განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002059668
საქმე №1ბ/105-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნი----–------–ის
მსჯავრდებულ - ზუ-----–----–---–ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----–------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზუ-----–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–------------------------–-----------–-------------–--–-------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით:
ზუ-----–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ზუ-----–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ზუ-----–----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 ივლისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–---------–-----------–---------------------------ზე, ზუ-----–----–---–ი მის საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს-----–-------------------------–--–--------------–-------------–------------ დირექტორს კა-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–---------–-----------–---------------------------ზე, ზუ-----–----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს-----–-------------------------–--–--------------–-------------–------------ დირექტორს კა-------------ეს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში. დარტყმის შედეგად კა-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ზუ-----–----–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზ-------–----–--–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 01 ივლისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–---------–-----------–---------------------------ზე, ზუ-----–----–---–ი მის საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს-----–-------------------------–--–--------------–-------------–------------ დირექტორს კა-------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზუ-----–----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ნაწილში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზუ-----–----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი----–------–მა, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ზუ-----–----–---–ის დამნაშავედ ცნობა და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად უნდა მიეჩნია ზუ-----–----–---–ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დადასტურებულია დაზარალებულ კა-------------ის და მოწმეების - შო-----------–-----ის და და-------------–--ის ჩვენებებით. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 12 ივლისს ისინი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–---------–-----------–---------------------------ზე. 50 მეტრის დაშორებით მოესმათ ხმაური და დაინახეს ორი მამაკაცი, რომლებიც ჩხუბობდნენ. შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას დაინახეს ჩხუბში ჩაბმული ზუ-----–----–---–ი და კა-------------ე და გააშველეს ისინი. აპელანტის განმარტებით, მართალია, ზუ-----–----–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ ბრალდების ამ ეპიზოდში, თუმცა თავის ჩვენებაში გარკვეულწილად დაადასტურა ამ ნაწილში მისთვის წარდგენილი ბრალდება.
სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასევე ითხოვს ზუ-----–----–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას იმ საფუძვლით, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, მისი აგრესიულობა, დაზარალებულისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა კა-------------ისადმი ხელის არაერთხელ თავში დარტყმით. აპელანტის აზრით, ცალსახად გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის მიერ მუქარის განხორციელებისას მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი, რაც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა კი მისი პიროვნების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე მეტყველებს, რისი პრევენციისათვის საჭიროა მას განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულმა ზუ-----–----–---–მა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ამასთან განმარტა, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს ბრალდების არცერთ ეპიზოდში.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
პალატა თავდაპირველად იმსჯელებს თუ რატომ არ ზიარებს სახელმწიფო ბრალმდებელის სააპელაციო საჩივარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზუ-----–----–---–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ ზუ-----–----–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში დასტურდება დაზარალებულისა და ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით განმარტავს:
დაზარალებულ კა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ივლისს, მოხდა ინციდენტი კა-------------ესა და ზუ-----–----–---–ს შორის, რა დროსაც გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, აგრესიულად განწყობილმა ზ------------–---–-ა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც, კერძოდ, რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტის მონაწილენი მალევე გააშველეს ფაქტის შემსწრე პირებმა: შო-----------–-----ემ და და-------------–--ემ.
მოწმის სახით დაკითხულმა შო-----------–-----ემ და და-------------–--ემ განმარტეს, რომ 2017 წლის 12 ივლისს იმყოფებოდნენ ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------–-------------------------–-----------–---------–-----------–---------------------------ზე. ერთმანეთში საუბრისას მოულოდნელად მოესმათ ხმაური, დაახლოებით 50 მეტრში დაინახეს ორი მამაკაცი, რომლებიც შეჭიდებულნი იყვნენ და ჩხუბობდნენ. როდესაც მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ ზუ-----–----–---–ი და კა-------------ე, რომლებიც ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. და-------------–--ემ და შო-----------–-----ემ შეძლეს მოჩხუბართა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა. მოწმეთა განმარტებით, უშუალოდ არ შესწრებიან ზუ-----–----–---–ის მხრიდან კა-------------ის მიმართ ფიზიკური შურაცხყოფის ფაქტს.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ზუ-----–----–---–ის მიერ კა-------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ზუ-----–----–---–მა განახორციელა კა-------------ის ცემა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზუ-----–----–---–ის მიერ კა-------------ის ცემის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ზუ-----–----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუ-----–----–---–ის მიერ კა-------------ის ცემის ფაქტი არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლითაც ზუ-----–----–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ზუ-----–----–---–ის მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმულ პოზიციაზე, რა დროსაც მან არც მუქარის ჩადენის ფაქტი აღიარა, თუმცა პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ზუ-----–----–---–ის მიერ ჩადენის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ კა-------------ის ჩვენებით, მოწმეების - მა----------ას, მა---------------–---–-სა და ნუ--------------ის ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზუ-----–----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა, ზუ-----–----–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იმავდროულად სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი ზუ-----–----–---–ის უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----–------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზუ-----–----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ზუ-----–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანაშაულის იარაღი - 7-------–----------------------------–-------------------–---------- კარაბინი, 2 (ორი) ცალი ვაზნა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე