განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002172138
საქმე №1ბ/1205-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორის: ქე-------------–---–--
ადვოკატის: ლე-------------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქე-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ზა------------------------–---–-ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–----------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–-–------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით, ზა----------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ზა----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით, ზა----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2017 წლის 8 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, ვ-–----–----–-----------------–---------------------- ბინიდან მდგმურმა - ზა----------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, და---------------ს კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: „PRIME“-ის ფირმის 300 ლარად ღირებული ტელევიზორი, „HISENSE“-ის ფირმის 330 ლარად ღირებული მაცივარი და „VESTEL“-ის ფირმის 100 ლარად ღირებული სარეცხი მანქანა. აღნიშნულმა ქმედებამ 730 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქე-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზა----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ნ-------------------------------------–--------------–--–--------------------------–-–---–----------------------–---–--------–-–----------------------------------------------- ამოცნობის ოქმითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულ ზა----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. რაც შეეხება მოწმეების გი----------------სა და ნა-------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არის საეჭვო და მცდარი, ასევე არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. რაც შეეხება ნი-----------ს მიერ ნივთების ამოცნობის ოქმებს, მოცემულ შემთხვევაში სარეცხ მანქანას და მაცივარს ჰქონდათ სპეციფიკური დაზიანებები, რის გამოც ანალოგის შერჩევა ობიექტურად შეუძლებელი იყო. ამიტომ გამომძიებელმა ნი-----------ს წარუდგინა ერთი ამოსაცნობი ობიექტი და ამით არ დარღვეულა საქართველოს სსკ-ის 131-ე უხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები ადასტურებენ ერთის მხრივ იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 8 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში, ვ-–----–----–-----------------–----------------------- ბინიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაუფლებული იქნა და---------------ს კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: „PRIME“-ის ფირმის ტელევიზორი, „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა. ხოლო მეორეს მხრივ დგინდება, რომ იმავე ფირმის სარეცხი მანქანა და მაცივარი ზა----------–---–ისაგან შეიძინა შალ-------------მ. თუმცა, დაზარალებულ და---------------ს ბინიდან წაღებული ტექნიკისა და შა-–-------------ს მიერ ზა----------–---–ისაგან შეძენილი ტექნიკის იდენტურობა და ის გარემოება, რომ სწორედ ზა----------–---–მა მიითვისა ისინი და---------------ს ბინის დაქირავების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და---------------მ განაცხადა, რომ 2012 წელს ქ.თბილისში, ვ-–----–----–----------------–-----------------–-- შეიძინა ბინა N22. რის შემდეგაც ბინაში განათავსა შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. მათ შორის თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, ღირებული 700 ლარად, ვერცხლისფერი (ნაცრისფერი) „HISENSE“-ს ფირმის მაცივარი, პრიალა ზედაპირით, ღირებული 700-800 ლარად და შავი ფერის „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი, ღირებული 300 ლარად. მისი კუთვნილი ნივთების განმასხვავებელი ნიშან-თვისებები არ იცის, ვინაიდან ხსენებული ბინა გაქირავების მიზნით ჰქონდა შეძენილი და თვითონ იშვიათად ჩადიოდა თბილისში. 2017 წლის სექტემბრის თვეში მისი კუთვნილი ბინა მიაქირავა ნი-----------ს. მას შეხვდა სახლთან, აიყვანა ბინაში, დაათვლიერებინა ნივთები და გადასცა გასაღები. ამის შემდეგ ბინაში აღარ ყოფილა. ნი----------- დღიურად თუ აქირავებდა ბინას, მისთვის ცნობილი არ იყო, თუმცა პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ნი----------- თვიურად იხდიდა თანხას და მისთვის მთავარი იყო, რომ ეს ანაზღაურება მიეღო. ზუსტი თარიღი არ ახსოვს, როდესაც პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდა თანამშრომელი ლ-–- და აცნობა მისი კუთვნილი ბინიდან ნივთების წაღების შესახებ. გამომძიებელი ჩავიდა მასთან ქუთაისში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. ბრალებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მხოლოდ ნივთების დაბრუნება სურს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნი-----------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში თბილისში, ვ-–----–----–--------------------––- და---------------სგან იქირავა ბინა, რომელშიც ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 600 ლარი. მან ბინა იქირავა დისშვილისთვის და მოაწესრიგა, თუმცა ეს უკანასკნელი ბინაში ჯერ არ იყო გადასული შემთხვევის დროს. მოწმეს კ------------------– აქვს ბინა, რომელსაც აქირავებს დღიურად. 2017 წლის 7-8 სექტემბერს ტელეფონის ნომერზე 5--------- ტელეფონის ნომრიდან 5--------- დაუკავშირდა პიროვნება სახელად „ზ----“, რომელმაც მოიკითხა და უთხრა, რომ გვიან საღამოდან მეორე დილამდე უნდოდა კო------ს ქუჩაზე მდებარე ბინის დაქირავება. ნი-----------ს აღნიშნული პიროვნება არ ეცნო, მაგრამ ვინაიდან მან მოიკითხა, როგორც ნაცნობმა კლიენტმა, მოწმემ განუმარტა, რომ ხსენებული ბინა უკვე დაკავებული იყო და შესთავაზა ვ-–----–----–---- მდებარე და---------------ს ბინის დაქირავება. შეთანხმდნენ, რომ 22:00 საათისთვის მივიდოდა და მიუტანდა 50 ლარს. მოწმე მივიდა ბინაში და ელოდებოდა ზ----ს. რამდენჯერმე დაურეკა, რა დროსაც ზ----მ განუმარტა, რომ აგვიანდებოდა. ბოლოს უთხრა, რომ ახლოს ცხოვრობდა მისი ნაცნობი, რომელიც მიუტანდა თანხას და სთხოვა ბინის გასაღები მისთვის გადაეცა. დაახლოებით 15 წუთში მივიდა 17-18 წლის ახალგაზრდა დაბალი ბიჭი, რომელმაც გადაუხადა ბინის ქირა 50 ლარი და მას გადასცა გასაღები. მოწმე ზ----სთან იყო შეთანხმებული, რომ დილით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე უნდა გასულიყვნენ ბინიდან. ის პირველი კლიენტი იყო, ვინც ამ ბინაში შეუშვა. დილით ცდილობდა ზ----სთან დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. ამის შემდეგ იგი მივიდა ბინასთან, აკაკუნებდა კარზე, მაგრამ კარი არ გაუღეს. ივარაუდა, რომ ეძინათ და წავიდა გორში ქორწილში, ხოლო შემდეგ დასავლეთში. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ უშედეგოდ ცდილობდა დაკვშირებას. დაახლოებით 11-12 სექტემბერს დაბრუნდა დასავლეთიდან და მეორე დღეს მივიდა ბინაში, დარეკა ზარი, თუმცა არავინ უპასუხა. მიიყვანა ხელოსანი, გააღებინა კარი და აღმოჩნდა, რომ ბინიდან გატანილი იყო თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელსაც ზედა ნაწილი ჰქონდა შერყეული, გაყვითლებული და გახუნებული იყო, „HISENSE“-ს ფირმის ორ კამერიანი მაცივარი ვერცხლისფერი (ნაცრისფერი) პრიალა ზედაპირით, რომელსაც ქვედა სართულზე ჰქონდა ნაკაწრი და შავი ფერის „PRIME“-ს ფირმის პატარა ტელევიზორი. მას თავდაპირველად პოლიციისათვის არ მიუმართავს, რადგან ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, შეეცოდა ისინი და ფიქრობდა, იქნებ დაკავშირებოდნენ და დაებრუნებინათ ნივთები. თუმცა, ვინაიდან აღარ გამოჩნდნენ, განაცხადა პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შესაბამის ოქმებში ასახული ინფორმაციის სისწორე.
2017 წლის 21 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ნი-----------მ განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე შუაში მდგომი მამაკაცი, რომელსაც 2017 წლის 8 სექტემბერს, ვ-–----–----–---------------–--------------------------ში გადასცა ბინის გასაღები, ვინმე ზ----სთვის გადასაცემად. ნი-----------მ ამოსაცნობი პირი ამოიცნო სიმაღლით, თმის და კანის ფერით, ცხვირის ზომით, ასაკით, იერით ზოგადად სახის საერთო მოყვანილობით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ნი-----------მ ქ.თბილისში,---–----–----–---------------–------- კორპუსში მდებარე ბინა N----ის გასაღები 2017 წლის 8 სექტემბერს გადასცა გ-----------------, ვინმე „ზ----“-ზე გადასაცემად. ხოლო 2017 წლის 11-12 სექტემბრის შემდეგ ბინაში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ბინიდან გატანილი იყო „VESTEL“ ფირმის სარეცხი მანქანა, „HISENSE“-ს ფირმის მაცივარი და „PRIME“-ს ფირმის ტელევიზორი. მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება, რომ ნი-----------ს ტელეფონის ნომერზე ბინის დაქირავების მიზნით დაუკავშირდა ზა----------–---–ი და სწორედ ამ უკანასკნელიზე გადასაცემად გაატანა მან გ----------------- ბინის გასაღები. ამასთან, საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი თუნდაც ერთი მტკიცებულება, რაც ირიბად მაინც მინიშნებდა, რომ ზა----------–---–ი იმყოფებოდა ზემოთხსენებულ ბინაში და მით უფრო, მიითვისა იქ არსებული ნივთები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე გი----------------, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა 3-----------–--- მდებარე ბინაში, რა დროსაც, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში. იგი კანონიერი წარმომადგენლის - დედის თანდასწრებით დაიკითხა მოწმის სახით. გამომძიებელმა უთხრა, რომ მისი დაკითხვა იყო ფორმალობა და ისე მოაწერეს დაკითხვის ოქმს ხელი, რომ არც მას და არც დედას არ წაუკითხავთ. ამდენად, არ იცის, გამოკითხვის ოქმში გამომძიებელმა რა დაწერა და არ ეთანხმება მის შინაარსს. გიორგი კახაბერმა დაადასტურა, რომ ზა----------–---–თან ბინის თაობაზე საუბარი არ ჰქონია და არც მისი დავალებით მისულა ბინაში. დედის თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც, ამოიცნო ქალბატონმა, გაეცნო ამოცნობის ოქმს და მოაწერა ხელი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აფასებს რა მოწმე გი----------------ს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის რელევანტური ზა----------–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
ბრალდების მხარის განმარტებით, გი---------------- დაეთანხმა ამოცნობის ოქმის სისწორეს, სადაც ნი-----------მ აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირს მისცა გასაღები ზ----სთვის გადასაცემად.
პალატა აღნიშნავს, რომ ამოცნობის ოქმში ასახული ინფორმაციიდან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ხდება ზა----------–---–ის იდენტიფიცირება. ოქმის თანახმად ნი-----------მ ამოიცნო გი----------------, რომელსაც გაატანა გასაღები „ვინმე ზ----სთვის“ გადასაცემად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა--------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს გ-–----–----------–---------------- მდებარე ტექნიკის ლომბარდში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ნივთის შეფასება-ჩაბარება, თანხის გაცემა და მომხმარებელზე ინფორმაციის მიწოდება პროცენტთან და გადახდის ვადასთან დაკავშირებით. 2017 წლის სექტებრის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, 03:00 საათიდან 04:00 საათამდე ლომბარდში შევიდა ერთი პირი, რომელმაც ჰკითხა მაცივარი ხომ არ ჰქონდა გასაყიდი. იმ პერიოდში ლომბარდში მაცივარი არ ჰქონდათ და უარით გაისტუმრა. აღნიშნული პირის გასვლიდან რამდენიმე წუთში შევიდა მეორე, შედარებით დაბალი და გამხდარი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა ჩაიბარებდა თუ არა მაცივარს, რაზეც თანხმობა განუცხადა. თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა მაცივრის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან განუცხადა, რომ ნივთის დატოვების სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის მიცემაზე იყო თანახმა. ეს ყოველივე მოწმეს მოეჩვენა საეჭვოდ და უარი უთხრა მაცივრის ჩაბარებაზე. სავარაუდოდ აღნიშნული ორი პირი ერთმანეთს კარში შეხვდნენ, ვინაიდან მოგვიანებით ისინი შევიდნენ მოწმესთან და სთხოვეს მაცივრის გასინჯვაში დახმარება. მან ნება დართო, რომ შეეტანათ მაცივარი ლომბარდში და შეემოწმებინათ მუშაობდა თუ არა. მოწმემ დაადასტურა, რომ ლომბარდში არსებული ვიდეოკამერა მუშაობს პირდაპირ რეჟიმში, ამიტომ ვერ მოხერხდა ჩანაწერების ამოღება და გამოძიებისათვის მიწოდება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შალ-------------მ განაცხადა, რომ ჰყავს „ფ-------ს“ მარკის ავტომანქანა და მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 9 სექტემბერს 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის შუალედში გადაადგილდებოდა ა-------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, სახლში წასვლის წინ მაცივრის და სარეცხი მანქანის შეძენის მიზნით შეიარა იქვე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში. თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ არ ჰქონდათ მისთვის სასურველი ნივთები და ვერ მოახერხა შეძენა. ლომბარდიდან მისი გამოსვლისას შიგნით შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გასაყიდი ჰქონდა მაცივარი. თუმცა, არ ჰქონდა მისი დოკუმენტები და ლომბარდის თანამშრომლებმა არ ჩაიბარეს ნივთი. ამ პირის გარეთ გასვლის შემდეგ მოწმე შეუთანხმდა, რომ თავად შეიძენდა მაცივარს, რაშიც გადაიხადა 280 ლარი. მაცივარი იყო ვერცხლისფერი, მშრალი ყინვის, ორკამერიანი, „HISENSE“-ს ფირმის, რომელსაც წინა მხარეს შუა ნაწილის ზემოთ ჰქონდა ჩაღუნული. შალ-------------მ ლომბარდის თანამშრომელს სთხოვა დახმარება, რომ შეემოწმებინათ მუშაობდა თუ არა მაცივარი, რის შემდეგაც ზა----------–---–ი დაეხმარა და მაცივარი ჩაადებინა თავის კუთვნილ ავტომანქანაში. ზა----------–---–მა ასევე შესთავაზა, რომ სახლში ჰქონდა სარეცხი მანქანა, რომელიც წარმოადგენდა მისი დის საკუთრებას და თუ სურვილი ჰქონდა, მასაც მიჰყიდდა. ამ მიზნით დაახლოებით საათნახევარში დაუკავშირდა ზა----------–---–ი. მოწმე მივიდა კინო „-----------–-------------------- ქუჩაზე, სადაც ბრალდებულმა ქუჩაში აჩვენა თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის, მოძველებული სარეცხი მანქანა, რომელსაც თავსახური მოძვრა ავტომანქანაში ჩადებისას. მოწმემ იგი შეიძინა 135 ლარად. სულ ორივე ნივთში გადაიხადა 415 ლარი. მას ნივთების წარმომავლობა რომ სცოდნოდა, არ შეიძენდა. როგორც ზა----------–---–მა განუმარტა, ორივე ნივთი იყო მისი ოჯახის საკუთრება და მოწმეს ამაში ეჭვი არ შეჰპარვია. დაახლოებით 10 დღის შემდეგ დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და განუმარტეს, რომ მის სახლში ინახებოდა მოპარული ნივთები. შალ-------------მ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შესაბამის ოქმებში ასახული ინფორმაციის სისწორე.
2017 წლის 19 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, მ----------------------------------------ში მდებარე შა-–-------------ს საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან ამოღებული იქნა „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მხარეს აქვს მრგვალი ფორმის გამოსაღები კარი, რომლის ზედა მხარეს აქვს ე.წ. სამართავი პანელი, რომლის მარცხენა ზედა კუთხეში აქვს წითელი ფერის წარწერა „VESTEL“. სარეცხი მანქანის ზედა ნაწილი წინა მარცხენა კუთხესთან არის დაზიანებული. ამავე სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ორ კამერიანი მაცივარი, რომლის ზედა პატარა კარზე შუა ნაწილში არის წარწერა „HISENSE“. ამავე კარის ზედა მარჯვენა კუთხესთან მიკრულია მომწვანო ფერის წებოვანი სტიკერი, წარწერით „t-------------“. მაცივრის ქვედა კარის შუა ნაწილში აღინიშნება ოთხი სანტიმეტრის ნაკაწრი დაზიანება.
2017 წლის 28 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა შალ-------------მ განმარტა, რომ დააკვირდა წარმოდგენილ ფოტოსურათებს და ამოიცნო ნუმერაციით მე-2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც მისი განმარტებით სწორედ ის პიროვნებაა, რომლისგანაც 2017 წლის 9 სექტემბერს იყიდა მაცივარი და სარეცხი მანქანა. ამომცნობმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო მომრგვალებული პირისახით, მუქი ფერის თმით, ხშირი მუქი ფერის წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, ღია მომწვანო ფერის თვალებით.
2017 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ------–---------–-–--- დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ლ-–- ბ----- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა „HISENSE“-ს ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, რომელიც არის ორ კამერიანი, ზედა კარზე შუაში აქვს ფირმის აღმნიშვნელი შავი ფერის წარწერა „HISENSE“-ს. ასევე, ზედა კარზე წინა ზედა მარჯვენა მხარეს მიკრული აქვს მომწვანო ფერის ეტიკეტი ლათინური წარწერით „t-------------.“ მაცივრის ქვედა კარზე შუა ნაწილში აღენიშნება ოთხი სანტიმეტრის ნაკაწრი დაზიანება.
2017 წლის 28 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ------–---------–-–--- დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ლ-–- ბ----- მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა „VESTEL“-ის ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს წითელი ფერით აწერია ფირმის სახელწოდება „VESTEL.“ სარეცხი მანქანის ზედა მხარეს წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: მცირე ზომის ფართობზე ამძვრალი აქვს ზედაპირი.
2017 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრისა და სარეცხი მანქანის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის, მათი ფაქტიური-ფიზიკური და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: სარეცხი მანქანა „VESTEL WL1242“ – 100 (ასი) ლარს; მაცივარი „Hisense RD-33WR4SA“ - 330 (სამას ოცდაათი) ლარს.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მა----------------–---–მა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ზა----------–---–მა დაადასტურა, რომ შალ-------------ს ნამდვილად მიჰყიდა „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა და „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი. თუმცა მისი განმარტებით, აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მის დას. შეძენილი ნივთების წარმომავლობის შესახებ იგივე ინფორმაციას ფლობს შალ-------------, რომელსაც ეჭვი არ შეჰპარვია ზა----------–---–ის განმარტებაში, რომ ნივთები მისი ოჯახის საკუთრება იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები, კერძოდ, მისი და მ-------------–---–- და დედა - გ----–------–---–---–-. მათ დაადასტურეს, რომ „HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და „VESTEL“-ის ფირმის სარეცხი მანქანა ეკუთვნოდა მა------------–---–ს, რომელმაც იგი დედას გადასცა სარგებლობაში. ვინაიდან გი---–------–---–---–ს ეს ნივთები სახლის შესასვლელთან ეწყო და აქტიურად თვითონაც აღარ სარგებლობდა, მა------------–---–მა ნება დართო ზა----------–---–ს, რომ ლომბარდში ჩაებარებინა ისინი. მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთშესაბამისი, ამასთან, ისინი ზა----------–---–ის მიერ შალ-------------ზე გასხვისებული ტექნიკის მახასიათებლებს აღწერენ მსგავსად იმისა, როგორც ეს აღნიშნულია ამოღებისა და ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათალიერების ოქმებში. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, ზა----------–---–ის ოჯახის წევრების მიერ აღწერილ და საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული ნივთების მახასიათებლებს შორის არ იკვეთება.
იმ პირობებში, როდესაც მოწმე ნი-----------ს მიერ ნივთების ამოცნობა არ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაცვით, ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საყოფაცხოვებო ტექნიკისა და ზა----------–---–ის მიერ გასხვისებული ტექნიკის იდენტურობა საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა დადასტურებული. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო წესით დაესაბუთებინა მ-------------–---–-ს და გ----–------–---–---–-ს ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები.
2017 წლის 28 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ნი-----------მ განაცხადა, რომ აღნიშნული მაცივარი სწორედ ის მაცივარია, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმითა და დაზიანებით, მიკრული ეტიკეტით.
2017 წლის 28 სექტემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა ნი-----------მ განაცხადა, რომ აღნიშნული სარეცხი მანქანა სწორედ ის არის, რომელიც მას მოპარეს ნაქირავები ბინიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ფირმის დასახელებით, ზოგადი ფორმით და ზედა მხარეს არსებული დაზიანებიათ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ობიექტების ამოცნობა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან ამომცნობ პირს ამოსაცნობად წარედგინა მხოლოდ ერთი ნივთი და არა სამი, რასაც იმპერატიულად ითხოვს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. პალატა სრულად ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან და არა ყველა მახასიათებლით იდენტურ საგანთან ერთად. რაც შეეხება განსხვავებულ და სპეციფიკურ ნიშნან-თვისებებს, რომლებიც ახასიათებს თითოეულ ნივთს ინდივიდუალურად, სწორედ მათი მეშვეობით უნდა განასხვაოს და ამოიცნოს ამომცნობმა პირმა შესაბამისი ობიექტი მისთვის წარდგენილი სხვა ერთგვაროვანი საგნებიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა: გ-----------–-–---–----------–---------–---–-----–-–--------------------------–----------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან უშუალო ფაქტის შემსწრეები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მხოლოდ ლ------------ მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, ზა----------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზა----------–---–ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად აშკარაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზა----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და დააკამყოფილებდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქე-------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ზა----------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზა----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
5. გამართლებულ ზა----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შ--–--------------- საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მაცივარი და სარეცხი მანქანა, რომელიც ინახება შსს ვ---------------–--- სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოების ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი