განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002629234
საქმე №1ბ/43-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის,მსჯავრდებულ: ზ-----------–----ის,ადვოკატ: გ--–------–--–-–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------------------–----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის არ მქონის, ტექნიკური განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ყ-----–--------------------–------–-------–- და მცხოვრების: ქ. თ---–-------–-------------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ზ-----------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01( ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ-----------–----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ-----------–----ი ქ.თბილისი, დ--------------–---–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების მანძილზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა თავის მეუღლეს-მ-------------ს, კერძოდ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, არასრულწლოვანი შვილების: ლ----------------------–----ების თანდასწრებით, სისტემატურად აგინებდა და უცენზურო სიტყვებით ლანძღავდა მ-------------ს, აკრიტიკებდა მის ჩაცმულობას, გამუდმებით ამცირებდა, უმეორებდა, რომ იგი არ იყო არანირი ფსიქოლოგი და წარმატებული ადამიანი, რომ მას არ შეეძლო პროფესიულად არავის დახმარება. შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე მ------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. მათ შორის, 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისი, კ---–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. ზ-----------–----მა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------ს, ყინულებიანი წყალი დაასხა თავზე, რა დროსაც მ-------------მ თავი კვლავ დამცირებულად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა.
2018 წლის იანვრის თვეში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისი, დ--------------–---–--------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის საძინებელში, ზ-----------–----მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი შვილის- 17 წლის მ-------------–----ის მიმართ, კერძოდ, თმაში სწვდა მას და დააგდო საწოლზე, რის შემდგომაც სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------–----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზ-----------–----მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის-მ------------ის მიმართ, კერძოდ: ქ.თბილისში, კ---–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------–----მა, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, განუცხადა მ-------------ს, რომ არ მოსწონდა მისი „დეკოლტე“ მაისური, ვინაიდან იქცევდა მეზობელი ბიჭების ყურადღებას, რა დროსაც შემოახია მაისური, ძალის გამოყენებით გაათრია საძინებელ ოთახში და შეკრული ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე ზ-----------–----მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - მ------------ის მიმართ, კერძოდ: ქ.თბილისში, კ---–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------–----მა, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, თითქოსდა აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის მიზეზით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მივარდა მ-------------ს და წააქცია იგი იატაკზე, რის შემდგომაც თმაში სწვდა და გაათრია იგი სხვა ოთახში და საწოლის ზეწარი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებსა და სხეულის სხვა ნაწილებში, რა დროსაც მ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა მ------------ის არასრულწლოვანი შვილი მ------------–------
ქ.თბილისი, კ---–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------–----ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თავის მეუღლეს - მ-------------ს, ვინაიდან მისივე განმარტებით მ-------------, როგორც ქალი და მეუღლე უნდა ყოფილიყო ქმრის, როგორც მამაკაცის მორჩილი და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, რა დროსაც მ-------------ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მათ შორის 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.თბილისი, კ---–-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ-----------–----ი კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ქმედების ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ-----------–----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზ-----------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: მ-------------–----ის, ლ----------–----ის, ა-–---------–-----ს, მ-------–----–-----ს და კ----------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მ-------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი
მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, აგრეთვე ის, რომ ზ-----------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ასევე მან განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ-----------–----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ზ-----------–----ს სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე მისი განცხადებით, გათავისუფლების შემდეგ ოჯახიდან ცალკე იცხოვრებს, დაეხმარება შვილებს, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01( ერთი) წლის ვადით.
ზ-----------–----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ-----------–----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 ივლისიდან.
მსჯავრდებულ ზ-----------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
კომპიუტერული დისკები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
პოლიეთილენის ბოთლი გამჭვირვალე სითხით - განადგურდეს;
ერთი ცალი ზეწარი დაუბრუნდეს მეპატრონეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი