განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
190100118002752707
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/211-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ----------------–---–ის,მსჯავრდებულ - ზ----------–--ის მონაწილეობით,ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ----------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ----------–--ემ ჩაიდინა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 28 სექტემბერს, ზ----------–--ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა შპს „რ----------–--–-ს“ ტექნიკური დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსი ინჟინრის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა წყლის სისტემების აღდგენ-რეაბილიტაცია, ასევე, ახალი მოწყობითი სამუშაოების წარმოება. სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე დაქვემდებარებაში ჰყავდა ინჟინერთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ასრულებდნენ სამუშაოებთან დაკავშირებით მის მითითებებს. ზ----------–--ეს ჩაბარებული ჰქონდა შპს „რ----------–--–-ს“ კუთვნილი „Samsung”-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურებრივი პლანშეტი (ერთი თეთრი ფერის და ხუთი შავი ფერის), რომლებსაც იგი სამუშაო საათებში საჭიროების მიხედვით აძლევდა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების დასურათების მიზნით, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ზ----------–--ე უკან იბარებდა გადაცემულ პლანშეტებს.

 

2018 წლის თებერვალსა და მარტის თვეში, ზ----------–--ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული „Samsung”-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურებრივი პლანშეტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული „Samsung”-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურებრივი პლანშეტი გარკვეული ფულადი თანხის მიღების მიზნით, ჩააბარა ქ.რუსთავში შპს „ა-–-------------ს“ ლომბარდში, ხოლო მიღებული თანხა გამოიყენა პირადი საჭიროებისამებრ. აღნიშნული ქმედებით შპს „რუსთავის წყალს“ მიადგა 3798,3 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლ-–---------–---–მა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ----------–--ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმასთან ერთად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის სანქცია, ჯარიმასთან ან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სავალდებულო წესით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ლ-–---------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებული ზ----------–--ე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ზ----------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმეების: ი------------–--–---–----–-------------------------–------------------------------–---–------–-------------–---–--------------------–----–----------------------–----–--–---------–--------------------------------------------------------------------------–-------------------–---------------------------------–--------–-----------–--------------------------------------–-–---–-ს და ზ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით; შპს „რ----------–--–-ს“ მომართვის წერილით და თანდართული მასალებით (29 ფურცელი), კონვერტი - 1---------, შპს „ა-–-------------ს“ ლომბარდიდან და ი/მ „თ-----------------ას“ კუთვნილი მაღაზიიდან ამოღებული დოკუმენტებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, ზ----------–--ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმასთან ერთად თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზ----------–--ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ზ----------–--ეს სასჯელის სახით ერთი წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის სანქცია, ჯარიმასთან ან თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სავალდებულო წესით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ზ----------–--ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა განაჩენში ცვლილება შევიდეს სასჯელის ნაწილში და ჯარიმასთან ერთად მსჯავრდებულ ზ----------–--ეს ერთი წლის ვადით უნდა ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენში;

 

ზ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვროს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

 

ზ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე