განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002684348-1ბ/311-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
15 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ბე----–----------------------, დაბადებული 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: გ--–----------–--------------------------------–-------------------–-------–--------------–-------------------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლი (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა);
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–--------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ ბ-------------------------- უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში გ-–-------------–---------------------------------–---------------------- მასზე განპირობებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი „------------ სათამაშოდ გადასცა მის 4 წლის შვილს ა-–-----------------------ს, რის შემდგომაც გავიდა ოთახიდან. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი ა. ტ----------- გამოართვა მისმა 15 წლის ძმამ ნ---------------ამ, რომელმაც გადატენა იარაღი და დაუდევარი მოქმედებით მოახდინა გასროლა ოთახში მყოფი გ---------------ის მიმართულებით, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბ---- ტ----------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, მოწმეების ზ---–---------------ს, ბ---- ტ-----------, ნ---------------ას, ე---------ე ტ----------- ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- და N0-------- დასკვნებით, ფიზიკო-ტექნიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ბ---- ტ----------ნის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა;
მოცემულ შემთხვევაში ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღი. ობიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში და მძიმე შედეგში. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და მძიმე შედეგს შორის. ამდენად სახეზეა მატერიალური შემადგენლობა;
პალატა მიუთითებს, რომ იარაღის შენახვა ნიშნავს მის მოთავსებას ისეთ ადგილას, რაც უზრუნველყოფს მის მთლიანობას, ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. იარაღის დაუდევრად შენახვა ნიშნავს მისი შენახვის წესის დარღვევას, რითაც იქმნება მისი სხვა პირის ხელში მოხვედრის, დაკარგვის, გაფუჭების პირობა. განსახილველ შემთხვევაში შექმნილია პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბ---- ტ----------მ მასზე განპირობებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი „------------ სათამაშოდ გადასცა მის 4 წლის შვილს ა-–-----------------------ს, რის შემდგომაც გავიდა ოთახიდან. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი ა. ტ----------- გამოართვა მისმა 15 წლის ძმამ ნ---------------ამ, რომელმაც გადატენა იარაღი და დაუდევარი მოქმედებით მოახდინა გასროლა ოთახში მყოფი გ---------------ის მიმართულებით, რომელიც მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვამ, შექმნა პირობა იარაღის სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული არის გაუფრთხილებელი, მისი ჩადენა შესაძლებელია როგორც თვითიმედოვნებით, ისე დაუდევრობით, თუმცა დაუდევრად შენახვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს დანაშაული მხოლოდ დაუდევრობაში გამოიხატება.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ---- ტ----------- მიერ ჩადენილი ქმედების ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სასამართლოს დასკვნა ბ---- ტ----------- მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ ბ---- ტ----------- აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ზ---–---------------ს, ნ---------------ას, ე---------ე ტ----------- ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოცხრილს, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- და N0-------- დასკვნებს, ფიზიკო-ტექნიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---- ტ----------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ---- ტ----------- ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ---- ტ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ---- ტ----------- მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის თანახმად, პირს უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ---- ტ----------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი; ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაუსაბუთებელია, საჩივარში მითითებული არგუმენტი დანიშნული სასჯელის ლმობიერების შესახებ, ბრალდების მხარე აპელირებს იმის თაობაზე, რომ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული არ იქნა დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც გააჩნდა პრეტენზია და არ იყო შერიგებული მსჯავრდებულთან. პალატას მიაჩნია, რომ ბ---- ტ----------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა მის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშულს, არის მრავალშვილიანი მამა და ოჯახის ერთადაერთი მარჩენალი.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ---- ტ-----------ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი, ბ---- ტ----------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად: გ---------------ის კუთვნილი საათი სამაჯურით, ძეწკვი კულონით და სამაჯური, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1-------- პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
იარაღის განმუხტვისას, ექსპერტის მიერ გამოყენებული ხელთათმანები, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 854821 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი 20 მ/ლ შპრიცი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 833654 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მოვერცხლისფრო ქაღალდში გახვეული „მაგნიტი“ და ქსოვილური ფრაგმენტები, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111116276 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119297 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ა-–-----------------------ს ნერწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126661 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ---- ტ----------- ნერწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126658 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ნ---------------ას ნეწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126660 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N4, მოწითალო ფეერის ლაქის ანაწმენდი, საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119613 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N3, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119614 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N6, დოლბანდის ნაჭრები, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 222239918 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მოთეთრო ფერის რეზინის ხელთათმანები, მათზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 222228515 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი პლასტმასის პისტოლეტი; 10 ცალი ვაზნა; N 0------, N0------, N1--------, N F--------, N F--------, N F--------, N F-------- გახსნილი პაკეტები და 2018 წლის 24 მაისით, 2018 წლის 21 ივნისით დათარიღებული ლუქები, მოთავსებული პოლიეთილენი პაკეტში და დალუქული, 2018 წლის 23 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატური ლუქით „პაკეტებისათვის“, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს ბ---- ტ----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
1 ცალი N H----- პისტოლეტი, 1 ცალი მჭიდი, დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, 1 ცალი 9 მმ კალიბრის ტყვია და 1 ცალი 9 მმ კალიბრის მასრა, დალუქული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 736725 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ბ---- ტ-----------გან აღებული ანაწმენდების და საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374235 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ნ---------------ასგან აღებული ანაწმენდების და საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374236 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი პისტოლეტის შალითა, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374239 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის ტანსაცმელი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 875765 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, 2 ცალი სიმბარათი, 1 ცალი 1 ბრივნიანი კუპიურა და 1 ცალი, 1 აშშ დოლარიანი კუპიურა, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111124055 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გ---------------ის ტელეფონში არსებული ინფორმაცია 3 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს გადაღებული სურათები 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ზ---–---------------ს წარმოდგენილი 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; ,,112“-ში განხორციელებული სატელეფონო ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–--------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.ბ---- ტ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
5.გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება, ბრალდებულ ბ---- ტ----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაო სახით განსაზღვრული თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, ბ---- ტ----------- (---------------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ზ----------------------------–-------–-- ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; საკადასტრო კოდით N------------ გირაოს თანხის პროპორციულ წილზე - დადებული ყადაღა.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, კერძოდ: გ---------------ის კუთვნილი საათი სამაჯურით, ძეწკვი კულონით და სამაჯური, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 1-------- პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
იარაღის განმუხტვისას, ექსპერტის მიერ გამოყენებული ხელთათმანები, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 854821 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი 20 მ/ლ შპრიცი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 833654 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მოვერცხლისფრო ქაღალდში გახვეული „მაგნიტი“ და ქსოვილური ფრაგმენტები, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111116276 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119297 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ა-–-----------------------ს ნერწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126661 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ბ---- ტ----------- ნერწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126658 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ნ---------------ას ნეწყვის ნიმუში, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111126660 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N4, მოწითალო ფეერის ლაქის ანაწმენდი, საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119613 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N3, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111119614 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ობიექტი N6, დოლბანდის ნაჭრები, მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 222239918 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
მოთეთრო ფერის რეზინის ხელთათმანები, მათზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 222228515 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი პლასტმასის პისტოლეტი; 10 ცალი ვაზნა; N 0------, N0------, N1--------, N F--------, N F--------, N F--------, N F-------- გახსნილი პაკეტები და 2018 წლის 24 მაისით, 2018 წლის 21 ივნისით დათარიღებული ლუქები, მოთავსებული პოლიეთილენი პაკეტში და დალუქული, 2018 წლის 23 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატური ლუქით „პაკეტებისათვის“, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს ბ---- ტ----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
1ცალი N H----- პისტოლეტი, 1 ცალი მჭიდი, დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, 1 ცალი 9 მმ კალიბრის ტყვია და 1 ცალი 9 მმ კალიბრის მასრა, დალუქული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 736725 პაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ბ---- ტ-----------გან აღებული ანაწმენდების და საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374235 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ნ---------------ასგან აღებული ანაწმენდების და საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374236 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
ერთი ცალი პისტოლეტის შალითა, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 1374239 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის ტანსაცმელი, დალუქული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N FCD 875765 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
გ---------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, 2 ცალი სიმბარათი, 1 ცალი 1 ბრივნიანი კუპიურა და 1 ცალი, 1 აშშ დოლარიანი კუპიურა, დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 111124055 სპეცპაკეტში, რომელიც ინახება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გ---------------ის ტელეფონში არსებული ინფორმაცია 3 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს გადაღებული სურათები 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ზ---–---------------ს წარმოდგენილი 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
,,112“-ში განხორციელებული სატელეფონო ჩანაწერი 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი