე პ-------- 1--- წლის 27 სექტემბრამდე არ ცხოვრობდა ს-------ს რაიონის სოფელ ბ---–---ში.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 02 ივლისის №--------- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ შ--–-ა პ--------, დაბადებული 1--- წლის 2- მ---ს არ არის ს-------ს რაიონი, სოფელ ბ---–---ის მუდმივი მცხოვრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის №-------------- წერილი (ს.ფ. 82);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 15 აპრილის №------------- წერილი (ს.ფ. 89);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 23 ივნისის №--------- წერილი (ს.ფ. 93);
- შ--–-ა პ--------ს ელექტრონულ განცხადება-ანკეტის ასლი (ფორმა №-) (ს.ფ. 95);
- რეგისტრაციის ბარათი (ფორმა №-) (ს.ფ. 94);
- ნ. კ-----–---ის 2--- წლის 23 ივნისის მიმართვა (ს.ფ. 96);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიამ 2--- წლის 2- ივნისის ოქმი №-- (ს.ფ. 97);
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 02 ივლისის №--------- წერილი (ს.ფ. 98).
2.2.6. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2- სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, შ--–-ა პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს და მ------ პ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 20 ნოემბრის №----, №----- №---- და №---- ბრძანებები შ--–-ა პ--------სათვის, ნ--- პ--------სათვის, ი----- პ--------სათვის და მ------ პ--------სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შ--–-ა პ--------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 2 ივლისის №--------- წერილი და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვან--–-ს პირველი მოადგილისადმი თ. კ--–-----ს მიმართ თანაშემწის ნ. კ-----–---ის 2--- წლის 23 ივნისის პასუხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან №------------- 15.04.2---წ. შემოსული მოთხოვნისადმი.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ მოსარჩელეებს თავის დროზე დევნილის სტატუსი მიენიჭათ მათ მიერ წარდგენილი რაიმე სახის ყალბი საბუთის თუ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა შეისწავლა/გამოიკვლევა საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტით რატომ ვერ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე იყო ს-------ს რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი. ასევე, ყურადღება უნდა მიექცა მოწმის ჩვენებასაც, რომელიც ადასტურებდა, რომ მოსარჩელე იყო ს-------ს რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასევე დაევალა გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს ემსჯელა იმის შესახებაც, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი ერთი ადამიანი - ხელმძღვან--–-ს თანაშემწე ნ--–- კ-----–---ი, კომისიის შექმნის გარეშე, დაედგინა შ.პ--------ს ს-------ს რ-ის სოფ. ბ---–---ში მუდმივი არცხოვრების ფაქტი, ან რა გარემოებებს ეფუძნებოდა მისი დასკვნა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ს-------ს რ-ის სოფ. ბ---–---ში მუდმივად მაცხოვრებელ პირს.
ამასთან, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ა--–ის არქივის მიერ 2--- წლის 2- დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, შ--–-ა პ-------- მ--------–ის რაიონიდან ამოწერილ იქნა 1--- წლის 29 ივლისს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქის პასპორტის ასლის თანახმად კი, შ--–-ა პ-------- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს ს-------ს შსრგ ჩაწერილი იყო სოფელ ბ---–---ში 1--- წლიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასარკვევი იყო საკითხი იმის შესახებაც, იყო თუ არა და როდის იყო ჩაწერილი შ--–-ა პ-------- ს-------ს რ-ის სოფ. ბ---–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 69-79);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 ოქტომბრის №---------- (3კ-16) განჩინება (ს.ფ. 80-81).
2.2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც, 2016 წლის 30 ნოემბერს შ--–-ა პ--------ს ჩაუტარდა გასაუბრება. მან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წლის 2- მ---ს მ--------–ში, დაამთავრა მ--------–ის რაიონის სოფელ ნ----ის საშუალო სკოლა 1986 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ს------ში არსებულ ტექნიკურ სასწავლებელში 1----1988 წლამდე. მისი თანაკლასელები/თანაკურსელები იყვნენ: გ---- ბ------–---, კ--- ჯ---–----ე, ხოლო მასწავლებელი, რექტორი, ლექტორი - ე------ ქ------. 1988-1--- წლებში იმყოფებოდა ჯარში. 1----1--- წლებში მუშაობდა ს-------ს „დ--“-ში, მძღოლად და მასთან ერთად მუშაობდნენ: ბ---- ფ--–---–---, რ----- შ-----–---, ბ------ პ--------. იძულებით გაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ს-------, სოფ. ბ---–---ი, სადაც საკუთრებაში ჰქონდა ბელეტაჟის ტიპის სახლი. იგი ცხოვრობდა დასთან და სიძესთან ერთად, ხოლო მისი მეზობლები იყვნენ: პ----- კ------ და მ------- ფ--–---–---. და - დ------ პ-------- მუშაობდა ბუღალტრად, ხოლო სიძე - ო----- ქ------ - ს----------- „ს-------ს“ მომმარაგებლად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1--- წლის 25 სექტემბერს, ს------ის გზით გადმოვიდა ოჯახთან ერთად. დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა ს----ში. 1--- წელს დაქორწინდა თბილისში. ჰყავს: მეუღლე - თ----- მ-------–--, შვილები: ნ--- პ--------, ი----- პ-------- და მ------ პ--------. შვილები სწავლობენ მ--------–ში, თ-------ის საშუალო სკოლაში. მისი ამჟამინდელი რეგისტრაციის ადგილია: ქ. თბილისი, ვ---, უ-------------ის ქ. №-. მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, მისი იძულებით დატოვების შემდეგ, აღარ ჩასულა. შ--–-ა პ--------ს საკუთრება არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ--–-ა პ--------სთან 2016 წლის 30 ნოემბრის გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 215-220).
2.2.8. მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის №---- წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს ეცნობა, რომ შ--–-ა პ-------- მ--------–ის რაიონის სოფ. ნ----აში ცხოვრობდა 1----1--- წლებში, ასევე, 1--- წლიდან დღემდე.
საქართველოს შსს ს--------–ო-ზ--ო ს------ის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე შ--–-ა პ-------- ცხოვრობდა მ--------–ის რაიონის სოფელ კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, 1----1--- წლებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით დატოვების შემდეგ - 1--- წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფ. კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, ცოლ-შვილთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის №---- წერილი (ს.ფ. 222);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 16 დეკემბრის №-------------- წერილი (ს.ფ. 221).
2.2.9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის სხდომაზე (ოქმი №--) კომისიამ განიხილა საკითხი შ--–-ა ა------ის ძე პ--------ს აფხაზეთში ცხოვრების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. კომისიის პოზიცია დარჩა უცვლელი და შ--–-ა პ--------ს უარი ეთქვა აფხაზეთში 1--- (14 აგვისტო) წლიდან 1--- წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენაზე.
კომისიის შეფასებით: ა) შ--–-ა პ--------ს მიერ წარდგენილ პასპორტის ასლში შესრულებული ჩანაწერი (შტამპი) არ არის შესრულებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) პასპორტის ასლში გაკეთებულ ჩანაწერში არ არის მითითებული მუდმივად რეგისტრაციის თარიღი (თვე და რიცხვი); გ) პასპორტის ასლში გაკეთებულ ჩანაწერზე გაურკვეველია ხელმოწერა (ვერ იქნა იდენტიფიცირებული იმ პერიოდში მომუშავე ვერცერთ უფლებამოსილი პირის ხელმოწერასთან); დ) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პასპორტის ასლის სისწორის და მოსარჩელის 1--- წლიდან ს-------ს რაიონის სოფ. ბ---–---ში მუდმივად რეგისტრაციის შეუძლებლობა ასევე დადასტურებულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2--- წლის 2- დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობით, რომელშიც შ--–-ა პ-------- 1--- წლის ივლისის მდგომარეობით მშობლებთან ირიცხება საკომლო წიგნში.
კომისიის მიერ არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული: ა) შ--–-ა პ-------სათვის თ-----–- ტ-----–----ქ------ს მიერ, მათი მოსაზრებით, თითქოს სოფ. ბ---–---ში მიწის გამოყოფის ფაქტი; ბ) შ--–-ა პ--------ს აფხაზეთში ე.წ. დ---ში მძღოლად მუშაობის ფაქტი; გ) 1----1--- წლებში საომარი მოქმედებების პერიოდში შ--–-ა პ--------ს საბრძოლო მოქმედებებში არმონაწილეობის ფაქტი; დ) შ--–-ა პ--------ს ძმის - ბ------ პ--------ს მუდმივი რეგისტრაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის პოზიციასთან დაკავშირებით მომზადდა იდენტური შინაარსის დასკვნა, შ--–-ა პ--------სათვის, ი----- პ-------სათვის, მ------ პ-------სათვის და ნ--- პ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის სხდომის №-- ოქმი და დანართით (წერილობითი დასაბუთება) (ს.ფ. 108-113);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა (ს.ფ. 203-220).
2.2.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს 2017 წლის 2- იანვარს წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა შ--–-ა პ--------სათვის, ი----- პ-------სათვის, მ------ პ-------სათვის და ნ--- პ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 2- იანვრის №----- წერილი (ს.ფ. 211-214).
2.2.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 01 თებერვლის №------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, მ------ პ--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №-0- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 01 თებერვლის №------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ--- პ--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 01 თებერვლის №------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ი----- პ--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 01 თებერვლის №------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შ--–-ა პ--------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 22);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №-0- ბრძანება (ს.ფ. 21);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 23);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 20).
2.2.12. მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 ივლისის №---- (შემოსვლის თარიღი: 13.07.2017წ. №-------) წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ეცნობა, რომ - მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 დეკემბრის №---- წერილი ეყრდნობოდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის კ-–-ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენ--–-ს მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, შ--–-ა პ--------ს მ--------–ის რაიონში, სოფ. ნ----აში დღევანდელი მდგომარეობითაც ცხოვრების ფაქტს ადასტურებს გამგებლის წარმომადგენ--–- კ-–-ის ადმინისტრაციულ ერთეულში.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი შ--–-ა ა------ის ძე პ-------- (დაბ. 2-.0-.1---წ.) 2--- წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) მუშაობს სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლად (ემსახურება მოსწავლეებს).
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - შ--–-ა ა------ის ძე პ--------ს (დაბ. 2-.0-.1---წ.) შვილები სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში სწავლობენ: 1. ნ--- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 3---------წ.) 2006 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-12 კლასის მოსწავლე); 2. 1. ი----- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 1---------წ.) 2009 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-9 კლასის მოსწავლე) და 3. მ------ შ--–-ას ასული პ-------- (დაბ. 2---------წ.) 2016 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-2 კლასის მოსწავლე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 ივლისის №---- (შემოსვლის თარიღი: 13.07.2017წ. №-------) წერილი (ს.ფ. 2-6);
- სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 07 ოქტომბრის №----------------- ცნობა (ს.ფ. 292);
- სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 07 ოქტომბრის №----------------- ცნობა (ს.ფ. 293).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის N-- ოქმი, დანართით (წერილობითი დასაბუთება); ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №---, №-0-, №--- და №--- ბრძანებები, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ შეამოწმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ის დოკუმენტები, რომელთა გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში შ--–-ა პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს და მ------ პ--------ს მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე იმ ნაწილში, რომლითაც მათ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი დევნილის შემწეობის - ყოველთვიურად 4*45=180 ლარის ანაზღაურება, მისი შეწყვეტიდან - 2--- წლის 01 დეკემბრიდან აღდგენამდე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) პერიოდისათვის.
2.3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზ--ოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
2.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო, ხოლო მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, შ--–-ა პ-------- დევნილად რეგისტრირებულია 1--- წლის მარტის თვიდან. მას 1--- წლის მარტიდან 2--- წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ერიცხებოდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ამასთან, შ--–-ა პ--------მ 2--- წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა 2--- წლის 17 ივლისს და 2--- წლის 2- დეკემბერს.
ასევე, დადგენილია, რომ შ--–-ა პ--------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2--- წლის 2 ივლისის №--------- წერილისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვან--–-ს პირველი მოადგილისადმი თ. კ--–-----ს მიმართ თანაშემწის ნ. კ-----–---ის 2--- წლის 23 ივნისის პასუხის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 20 ნოემბრის №----, №----- №---- და №---- ბრძანებებით შ--–-ა პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს და მ------ პ--------ს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი.
საქმეში წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ ბათილად იქნა ცნობილი შ--–-ა პ--------სთვის, ნ--- პ--------სთვის, ი----- პ--------სა და მ------ პ--------სთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, იმავე საკითხზე ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით ვერ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებს თავის დროზე დევნილის სტატუსი მიენიჭათ მათ მიერ წარდგენილი რაიმე სახის ყალბი საბუთის თუ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა შეესწავლა და გამოეკვლია საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტით რატომ ვერ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე იყო ს-------ს რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი. ასევე, ყურადღება უნდა მიექცია მოწმის ჩვენებისთვისაც, რომელიც ადასტურებდა, რომ მოსარჩელე იყო ს-------ს რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციამდე.
ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ასევე დაევალა გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს ემსჯელა იმის შესახებაც, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი ერთი ადამიანი - ხელმძღვან--–-ს თანაშემწე ნ--–- კ-----–---ი, კომისიის შექმნის გარეშე, დაედგინა შ. პ--------ს ს-------ს რ-ის სოფ. ბ---–---ში მუდმივი არცხოვრების ფაქტი, ან რა გარემოებებს ეფუძნებოდა მისი ასეთი დასკვნა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ს-------ს რ-ის სოფ. ბ---–---ში მუდმივად მაცხოვრებელ პირს.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--ოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოძიებული იქნა ინფორმაცია, მათ შორის, გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - შ--–-ა პ--------. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მიუხედავად მოძიებული ინფორმაციისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის პოზიცია (ოქმი №--, 2-.01.2017წ.) დარჩა უცვლელი და შ--–-ა პ--------ს უარი ეთქვა აფხაზეთში 1--- (14 აგვისტო) წლიდან 1--- წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენაზე. კომისიის შეფასებით: ა) შ--–-ა პ--------ს მიერ წარდგენილ პასპორტის ასლში შესრულებული ჩანაწერი (შტამპი) არ არის შესრულებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) პასპორტის ასლში გაკეთებულ ჩანაწერში არ არის მითითებული მუდმივად რეგისტრაციის თარიღი (თვე და რიცხვი); გ) პასპორტის ასლში გაკეთებულ ჩანაწერზე გაურკვეველია ხელმოწერა (ვერ იქნა იდენტიფიცირებული იმ პერიოდში მომუშავე ვერცერთ უფლებამოსილი პირის ხელმოწერასთან); დ) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პასპორტის ასლის სისწორის და მოსარჩელის 1--- წლიდან ს-------ს რაიონის სოფ. ბ---–---ში მუდმივად რეგისტრაციის შეუძლებლობა ასევე დადასტურებულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2--- წლის 2- დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობით, რომელშიც შ--–-ა პ-------- 1--- წლის ივლისის მდგომარეობით მშობლებთან ირიცხება საკომლო წიგნში. კომისიის მიერ არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული: ა) შ--–-ა პ-------სათვის თ-----–- ტ-----–----ქ------ს მიერ, მათი მოსაზრებით, თითქოს სოფ. ბ---–---ში მიწის გამოყოფის ფაქტი; ბ) შ--–-ა პ--------ს აფხაზეთში ე.წ. დ---ში მძღოლად მუშაობის ფაქტი; გ) 1----1--- წლებში საომარი მოქმედებების პერიოდში შ--–-ა პ--------ს საბრძოლო მოქმედებებში არმონაწილეობის ფაქტი; დ) შ--–-ა პ--------ს ძმის - ბ------ პ--------ს მუდმივი რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის პოზიციასთან დაკავშირებით მომზადდა იდენტური შინაარსის დასკვნა, შ--–-ა პ--------სათვის, ი----- პ-------სათვის, მ------ პ-------სათვის და ნ--- პ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნა სათანადო წესით ეცნობა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №---, №-0-, №--- და №--- ბრძანებებით მ------ პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს და შ--–-ა პ--------ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება მიაქცია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებულ და საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: საქართველოს შსს ს--------–ო-ზ--ო ს------ის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე შ--–-ა პ-------- ცხოვრობდა მ--------–ის რაიონის სოფელ კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, 1----1--- წლებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით დატოვების შემდეგ - 1--- წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფ. კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, ცოლ-შვილთან ერთად. ამასთან, მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მ--------–ის მუნიციპალიტეტის კ-–-ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენ--–-ს მიერ დასტურდება შ--–-ა პ--------ს მ--------–ის რაიონის სოფ. ნ----აში ცხოვრების ფაქტი 1----1--- წლებში, ასევე, 1--- წლიდან დღემდე (11.07.2017წ.). ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი შ--–-ა ა------ის ძე პ-------- (დაბ. 2-.0-.1---წ.) 2--- წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) მუშაობს სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლად (ემსახურება მოსწავლეებს), ხოლო მისი შვილები სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში სწავლობენ: 1. ნ--- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 3---------წ.) 2006 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-12 კლასის მოსწავლე); 2. ი----- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 1---------წ.) 2009 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-9 კლასის მოსწავლე) და 3. მ------ შ--–-ას ასული პ-------- (დაბ. 2---------წ.) 2016 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-2 კლასის მოსწავლე).
ამასთან, რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ეჭვქვეშ დაყენებას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტისა და არასარწმუნოდ მიჩნევას, კონკრეტული ინფორმაციისას (შ--–-ა პ-------სათვის თ-----–- ტ-----–----ქ------ს მიერ, სოფ. ბ---–---ში მიწის გამოყოფის ფაქტი; შ--–-ა პ--------ს აფხაზეთში ე.წ. დ---ში მძღოლად მუშაობის ფაქტი), სასამართლომ ვერ გაიზიარა და მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ კონკრეტული დოკუმენტისა თუ ინფორმაციის სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების გარეშე, დაუსაბუთებელია იმ გარემოებაზე აპელირება, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა იურიდიულ ქმედებას და ზოგადად, დევნილის სტატუსის მინიჭებას დაედო საფუძვლად, წარმოადგენდა გაყალბებულ საბუთს.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციისა და ცალკეული გარემოებების შეფასებით უტყუარად დაასკვნეს თითქოს: შ--–-ა პ--------ს ძმის მუდმივად აფხაზეთში ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტი გამორიცხავდა შ--–-ა პ--------ს დაოჯახებული დის ოჯახში ცხოვრებას და მისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას; ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ავტომატურად გამორიცხეს ორი ძმის ერთიდაიგივე დაწესებულებაში, ერთიდაიგივე თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი და ამასთან, სავალდებულოდ ჩათვალეს 1----1--- წლებში საომარი მოქმედებების პერიოდში აფხაზეთში იმ დროს არსებული ყველა მამაკაცის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მიიჩნიეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვინმე არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, იგი არ იმყოფებოდა აფხაზეთში.
ამდენად, საქმის მასალების თანახმად დასტურდება შ--–-ა პ--------ს 1--- წლის მდგომარეობით აფხაზეთში ცხოვრებისა და საომარი მდგომარეობის გამო მისი დატოვების ფაქტები. შესაბამისად, შ--–-ა პ-------- და მისი შვილები: მ------, ნ--- და ი----- პ-------ები წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსაჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა კანონს.
2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზ--ოაღნიშნული ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ბათილად ცნო აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის N-- ოქმი, დანართით (წერილობითი დასაბუთება); ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №---, №---, №-0- და №--- ბრძანებები, მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სადავო გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგებოდა კანონს.
2.3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან დადასტურებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 2- იანვრის №-- ოქმის, დანართით (წერილობითი დასაბუთება); ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 07 თებერვლის №---, №-0-, №--- და №--- ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებდა მოსარჩელეთა დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანი იყო ასევე სასარჩელო მოთხოვნა შ--–-ა პ--------სათვის, მ------ პ--------სათვის, ნ--- პ--------სათვის და ი----- პ--------სათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების ნაწილში.
2.3.6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 100--ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 100--ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსით მოპასუხის მიერ აღნიშნული შემწეობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ შემწეობის შეწყვეტა კანონის დარღვევით განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს დევნილის სტატუსის აღდგენაზე არამართლზომიერად ეთქვათ უარი, ამდენად, უკანონოდ შეუწყდათ მათ დევნილის შემწეობა, რაც განაპირობებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, აანაზღაუროს უკანონო აქტების გამოცემით მოსარჩელეთათვის მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. დაიცვა კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურები, კერძოდ: მოსარჩელესთან ჩატარდა გასაუბრება, მისცა მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება, რითიც დაიცვა ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. საქმის განხილვაში ჩართული იქნა არაერთი ადმინისტრაციული ორგანო, სამინისტროს მიერ მოძიებული იქნა საქმესთან დაკავშირებული არაერთი ინფორმაცია. ამდენად, სამინისტრომ მოიკვლია ყველა გარემოება, რაც საქმესთან შემხებლობაში იყო, მოკვლეული გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და შ. პ--------ს უარი უთხრა დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და მუდმივი საცხოვრებლის დასადგენად მიმართა აფხაზეთის მთავრობას, რომელმაც საპასუხო წერილით არ დაადასტურა მოსარჩელის სოფელ ბ---–---ში ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, აპელანტის აზრით, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 90-იანის წლების მოვლენებამდე და მას მერეც იყო მ--------–ი და არა აფხაზეთი, ხოლო სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას აღუდგინოს დევნილის სტატუსი პირს, რომელიც არ არის მუდმივი მცხოვრები იმ ტერიტორიისა, საიდანაც იგი იქნა ვითომდა გამოდევნილი. პირი შესაძლოა აფხაზეთში ფლობდეს მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლსაც, მაგრამ ეს ფაქტი არ ადასტურებს პირის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შ--–-ა პ--------ს, ნ--- პ--------ს, ი----- პ--------სა და მ------ პ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელეების პოზიციას.
4.1. პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დავის გადასაწყვეტად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენდა მოსარჩელე შ--–-ა პ--------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა საომარო მოქმედებების დაწყებამდე. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
პალატა განმარტავს, რომ, თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა გარემოებებით.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებულ და საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: საქართველოს შსს ს--------–ო-ზ--ო ს------ის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე შ--–-ა პ-------- ცხოვრობდა მ--------–ის რაიონის სოფელ კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, 1----1--- წლებში, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით დატოვების შემდეგ - 1--- წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფ. კ-–-აში, „ნ----ას“ უბანში, ცოლ-შვილთან ერთად. ამასთან, მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მ--------–ის მუნიციპალიტეტის კ-–-ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენ--–-ს მიერ დასტურდება შ--–-ა პ--------ს მ--------–ის რაიონის სოფ. ნ----აში ცხოვრების ფაქტი 1----1--- წლებში, ასევე, 1--- წლიდან დღემდე (11.07.2017წ.). ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი შ--–-ა ა------ის ძე პ-------- (დაბ. 2-.0-.1---წ.) 2--- წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) მუშაობს სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლად (ემსახურება მოსწავლეებს), ხოლო მისი შვილები სსიპ მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----ის საჯარო სკოლაში სწავლობენ: 1. ნ--- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 3---------წ.) 2006 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-12 კლასის მოსწავლე); 2. ი----- შ--–-ას ძე პ-------- (დაბ. 1---------წ.) 2009 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-9 კლასის მოსწავლე) და 3. მ------ შ--–-ას ასული პ-------- (დაბ. 2---------წ.) 2016 წლიდან დღემდე (07.10.2017წ.) (მე-2 კლასის მოსწავლე).
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას შ--–-ა პ--------ს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტის არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ კონკრეტული დოკუმენტისა თუ ინფორმაციის სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების გარეშე, დაუსაბუთებელია იმ გარემოებაზე აპელირება, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც მოგვიანებით სხვადასხვა იურიდიულ ქმედებას და ზოგადად, დევნილის სტატუსის მინიჭებას დაედო საფუძვლად, წარმოადგენდა გაყალბებულ საბუთს.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების გაცნობის და მათი შეფასების შედეგად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ დასტურდება შ--–-ა პ--------ს 1--- წლის მდგომარეობით აფხაზეთში ცხოვრებისა და საომარი მდგომარეობის გამო მისი დატოვების ფაქტი, რის გამოც შ--–-ა პ-------- და მისი შვილები - მ------, ნ--- და ი----- პ-------ები წარმოადგენენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირებს - დევნილებს. შესაბამისად, სადავო აქტებით მოსაჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა კანონს.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ასევე საფუძვლიანი იყო მოსარჩელეების მოთხოვნა შ--–-ა პ-------სა და მისი შვილებისათვის - ნ--- პ--------ს, ი----- პ--------ს და მ------ პ-------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის აღდგენისა და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მოპასუხისთვის აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების დავალება ცალსახად დაკავშირებული იყო გასაჩივრებული აქტების უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, არსებობდა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მიუღებელი დევნილის შემწეობის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზ--ოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე