განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002364012
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4468-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - ს- ,,ს--------------------------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–- ქ---–---
მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,მ------- ბ-------“
წარმომადგენელი - გ----------
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ს- ,,მ------- ბ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ს- ,,ს--------------------------------ი“-ს (ს/მ 4--------) ს- ,,მ------- ბ-------“-ს (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 39000 (ოცდაცხრამეტიათასი) ლარი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელე ს- ,,მ------- ბ-------“-სა და მოპასუხე ს- ,,ს--------------------------------ი“-ს შორის დაიდო დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელზეც იმავე დღეს გაიცა სადაზღვევო პოლისი N0-----, რომლითაც დაზღვეულ იქნა ს- ,,მ------- ბ-------“-სა და მასთან დაკავშირებულ კომპანიების თანამშრომლები, მათ შორის გარდაცვლილი რ----- და მ------ თ----------ები.
სასამართლო ემყარებს შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 აგვისტოს დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, სადაზღვევო პოლისი N0-----.
2.2. 2017 წლის 17 აგვისტოს დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის N0----- პოლისის თანახმად მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი ერთ პირზე შეადგენს 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2017 წლის 17 აგვისტოს დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება, სადაზღვევო პოლისი N0-----.
2.3. 2017 წლის 08 სექტემბერს ქ---------–----–-----------------------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნენ რ----- და მ------ თ----------ები, რასაც მათი გარდაცვალება მოჰყვა. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ 2018 წლის 26 იანვრის ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებების თანახმად, გარდაცვლილი რ----- თ---------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მამა ჯ------- თ----------, ხოლო გარდაცვლილი მ------ თ---------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მამა მ--–---- თ----------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2018 წლის 26 იანვრის ბ------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებები.
2.4. ს- ,,მ------- ა-------------------ს“ საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ცენტრში მოპასუხე ს- ,,ს--------------------------------ს“ სასყიდლით დროებით სარგებლობაში იჯარით აქვს აღებული საოფისე ფართი. ს- ,,მ------- ა------- ჯ--------სა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებსა (მათ შორის მოსარჩელე ს- ,,მ------- ბ-------“) და მოპასუხე ს- ,,ს--------------------------------ი“-ს შორის არსებობს დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბებული ბიზნეს პრაქტიკის თანახმად კომპანიები ერთმანეთის მიმართ დაგროვებულ დავალიანებას ურთიერთშეთანხმებით ქვითავდნენ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ და შეთანხმებები გაქვითვის შესახებ
2.5. ქ---------–----–-----------------------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა მოსარჩელე კომპანია ს- ,,მ------- ბ-------“. 2017 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე ს- ,,მ------- ბ-------“ წარმოადგენდა ს- ,,მ------- ა---–-- ჯ--------ს“ კონტრაქტორ სამუშაოთა შემსრულებელ კომპანიას .
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- მშენებლობის ნებართვის გაცემის ბრძანება 3---------;
- მშენებლობის სანებართვო მოწმობა 3---------;
- 2017 წლის 01 ივნისის მომსახურების ხელშეკრულება;
- 2017 წლის 30 ნოემბრის მიღება -ჩაბარების აქტი;
- ანგარიშფაქტურები, საგადასახადო დავალებები;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- პროექტში ცვლილებების შეტანისა და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის ბრძანება 1---------;
- მშენებლობის ახალი სანებართვო მოწმობა 1---------;
- ტექნიკური ინსპექტირების ოქმები;
2.6. გარდაცვლილი ოჯახის წევრებს სადაზღვევო შემთხვევის მიყენებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მოსარჩელემ ორივე დაღუპულის ოჯახს გადაუხადა მთლიანობაში 39000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- საგადასახადო დავალებები;
- სალაროს გასავლის ორდერები;
- გარდაცვლილთა მეუღლეებისა და უფლებამონაცვლეების (მამები) ნოტარიულად დამოწმებული განცხადება -ხელწერილები;
- ქორწინებისა და ბავშვების დაბადების მოწმობები;
- მამობის დადგენის მოწმობა;
- ს- ,,მ------- ბ-------ს“ მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილების მეუღლეებზე დ------- ბ-–-------- და მ------ ს-----------;
2.7. მოპასუხე ს- „ს--------------------------------ი“-საგან 2017 წლის 15 სექტემბრის, 22 სექტემბრისა და 6 ნოემბრის წერილებით უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის გადახდაზე იმ მოტივით, რომ სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, შესაბამისად სადაზღვევო პოლისი არ იყო ვალიდური (აქტიური).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს :
- ს- „ს--------------------------------ის” 2017 წლის 15 სექტემბრის, 22 სექტემბრისა და 6 ნოემბრის წერილები
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ს- ”ს--------------------------------სა” და ს- ,,მ------- ბ-------“-ს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, შესაბამისად სადაზღვევო პოლისი არ იყო ვალიდური (აქტიური), რის გამოც არ მოხდა ზიანის ანაზღაურება, ასევე არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში (როცა მხარეებს შორის არსებობს დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბებული ბიზნეს პრაქტიკის თანახმად კომპანიები ერთმანეთის მიმართ დაგროვებულ დავალიანებას ურთიერთშეთანხმებით ქვითავდნენ) უნდა განხორციელდეს თუ არა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი დასაბუთებულია იმით, რომ სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, შესაბამისად სადაზღვევო პოლისი არ იყო ვალიდური (აქტიური), ასევე მოსარჩელეს არ გადაუგზავნია აღნიშნულ ფაქტზე არსებული წერილობითი დოკუმენტაცია, შესაბამისად მზღვეველი მოკლებულია საშუალებას განიხილოს ზარალი და იმსჯელოს რაიმე საკითხზე, რადგანაც არ გააჩნია შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტაცია.
დაზღვევის ხელშეკრულების პირობების თანახმად, განსაზღვრულია სადაზღვევო შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. სწორედ ხელშეკრულების ამ პირობაზე აპელირებს მოპასუხე. სასამართლო არ იზიარებს მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების ამ პირობაზე მითითებას, რადგან დაზღვევის პირობების 10.1.8. მუხლის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია ,,მონაწილეობა მიიღოს შემთხვევის გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში, გააგზავნოს თავისი ექსპერტები დაზარალებული პირის შესამოწმებლად“, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.
ასევე დაზღვევის პირობების მე-6 მუხლში გაწერილია რისკების ჩამონათვალი, რომლის თანახმად დაქირავებულების მიერ შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული სამუშაოების დროს დაზღვეული რისკები სხვა უბედურ შემთხვევებთან ერთად ითვალისწინებს სიმაღლიდან ჩამოვარდნისა და განზრახ მკვლ--–ობის შემთხვევებსაც.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და ს- ”ს----------------------------------ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას წარმოეშობოდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარი ერთ პირზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება.
სადაზღვევო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი აანაზღაურებს დამზღვევის მიერ დაქირავებული პირის სხეულის ან ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, გამოწვეულს ნორმალური სამუშაო ვალდებულებების შესრულების დროს, რაზეც მოხდა შეტყობინება მზღვეველთან წინამდებარე დაზღვევით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე არ არსებობს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის თანხა
39000 ლარის ოდენობით
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარე უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
მოყვანილი ნორმის თანახმად, ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შემდეგი წინაპირობების არსებობისას: უნდა არსებობდეს ორი ერთმანეთის საპირისპირო და ერთგვაროვანი მოთხოვნა, რომელთა შესრულების ვადა დამდგარია.
მოვალის უფლება, რომ თავისი კონკრეტული მოთხოვნა (აქტიური მოთხოვნა ან საპასუხო მოთხოვნა), მისი კრედიტორის მოთხოვნის (პასიური მოთხოვნა ან ძირითადი მოთხოვნა) მიმართ გაქვითოს, იმით არის, როგორც წესი გამართლებული, რომ იმის მოთხოვნა, რაც უკან დასაბრუნებელია, როგორც წესი არაგონივრულია.
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ასრულებს ორმაგ ფუნქციას. ერთი მხრივ, იგი ემსახურება პასიური მოთხოვნის შესრულებას მოვალის საკუთარი - აქტიური მოთხოვნის გადაცემის გზით, ხოლო მეორე მხრივ, იგი მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, რომ თავისი მოთხოვნა ყოველგვარი რისკისა და აქტიური პროცესის წარმართვის გარეშე უმარტივესი გზით დაიკამყოფილოს. რამდენადაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით წყდება ძირითადი მოთხოვნა, ურთიერთმოთხოვნა წარმოადგენს არა შესრულებას არამედ შესრულების სუროგატს.
როგორც აღინიშნა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის განხორციელების პირველ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ორი პირი ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ ვალდებულნი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე. ანუ ორივე ერთდროულად ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ მოვალეები, ასევე კრედიტორები, რის საფუძველზეც სახეზე უნდა იყოს ურთიერთმოთხოვნები საპასუხო შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ს- ,,მ------- ა---–-- ჯ--------ს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, მოსარჩელე ს- ,,მ------- ბ------“-სა და მოპასუხე ს-
,,ს--------------------------------ი“-ს შორის არსებობს დიდი ხნის ბიზნეს ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბებული ბიზნეს პრაქტიკის თანახმად კომპანიები ერთმანეთის მიმართ დაგროვებულ დავალიანებას ურთიერთშეთანხმებით ქვითავდნენ.
2017 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების მიმართაც ამგვარი მოლოდინი არსებობდა.
ამრიგად, მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს გაქვითვა მოპასუხის მიმართ.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლით, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
აღნიშნული მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მაშინაც შესაძლებელი არის, როდესაც მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, შესაბამისად აუცილებელი არ არის რომ მოთხოვნებმა სრულად გადაფარონ ერთმანეთი ან ისინი ზუსტად ერთი ოდენობის იყვნენ.
ამდენად თუ მოვალის მოთხოვნა უფრო დიდი არის, ხოლო კრედიტორის საპირისპირო მოთხოვნა უფრო პატარა, მაშინ მოვალეს კიდევ უნარჩუნდება დარჩენილ გაუქვითავ ნაწილში მოთხოვნის უფლება, რომელიც მას შეუძლია სხვა მოთხოვნის საპირისპიროდ გაქვითოს ან უშუალოდ მოითხოვოს შესაბამისი ნაწილის შესრულება თავისი მოვალისაგან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებში ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად კომპანიები ერთმანეთის მიმართ დაგროვებულ დავალიანებას ურთიერთშეთანხმებით ქვითავდნენ. აპელანტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ შესაგებელში შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით უთითებდა 2016 წ. ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობის დაწყების და მოკლე ვადაში ურთიერთობის დაძაბვის გამო მისი შეწყვეტის, მეტიც, სადაზღვევო პრემიის გადახდის ეტაპზე გასაქვითი მოთხოვნის არარსებობის თაობაზე არ არსებობდა აღნიშნული გარემოების უდავოდ მიჩნევის საფუძველი.
3.1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო პოლისზე პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, შესაბამისად სადაზღვევო პოლისი არ იყო ვალიდური (აქტიური), ამის საწინააღმდეგოდ კი დააკმაყოფილა სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. 17.08.2017 წელს ერთი მხრივ სს "ს----------------------------------ს’’ და მეორე მხრივ ს- ,,მ------- ბ------ს’’ შორის’’ დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა, დაზღვევის ხელშეკრულების სახედ დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები განისაზღვრა. ხელშეკრულების საფუძველზე 17.08.2017 წელს გაიცა დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი #0-----. პოლისის თანახმად სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა ზიანი, გამოწვეული დამქირავებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობით, რომლის შედეგია თანამშრომლის სხეულსა და /ან ჯანმრთელობაზე მიყენებული დაზიანება. პოლისის მე-9 პუნქტის მიხედვით სადაზღვევო პრემია 5 000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა, რომელიც დამზღვევს სამ ეტაპად, კერძოდ, 01.09.2017წ., 01.10.2017წ. და 01.11.2017 წელს უნდა გადაეხადა, თითოეულ ეტაპზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა 1666.67 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. (ტ.1.ს.ფ. 24-34)
ს- "ს----------------------------------მა’’ 21.08.2017 წელს პირველ ეტაპზე გადასახდელ სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) #----- გამოწერა. (ტ.1.ს.ფ. 35)
ს- ,,მ------- ბ------მა’’ ს- "ს----------------------------------ს’’ დაზღვევის საფასურის დანიშნულებით 1666.67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი სს ,,ტ--------ის" მეშვეობით 13.09.2017 წელს ჩაურიცხა. (ტ.ს.ფ. 84)
2017 წლის 08 სექტემბერს ქ---------–----–-----------------------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნენ რ----- და მ------ თ----------ები, შემთხვევას მათი გარდაცვალება მოჰყვა.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში ს- ,,მ------- ბ-------ს’’ სასარჩელო მოთხოვნას ს- "ს----------------------------------ისთვის’’ 39 000 ლარის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის საფუძვლად მხარეთა შორის 17.08.2018 წელს გაფორმებულ სადაზღვევო ხელშეკრულებაზე და ამ ხელშეკრულებით დაზღვეული სადაზღვევო რისკის (მესამე პირებთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის დადგომა) დადგომაზე უთითებს.
4.1.3. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სადაზღვევო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის მიხედვით პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
ამდენად, დასახელებული ნორმა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობას ითვალისწინებს. ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგების გათვალისწინებით დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. სასამართლო პრაქტიკა დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ ხელშეკრულებად მიიჩნევს. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის Nას-85-81-2013 განჩინება.) სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისთვის ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ სადაზღვევო პერიოდის დაწყების და მეორე მხრივ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ეტაპები. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება და დაზღვევის პერიოდის დაწყება ავტომატურად არ წარმოშობს მზღვეველის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებასთან ერთად დასტურდება თუ არა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის უპირველეს წინაპირობას წარმოდგენს.
4.1.4. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ საგადასახადო დავალება #--ზე, რომლითაც ირკვევა, რომ ს- ,,მ------- ბ------მა’’ სადაზღვევო პრემიის სახით 1666.67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ს- ს--------------------------------ის სასარგებლოდ 13.09.2017 წელს გადარიცხა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ პოლისით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სადაზღვევო პრემია გადახდილი არ ყოფილა, თუმცა, მოსარჩელე მხარე სარჩელში აღნიშნავდა, რომ გარიგების დადების ეტაპზე მხარეებს შორის 17.08.2017წ. ხელშეკრულების დადებამდე არსებული საქმიანი ურთიერთობის საფუძველზე, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნების საფუძველზე პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდასთან მიმართებით მოთხოვნის გაქვითვის მოლოდინი გააჩნდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 25.05.2017 წლის სამმხრივ შეთანხმებაზე, რომლითაც ს- ,,მ------- ბ-------ს’’ მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, რომელიც სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელ თანხას წარმოადგენდა, სადაზღვევო კომპანიის მიმართ ს- ,,მ------- ა---–-- ჯ--------ს’’ მოთხოვნის უფლებაში გაიქვითა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება 17.08.2017 წლის პოლისით პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდისთვის გათვალისწინებული პერიოდისთვის (01.09.2017წ) მხარეებს შორის გასაქვითი მოთხოვნის არსებობის ფაქტი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 17.08.2017 წელს დაიწყო და დამზღვევმა პირველი სადაზღვევო პრემია დაგვიანებით გადაიხადა. (04.12.2018წ. 16:06:50-16:06:55) გასაქვითი მოთხოვნის თაობაზე მოთხოვნის არსებობის შესახებ მსჯელობას საფუძველს აცლის თავად მოსარჩელე მხარის ქმედება, რომლითაც მან სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე დღეში სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე პირველი პორციის ოდენობის სადაზღვევო პრემიის ოდენობის თანხა ჩარიცხა. (ტ.1.ს.ფ. 84)
განსახილველ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისით დასტურდება, რომ დამზღვევს სადაზღვევო პრემია სამ ეტაპად 01.09.2017 წლიდან ყოველთვიურად 1666.67 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა. (ტ.1.ს.ფ. 34) უდავოა, რომ შემთხვევის დადგომის ეტაპზე (08.09.2017 წელი), რომელსაც მოსარჩელე მხარე სადაზღვევო მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილის გადახდის ვალდებულება, რომლის გადახდის ვადა 01.09.2017 წელს უკვე დამდგარი იყო დამზღვევის მხრიდან შესრულებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება კი დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე საკმარისი საფუძველია სადაზღვევო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად, რამეთუ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის დადასტურების პირობებში სადაზღვევო ანაზღაურებასთან მიმართებით არ არსებობს მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის Nას-ას-719-674-2010 განჩინება.)
ზემოთ მითითებული გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სარჩელის საფუძვლიანობის და მისი დაკმაყოფილების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევის შედეგად, რამაც განაპირობა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. ამგვარად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს- "ს----------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს- ,,მ------- ბ------ს’’ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს- ,,ს--------------------------------ის“ მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1560 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 358). გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, ს- ,,ს--------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს- ,,მ------- ბ------ს’’ ს- ,,ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1560 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
:
1. ს- ,,ს--------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს- ,,მ------- ბ-------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
4. ს- ,,მ------- ბ------ს’’ ს- ,,ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიში დაეკისროს 1560 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების საზორელუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /