განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340100118002616781
საქმე №1ბ/227-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ--------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ა----------–--–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, განათლების არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------------------–---–-----–ო, ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–---------------–ო.
ადვოკატი: მ-----–-------–--ე.
თარჯიმანი: ა---------–--------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----------–--–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–-------–--ემ და მოითხოვა აღნიშნულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის ნაწილში. დაცვის მხარის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რის დასადასტურებლადაც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულების გუ-–---------------ს, მ---------------ის და მ------------------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირებს ა----------–--–---ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და სურთ მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ა----------–--–---ის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალიწინებით დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის დანიშვნა.
სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ასევე ალტერნატიულ მოთხოვნად დააყენეს ა----------–--–---ისთვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ა----------–--–---მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აგვისტოდან, ა----------–--–---ი, გუ---------------–----–----------------–------–--ში, ზ----------–---–-ს კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ადგილას, სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ-------ი ა--------ას. 2018 წლის 2 აგვისტოს, ა----------–--–---მა, დაახლოებით 19:00 საათზე, გუ---------------–----–----------------–------–--ში, ზ----------–---–-ს კუთვნილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახეში ხელი ორჯერ გაარტყა მ-------ი ა--------ას. 2018 წლის 6 აგვისტოს, განმეორებით ამავე ტერიტორიაზე, ა----------–--–---მა სახეში ერთხელ გაარტყა ხელი მ------------------ას. იგივე ქმედება ა----------–--–---მა ჩაიდინა 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე. მან მ------------------ას კვლავ ერთხელ გაარტყა და სახეში მოუჭირა ხელი. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მ-------- ა--------ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
ა----------–--–---მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ა----------–--–---ი, გუ---------------–----–----------------–------–--ში, ზ----------–---–-ს კუთვნილ საყარაულო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა----------–--–---მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა----------–--–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრის “ARAL 1071” მოდელის N--------- პისტოლეტი და ამავე კალიბრის კუსტარულად დამუხტული 77 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გუ---------------------------–------–--ში მდებარე ზ----------–---–-ს საგუშაგო შენობაში, რაშიც მხილებული იქნა 2018 წლის 8 აგვისტოს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე გუ-–---------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ა----------–--–---ი მისი შვილის - მ-------ი ა--------ას ქმარია. 2018 წლის აგვისტოს თვეში სტუმრად იმყოფებოდა მათთან. აღნიშნულ პერიოდში ა----------–--–---ი იარაღის დემონსტრირებით ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მ-------ი ა--------ას. კერძოდ, 2018 წლის 02 აგვისტოს, საღამოს საათებში, დაინახა, რომ ა----------–--–---ი მ-------ი ა--------ას ეჩხუბებოდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ორჯერ დაარტყა ხელი. იგივე შემთხვევა განმეორდა 2018 წლის 06 აგვისტოს, როდესაც ა----------–--–---მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა მ-------- ა--------ას და დაარტყა სახეში ხელი. 2018 წლის 08 აგვისტოს ა----------–--–---მა კვლავ აგინა მ-------ი ა--------ას და დაარტყა ხელი სახეში. მ-------ი ა--------ა განიცდიდა მომხდარს, იტანჯებოდა და ეკითხებოდა მის ქმარს რის გამო ექცეოდა ასე. შვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო, მან საშველად მ---------------ს დაურეკა. მ---------------ი რომ მივიდა ა----------–--–---მა ჩხუბი დაუწყო. ყელში ხელი წაუჭირა და ემუქრებოდა, მოგკლავო. შემდეგ მიიტანა იარაღი და მ---------------ს უმიზნებდა, თან მოკვლით ემუქრებოდა. მ---------------ი ძალიან შეშინებული იყო და დასთან ერთად ცდილობდა დამალვას.
მოწმე მ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა----------–--–---ი მისი დის - მ-------ი ა--------ას ქმარია. 2018 წლის 08 აგვისტოს დედამ გუ-–---------------მ დაურეკა და უთხრა, რომ ა----------–--–---ი მ-------ი ა--------ას სცემდა და დახმარებოდა მას. როდესაც მივიდა, მას და ა----------–--–---ს მოუვიდათ ჩხუბი. ეს უკანასკნელი მას, გუ-–---------------ს და მ-------ი ა--------ას მოკვლით ემუქრებოდა. შემდეგ იმ ადგილისკენ წავიდა სადაც იარაღს ინახავდა, რის გამოც შეშინდა და მ-------ი ა--------ასთან ერთად და ოთახში შევიდა. ა----------–--–---მა კი იარაღი მიიტანა, დაუმიზნა მას და უთხრა უნდა მოგკლაო. ერთხელ გასროლაც სცადა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა. მას ძალიან შეეშინდა და დასთან და დედასთან ერთად წავიდა. როგირც მისთვის გადმოცემით არის ცნობილი ა----------–--–---ი მ-------ი ა--------ას თითქმის ყოველდღე აგინებდა და რამდენჯერმე სცემა.
მტკიცებულებების ნაწილი, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ მოწმეების: მ--------–---------ის, მ----------------–-–---–-ს, ზ----------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, მსჯავრდებულ ა----------–--–---ის გამოკითხვის ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N----- დასკვნა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N------ დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0----------------------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნები, 2018 წლის 09 აგვისტოს ამოღების ოქმი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა----------–--–---მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ანასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა----------–--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდნენ დაზარალებულები.
ა----------–--–---ის მიმართ ძალადობის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ ა----------–--–---მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.
პალატა მსჯავრდებულ ა----------–--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.
მოცემულ შემთხვევაში პალატას განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. მართალია, ა----------–--–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდნენ დაზარალებულები, მაგრამ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (ძალადობის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ), ასევე ძალადობის ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ა----------–--–---ის ქმედება წარმოადგენს ოჯახის წევრისათვის - მეუღლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრის მიმართ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
მუქარის ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულის ჩადენის ხერხზე. კერძოდ, ა----------–--–---მა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწიენბული დანაშაული ჩაიდინა იარაღის გამოყენებით, რაც მიუთითებს საზოგადოებრივ საშიშროებაზე.
რაც შეეხება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის წინაპირობა. ა----------–--–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. მართალია, სააპელაციო საჩივარზე დართული განცხადებით ირკვევა, რომ დაზარალებულებს აღარ აქვთ პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცეცხლსასროლო იარაღი გამოყენებული იქნა სხვა დანაშაულის, კერძოდ - მუქარის ჩასადენად, ხსენებული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას ა----------–--–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის განსაზღვრულ სასჯელზე. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ ა----------–--–---ს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი არ გააჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ აღნიშნული ნომრის გამოყენება წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ხოლო ვინაიდან მსჯავრდებულ ა----------–--–---ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, მის მიმართ მითითებული ნორმის გამოყენების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა----------–--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო სასჯელის ნაწილში კი სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა----------–--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა----------–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა----------–--–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა----------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.
ა----------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
მ---------------ის მაისური - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
პისტოლეტი „ARAL 1071“, ორი ყუთი, ერთი მჭიდი და 77 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
სანადირო თოფი „EXSPRESS“, რომელიც უვარგისია გამოყენებისათვის - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე