განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002728951
საქმე № 1ბ/266-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
27 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------ე.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: რ---------ი (გვარის გარეშე) დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ო, ინდოეთის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: და ფაქტობრივად მცხოვრები: ინდოეთი, ჰ---------–-----ი, ჰ---------------ი, სოფელი თ------ა.
ადვოკატი: რა-----------–--ე.
თარჯიმანი: სუ-----ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ–ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით, დამტკიცდა 2019 წლის 15 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ გი------------ეს (ზემდგომი პროკურორის ჯა-------------ის თანხმობით), ბრალდებულ რ---------სა (გვარის გარეშე) და ადვოკატ რა-----------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
რ---------ი (გვარის გარეშე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი 2019 წლის 24 იანვარს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რა--------ა (გვარის გარეშე). წარმოდგენილი საჩივრით აპელანტმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმესთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2019 წლის 18 იანვარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა რ---------მა (გვარის გარეშე) დააყენა შუამდგომლობა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, იმ მოტივით რომ სურს უკან გაითხოვოს სააპელაციო საჩივარი.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულის ადვოკატმა რა-----------–--ემ და პროკურორმა გი------------ემ.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---------ის (გვარის გარეშე) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ–ის 295–ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ,,აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია“. სასამართლო თვლის, რომ რ---------ის (გვარის გარეშე) შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ---------ის (გვარის გარეშე) შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის უკან გათხოვის შესახებ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ რ---------ის (გვარის გარეშე) სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენზე დარჩეს განუხილველი.
მსჯავრდებულ რ---------ს (გვარის გარეშე) განემარტოს, რომ სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო სანდოძე