განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002737959
საქმე №1ბ/330-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----–--–-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------------------------------------------------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით მ-----–--–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა
შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მ-----–--–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩიდინა ქორწინების იძულება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ--------------–იძე და მ-----–--–-----ე ერთმანეთს იცნობდნენ 2017 წლის სექტემბრის თვიდან. ურთიერთობის პერიოდში ერთმანეთს დაუახლოვდნენ და სამომავლოდ აპირებდნენ დაოჯახებას. 2018 წლის აპრილის თვიდან მათი ურთიერთობა დაიძაბა, ვინაიდან მ-----–--–-----ე გახდა აგრესიული და ეჭვიანი, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: უკრძალავდა მას სხვა მამაკაცებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარებას და მუშაობას. ამის გამო ნ--------------–იძემ კატეგორიული უარი განუცხადა მას ოჯახის შექმნაზე და დაასრულა მასთან ურთიერთობა.
ამის შემდგომ, 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს მ-----–--–-----ემ ნ--------------–იძეს მიაკითხა სამსახურში, (მდებარე ქ-------–--–---–-------–-------------------–-), თანამშრომლებთან შერცხვენის შიშით ეს უკანასკნელი იძულებით ჩასვა მ-----–--–-----ემ კუთვნილ ავტომანქანაში საუბრის მიზნით. მან მანქანა წაიყვანა მცხეთის მიმართულებით, გზაში კი უყვიროდა და ემუქრებოდა ნ--------------–იძეს, რომ მისი ცოლი გახდებოდა და იმ დღიდან აღარ იმუშავებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას. ნ--------------–იძის თანამშრომლისა და დედის დახმარებით მ-----–--–-----ემ იგი სამსახურში დააბრუნა, თუმცა კვლავ არ აძლევდა საშუალებას შესულიყო ლიფტში, კერძოდ მკლავში ჩაავლო ხელი და მიყავდა ავტომანქანისკენ, ამ დროს კი - დაცვის თანამშრომლებმა დაიხსნეს ნ--------------–იძე მ-----–--–-----ისგან.
2018 წლის 16 მაისს, მ-----–--–-----ე კვლავ დახვდა ნ--------------–იძეს მის საცხოვრებელ კორპუსთან და ფსიქოლოგიური იძულებით ჩასვა ავტომანქანაში. ნ--------------–იძემ კატეგორიული უარი განუცხადა მას ცოლად გაყოლაზე, რაზეც იგი გახდა აგრესიული, უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომანქანით დაეჯახა შენობის კედელს ქ. თბილისში, მ--------–--ს ქუჩაზე, რაც ასევე ნ--------------–იძეს დააბრალა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგად მას სუნთქვა უჭირდა და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.
2018 წლის 21 მაისს, სამსახურში მიმავალ ნ---------------–--ეს მ-----–--–-----ე გაყვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამსახურამდე (მდებარე ქ.------–-----–-------–--------------------–--- შემდეგ შეყვა შიგნით და შერიგების თხოვნაზე და დაოჯახებაზე უარის მიღების შემდეგ, ძლიერად ჩაავლო მკლავზე ხელი, რითაც ნ--------------–იძემ განიცადა ტკივილი.
2018 წლის 14 სექტემბერს, ქ------–--–---–-------–-------------------ში, ნ--------------–იძეს მ-----–--–-----ემ არასასურველი ფოტოების გავრცელების მუქარით აიძულა ჩასულიყო პირველ სართულზე, სადაც მკვლავებზე ჩაავლო ხელი, რამდენჯერმე შეანჯღრია ძლიერად, აგრეთვე თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, შემდეგ კი სახის მარცხენა არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი. როდესაც ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა თან ეუბნებოდა, რომ ორივე იმავე დღეს უნდა წასულიყვნენ აუცილებლად საზღვარგარეთ ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და მოუსპობდა სიცოცხლეს.
მ-----–--–-----ის მიერ არაერთი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ქორწინების იძულების და მუდმივი არასასურველი ზემოქმედების შედეგად, ნ--------------–იძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენში, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----–--–-----ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ-----–--–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ან-------------ს, მ--–------------–---–ის, ნ-----–-----------–-–---–ის, გ------------------------–ის, მ--------------–---–ის, რ------------ის, მ-----–--–-–---–ის, რ------–-------–---–-------------------–--------–-–---------–-–---–--------------------------------–----–---------------–-------------–------------------–------------------- და დაზარალებულის ნ--------------–იძის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, N0----- შემაკავებელ ორდერით, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 21 მაისის რეაგირების ოქმით, 2018 წლის 25 მაისის დადგენილებით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად,სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებები, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა მას და ითხოვა მ-----–--–-----ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა მ-----–--–-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ-----–--–-----ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მ-----–--–-----ისათვის სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ იგი თითქმის ხუთი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი მ-----–--–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მ-----–--–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-----–--–-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ მ-----–--–-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 სექტემბრიდან - 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ მ-----–--–-----ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: “LJ”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და “general mobile”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი