განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
330100114602822
ინსტანცია
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100114602822

საქმე №1/ბ 232-19

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გი--------------ს

ადვოკატის: გი-----------------–---ს

მსჯავრდებულის: გი------------–---ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი------------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი---------------------–---ს მიმართ დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ------------------------------–---------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, გი------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ გი-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2014 წლის 25 ივნისიდან - 2014 წლის 27 ივნისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 21 დეკემბრიდან.

გი------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

გი--------------–---მ შპს ,-------–----------------------) და შპს ,---------------------------- სახელით 2014 წლის 21 მარტიდან 2014 წლის 25 მაისამდე პერიოდში შემოიტანა სხვადასხვა დასახელების 91.235 ლარის ღირებულების საქონელი. გი------------–--ემ ისარგებლა ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #290-ე ბრძანების 51-ე მუხლით, რომელიც იმპორტიორს აძლევს უფლებას შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადები გადაიხადოს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

გი------------–--ეს გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაჰქონდა საქონელი ისე, რომ საშეღავათო ვადაში განზრახ არ იხდიდა იმპორტის გადასახდელებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 29 339 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გი------------–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2019 წლის 11 მარტს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ს----------–------------–--------------------------------------------------–---------------------–--------–---------–----------------------- პროკურორმა გი------ გა-----მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ გი------------–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ გი------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გი------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი------ ბა--------–---მ.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გი------------–---ს წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერების ოქმით თანდართული მასალებით, მიმართვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსს და პასუხი მიმართვის წერილზე თანდართული ფაილებით, მომართვა შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან თანდართული მასალებით, ოფისის ჩხრეკის ოქმით და ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ გი------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გი------ გა-----ს და მსჯავრდებულ გი------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. გი------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი;

4. მსჯავრდებული გი-------------–--- დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან .

5. მსჯავრდებულ გი-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2014 წლის 25 ივნისიდან - იმავე წლის 27 ივნისის ჩათვლით, ასევე პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.

6. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ გი------------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გი------ მუ--–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ნა----–-----------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ზ-------------–-------------------–---–----------------------------------------------------------------------------------------------- რომელიც დაყადაღებულია 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში.

8.ნივთიერი მტკიცებულებები:

-ოფისის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტაცია, რომელიც ინახება საქართველლოს ფ------------------------ საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი