განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
120100118002533893
ინსტანცია
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002533893

საქმე#1ბ/1390-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: კ------- ლ---–---–ის

გამართლებულის: ე-–------ მ-----–---–ის

ადვოკატის: ტ------– ბ--–-----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №01----------): ე-–------ ი------ს ძე მ-----–---–ის, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებულის: ქ--------------------------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------------------------------------------------------------ში მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–------ მ-----–---–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიმართ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გასული წლების განმავლობაში ე-–------ მ-----–---–ი სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ა---––----------------------– ს----–ი მცხოვრებ მის დას ნ----ა მ-----–---–ს, 2018 წლის 02 ივნისს კი დილით დაახლოებით 05:00 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე-–------ მ-----–---–მა საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მის დას ნ----ა მ-----–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მას არ აცოცხლებდა და მოკლავდა. სისტემატიური შეურაცხყოფის და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ნ----ა მ-----–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

 

ე-–------ მ-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ------- ლ---–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გაუქმდეს ე-–------ მ-----–---–ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. რის გამოც, გამართლებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა კ------- ლ---–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულების წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

 

გამართლებულმა ე-–------ მ-----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ------– ბ--–-----–---–მა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ე-–------ მ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–ი გამართლებული მათზე წარდგენილ ბრადებებში;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებები გარდა მოწმეების ე-–------ მ-----–---–ის, ნ----ა მ-----–---–ის და მ------ მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებისა მხარებს სადავო მტკიცებულებებად არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი გამოკვლევის გარეშე იქნენ მიჩნეულნი, რაც ნათალდ მიუთითებს მასზედ, რომ მტკიცებულებებში ასახულ ინფორმაციების სისწორეს ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მხარეები ეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, პალატა საქმეზე წარმოდგენილ (მათ შორის უდავო) მტკიცებულებების უერთიერთშეჯერების შედეგად ობიექტური პირისთვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ახდენს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებს.

 

პალატა საქმეზე წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილ დაქტობრივ გარემოებათა შეფასებამდე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რა ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია დაზარალებუის ჩვენება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა - ნ----ა მ-----–---–მა და მოწმე - მ------ მ-----–---–მა გამოიყენეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადეს ჩვენება მიეცათ მათი ახლო ნათესავის - ე-–------ მ-----–---–ის წინააღმდეგ. ამასთან, თავად გამართლებულმაც გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება. მოცემული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას სასამართლოს არ აწვდიან შემთხვევის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თვითმხილველი და მონაწილები პირები. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა მითითებული პირებისა ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის ისეთი მტკიცებულება, რომელიც პალატას ნათელად და დამაჯერებელ სურათ წარმოუჩენდა გამართლებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით აშკარაა, რომ დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ამსახველი ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ თ---------- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმში, სადაც მოწმე საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელს უცხადებს, რომ დაზარალებული დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ გამართლებული მივიდა მასთან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ---------- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმში მოცემული ინფორმაციის შეფასება ცხადყოფს, რომ ის კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შესაბამისად აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელშიც ასახული ინფორმაციის სისწორის და რელურობის არსებობის შესაძლებლობა პალატას ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებული ჩვენებით, ან სხვა არა ირიბი მტკიცებულებით არ გააჩნია (რაც წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარად მიჩნევისათვის კანონმდებლის მიერ დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა).

 

პალატა მნიშვნელოვანად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ გამართლებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად დაზარალებულის თანხმობით ყადაღა დაედო ამ უკანასკნელის კუთვნილ ქონებას, რაც წარმოაჩენს ნ----ა მ-----–---–ის დამოკიდებულებას გამართლებულის მიმართ.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გაანალიზების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (22/01/2015; №1/1/548; §52) მითითებული იმ გარემოებაზე, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13, §4.1.2.).

 

გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (და არა ცალკე აღებულ ერთ მტკიცებულებას, მით უფრო ირიბ ჩვენებას)“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გამართლებულების უდანაშაულობის შესახებ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ე-–------ მ-----–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი ეფუძნება ეჭვებს და ვარაუდებს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულების სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ე-–------ მ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორ - კ------- ლ---–---–ის სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;

 

ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენილი ე-–------ მ-----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

ე-–------ მ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე-–------ მ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 7 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნ----ა მ-----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ა---––---- რაიონი სოფელი ს----- საკადასტრო კოდი 6-------------------–-–------------------------–------------

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი