განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210116001452099
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001452099

საქმე №2ბ/363-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი/მოსარჩელე - ა-–---------- ზ----–-–---–ი

წარმომადგენელი - ც-–--------------–---–ი

 

მეორე აპელანტი/მოპასუხე _ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ი

წარმომადგენელი - შ-------------–ი

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება;

 

აპელანტ ა-–---------- ზ----–-–---–ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაკმაყოფილება

 

აპელანტ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 4 მაისს ფ--------- გ-------სა და ა-–---------- ზ----–-–---–ს შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ნ-------------იას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------, 1--------), რომლის მიხედვით, ფ--------- გ-------მა ა-–---------- ზ----–-–---–ს დაუთმო მოთხოვნის უფლება სრულად, რაც მას გააჩნია ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიმართ. ფ--------- გ-------ის მიერ დათმობილი მოთხოვნის უფლება გამოიხატება ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადაცემული 200 000,00 აშშ დოლარით და მასზე დარიცხული სარგებლით.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოსარჩელე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა (აღუდგა საკუთრების უფლება) უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ--–---------–------–----–--------------–--–-------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0---------------. მოპასუხე ა-–---------- ზ----–-–---–ს მოსარჩელე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის სახით არსებული დავალიანების - 5667 აშშ დოლარის გადახდა. ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ა-–---------- ზ----–-–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ფ--------- გ-------სა და ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს შორის 2007 წლის 4 ივლისს გაფორმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ''ლ----–---------ის'' შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნანა ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის საკუთრებაში არსებული 578 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ-------–------–----–--------------–--–---------------------, საკადასტრო კოდი №-----------) გადაეცემა ამხანაგობას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ხელშეკრულების მიხედვით, ნ. ბ----–---–ი-ყ---–-–---–ი წარმოადგენს ''მესაკუთრეს''; ფ--------- გ-------ი წარმოადგენს ''ინვესტორს”, რომელიც საკუთარი ან მოზიდული სახსრებით უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლის აშენებას. აღნიშნული დავის ფარგლებში დადგინდა, რომ 2005-2006 წლებში ფ--------- გ-------ის მიერ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა ფ--------- გ-------ის მიერ ამხანაგობა ,,ლ----–--------’’-ში განხორციელებულ შენატანს, ვინაიდან ამხანაგობა დაფუძნდა 2007 წელს. აღნიშნული საფუძვლით ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 320000 აშშ დოლარის, მათ შორის 200000 აშშ დოლარის როგორც ამხანაგობა ,,ლ----–--------’’-ში განხორციელებული შენატანის დაკისრებას ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის.

 

3. ა-–---------- ზ----–-–---–მა ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიმართ 2015 წლის 30 დეკემბერს შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 200 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის წლიური 10%-ის (20 000,00 აშშ დოლარის) გადახდის დაკისრების მოთხოვნით. 2015 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა-–---------- ზ----–-–---–მა და მოპასუხე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიმართ ითხოვა 200 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე გადაუხდელი თანხის 10%-ის, 2013 წლის 10 იანვრიდან მის სრულ დაფარვამდე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წელიწადში 20 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

5. სარჩელის საფუძვლები:

 

5.1. მოსარჩელის განმარტებით, ფ--------- გ-------მა მოპასუხეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მეშვეობით გადაურიცხა 200 000,00 აშშ დოლარი, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ეს თანხა გადარიცხულია, მაგრამ არ არის ამხანაგობაში შეტანილი, როგორც ვარაუდობდა ფ--------- გ-------ი. სასამართლომ მიუთითა, რომ გადარიცხვის მიუხედავად, არ დგინდება თანხის მიზნობრიობა. სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა თანხის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, რადგან დავის საფუძველი იყო ამხანაგობაში შენატანის უკან დაბრუნება, იმ მოტივით, რომ ამხანაგობა დაიშალა. სასამართლომ კი თანხა ამხანაგობაში შეტანილად არ ჩათვალა. მოცემული სარჩელის შემთხვევაში დავის საფუძველი არის სხვა, კერძოდ, თანხების გადარიცხვა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. თანხის გადარიცხვის ფაქტი დასტურდება უდავოდ. ფ--------- გ-------მა მოსარჩელეს მოთხოვნა დაუთმო ორჯერ: ერთხელ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ყველა იმ უფლება - მოვალეობაზე, რომელიც ეხებოდა ამხანაგობა „ლ----–--------“-ს, რადგან დავა შეეხებოდა ამხანაგობას, ხოლო მეორედ მოთხოვნა ფ--------- გ-------მა მოსარჩელეს დაუთმო სრულად ნ-----–- ბ----–---–ი - ყ---–-–---–ის მიმართ 2015 წლის 5 ნოემბერს.

 

6. მოპასუხის შესაგებელი:

 

6.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მითითებულია, რომ ფ--------- გ-------მა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პირების საშუალებით გადასცა თანხები ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს, საერთო ჯამში 180 000,00 აშშ დოლარის და არა 200 000,00 აშშ დოლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 180 000,00 აშშ დოლარი ნ-----–- ბ----–---–ი- ყ---–-–---–ისათვის არ იყო გადარიცხული „ლ----–--------“-თან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, თუმცა სასამართლოს არ დაუდგენია თანხის საფუძვლის გარეშე გადაცემა. თანხის ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადაცემას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი: ფ--------- გ-------სა და მოპასუხეს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ფ--------- გ-------ი ვალდებული იყო თანხის გადახდის სანაცვლოდ აეშენებინა და მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება ამხანაგობა „ი---–-------“-ში. ამხანაგობა დაფუძნდა 1990 წელს, რა დროსაც მოპასუხის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, მის ინტერესებში არ შედიოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში თავისი სახელით შესვლა. ამხანაგობასთან ხელშეკრულება გააფორმა ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის რძლის მამამ, გ------- ბ-–---–---–მა. მის სახელზე ამხანაგობის მიერ გაიცა დოკუმენტი, რითაც დასტურდებოდა, რომ შენატანი ამხანაგობაში სრულად იყო შეტანილი. შენატანები რეალურად განხორციელებული იყო მოპასუხის მიერ. „ი---–-------“-მა დროულად ვერ შეძლო ბინის აშენება, რის გამოც მოპასუხემ ფ--------- გ-------ს მოსთხოვა თანხების უკან დაბრუნება, რაც მან განახორციელა ნაწილ-ნაწილ. სწორედ ეს თანხებია მიღებული 180 000,00 აშშ დოლარის ოდენობით. შესაგებელში მითითებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე; ფ--------- გ-------ის მიერ თანხების გადაცემა განხორციელდა 2005-2006 წლებში, სარჩელი შესაბამისი საფუძვლით აღძრულია 2016 წლის 10 ივნისს. მართალია, სხვა საფუძვლით იმავე თანხებზე მხარეთა შორის არსებობდა დავა, მაგრამ მხოლოდ წინამდებარე სარჩელით მოითხოვა მოსარჩელემ უსაფუძვლო გამდიდრებით თანხების დაბრუნება. შესაბამისად, გასულია არა მხოლოდ სახელშეკრულებო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, არამედ საერთო ათწლიანი ვადაც.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-–---------- ზ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 3264 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 450 ლარი. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზურუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის (პირადი ნომერი #0----------) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: 1) მდებარე - თ---–-----------–----------- (ყოფ. ბ-----------------), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თ---–----------–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 3) მდებარე - თ---–-------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 4) მდებარე - თ---–-----------–--------------------------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------; (იხ.გადაწყვეტილება) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა, 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (იხ. დამატებითი გადაწყვეტილება)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც ა-–---------- ზ----–-–---–მა, ასევე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–მა.

 

8. ა-–---------- ზ----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1. აპელანტის განმარტებით, მოთხოვნის წარმოშობის ხანდაზმულობა იწყება 2011 წლიდან, როდესაც აპელანტისათვის ცნობილი გახდა მოწინააღმდეგე მხარის განზრახვის თაობაზე ამხანაგობიდან ქონების გატანის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3. მუხლის მე-11 აბზაცში მიუთითა, რომ მოსარჩელემ აღნიშნული საფუძვლით თავდაპირველად სარჩელი აღძრა 2015 წლის 30 დეკემბერს, რაზეც 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. წინამდებარე სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 10 ივნისს ე.ი. ექვსი თვის ვადაში. ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან - 2015 წლის 30 დეკემბრიდან, თუმცა სასამართლოს გამორჩა, რომ 2016 წლის აპრილშიც იყო სარჩელი შეტანილი და მაშინაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე, ამდენად სარჩელი ხანდაზმული ვერ იქნება.

8.2. სასამართლომ მხარეთა შორის ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მტკიცების ტვირთი არასწორად გამიჯნა და გაანაწილა. მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების შემთხვევაში მას შესაძლებლობა ექნებოდა გაეთვალისწინებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მხარეს ვადა არ დაურღვევია. არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სახელმწიფო ორგანოს (პროკურატურას). ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ. მოთხოვნის საერთო ვადა მხარეს არ დაურღვევია. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებს და თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს თანხის დაბრუნება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე.

8.3. სასამართლოს მიერ 2018 წლის 3 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს ა-–---------- ზ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 200 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

9. ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

9.1. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტის თანახმად სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს ფ--------- გ-------სა და ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ს შორის სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობის არარსებობას, რომლის ფარგლებშიც ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ი უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო სარჩელით მოთხოვნილი თანხები, რასაც ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მათ მიერ წარდგენილი შესაგებელი და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები მეტყველებდა სრულიად საწინააღმდეგოს და ადასტურებდა მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თანხების გადაცემის ფაქტს. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ ხანდაზმულობის ფაქტს, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით. სასამართლო აღნიშნულის დასტურად მიუთითებს 2015 წლის 30 დეკემბერს სარჩელის აღძვრის საკითხზე, რასაც არ ეთანხმება. წარდგენილი მტკიცებულებით ადასტურებდნენ სხდომაზე, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს აღძრული სარჩელი ემყარებოდა სხვა გარემოებებს და წინამდებარე სარჩელში მითითებული გარემოებები სხვა გარემოებებს. შესაბამისად, 2015 წლის 30 დეკემბერს სარჩელის აღძვრა არ უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის საერთო 10 წლიან ვადაში სარჩელის აღძვრის დამადასტურებელ საკმარის გარემოებად და საფუძვლად. უდავო გარემოებაა თანხის მიღება, სადავოა თანხის მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. საკითხის სადავოობის ფარგლებში კი მოსარჩელე მხარე სამჯერ ცვლის თანხის გადაცემის როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს. საქმის განხილვის ეტაპზე კი თავად მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებებზე უთითებს და მითითებული გარემოებები დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითაც და სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას. აღნიშნული კი სრულ წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა პოზიციების, საქმის მტკიცებულებათა ერთობლიობაში, ობიექტურ და ყოველმხრივ გამოკვლევასთან. თუკი მოსარჩელე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხის გადაცემაზე საუბრობს, ადგილი უნდა ჰქონდეს შეცდომას, რაც გამორიცხულია.

 

9.2. დამატებითი გადაწყვეტილების ფარგლებში გაურკვეველია თუ საიდან დადგინდა მიუღებელი შემოსავლის ოდენობა წლიური 10%. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ხანდაზმულობის საკითხი. გაურკვეველია თუ რატომ წარმოეშვა მოსარჩელეს 2016 წლის 10 ივნისიდან მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, თუკი უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე მოსარჩელეს მოთხოვნა 2005-2006 წლებში წარმოეშვა, შესაბამისად მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებაც ამ პერიოდში წარმოიშვა.

9.3. აღნიშნულის გამო ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 03 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა-–---------- ზ----–-–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

„სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივშემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივიწინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებით გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას კი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილი /პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში./

 

მხარეთა შორის სადავო არ არის თანხების ნაწილის კერძოდ 200 000 -დან; 183 000 აშშ დოლარის ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიერ მიღების ფაქტი, სადავოდ არის გამხდარი მათი დანიშნულება და ხანდაზმულობის ვადები.

 

13. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ, ფ--------- გ-------ს ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადაცემული აქვს 183 000,00 აშშ დოლარი (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი; სარჩელი შესაგებელი; სალაროს შემოსავლის ორდერები ს.ფ. 31; 33; 34; 35;36; ტომი 1. ) სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე დაადასტურა 3 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტიც. ამდენად სსსკ 102; 105 და 131-ე მუხლების თანახმად პალატას დადგენილად მიაჩნია ფ--------- გ-------ის მხრიდან ნ------–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიერ 183 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, ხოლო დარჩენილი სადავო 17 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რელევანტური მტკიცებულებებით.

 

აპელანტმა, მოპასუხემ, ვერ დაამტკიცა სადავო თანხის მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის შესაგებელსა და მასზე დართული მტკიცებულების შეფასების თაობაზე (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი) და მოიხმობს სამოქალქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის ’’ა’’ პუნქტს რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე ვალდებულებისას, მოვალის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ან გამდიდრების კრედიტორის უფლების გამომრიცხავ გარემოებად კანონის არც ერთი დანაწესი ამ ურთიერთობის სუბიექტთა დამოკიდებულებას არ ადგენს, უფრო კონკრეტულად, კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, მხედველობაში არ მიიღება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა იმ მდგომაროებაში აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და არ მოხდეს ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარის იმგვარ მდგომარეობაში აღმოჩენა, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია. (იხ. სუსგ საქმე ას-565-540-2016)

 

შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა (გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით). შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, ამასთანავე, როგორც მატერიალური (სკ-ის 976-ე მუხლი), ისე საპროცესო (სსსკ-ის 102-ე მუხლი) ნორმის თანახმად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. საკასაციო პალატის მიერ 2016 წლის 22 აპრილს მიღებული განჩინება #ას-344-329-2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ზე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე 30 000 აშშ დოლარის დაკისრება საფუძვლიანია და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მხარეთა შორის სახელშეკრულებო-ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა. (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი)

 

14. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

14.1. აპელანტი, მოსარჩელე, ა-–---------- ზ----–-–---–ი მოთხოვნის ხანდაზმულობის წარმოშობის ვადის ათვლას უკავშირებს 2011 წლის 17 ივნისს, როდესაც ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–მა ხელშეკრულებიდან გასვლის და ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. ამასთან აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული დავიდან გამომდინარე 2013 წელს ა-–---------- ზ----–-–---–ის მიერ აღძრული იქნა შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ამასთან, 2014 წელს მიმართა პროკურატურას, სადაც მოწმის სახით დაკითხული იქნა ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ი, ხოლო ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიმართ 2015 წლის 30 დეკემბერს შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 200 000,00 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელი თანხის წლიური 10%-ის (20 000,00 აშშ დოლარის) გადახდის დაკისრების მოთხოვნით, რაზედაც 2015 წლის 31 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. წინამდებარე სარჩელი აღძრულია 2016 წლის 10 ივნისს, რომლის მიღებაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისს ეთქვა უარი. აღნიშნული გასაჩივრებული იქნა ალ.ზ----–-–---–ის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივლისის განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა განსახილველად. გარდა აღნიშნულისა აპელანტი აპელირებს საქმეში არსებულ ა-–---------- ზ----–-–---–ის 2016 წლის 20 აპრილის სარჩელის პირველ გვერდზე, რომელსაც უკავშირებს ხანდაზმულობის ვადას.

 

14.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოსარჩელე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა (აღუდგა საკუთრების უფლება) უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ--–---------–------–----–--------------–--–-------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 0---------------. მოპასუხე ა-–---------- ზ----–-–---–ს მოსარჩელე ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის სახით არსებული დავალიანების - 5667 აშშ დოლარის გადახდა. ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული დავის ფარგლებში დადგინდა, რომ 2005-2006 წლებში ფ--------- გ-------ის მიერ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა ფ--------- გ-------ის მიერ ამხანაგობა ,,ლ----–--------’’-ში განხორციელებულ შენატანს, ვინაიდან ამხანაგობა დაფუძნდა 2007 წელს. აღნიშნული საფუძვლით ა-–---------- ზ----–-–---–ს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 320000 აშშ დოლარის, მათ შორის 200000 აშშ დოლარის როგორც ამხანაგობა ,,ლ----–--------’’-ში განხორციელებული შენატანის დაკისრებას ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.(ტომი 1, ს.ფ. 58-69)

 

14.3. 2014 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, ე-----------ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის ჩვენებით 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა, თანხის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით ანგარიშების გახსნა და მიღება სთხოვა მის მაშინდელ მ------–----------------------–---–ს და ო---------------------–---–----------იას. (ტომი 1, ს.ფ. 24-25)

 

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. მართალია, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორცილების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს, და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-140-ე მუხლები ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებსა და ვადებს. ამ მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. (ას-182-175-2013)

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (სუსგ №ას-960-909-2015) მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ მითითებული განცხადება სამართალდამცავი ორგანოებისადმი 2014 წელს მიმართვა, ვერ შეფასდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, რადგან ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს.

 

აპელანტი, მოსარჩელე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვვეტის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 2013 წელს ა-–---------- ზ----–-–---–ის მიერ აღძრული იქნა შეგებებული სარჩელი თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე,თუმცა როგორც საქმის მასალებით დგინდება, ა-–---------- ზ----–-–---–ი შეგეგებული სარჩელით ითხოვდა 320000 აშშ დოლარის, მათ შორის 200000 აშშ დოლარის როგორც ამხანაგობა ,,ლ----–--------’’-ში განხორციელებული შენატანის დაკისრებას ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის. ამდენად, ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

16. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნებს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელემ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე თავდაპირველად სარჩელი აღძრა 2015 წლის 30 დეკემბერს, რაზეც 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, წინამდებარე სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 10 ივნისს, ე.ი. ექვს თვის ვადაში შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან - 2015 წლის 30 დეკემბრიდან. საქართველოს საოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ ხანდაზმულია: 2005 წლის 29 ნოემბერს, 30 ნოემბერსა და 28 დეკემბერს ფ--------- გ-------ის მიერ ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისათვის გადახდილი თანხებიდან გამომდინარე, 150 000,00 აშშ დოლარისა და 2005 წელს - 3 000,00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულია, რამდენადაც სარჩელის შეტანის მომეტისათვის 2015 წლის 30 დეკემბრისათვის მოთხოვნის წარმოშობის დროიდან გასულია 10 წელზე მეტი, ხოლო 2006 წლის 02 თებერვალსა და 2006 წლის 18 იანვარს გადარიცხული 10 000,00 აშშ დოლარისა და 20 000,00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 3.2.3. პუნქტი)

 

17. აპელანტი, მოპასუხე, ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ი მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულად არის ხანდაზმული, რადგან 2015 წლის 30 დეკემბერს აღძრული სარჩელი ემყარებოდა სხვა გარემოებებს და წინამდებარე სარჩელში კი სხვა გარემოებებია მითითებული, რის გამოც 2015 წლის 30 დეკემბერს სარჩელის აღძვრა არ უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის საერთო 10 წლიან ვადაში, ვინაიდან უდავო გარემოებაა თანხის მიღება, სადავოა თანხის მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 დეკემბრის სარჩელით დგინდება, რომ მოსარჩელე ა-–---------- ზ----–-–---–ი ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის მიმართ ითხოვდა 200 000 აშშ დოლარის დაკისრებას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და გადაუხდელი თანხის წლიურ 10%-ს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

18. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისთვის ა-–---------- ზ----–-–---–ის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებას, ვინაიდან, ა-–---------- ზ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 30 000 აშშ დოლარის ფარგლებში, შესაბამისად ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისთვის ა-–---------- ზ----–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 30 000 აშშ დოლარის წლიური 10 % გადახდა სარჩელის შეტანის თარიღიდან 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საფუძვლიანია.

 

პალატა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ დანაწესს, რომლის თანახმადაც, ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. აღნიშნული იმპერატიულობა დაკავშირებულია ამ (ფულის) ქონების თავისებურებებთან, რაც უნდა განვასხვავოთ სხვა ქონებრივი ურთიერთობების ობიექტებისაგან, კერძოდ, როდესაც ყურადღებას ვამახვილებთFფულად საშუალებებზე (ფულზე) მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ ქონების უნიკალური თვისება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფულადი სახსრები როგორც საყოველთაო ეკვივალენტი შესაძლებელია გაცვლილ იქნეს ქონებრივი ურთიერთობების თითქმის ნებისმიერ ობიექტზე, რომლებიც ატარებენ სასყიდლიან ხასითს ანუ ფულადი სახსრების საშუალებით შეიძლება დაიფაროს თითქმის ყველა ვალი. ზუსტად ამ ქონების უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანონ სარგებელი მის მესაკუთრეს. ამდენად, ისეთი ქონების მიღების დროს როგორიცააFფული, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიხედვით, მისმა მიმღებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაადასტუროს, რომ ამ ქონებამ (ფულმა) მას არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის ანუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ ქონებიდან სარგებლის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ შესაძლებელი იყო ფულად სახსრებს მოეტანა მიმღებისათვის სარგებელი, რაც მან ბრალეულად არ მიიღო მისი არასათანადოდ გაძღოლის შედეგად. ზუსტად ამ ქმედების შედეგად არმიღებული შემოსავალი, რაც უნდა მიღებულიყო ფულადი სახსრებით სათანადო გაძღოლის გზით, წარმოადგენს მიყენებულ ზიანს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე არ უთითებს და ვერ ადასტურებს იმ გარემოებებს, თუ რატომ არ უნდა დაეკისროს მას პროცენტი უსაფუძვლოდ მიღებულ ფულად სახსრებზე. (იხ. სუსგ №ას-ას-24-379-07).

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნა ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ეფუძნება საბანკო დეპოზიტებზე განთავსების ალბათობას, რაც სასამართლოს მიერ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, როგორც პირდაპირი ზიანი და მიაკუთვნა მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავალი პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

 

ამასთან პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კონდუქციური ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებით, რომელთა მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს, აპელანტის ზემოთმითითებული პრეტენზიას ხანდაზმულობაზე სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, შესაბამისად ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ისთვის ა-–---------- ზ----–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 30 000 აშშ დოლარის წლიური 10 % გადახდა სარჩელის შეტანის, მოთხოვნის წარდგენის, თარიღიდან 2016 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საფუძვლიანია.

 

19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

20. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-–---------- ზ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ-----–- ბ----–---–ი-ყ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2018 წლის 03 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება;

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა