განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2019
საქმის ნომერი
330100107025866
ინსტანცია
დავის ტიპი
18 - 315 1
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100107025866

საქმე №1ბ/306-19

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ------------------ის

მსჯავრდებულის: ზ-------–-–--–---–ის

ადვოკატის: კ--------–--------–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ--------–--------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №2-------- ზ-------–-–--–---–ის მიმართ. ზ-------–----–--------–-–--–---–- დაბადებულია 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. თ---–--ი, გ-------–---–----------------------------–--

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

ზ-------–-–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და გასაღება.

 

ზ-------–-–--–---–ს ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით.(2005 წლის 05 მაისის რედაქციით).

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2004 წლის დასაწყისში ქ. თ---–--ში, შა------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზია ინდ. მეწარმე ,,თ--------------–-–---–ი“-ს ფაქტობრივ მფლობელს ზ-------–-–--–---–ს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიის - შპს ,,1----“-ის დირექტორი ი----- ს-----ე, რომელიც ასევე დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა თ---------------–თან. შეთანხმდნენ, რომ ი. ს-----ე აღნიშნულ მაღაზიაში წარადგენდა თ. ჩ--------–ის მიერ მიყვანილ მოქალაქეებს, რომელთა სახელზეც მაღაზიის მენეჯერები ი------------ი და ვ--–---- ბ-------–---–ი რეალიზებულად აჩვენებდნენ ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტებს, ფაქტიურად კი ზ-------–-–--–---–ი ცეცხლსასროლ იარაღებს მართლსაწინააღმდეგოდ გადასცემდა ი----- ს-----ეს, ეს უკანასკნელი კი მათ გაასაღებდა თ---------------–ზე.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თ---------------–მა გ------- ბ----–---–ს შეაგროვებინა ცეცხლასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და იგი წარუდგინა ი----- ს-----ეს, რომელმაც გ. ბ----–---–ი მიიყვანა თ---–--ში, შა------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიაში, სადაც მაღაზიის მენეჯერებმა ი. ბ-----მა და ვ. ბ-------–---–მა გ. ბ----–---–ზე რეალიზებულად აჩვენეს ,,აპს“-ის სისტემის 1955 წლის მოდიფაკაციის №АГ 767 მოკლელულიანი ავტომატური პიტოლეტი, ხოლო გ. ბ----–---–მა პისტოლეტის თითქოსდა შეძენა დაადასტურა სხვადასხვა საბუთებზე ხელმოწერით. რეალიზებულად ნაჩვენები ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტი ზ-------–-–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ი----- ს-----ეზე, ი----- ს-----ემ - თ. ჩ--------–ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

თ. ჩ--------–მა 2004 წლის 15 აპრილს გ-- გ-------–---–ი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთებთან ერთად წარუდგინა ი. ს-----ეს, რომელმაც გ. გ-------–---–ი მიიყვანა თ---–--ში, შ----------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიაში, სადაც ფაქტობრივ მფლობელ ზ-------–-–--–---–თან შეთანხმებისამებრ, ამავე მაღაზიის მენეჯერებმა ი. ბ-----მა და ვ. ბ-------–---–მა გ. გ-------–---–ზე რეალიზებულად აჩვენეს ,,აპს“-ის სისტემის 1955 წლის მოდიფაკაციის №НЯ 1854 მოკლელულიანი ავტომატური პიტოლეტი, ხოლო გ. გ-------–---–მა პისტოლეტის თითქოსდა შეძენა დაადასტურა სხვადასხვა საბუთებზე ხელმოწერით. რეალიზებულად ნაჩვენები ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტი ზ-------–-–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ი----- ს-----ეზე, ი----- ს-----ემ - თ. ჩ--------–ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

თ. ჩ--------–მა 2004 წლის 2 აპრილს დ----- გ-------–---–ი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთებთან ერთად წარუდგინა ი. ს-----ეს, რომელმაც გ. გ-------–---–ი მიიყვანა თ---–--ში, შ----------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიაში, სადაც ფაქტობრივ მფლობელ ზ-------–-–--–---–თან შეთანხმებისამებრ, ამავე მაღაზიის მენეჯერებმა ი. ბ-----მა და ვ. ბ-------–---–მა გ. გ-------–---–ზე რეალიზებულად აჩვენეს ,,აპს“-ის სისტემის 1955 წლის მოდიფაკაციის №ЯТ 1198 მოკლელულიანი ავტომატური პიტოლეტი, ხოლო დ. გ-------–---–მა პისტოლეტის თითქოსდა შეძენა დაადასტურა სხვადასხვა საბუთებზე ხელმოწერით. რეალიზებულად ნაჩვენები ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტი ზ-------–-–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ი----- ს-----ეზე, ი----- ს-----ემ - თ. ჩ--------–ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

თ. ჩ--------–მა 2004 წლის 2 აპრილს რ----- გ-------–---–ი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთებთან ერთად წარუდგინა ი. ს-----ეს, რომელმაც გ. გ-------–---–ი მიიყვანა თ---–--ში, შ----------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიაში, სადაც ფაქტობრივ მფლობელ ზ-------–-–--–---–თან შეთანხმებისამებრ, ამავე მაღაზიის მენეჯერებმა ი. ბ-----მა და ვ. ბ-------–---–მა რ. გ-------–---–ზე რეალიზებულად აჩვენეს ,,აპს“-ის სისტენის 1955 წლის მოდიფაკაციის №ГЛ 754 მოკლელულიანი ავტომატური პიტოლეტი, ხოლო რ. გ-------–---–მა პისტოლეტის თითქოსდა შეძენა დაადასტურა სხვადასხვა საბუთებზე ხელმოწერით. რეალიზებულად ნაჩვენები ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტი ზ-------–-–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ი----- ს-----ეზე, ი----- ს-----ემ - თ. ჩ--------–ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

თ. ჩ--------–მა 2004 წლის 2 აპრილს გ------- გ--–-–---–ი იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთებთან ერთად წარუდგინა ი. ს-----ეს, რომელმაც გ. გ-------–---–ი მიიყვანა თ---–--ში, შ----------------------ში განთავსებულ ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიაში, სადაც ფაქტობრივ მფლობელ ზ-------–-–--–---–თან შეთანხმებისამებრ, ამავე მაღაზიის მენეჯერებმა ი. ბ-----მა და ვ. ბ-------–---–მა გ. გ--–-–---–ზე რეალიზებულად აჩვენეს ,,აპს“-ის სისტენის 1955 წლის მოდიფაკაციის №БН 670 მოკლელულიანი ავტომატური პიტოლეტი, ხოლო რ. გ-------–---–მა პისტოლეტის თითქოსადა შეძენა დაადასტურა სხვადასხვა საბუთებზე ხელმოწერით. რეალიზებულად ნაჩვენები ,,აპს“-ის სისტემის პისტოლეტი ზ-------–-–--–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ი----- ს-----ეზე, ი----- ს-----ემ - თ. ჩ--------–ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა კი - გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით:

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრებით საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ-------–-–--–---–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ზ-------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებული ზ-------–-–--–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 18 თებერვალს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ-------–-–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ--------–--------–მა. სააპელაციო საჩივრის მოითხოვნაა ზ-------–-–---–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ - საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გ------------------მა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა და მოითხოვა ზ-------–-–--–---–ის მიმართ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სისხლის სამართლის საქმე თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შემოვიდა 2019 წლის 26 თებერვალს.

 

მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა 2019 წლის 27 თებერვალს მომართა თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდების მხარესა და მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–ს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------------------მა ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–ის მიმართ წერილობით წარმოდგენილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ზ-------–-–--–---–მა ადვოკატ კ--------–--------–თან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

სახწელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 5 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლისგანაც განთავისუფლდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე.

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2005 წლის 5 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც გაუნახევრდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე და საბოლოოდ ზ-------–-–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

ზ-------–-–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა 5000 (ხუთი) ათასი ლარი.

 

მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტეს საპროცესო შეთანხმების პირობები და მოითხოვეს თავისუფლების აღკვეთის ვადაში იმ პერიოდის ჩათვლა, რაც მსჯავრდებულმა გაატარა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან დღემდე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 6791-6797-ე მუხლების (1998 წლის რედაქცია) მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ზ-------–-–--–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ზ-------–-–--–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 6793ე მუხლით (1998 წლის რედაქცია) გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ზ-------–-–--–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ვ--–---- ბ-------–---–ის, ი------------ის, თ---------------–ის, ი----- ს-----ის, გ------- გ--–-–---–ის, რ----- გ-------–---–ის, გ------- ბ----–---–ის, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ------- ბ----–---–ის, გ-- გ-------–---–ის და გ------- გ--–--–---–ის მიმართ, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ვ--–---- ბ-------–---–ის და ი------------ის მიმართ, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის განაჩენით თ---------------–ის მიმართ, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ი----- ს-----ის მიმართ, ინდ. მეწარმე ,,თ-----–-–---–-“-ის მაღაზიის ცეცხლსასროლი იარაღების გაცემის ჟურნალით, ინდ. მეწარმე ,,თ-----–-–---–-“-ის სახელზე შევსებული განცხადებებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის ასლებით, საქართველოს შს სამინისტროს ცელსასროლი იარაღების სამეთვალყურეო საქმეებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მინდობილობებით ნებართვის ასლებით იარაღის რეალიზაციაზე, ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციის დოკუმენტებით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ზ-------–-–--–---–ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს 1998 წლის რედაქციის სსსკ–ის LXIV1 თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილი იქნას კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სსსკ-ის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით. 6791-6797-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს - დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინიოსტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამნეტსა და საპტრულო პოლიციის დეპარტამნეტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გ--------------ის თანხმობით 2019 წლის 27 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ------------------ს, მსჯავრდებულ ზ-------–-–--–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ კ--------–--------–ს შორის:

 

თ---–--ის საქალაქო სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენში ზ-------–-–--–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 5 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლისგანაც განთავისუფლდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე.

 

ზ-------–-–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2005 წლის 5 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც გაუნახევრდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი 12 დღე - 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-------–-–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი) ათასი ლარი.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ზ-------–-–--–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

პირობით მსჯავრდებულის ზ-------–-–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და 1998 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე