განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
010210118001851511
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 010210118001851511 31 იანვარი 2019 წელი

საქმე № 2\ბ - 1011-2018წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე

აპელანტი (იმავდროულად მოწინააღმდეგე მხარე): გ---–------- დ-------ე

აპელანტები (იმავდროულად მოწინააღმდეგე მხარეები): რ----- ა--–---; შპს ა------

მოწინააღდეგე ხარეები: ე-–----------------; თ--- გ-------–--ე, გ---–------- დ-------ე

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გასვლა; თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ე-–----------------მ, გ---–------- დ-------ემ და თ--- გ-------–--ემ, მოპასუხე მხარეებად შპს „ა------“; ბ.მ.ა. „პ------–--ი“ და რ----- ა--–--- დაასახელეს; 1) ე-–----------------მ სასარჩელო განცხადებით ითხოვა - მასსა და შპს „ა------ს“ შორის, 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2013 წლის 20 დეკემბერს და 2014 წლის 13 იანვარს დადებული ნარდობის ხელშკრულებების შეწყვეტილად აღიარება. - შპს „ა------სა“ და რ----- ა--–--ისათვის, ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ სოლიდალურად 15 113 ლარის დაკისრება. 2) მოსარჩელე გ---–------- დ-------ემ ითხოვა: შპს „ა------ს“ და გ---–------- დ-------ეს შორის, 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2014 წლის 13 იანვარს და 2014 წლის 25 ივნისს დადებული ნარდობის ხელშკრულებების შეწყვეტილად აღიარება. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ისათვის გ---–------- დ-------ის სასარგებლოდ სოლიდალურად 10 480 ლარის დაკისრება. 3) თ--- გ-------–--ემ ითხოვა - შპს „ა------ს“ და მას შორის, 2014 წლის 15 ივლისს დადებული ნარდობის ხელშკრულების შეწყვეტილად აღიარება; - შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ისათვის, თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდალურად 4 236 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელეთა განმარტება:

 

2. მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ.ბათუმში, ლ-------------- ქ.№1-----ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში. მათი ფართები განლაგებულია საცხოვრებელი სახლის მე- 5 სართულზე სხვადასხვა სადარბაზოში. საცხოვრებელ სახლში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ------–--ი“. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან ერთად გადაწყვიტეს განეხორციელებინათ საცხოვრებელ სახლზე მიშენება, ასევე მანსარდის დაშენება, რის გამოც, 2013 წლის 25 იანვარს, ამხანაგობის სახელით განცხადებით მიმართეს ქალაქ ბათუმის მერიას. ბათუმის მერიის 2013 წლის 25 თებერვლის N--- ბრძანების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ------–--ის“ თხოვნა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდული სართულის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ - დაკმაყოფილდა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პ------–--ის 2013 წლის 15 დეკემბრის საერთო კრების N32 ოქმით (გადაწყვეტილებით), ნება დაერთო ამხანაგობას საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია - მიშენება - დაშენებისა; საბოლოო ნებართვის მიღების შემდგომ, მოსარჩელეებმა შპს „ა------სთან“ გააფორმეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ა------მ“ აიღო ვალდებულება მანსარდის დაშენების საქმიანობის განსახორციელებლად. ხელშეკრულების თანახმად მენარდეს შემკვეთისათვის მანსარდი უნდა ჩაებარებინა შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც ძირითადად მოიცავდა სახურავის გადახურვას, გვერდითი გამყოფი კედლების ამოყვანას, გვერდითი გა------ კედლების თუნუქით დაფარვას, კარ - ფანჯრის (გარე ფასადის და შესასვლელი კარის) ჩასმას, კიბის აყვანას და სხვა; აღნიშნული სამუშაოებისთვის, შემკვეთს უნდა გადაეხადა 110 აშშ დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, ხოლო მშენებლობის პერიოდში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიშენების სამუშაოებისათვის შემკვეთი გადაიხდიდა თითოეულ კვადრატულ მეტრ ფართში 85 აშშ დოლარს;

3. შპს ,,ა------მ“ ნაკირი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად. მან სამუშაოთა ნაწილი შეასრულა უხარისხოდ, შემდეგში კი მთლიანად მიატოვა მშენებლობა და წავიდა სამშენებლო ობიექტიდან. რ----- ა--–--- მოსარჩელეებს შეპირდა შპს “ა------ს“ ვალდებულების შესრულებას და მოსარჩელეებთან გააფორმა თავდებობის ხელშკრულება იმის თაობაზე, რომ ის პასუხს აგებდა შპს “ა------ს“ ვალდებულებებზე. მიუხედავად ამისა რ----- ა--–---მაც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სამუშაოები არ დაასრულა. ე-–----------------მ, 2016 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, შპს “ა------ს“ ჩაურიცხა 12 250 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო ე-–----------------მ ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხეებისათვის არაჯეროვანი მშენებლობით მიყენებული ზიანის - 15 113 ლარის ანაზღაურება ითხოვა. გ---–------- დ-------ემ 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით შპს “ა------ს“ ჩაურიცხა - 12 604.82 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვიტა და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის - 10 480 ლარის ანაზღაურება ითხოვა. თ--- გ-------–--ემ 2014 წლის 15 მაისიდან 2014 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით შპს “ა------ს“ ჩაურიცხა - 9170 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო თ--- გ-------–--ემაც ხელშეკრულების შეწყვეტა და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის 4634 ლარის ანაზრაურება მოითხოვა;

 

მოპასუხის პოზიცია

 

4. მოპასუხე მხარემ რ----- ა--–---მ სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ მოდავე მხარეთა შორის მართლაც შედგა ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინებზე მიშენება - დაშენების სამუშაოების შესრულების შესახებ; ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის რ----- ა--–--- იყო შპს „ა------ს“ დირექტორი. მითითებული ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიომე თვეში რ----- ა--–--- აღარ იყო შპს „ა------ს“ დირექტორი. მისთვის უცნობია თუ რა სახის სამუშაოები შეასრულა შპს „ა------მ“. რ----- ა--–--- მიიჩნევს, რომ ის არ არის სათანადო მოპასუხე. ამასთან განმარტა, რომ მან ე-–--- ქ----------ისა და თ--- გ-------–--ის, ასევე სხვა პირების წინაშე, შპს “ა------ს“ ვალდებულებებზე იკისრა პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი 10 დღის ვადაში გადაიხდიდნენ კუთვნილ, დარჩენილ გადასახდელ თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იყო მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი. მოსარჩელეებმა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადაიხადეს. შესაბამისად რ----- ა--–--- თვლის, რომ ის არ არის ე-–--- ქ----------ის და თ--- გ-------–--ის წინაშე შპს“ა------ს“ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირი.

5. რაც შეეხება მოსარჩელე გ---–------- დ-------ის მოთხოვნას, რ----- ა--–--- აღნიშნავს, რომ მასთან თავდებობის ხელშეკრულება საერთოდაც არ გაუფორმებია, რაც გამორიცხავს რ----- ა--–--ის პასუხისმგებლობას. (ტ.1. 231- 240). სხვა დანარჩენ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორიცაა ზიანის მიყენების ან მისი ოდენობის საკითხი - შესაგებლით არც რ----- ა--–--- შედავებია. საბოლოო ჯამში მისი შესაგებელი შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ თავდებობა იკისრა, მაგრამ იმ პირობით, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული ადამიანები, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 დღეში გადაიხდიდნენ 100 000 აშშ დოლარს. ეს თანხები მათ ვერ გადაიხადეს ამ ვადაში, ამიტომ მოთხოვნა მის მიმართ არასწორია და ის საერთოდაც არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

6. მოპასუხე მხარე შპს „ა------“ წარდგენილ შესაგებელში, სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, (წარადგინა ე.წ. მარტივი შესაგებელი) არ ცნო ის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხე მხარე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ შედავებია მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. (იხ.ტ.1. ს.ფ. 251-258).

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე შპს „ა------“ არ გამოცხადდა. ამას რაიმე საპროცესო შედეგი შუამდგომლობათა არ არსებობის გამოც - არ მოჰყოლია.

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით: ე-–--- ქ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „ა------ს“ და ე-–----------------ს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–---ს, ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15 113 ლარის გადახდა. მათვე დაეკისრათ სოლიდარულად ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 453.8 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაახდილი 500 ლარის, აუდიტის დაკვნის მომზადებისთვის გადახდილი 250 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი 400 ლარის გადახდა.

9. თ--- გ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „ა------ს“ და თ--- გ-------–--ეს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–---ს, თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 4 236 ლარის გადახდა. მათვე დაეკისრათ სოლიდარულად თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 139.02 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარის, აუდიტის დაკვნისათვის გადახდილი 250 ლარის ანაზრაურება. გ---–------- დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყვეტილად იქნა აღიარებული შპს „ა------ს“ და გ---–------- დ-------ეს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები. შპს „ა------ს“ გ---–------- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 480 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა გ---–------- დ-------ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 315 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაახდილი 500 ლარის, აუდიტის დაკვნისათვის გადახდილი 250 ლარის, ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი 400 ლარისა და სხვა საპროცესო ხარჯის 55 ლარის ანაზღაურება. გ---–------- დ-------ის სარჩელი რ----- ა--–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

10. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში ლ-------------- ქ. №1-----ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში. მათი ფართები განლაგებულია საცხოვრებელი სახლის მე - 5 სართულზე სხვადასხვა სადარბაზოში.

11. ქ. ბათუმში ლ-------------- ქ. №1-----ში მდებარე კორპუსის მობინადრეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელ სართულზე მიეშენებინათ ფართები, ასევე დაეშენებინათ სართული. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა და შეუდგნენ მშენებლობის ორგანიზებას. მიშენებისა და დაშენების ვალდებულება აიღო შპს “ა------მ“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა რ----- ა--–---.

12. ქ. ბათუმში ლ-------------- ქ. №1-----ში მდებარე კორპუსზე მიშენებასა და სართულის დაშენებასთან დაკავშირებით მოსარჩელეებმა ნარდობის ხელშეკრულებები დადეს შპს ,,ა------სთან“. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ა------“ დაასრულებდა მიშენებისა და სართულის დაშენების სამუშაოებს და მოსარჩელეებს ჩააბარებდა შავი კარკასის მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელეები გადაიხდიდნენ მიშენებულ 1 კვ.მ. ფართზე 85 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და დაშენებულ ერთ კვ.მ. ფართზე 110 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.

13. ხელშეკრულების მიხედვით ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ ე-–----------------ს უნდა დამატებოდა მიშენებული 33.6 კვ.მ. ფართი. დაშენებულ სართულში კი უნდა დამატებოდა 108.77 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ ე-–----------------ს უნდა გადაეხადა: - მიშენებულ 33.6 კვ.მ. ფართში - 2856 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; - დაშენებულ 92.25 კვ.მ. ფართში - 10147.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სულ 13 003.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

14. ხელშეკრულების მიხედვით ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ, გ---–------- დ-------ეს უნდა დამატებოდა მიშენებული 32.4 კვ.მ. ფართი. დაშენებულ სართულში კი უნდა დამატებოდა 88.37 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ გ---–------- დ-------ეს უდნა გადაეხადა: - მიშენებულ 32.4 კვ.მ. ფართში - 2754 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; - დაშენებულ 88.37 კვ.მ. ფართში - 9720.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სულ 12 474.7 აშშ დოლარის ექვივალ--ტი ლარი.

15. ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ თ--- გ-------–--ეს დაშენებულ სართულში უნდა დამატებოდა 108.77 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ თ--- გ-------–--ეს უნდა გადაეხადა 11964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

16. კორპუსის მობინადრეების ნაწილმა თანხა საერთოდ არ გადაიხადა, ნაწილმა გადაიხადა თანხის ნაწილი, ნაწილმა გადაიხადა სრულად. შპს ,,ა------მ“ შეაჩერა სამუშაოები და არ დაასრულა ის, სამუშაოები შესასრულებელია კვლავაც. შეუსრულებელი სამუშაოების გამო მხარეებს შორის დაიწყო შეხვედრები, ურთიერთ პრეტენზიების წარდგენები და დავები.

17. 2015 წლის 22 იანვარს, რ----- ა--–---მ თავდებობის ხელშეკრულებით, ე-–--- ქ----------ის, თ--- გ-------–--ის და სხვა პირების წინაშე იკისრა შპს“ა------ს“ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა. კერძოდ დაესრულებინა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოები. ხელშკრულებაში მითითებული იქნა, რომ თავდებობის ხელწერილი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ დამკვეთი პირები თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში სრულად გადაიხდიან ნარდობის ხელშეკრულების ღირებულებას.

18. დადგენილი იქნა, რომ ე-–----------------ს ნარდობის ხელშკრულების საფუძვლეზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: - 2014 წლის 08 ოქტომბერს - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი 3509 ლარი. 2014 წლის 19 აგვისტოს - 1700 აშშ დოლარის ექვივალენტი 2930.97 ლარი. - 2014 წლის 04 სექტემბერს - 900 აშშ დოლარის ექვივალენტი 1566.18 ლარი. - 2014 წლის 26 თებერვალს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1745.10 ლარი. - 2014 წლის 15 მარტს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1731 ლარი. - 2014 წლის 23 მაისს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1762.80 ლარი. - 2014 წლის 24 თებერვალს - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი 6954.80 ლარი. - 2013 წლის 30 დეკემბერს აშშ დოლარის ექვივალენტი 684.52 ლარი. - ე-–----------------მ მშენებლობის პროცესში 2015 წლის 24 მაისს მასალების შეძენაში დახარჯა 250 აშშ დოლარი, სულ გადაიხადა 12 250 აშშ დოლარის ექვივალენტი 21 414.55 ლარი.

19. ე-–----------------ს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 13 003.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახილი აქვს 12 250 აშშ დოლარის ექვივალენტი 21 414.55 ლარი. ანუ ვალდებულების შესასრულებლად გადასახდელი დარჩა 753.5 აშშ დოლარი.

20. სასამართლომ მიუთითა, რომ სინამდვილეში ობიექტზე მიშენებისა და დაშენებისათვის ე-–----------------ს უნდა გადაეხადა არა ხელშეკრულებაში მითიეთებული მისაშენებელი 33.6 კვ.მ. ფართის და დასაშენებელი 92.25 კვ.მ. ფართის ღირებულება, არამედ მისაშენებელი 33.6 კვ.მ. ფართის და დასაშენებელი 84.2 კვ.მ. ფართის ღირებულება, რაც შეადგენს 12 118 აშშ დოლარს. ე-–----------------ს დასახელებული თანხა გადახდილი აქვს.

21. სასამართლოს მითითებით, გ---–------- დ-------ეს ნარდობის ხელშკრულების საფუძველზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: - 2013 წლის 05 დეკემბერს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 852.50 ლარი; - 2014 წლის 24 თებერვალს - 3460.58 აშშ დოლარის ექვივალენტი 6016.92 ლარი; - 2014 წლის 22 ივლისს - 542.8 აშშ დოლარის ექვივალ--ტი 950 ლარი; - 2014 წლის 21 ივლისს - 307.85 აშშ დოლარის ექვივალენტი 540 ლარი; - 2014 წლის 14 ივლისს- 1753.59 აშშ დოლარის ექვივალენტი 3100 ლარი; - 2014 წლის 04 აგვისტოს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1735.90 ლარი; - 2014 წლის 02 სექტემბერს - 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი 2620 ლარი; - 2014 წლის 18 აგვისტოს - 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი 4832.40 ლარი; - 2014 წლის 7 ოქტომბერს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 877.75 ლარი; - გ---–------- დ-------ემ მშენებლობის პროცესში 2015 წლის 24 თებერვალს მასალების შეძენაში დახარჯა 300 აშშ დოლარი - სულ გადაიხადა 12 604.82 აშშ დოლარის ექვივალენტი 22 073.07 ლარი.

22. გ---–------- დ-------ეს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 12 474.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილი აქვს 12 604.82 აშშ დოლარის ექვივალენტი 22 073.07 ლარი. ანუ ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი აქვს დაახლოებით 130.12 აშშ დოლარით ზედმეტი.

23. თ--- გ-------–--ეს ნარდობის ხელშკრულების საფუძვლეზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: - 2014 წლის 15 მაისს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 879.4 ლარი; - 2014 წლის 5 აგვისტოს - 2670 აშშ დოლარის ექვივალენტი 4633.25 ლარი; - 2014 წლის 26 ნოემბერს - 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 5457.60 ლარი; - 2014 წლის 18 ნოემბერს - 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 5457 ლარი; სულ 9170 აშშ დოლარის ექვივალენტი 16 262.55 ლარი.

24. თ--- გ-------–--ეს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 11 964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახილი აქვს 9170 აშშ დოლარის ექვივალენტი 16 262.55 ლარი.

25. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენებისა და ფართის მიშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2017 წლის 14 თებერვლის შპს ,,დ--------------“ დასკვნით. აუდიტორმა შეამოწმა შპს “ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ ე-–--- ქ----------ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კონსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი, არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. არ არის განხორციელებული შესასვლელი კარის მონტაჟი, ფასადის მხარეს მეტალოპლასთმასის კარ-ფანჯრები მონტაჟი, გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო. დასკვნაში მითითებულია, რომ ე-–--- ქ----------ეს შპს “ა------სთვის“ უნდა გადაეხადა 12 118 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 12 000 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 250 აშშ დოლერის ექვივალენტი ლარი, საერთო ჯამში 12 250 აშშ დოლალრი ექვივალენტი 21 412.55 ლარი. ფაქტიურად შესრულებულია 15 450 ლარის სამუშაოები. გადახდილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 5965 ლარს.

26. აუდიტორული შემოწმებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგაც, ე-–--- ქ----------ის ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად ე-–----------------ს მიადგა 4085 ლარის ზიანი.

27. ე-–--- ქ----------ის ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური ნორმების შესაბამისობის და სხვა საკითხების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევა, რომლის 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნის თამნახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ

შესრულებული სამუშაოები არაჯეროვანი და არადამაკმაყოფილებელია. დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4085.34 ლარი.

28. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ გ---–------- დ-------ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენებისა და ფართის მიშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა 2017 წლის 14 თებერვლის შპს ,,დ--------------“ დასკვნით. აუდიტორმა შეამოწმა შპს“ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ გ---–------- დ-------ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორადაა მოწყობილი. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კოსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. არ არის განხორციელებული შესასვლელი კარის მონტაჟი, ფასადის მხარეს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრის მონტაჟი, გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო ბლოკებით. დასკვნაში მითითებულია, რომ გ---–------- დ-------ეს შპს “ა------სთვის“ უნდა გადაეხადა 11 919 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 12 304.82 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საერთო ჯამში 22 073 ლარი. ფაქტიურად შესრულებულია 16 302 ლარის სამუშაოები. გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა შეადგენს 5771 ლარს.

29. აუდიტორული შემოწმებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგ გ---–------- დ-------ის ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად გ---–------- დ-------ეს მიადგა 1210 ლარის ზიანი.

30. სასამართლოს მითითებით: გ---–------- დ-------ის ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური ნორმების შესაბამისობის და სხვა საკითხების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევა, რომლის 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს “ა------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები არაჯეროვანი და არადამაკმაყოფილებელია. დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1209.82 ლარი.

31. სასამართლომ შპს ,,დ--------------“ 2017 წლის 14 თებერვლის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ თ--- გ-------–--ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კოსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღინიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. დასკვნაში მითითებულია, რომ თ--- გ-------–--ეს შპს “ა------სთვის“ უნდა გადაეხადა 11 451 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 9818 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ფაქტიურად შესრულებულია 13137 ლარის სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოებსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 3126 ლარს.

32. აუდიტორული შემოწმებით სასამართლომ დაადგინა, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგ თ--- გ-------–--ის ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად თ--- გ-------–--ეს მიადგა 4634 ლარის ზიანი.

33. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე, 405-ე, 408-ე, 893-895-ე მუხლებზე მიუთითა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები:

 

34. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული რ----- ა--–--ის, შპს „ა------სა“ და გ---–------- დ-------ის მიერ.

35. აპელანტმა გ---–------- დ-------ემ გასაჩივრებული გადაწყევტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შპს „ა------სთან“ ერთად გადასახდელი თანხის, სოლიდარულად რ----- ა--–--ისათვის დაკისრება ითხოვა;

36. გ---–------- დ-------ის განმარტებით: სასამართლომ, ყველა მოსარჩელის მოთხოვნის მიმართ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მის მიმართ - არასწორად.

37. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გ---–------- დ-------ე არ ჩათვალა თავდებობის გარიგების მონაწილედ. მართალია გ---–------- დ-------ე არ არის მოხსენიებული წერილობით თავდებობის ხელშეკრულებაში, მაგრამ ეს არ ცვლის გარემოებას. რადგან გ---–------- დ-------ე იყო ერთ ერთ აქტიური მონაწილე მხა------ შორის არსებული ურთიერთობებისა, ის იყო უკმაყოფილო მოპასუხეთა მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულელობის გამო და აქტიურად იყო ჩართული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში, ფაქტობრივად მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოხდა ამ გარიგების გაფორმება. გ---–------- დ-------ე ესწრებოდა, როგორც მოლაპარაკებების პროცესს, ისე სანოტარო ბიუროში გარიგების გაფორმებას. ყოველივე აღნიშნული დაადასტურეს საქმეში მონაწილე სხვა მოსარჩელეებმაც. გ---–------- დ-------ე, ტექნიკური შეცდომის გამო იქნა გამორჩენილი თავდებობის ხელშეკრულებაში. რ----- ა--–--- კი სიტყვიერად არწმუნებდა მას, რომ მის წინაშეც ნაკისრი ქონდა პასუხისმგებლობა სრულად, რასაც ყველგან დაადასტურებდა და წერილობით გარიგებაში დაფიქსირება სავალდებულო აღარ იყო.

38. აპელანტმა რ----- ა--–---მ მისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;

39. აპელანტის რ----- ა--–--ის განმარტებით სადაო გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი ე-–--- ქ----------ის ნაწილში შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება და მიყენებული ზიანის ოდენობა, აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით, ზიანის ოდენობა არასწორად განისაზღვრა -15450 ლარით, მაშინ როცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, რომ დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩასვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა - 4085.34 ლარს. სასამართლომ კი სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა აუდიტის დასკვნით დადგენილი თანხა 15450 ლარი, რომელიც შპს ,,ა------სთან" ერთად სოლიდარულად სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრა რ----- ა--–---ს.

40. სადაო გადაწყვეტილებით ასევე არასწორად იქნა დადგენილი ზიანის ოდენობა თ--- გ-------–--ის ნაწილში - 4634 ლარით. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა აუდიტის დასკვნით დადაგენილი თანხა 4236 ლარი, რომელიც შპს ,,ა------სთან" ერთად სოლიდარულად ასევე უსაფუძვლოდ დააკისრა რ----- ა--–---ს.

41. სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იმ პირებმა, ვის მიმართაც იკისრა პასუხისმგებლობა რ----- ა--–---მ - შპს ,,ა------ს" ანგარიშზე 22.01.2015-03.02.2015 პერიოდის განმავლობაში არ ჩარიცხეს თანხები, რაც 22.01.2015 წლის თავდებობის შესახებ ხელწერილის თანახმად გამორიცხავს რ----- ა--–--ის პასუხისმგებლობას ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

42. სადაო გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 22 იანვარს რ----- აბშიძემ ე-–--- ქ----------ის, თ--- გ-------–--ის და სხვა პირების წინაშე შპს ,,ა------სთან" ერთად აიღო ვალდებულება სამუშაოების შესრულების შესახებ. საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოების დასრულებაზე რ----- ა--–---მ თავდებობა იკისრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი პირები თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში, სრულად გადაიხდიდნენ ნარდობის ხელშეკრულების ღირებულებას, შესაბამისად მიუხედავად ასეთი შინაარსის თავდებობის ხელშეკრულებისა, სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ძირითად მოვალესათან - შპს ,,ა------სთან" ერთად ის, როგორც თავდები პირი პასუხისმგებელი იყო შპს ,,ა------ს" მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე, რაც მცდარი და უსაფუძვლოა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ----- ა--–---მ თავდებობის ხელწერილით ვალდებულება აიღო დამკვეთების მხრიდან თანხების გადახდის სანაცვლო სამუშაოთა შესრულებაზე და არა ზიანის ანაზღაურებაზე, როგორც ეს მოსარჩელეებმა ითხოვეს და სასამართლომაც დააკმაყოფილა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოდ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშეა მიღებული. სასამართლომ მოპასუხე შპს ,,ა------სთან" ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლობა დააკისრა რ----- ა--–---ს, როგორც თავდებ პირს, მაშინ როცა სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით თავდებ პირს იმ შემთხვევაში შეიძლება მოეთხოვოს ვალდებულების შესრულება თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხე შპს ,,ა------ს" მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას, რაც პირდაპირ გამორიცხავს შპს ,,ა------სთან" ერთად რ----- ა--–--ის სოლიდარულ პასუხისმგებლობას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 22.01.2015 წლის თავდებობის შესახებ ხელწერილით მან ვალდებულება აიღო არა მხოლოდ მოსარჩელე ე-–--- ქ----------ის და თ--- გ-------–--ის მიმართ, არამედ სხვა მაცხოვრებელთა მიმართაც, რომლებიც მითითებული არიან თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში, შესაბამისად რ----- ა--–--ის მხრიდან ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო თავდებობის შესახებ ხელწერილში მითითებული ყველა პირის მიერ გარკვეული მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ თანხების სრულად გადახდაზე და არა მხოლოდ ე-–--- ქ----------ის და თ--- გ-------–--ის მიერ თანხების გადახდაზე, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს სადაო გადაწყვეტილებაში.

43. აპელანტმა შპს „ა------ს“ წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა; აპელანტის განმარტებით: სადაო გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით უსაფუძვლოდ იქნა დადგენილი რომ ე-–----------------მ მშენებლობის პროცესში 2015 წლის 24 მაისს მასალების შეძენაში დახარჯა 250 აშშ დოლარი, ვინაიდან გაურკვეველია თუ რა მასალების შეძენისათვის დახარჯა ე-–----------------მ აღნიშნული თანხა, ასევე საქმეში არ მოიპოვება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს "ა------ს" საბანკო ანგარიშზე აღნიშნული თანხის შეტანა არ ფიქსირდება.

44. სადაო გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ იქნა დადგენილი რომ გ---–------- დ-------ემ მშენებლობის პროცესში, 2015 წლის 24 თებერვალს მასალების შეძენაში დახარჯა 300 აშშ დოლარი, ვინაიდან გაურკვეველია თუ რა მასალების შეძენისათვის დახარჯა გ---–------- დ-------ემ აღნიშნული თანხა, ასევე საქმეში არ მოიპოვება თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს "ა------ს" საბანკო ანგარიშზე აღნიშნული თანხის შეტანა არ ფიქსირდება.

45. უსაფუძვლოდ იქნა დადგენილი, თითქოს რეალურად დაშენებული ფართი შეადგენს არა 92,5 კვ. მ არამედ 84,2 კვ.მ; ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. ასევე აღნიშნულ გარემოების დასადგენად არ ჩატარებულა ექსპერტიზა.

46. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მართალია სწორად დაადგინა, რომ თ--- გ-------–--ეს უნდა გადაეხადა 11964,7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, მაგრამ სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი თუ რა ოდენობის თანხა დარჩა გადასახდელი ნარდობის ხელშეკრულების თანახმად თ--- გ-------–--ეს. მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებების თანახმად, თ--- გ-------–--ეს მიშენებისა და დაშენებისათვის დარჩენილი აქვს გადასახდელი 5954 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარში.

47. აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ორი დასკვნა კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა და შპს "დ--------------" მიერ შედგენილი დასკვნა, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ლევან სამხარაულის ეროვნული ბიურო ადგენს რომ ზიანი ოდენობა ქ----------ის ნაწილში შეადგენს 4085,34 ლარს, ასევე განმარტავს რომ შპს "ა------ს" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენა შეუძლებელია ვინაიდან, გამოყენებული მასალის ხარისხი, მისი ფაქტიური ღირებულება და მოცულობა, ბეტონის მარკა, არმატურის სახეობა წარმოადგენენ ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და მათი ფაქტიური მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია. გამომდინარე აქედან ყოვლად გაუგებარია შპს "დ------------მა" საიდან და რა მეთოდით დაადგინა რომ შპს "ა------ს" შესრულებული აქვს 5965 ლარით ნაკლები სამუშაოები, მაშინ როცა სამხარაულის ექსპერტიზამ ვერ დაადგინა შესრულებული სამუშაოების ოდენობა. ასევე ბუნდოვანია და საფუძველს მოკლებული შპს "დ----------ის" მიერ გამოანგარიშებაში აღნიშნული კოეფიცენტი. მიყენებული ზიანი გამოიწვია იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ ე-–--- ქ----------ის და ამახანაგობის სხვა წევრების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური სრულად არ გადაუხდიათ.

48. ასევე საქმეში წარმოდგენილია ორი დასკვნა კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა და შპს "დ--------------" მიერ შედგენილი დასკვნა, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ლევან სამხარაულის ეროვნული ბიურო ადგენს რომ ზიანი ოდენობა გ---–------- დ-------ის ნაწილში შეადგენს 1209,82 ლარს, ასევე განმარტავს რომ შპს "ა------ს" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენა შეუძლებელია ვინაიდან, გამოყენებული მასალის ხარისხი, მისი ფაქტიური ღირებულება და მოცულობა, ბეტონის მარკა, არმატურის სახეობა და სხვა წარმოადგენენ ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და მათი ფაქტიური მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია. აპელანტის განმარტებით: გაუგებარია შპს "დ------------მა" საიდან და რა მეთოდით დაადგინა, რომ შპს "ა------ს" შესრულებული აქვს 5771 ლარით ნაკლები სამუშაოები, მაშინ, როცა სამხარაულის ექსპერტიზამ ვერ დაადგინა შერულებული სამუშაოების ოდენობა. ასევე ბუნდოვანია და საფუძველს მოკლებული შპს "დ----------ის" მიერ გამოანგარიშებაში აღნიშნული კოეფიცენტი.

49. აპელანტი შპს „ა------ს“ წარმომადგენელი აღნიშავს, რომ მიყენებული ზიანი გამოიწვია იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ თ--- გ-------–--ის და ამახანაგობის სხვა წევრების მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდა არ განხორციელდა სრულად. აპელანტი განმარტავს, რომ შპს „ა------“ აპირებს სარჩელის წარდგენას ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თ--- გ-------–--ისა და ამხანაგობის სხვა წევრების წინააღმდეგ ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარჩენილი ნარდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნით.

50. შპს „ა------ს“ წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;

51. ხარვეზის შევსების შემდგომ სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში.

52. 2019 წლის 17 იანვარს, თ--- გ-------–--ემ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მან მოპასუხე მხარესთან მიაღწია შეთანხმებას, რის გამოც უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვა თავის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

53. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხა------ წარმომადგენლების განმარტებები, გაეცნო თ--- გ-------–--ის შუამდგომლობას და თვლის, რომ თ--- გ-------–--ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს; გ---–------- დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; რ----- ა--–--ისა და შპს „ა------ს“ სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება თ--- გ-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (მე-5, მე-6 პუნქტები); თ--- გ-------–--ის მიერ აღძრულ სარჩელზე, რომლითაც იგი ითხოვს შპს „ა------სა“ და თ--- გ-------–--ეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებას, ასევე შპს „ა------სა“ და რ----- ა--–--ისათვის 4236 ლარის და საპროცესო ხარჯის დაკისრებას უნდა შეწყდეს საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:

 

54. დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს, თ--- გ-------–--ემ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მან მოპასუხე მხარესთან მიაღწია შეთანხმება, რის გამოც აღძრულ სარჩელზე უარს ამბობს და ითხოვს თავის მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტას.

55. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ”გ” პუნქტის თანახმად: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;

57. სამოქალაქო საპროცესო სამართალი აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს შეუძლია უარი თქვას თავის მიერ აღძრულ სარჩელზე.

58. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--- გ-------–--ემ უარი თქვა თავის მიერ აღძრულ სარჩელზე, რაც თ--- გ-------–--ის სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

 

59. რ----- ა--–--ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით: პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

60. მოსარჩელეები ე-–----------------, გ---–------- დ-------ე და თ--- გ-------–--ე ცხოვრობენ ქ. ბათუმში ლ-------------- ქ. №1-----ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში. მათი ფართები განლაგებულია საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე.

61. ქ. ბათუმში ლ-------------- ქ. №1-----ში მდებარე კორპუსის მობინადრეებმა მოსარჩელეებთან ერთად გადაწყვიტეს საცხოვრებელ სართულზე განეხორციელებიათ ფართის მიშენების და სართულის დაშენების სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა. (ს.ფ.210-213)

62. საქმეში, ტ.1. ს.ფ. 210-211-ზე განთავსებულია, ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 25 თებერვლის N--- ბრძანება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, რომლითაც დამტკიცდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ------–--ის“ მიერ ქ. ბათუმში, ლ-------------- ქ. N1-----ში მდებარე 3251.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0-----------) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდული სართულის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები . . .

63. დადგენილია, რომ მითითებულ საცხოვრებელ სახლზე დაშენების სამუშაოების შესრულების ვალდებულება აიღო შპს “ა------მ“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა რ----- ა--–---.

64. კერძოდ საქმეში, ტ.1. ს.ფ.80-97-ზე განთავსებულია ნარდობის ხელშეკრულებები გაფორმებული ე-–----------------სა და შპს „ა------ს შორის. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ა------“ დაასრულებდა მიშენებისა და სართულის დაშენების სამუშაოებს და ე-–----------------ს ჩააბარებდა შავი კარკასის მდგომარეობაში. თავის მხრივ ეს უკანასკნელი გადაიხდიდა მიშენებულ 1 კვ.მ. ფართზე 85 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს [2013 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულების 2.1. პუნქტი, ს.ფ.83] და დაშენებულ ერთ კვ.მ. ფართზე 110 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს [2013 წლის 30 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტი; ს.ფ.80];

65. ხელშეკრულების მიხედვით ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ ე-–----------------ს უნდა დამატებოდა მიშენებული 33.6 კვ.მ. ფართი. დაშენებულ სართულში კი უნდა დამატებოდა 108.77 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ ე-–----------------ს უნდა გადაეხადა: - მიშენებულ 33.6 კვ.მ. ფართში - 2856 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; - დაშენებულ 92.25 კვ.მ. ფართში - 10147.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; სულ 13 003.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. (ტ.1. ს.ფ.80-97).

66. საქმეში, ტ. 1 ს.ფ. 27-29-ზე განთავსებული აზომვითი ნახაზების თანახმად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რეალურად ე-–--- ქ----------ის საკუთრებაში არსებულ ფართზე განხორციელდა 33.6. კვ.მ. ფართის მიშენება და 84.2. კვ.მ. ფართის დაშენება; შესაბამისად პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ სამუშაოთა ღირებულებამ მხარეთა მიერ 1.კვ.მ. ფართის მიშენებისა და დაშენების სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ღირებულების გათვალისწინებით შეადგინა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 13003.5 აშშ დოლარი, არამედ - 12118 აშშ დოლარი.

67. საქმეში, ტ.1. ს.ფ. 76-80-ზე განთავსებულია სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლის თანახმადაც უტყუარად დგინდება, რომ ე-–----------------ს ნარდობის ხელშკრულების საფუძველზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: - 2014 წლის 08 ოქტომბერს - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი 3509 ლარი. იხ. ს.ფ. 76; 2014 წლის 19 აგვისტოს - 1700 აშშ დოლარის ექვივალენტი 2930.97 ლარი. იხ. ს.ფ. 76; - 2014 წლის 04 სექტემბერს - 900 აშშ დოლარის ექვივალენტი 1566.18 ლარი. იხ. ს.ფ. 77; 2014 წლის 26 თებერვალს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1745.10 ლარი. ს.ფ.77; - 2014 წლის 17 მარტს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1731 ლარი, ს.ფ.78; - 2014 წლის 23 მაისს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1762.80 ლარი, ს.ფ. 78; - 2014 წლის 24 თებერვალს - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი 6954.80 ლარი, ს.ფ.79; 2013 წლის 30 დეკემბერს 400 აშშ დოლარის ექვივალენტი 684.52 ლარი, ს.ფ.79;

68. შესაბამისად დადგენილია, რომ ე-–----------------ს შპს „ა------სათვის“ სულ გადახდილი აქვს 12 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

69. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენებისა და ფართის მიშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა.

70. საქმეში, ტ.1. ს.ფ.32-37-ზე განთავსებულია შპს „დ--------------“ 2017 წლის 14 თებერვლის N------- დასკვნა. დასკვნის თანახმად დგინდება, რომ აუდიტორმა შეამოწმა შპს “ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ ე-–--- ქ----------ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგელში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კონსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი, არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის მოხვედრა მშნებლობაზე და შემდეგ ჩასვლა. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენებას სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა, რაც საჭიროებს მის შესაბამის საგულდაგულო გამოკვლევას. რაც შეეხება არის თუ არა ზემოაღნიშნულ მისამართზე მოწყობილი მიშენება - დაშენების სამუშაოები წარმოებული, პროექტის მიხედვით ამის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზის წინაშე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი კონსტრუქციული პროექტი. წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით შპს „ა------ს“ არ აქვს შესრულებული შემდეგი პირობები: - შესასვლელი კარის მონტაჟი; - ფასადის მხარეს მეტალოპლასთმასის კარ-ფანჯრები მონტაჟი; -გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო ბლოკებით. (ტ.1. ს.ფ.35).

71. მითითებული დასკვნის თანახმად: ე-–----------------ს შპს “ა------სთის“ უნდა გადაეხადა 12 118 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 12 000 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საერთო ჯამში 12 250 აშშ დოლარი ექვივალენტი 21 412.55 ლარი. ფაქტიურად შესრულებულია 15 450 ლარის სამუშაოები. გადახდილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 5965 ლარს. (ტ.1. ს.ფ. 37)

72. აუდიტორული დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დაუსრულებელი თუ სამუშაო პროცესში, წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4085 ლარს; დასკვნის თანახმად, წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა მოხდა დაზიანებული მოპირკეთებითი სამუშაოების აზომვითა და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის შედგენით; (ტ.1. ს.ფ.36).

73. საქმეში, ტ.1. ს.ფ. 40-42-ზე განთავსებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის N--------- დასკვნა. მითითებული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ შპს “ა------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები არაჯეროვანი და არადამაკმაყოფილებელია. დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 4085.34 ლარს.

74. დადგენილია, რომ მოსარჩელე ე-–----------------მ შპს „ა------ს“ სამუშაოს შესრულებისთვის თანხები გადაიხადა 2013-2014 წლებში. ამავე პერიოდში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები. დადგენილია, რომ სამუშაოები არ დასრულდა და მოსარჩელეს თავიდან მოუწევს სამუშაოთა შესრულება. ამ სამუშაოთა შესრულებაში მან გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაიხადოს ვიდრე ეს საჭირო იყო 2013-2014 წლებში.

75. საქმეში, ტ.1. ს.ფ.32-37-ზე განთავსებული შპს „დ--------------“ 2017 წლის 14 თებერვლის N------- დასკვნით გაანგარიშებულია ზიანის საშუალო კოეფიციენტი რაც ე-–--- ქ----------ის შემთხვევაში (დაანგარიშებული კოეფიციენტი 1.5038 უნდა გამრავლდეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულები დამდგარ ზიანზე 10050 ლარზე), - ჯამურად შეადგენს 15113 ლარს.

76. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, და მითითებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ა------ს“ მიერ, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით ე-–----------------ს მიადგა 15 113 ლარის ზიანი;

77. საქმეში, ტ.1. ს.ფ. 217-ზე განთავსებულია 2015 წლის 22 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც დადგენილია, რომ რ----- ა--–---მ, ე-–--- ქ----------ის, თ--- გ-------–--ის და სხვა პირების წინაშე იკისრა შპს“ა------ს“ ვალდებულებების შესახებ პასუხისმგებლობა. კერძოდ დაესრულებინა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოები. ასევე იკისრა ყველა იმ ვალდებულების შესრულება, რაც შპს „ა------ს“ წარმოეშვა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოების შესრულებისას, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშკრულებაში ასევე მითითებულია, რომ თავდებობის ხელწერილი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ დამკვეთი პირები თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში სრულად გადაიხდიან ნარდობის ხელშეკრულების ღირებულებას.

78. „მე რ----- ა--–---, როგორც „თავდები“ ვკისრულობ თავდებობას შემდეგზე: პირადი თავდებობით, მთელი ჩემი უძრავ - მოძრავი ქონებით, პასუხისმგებელი ვარ შპს „ა------ს“ ვალდებულებებზე ფიზიკური პირების ე-–--- ქ----------ის, ნ-----–-- მ-------ის, ე----- დ----------ის ნ------- ა----–--ის, მ----- გ------ის, რ---- ქ----------ის, გ----–ი ბ-----ის, დ----- ბ---–----ის, ნ-----–ი ჩ---ას, თ--- გ-------–--ის წინაშე“. თავდები ვაცნობიერებ, რომ შპს „ა------ს“ ზემოხსენებული ფიზიკური პირების წინაშე ვალდებულებები წარმოეშვა თითოეულ მათგანთან დადებული ნარდობის ხელშკრულებების საფუძველზე. მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც გაცემულია წინამდებარე თავდებობა შეადგენს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

79. წინამდებარე თავდებობის ხელწერილი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ დამკვეთებთან გაფორმებული „ნარდობის ხელშეკრულების“ ღირებულება დამკვეთის მიერ სრულად იქნება გადახდილი წინამდებარე თავდებობის ხელშკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში.

80. თავდებობის ხელწერილი ხელმოწერილია 2015 წლის 22 იანვარს, ხოლო სანოტარიო წესით დამოწმებულია 2015 წლის 5 თებერვალს;

81. პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოხსენებული ე.წ. თავდებობის ხელწერილი გახდა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი რ----- ა--–--ის პასუხისმგებლობისა - მოსარჩელეთა მიმართ.

82. პალატა არ იზიარებს აპელანტის რ----- ა--–--ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან დამკვეთების წინაშე აიღო ვალდებულება თანხის გადახდის სანაცვლოდ სამუშაოთა შესრულებაზე და არა იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელსაც მოსარჩელეები ითხოვენ.

83. თავდებობის ხელწერილიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ თავდებმა რ----- ა--–---მ, დამკვეთთა წინაშე, ვალდებულება იკისრა შპს „ა------ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში) ნარდობის ხელშკრულების საფუძველზე.

84. უდავოა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შპს „ა------ს“ მიერ არ შესრულდა. უდავოა ის ზიანიც, რაც ამ ხელშკრულებათა შუსრულებლობას მოყვა - დამკვეთთათვის.

85. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

86. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

87. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად - „თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაღვრული მაქსიმალური თანხის მითითება;

88. „თავდების ვალდებულებებისათვის განსაზღვრულია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა“ მ.893.

89. „თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე“ მ.989(1).

90. „თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებელი“ მ.899 (1).

91. საქმეში არსებული მასალების საფუძველზე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი თავდებობის ხელწერილი (ს.ფ.217) სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სახელდობრ: წარმოდგენილია თავდებობის დოკუმენტი, თავდების ხელწერილი, რომელშიც მითითებულია თავდების რ----- ა--–--ის პასუხისმგებლობის ფარგლები, მაქსიმალური თანხის ოდენობა 100 000 აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული თანხის ზღვრულ ოდენობამდეა პასუხისმგებელი.

92. რაც შეეხება მისი, როგორც თავდები პირის შესაგებელს, რომელიც მან წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში (იმის მიუხედავად, რომ ძირითად მოვალეს - შესაგებელი არ წარუდგენია (შპს „ა------“ ფაქტობრივად არც ერთ ფაქტს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შედავებია), ამის უფლებას მას რა თქმა უნდა სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლი ანიჭებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც რ----- ა--–--- შედავებია წარდგენილი შესაგებლით რიგ ფაქტობრივ გარემოებებს (მაგ.: ზიანის ფაქტს, ზიანის ოდენობას და ა.შ.) რაც მან საქმის განხილვის მხოლოდ სააპელაციო განხილვის ეტაპზე გახადა სადავო. ერთ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რასაც რ----- ა--–--- შესაგებლით შეედავა იყო ის, რომ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულმა პირებმა ხელშეკრულებისხელმოწერიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხადეს თანხები 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მას ამ პირთა წინაშე პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს. პალატამ გადაწყვეტილებაში უკვე იმსჯელა იმ გარემოებებზე, რის გამოც არ იზიარებს რ----- ა--–--ის მითითებებს დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.

93. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რ----- ა--–--ის ის მოსაზრება, რომ ხელწერილის დადებიდან 10 დღიან ვადაში ე-–----------------ს არ გადაუხდია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები სრულიად დაუდასტურებელია (მხოლოდ ე-–----------------ზე პალატა მსჯელობს იქედან გამომდინარე, რომ თ--- გ-------–--ემ უარი თქვა სარჩელზე, ხოლო გ---–------- დ-------ის თავდებ პირს რ----- ა--–--- - არ წარმოადგენს).

94. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ თავდებობის გაფორმების დღისათვის ე-–----------------ს უკვე გადახდილი ქონდა ის თანხები, რასაც ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა. ნარდობის ხელშეკრულება კი ითვალისწინებდა იმას, (და კანონიც ამასვე ამბობს), რომ მას უნდა გადაეხადა ყოველ რეალურად აშენებულ თუ დაშენებულ კვ.მ. ფართზე გარკვეული თანხები, რაც მის მიერ სრულად გადახდილია. ტ.1. ს.ფ.76-80. სახელდობრ: 2013 წლის 30 დეკემბერს 400აშშ დოლარის ეკვივალენტი 864.52 ლ. (ს.ფ.79), ხოლო შემდგომ 2014 წლის განმავლობაში დარჩენილი თანხები სულ 12 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

95. რაც შეეხება რ. ა--–--ის საჩივრის არგუმენტებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანი, რასაც ითხოვს ე-–---------------- - დაუდასტურებელია, პალატა არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირველესად კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და აუდიტის დასკვნით (დასკვნის ავტორი: ლ---------------–---–ი) ზიანი დადასტურებულია;

96. უფრო კონკრეტულად კი: ს.ფ. 32-37-ზე წარმოდგენილია შპს „დ--------------“ დასკვნა 2017 წლის 14 თებერვლისა, საიდანაც დგინდება, რომ შპს „ა------ს“ მიერ ე-–----------------სთან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანი შეადგენს 15 113 ლარს (5749აშშ დოლარს). შპს „ა------ს“ შესასრულებელი დარჩა 3280 აშშ დოლარის სამუშაოები.

97. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას (ს.ფ.40) მან პასუხი გასცა კითხვას - ე-–--- ქ----------ისათვის წყლის ჩამოსვლის შემდეგ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4085.34 ლარს.

98. მაგრამ ყველაზე უმთავრესი დავის ამ ნაწილის გადაწყვეტისათვის მაინც ის არის, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (რაც შეეხებოდა ზიანს, მის ოდენობას და ა.შ) არც რ----- ა--–--- შედავებია, ის მიუთითებდა მხოლოდ იმას, რომ მისთვის უცნობია ამ ფაქტის (ანუ ზიანის) შესახებ, რადგან აღარ წარმოადგენდა შპს „ა------ს“ დირექტორს. ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება, რასაც რ----- ა--–--- შესაგებლით შეედავა იყო ის, რომ დამკვეთებს თავდებობის ხელწერილის თანახმად 10 დღიან ვადაში არ გადაუხდიათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები.

99. პალატა მიუთითებს, რომ შესაძლოა, იმ პირთაგან, ვის მიმართაც რ.ა--–---მ შპს „ა------ს“ ვალდებულებების გამო იკისრა თავდებობა, ნაწილს მართლაც არ გადაუხდია თანხები თავდებობის შედგენიდან 10 დღიან ვადაში, თუმცა ისიც უდავოა, რომ ე-–----------------ს, ვის მიმართაც განიხილება რ----- ა--–--ის მოთხოვნის მართებულობა ამ დროისთვის სრულად ქონდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხები გადახდილი.

100. საქმის მასალებით, უპირველესად კი თანხის გადახდის ქვითრებით, უტყუარად დადასტურებულია, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისას ე-–----------------ს ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება სრულად ქონდა გადახდილი შპს „ა------სათვის“.

101. შესაბამისად სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის რ----- ა--–--ის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან, ე-–--- ქ---------ის წინაშე არ უნდა შეასრულოს თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

102. რაც შეეხება თ--- გ-------–--ეს, მან უარი თქვა აღძრულ სარჩელზე, რის გამოც მის სარჩელთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება გ---–------- დ-------ეს - საქმის მასალებით უპირველესად კი თავდებობის გარიგებით დადგენილია, რომ რ.ა--–--- არ იყო შპს „ა------ს“ ვალდებულებათა გამო გ---–------- დ-------ის მიმართ თავდები პირი.

103შპს „ა------ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

104. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ე-–----------------მ, გ---–------- დ-------ემ და თ--- გ-------–--ემ, მოპასუხე მხარეებად შპს „ა------“; ბ.მ.ა. „პ------–--ი“ და რ----- ა--–--- დაასახელეს; 1) ე-–----------------მ სასარჩელო განცხადებით ითხოვა - მასსა და შპს „ა------ს“ შორის, 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2013 წლის 20 დეკემბერს და 2014 წლის 13 იანვარს დადებული ნარდობის ხელშკრულებების შეწყვეტილად აღიარება. - შპს „ა------სა“ და რ----- ა--–--ისათვის, ე-–--- ქ----------ის სასარგებლოდ სოლიდალურად 15 113 ლარის დაკისრება. 2) მოსარჩელე გ---–------- დ-------ემ ითხოვა: შპს „ა------ს“ და გ---–------- დ-------ეს შორის, 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2014 წლის 13 იანვარს და 2014 წლის 25 ივნისს დადებული ნარდობის ხელშკრულებების შეწყვეტილად აღიარება. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ისათვის გ---–------- დ-------ის სასარგებლოდ სოლიდალურად 10 480 ლარის დაკისრება.

105. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად სარჩელს დაურთეს მხა------ შორის გაფორმებული ნარდობის ხეშეკრულებები, თავდებობის ხელშეკრულება, აზომვითი ნახაზები, ექსპერტთა და აუდიტის დასკვნები, თანხის გადახდის ქვითრები და სხვა მტკიცებულებები. (ტ.1. ს.ფ.21-227).

106. დადგენილია, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შპს „ა------ს“ წარმომადგენელსჩაბარდა 2017 წლის 28 მარტს (ტ.1. ს.ფ.260.)

107. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე შპს „ა------“ წარდგენილ შესაგებელში, სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, არ ცნო ის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხე მხარე კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ შედავებია მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. (იხ.ტ.1. ს.ფ. 251-258).

108. შესაბამისად დადგენილია, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე შპს „ა------მ“ არ ისარგებლა საროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზებისა და ფაქტებზე შედავების უფლებით.

109. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასხე შპს „ა------“ არ ცხადდებოდა და მან ასევე არ ისარგებლა ზეპირი შეჯიბრებითობის უფლებით.

110. შპს „ა------“ მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე კონკრეტულ შედავებას ახდენს მხოლოდ სააპელაციო საჩივარში, სადავოდ მიიჩნევს საქმეში განთავსებუილ აუდიტისა და ექსპერტის დასკვნებს, მხა------ მიერ გადახდილი თანხების ოდენობას, ზიანის ოდენობას და ა.შ.

111. იგივე შიძლება ითქვას თავდებ რ.ა--–---ზე, იგი არ შედავებია ზიანის ოდენობას, ექსპერტთა დასკვნას და ა.შ. შეედავა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ 10 დღიან ვადაში იმ პირებმა, ვინც თავდებობის ხელწერილშია დაფიქსირებული - არ გადაიხადეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, რაც ე-–--- ქ----------ის ნაწილში ცხადია სრულიად დაუდასტურებელია.

112. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, მტკიცებულებები დაურთოს პასუხს (შესაგებელს). თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები, ასევე სადავო გახადოს ფაქტობრივი გარემოებები.

113. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპატიოდ ჩაითვლება ის მიზეზი, რომელიც მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებლად არ მისცემს საშაუალებას შეასრულოს განსაზღვრული საპროცესო მოქმედება კანონით განსაზღვრულ საპროცესო ეტაპზე.ე-–--- ქ----------ის და გ---–------- დ-------ის სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე შპს „ა------“ არ შედავებია მოსარჩელე მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, ამით გამოწვეულ ზიანსა და ამ ზიანის ოდენობას.

114. სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით.

115. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.

116. თუ სარჩელში მითითებულ, ამათუიმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.

117. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი.

118. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.

119. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არის, რომ ე-–--- ქ----------ისა და გულთამზე დ-------ის სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხე მხარე შპს „ა------“ არ შედავებია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამიტომ, სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ შპს „ა------მ“ ე-–----------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით მიაყენა 15 113 ლარის ზიანი. ხოლო გ---–------- დ-------ეს - 10 480 ლარის ზიანი.

120. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგანს და იმ ფაქტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს განსაზღვრავენ მხარეები.

121. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი „სასამართლო ეთანხმება კომისიას, მასზედ, რომ როდესაც ეს დაკავშირებულია სასამართლო დავასთან დაპირისპირებული კერძო ინტერესების მქონე პირებს შორის, „შეჯიბრებითობის პრინციპი“ გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს მისი საქმე – მტკიცებულებების ჩათვლით – ისეთ პირობებში, რომელიც არ მოათავსებს მას არსებითად არახელსაყრელ პირობებში თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით“ (1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, აბზაცი 33, 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 33, 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 19).

122. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი თუ ზეპირი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–--- ქ----------ისა და გ---–------- დ-------ის სარჩელი შპს „ა------ს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში იყო საფუძვლიანი და ის კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის გამოც არ არსებობს შპს „ა------ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

123. რაც შეეხება გ---–------- დ-------ის სააპელაციო საჩივარს:

124. დადგენილია, რომ გ---–------- დ-------ისათვის შპს „ა------ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიადგა ზიანი 10480 ლარის ოდენობით;

125. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის გ---–------- დ-------ის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ რ----- ა--–--- შპს „ა------სთან“ ერთად წარმოადგენს ვალდებულ პირს ზიანის ანაზღაურების შესახებ, როგორც თავდები.

126. საქმეში, ს.ფ. 217 - ზე განთავსებული თავდებობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს გ---–------- დ-------ე - არ წარმოადგენს. ხელშემკვრელი მხარის ხელშეკრულებაში მიუთითებლობა, ხელშეკრულების გაფორმებისას ცხადია წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და ის არ შეიძლება მივიჩნიოთ ტექნიკურ შეცდომად, რის გამოც აპელანტის, გ---–------- დ-------ის მოთხოვნა, რომ მის სარჩელზე პასუხი შპს „ა------სთან“ ერთად უნდა აგოს თავდებმა პირმა რ. ა--–---მ სრულიად დაუსაბუთებელია.

127. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

128. დადგენილია, რომ შპს “ა------ს“ მიერ დარღვეული იქნა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ისინი არაჯეროვნად იქნა შესრულებული.

129. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

130. შესაბამისად შპს ,,ა------“ ვალდებულია მოსარჩელეებს აუნაზრაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანი.

131. კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრულა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მითითებული ნორმის თანახმად: ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“.

132. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”.

133. ამავე კოდექსის 892-ემუხლის თანახმად: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა წერილობითი განცხადება თვი თავდებობისდოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

134. სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

135. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ, ე-–--- ქ----------ის წინაშე ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებით. რ----- ა--–---მ, ე-–--- ქ----------ის, და კიდევ სხვა პირების, (არა გ---–------- დ-------ის) მიმართ იკისრა ვალდებულება შპს ,,ა------სთან“ ერთად პასუხი აგოს ნარდობის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, რაც წარმოშობს რ----- ა--–--ის ვალდებულებას ე-–--- ქ----------ის წინაშე, შპს „ა------სთან“ ერთად, სოლიდარულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, რომელიც მას მიადგა ნარდობის ხელშეკრულების დარღვევით.

 

საპროცესო ხარჯები:

136.აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--- გ-------–--ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2.გ---–------- დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3.შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება თ--- გ-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (მე-5, მე-6 პუნქტები);

5.თ--- გ-------–--ის მიერ აღძრულ სარჩელზე, რომლითაც იგი ითხოვს შპს „ა------სა“ და თ--- გ-------–--ეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებას, ასევე შპს „ა------სა“ და რ----- ა--–--ისათვის 4236 ლარის და საპროცესო ხარჯის დაკისრებას - შეწყდეს საქმის წარმოება;

6.განემარტოს თ--- გ-------–--ეს, რომ ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით - არ შეიძლება;

7.ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

8.საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ამ განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

12.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-12-15 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/

 

/ირმა პერანიძე/