განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001530098
საქმე № 3ბ/1191-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - თ------ მ-------–---–ი;
წარმომადგენელი - მ--- დ-------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ------ მ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2----–-–---------ს ქ------- ქ---------–-–---–სა (მსესხებელი) და ლ------ ბ------–--ეს, ს-----–--ა მ-----–---ასა და მ----- ე-----–--ეს (გამსესხებლები) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებლებმა მსესხებელს ასესხეს 38 000 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსით 55 366 ლარი (1 დოლარი - 1,457 ლარი) სამი თვის ვადით, 2----–-–--------------მდე. აღნიშნული თანხიდან ლ------ ბ------–--ეს ეკუთვნოდა 20 000 აშშ დოლარი, ს-----–--ა მ-----–---ას - 10 000 აშშ დოლარი, მ----- ე-----–--ეს - 8 000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა მსესხებლის უძრავი ქონებით (იპოთეკის საგანი). იპოთეკის საგნად განისაზღვრა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №-, ქ------- ქ---------–-–---–ის კუთვნილი ნაწილი (2---- ნაწილი), საკადასტრო კოდი №----------------. ხელშეკრულების საგნის მახასიათებლებად მითითებულია: ზონა თ---–------, სექტორი მ---–---------, კვარტალი 0-- ნაკვეთი 5-----, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თ---------------; ნაკვეთის ფუნქცია: ა-----------–---------------; დაზუსტებული ფართობი: 4----- კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი 5-- შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 9----- საცხოვრებელი ფართი 6----- უფლ. დამ. დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №-. მხარეთა მიერ იპოთეკის საგანი შეფასებულია 60 000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- -2----–-–---------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის გადაწვეტილებით (საქმე №----------) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს-----–--ა მ-----–---ას სარჩელი და ქ------- ქ---------–-–---–ს ს-----–--ა მ-----–---ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2 460 აშშ დოლარი.
ამასთან, განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ქ------ ქ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის
ქუჩა, დ---------ი №- (საკადასტრო კოდი №----------------).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის გადაწყვეტილებაზე 2----–-–---------------ს გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის გადაწყვეტილება (საქმე №----------).
- 2----–-–--------------ის სააღსრულებო ფურცელი (საქმე №----------).
2.3. საჯარო რეესტრიდან 2----–-–---------ის ამონაწერის მიხედვით, თბილისი, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) 2---- ნაწილის მესაკუთრეა ქ------- ქ---------–-–---–ი, ხოლო 3---- ნაწილის მესაკუთრე - გ------ი ქ---------–-–---–ი.
ამონაწერის თანახმად, დაზუსტებული ფართობი შეადგენს 437 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 63,60 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი - 64,20 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2----–-–------------ს შედგენილია თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის 2----–-–----------ის №---------- დასკვნის მიხედვით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. მფლობელი: ქ------- ქ---------–-–---–ი (2---- ნაწილი).
დასკვნის შესაბამისად, შეფასების ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. იგი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, საცხოვრებელი შენობა- ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ. აღნიშნული ფართი შეადგენს 2---- ნაწილს. ფართი შედგება ჰოლის, მისაღების, საძინებლის, ერთი ოთახის, სამზარეულოს და სველი წერტილებისაგან. ობიექტი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 65 000 ლარი (40 000 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის შემფასებლის 2----–-–----------ის №---------- დასკვნა.
2.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–--------–--ის №----------------- განკარგულებით მოვალის ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №-, 2---- ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) შემძენი 2----–-–----------ის გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა ს-----–--ა მ-----–---ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 42 200 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2-----–-–----------–--ის №----------------- განკარგულება.
2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------ს №--------- დასკვნის შესაბამისად, თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში მდებარე სახლთმფლობელობიდან, დამკვეთ ს-----–--ა მ-----–---ზე წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემების შესაბამისად, ფართის გამოყოფა შეუძლებელია. აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის №---------- დასკვნის მიხედვით, დამკვეთ ს-----–--ა მ-----–---ს შეიძლება გამოეყოს №-- №-, №-, №- და №- შენობა-ნაგებობები, რომელთა ფართი აღნიშნულ დასკვნაში მითითებული 61 კვ.მ.-ის ფართის ტოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------ს №--------- დასკვნა.
2.8. 2-----–-–-------------------–ს ქ------- ქ---------–-–---–მა თ------ მ-------–---–ს დაუთმო აღსრულების ეროვნული ბიუროს 2----–-–--------–--ის №----------------- განკარგულების საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------–ის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზემ რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის
№2/3/423 გადაწყვეტილება).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე №23/630, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალიც.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ყველა აღნიშნული წინაპირობა. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“ ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც, მისი განმარტებით, მიადგა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კანონდარღვევით შესრულებით. კერძოდ, აღმასრულებლის მიერ შეფასებული ქონება გაცილებით ნაკლებია იმ ქონებაზე, რომელიც განკარგულებით ქონების აუქციონზე შემძენს გადაეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვდა ქონების იმ ნაწილის საფასურის ანაზღაურებას, რომელიც არ შეფასებულა აღმასრულებლის მიერ, თუმცაღა მასზე საკუთრება გადაეცა ქონების აუქციონზე შემძენს.
სასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2------–-–----------------ის გადაწვეტილებით (საქმე №----------) ქ------- ქ---------–-–---–ს ს-----–--ა მ-----–---ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2 460 აშშ დოლარი. ამასთან, განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №- (საკადასტრო კოდი №----------------). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–---------------ს გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალე ქ------- ქ---------–-–---–ის მიმართ.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ განმარტა, რომ აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია აღმასრულებლის ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს მისი ნებაყოფლობით შესრულება. ამასთან, კრედიტორის უფლებების დაცვისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობის უზრუნველსაყოფად კანონი ითვალისწინებს მისი იძულებითი აღსრულების მექანიზმს, როდესაც პირი საკუთარი ნებით არ ასრულებს მას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლო პროცესის განუყოფელ ნაწილად. ამასთან, იძულებითი აღსრულების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ იძულებითი აღსრულებისას მოვალის ინტერესთა ხელყოფის საშიშროება არსებობს. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას უნდა დაიცვას კანონის ყველა დანაწესი, რაც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტია. ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა და მათი შეუსრულებლობისას აღმასრულებელს უფლება აქვს, გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობები გადაწყვეტილების დროულად და რეალურად აღსასრულებლად.
სასამართლომ განმარტა, რომ აღმასრულებლის უშუალო და ძირითად მოვალეობას წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალური, დროული და ეფექტური აღსრულება. ამასთან, აღმასრულებელი შეზღუდულია სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებითა და მოცულობით. მოცემულ შემთხვევაში კი, აღმასრულებელს სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცია ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №- (საკადასტრო კოდი №----------------).
სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების აუქციონზე გატანა, პირველ ყოვლისა, დაკავშირებული ქონების შეფასებასთან, მისი ღირებულების განსაზღვრასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. საგულისხმოა, რომ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულია იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და პროცედურები.
აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. იმავე მუხლის მე-2
პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით დადგენილია ქონების შეფასების ვალდებულება, რასთანაც დაკავშირებულია მისი აუქციონზე გატანისას გამოსაყენებელი ფასის განსაზღვრა, ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულება, გასაყიდი ქონების მახასიათებლები ზუსტად ასახოს აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ-განცხადებაში.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ 2----–-–---------ის ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) 2---- ნაწილის მესაკუთრეა ქ------- ქ---------–-–---–ი, ხოლო 3---- ნაწილის მესაკუთრე - გ------ი ქ---------–-–---–ი. დაზუსტებული ფართობი შეადგენს 437 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 63,60 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი - 64,20 კვ.მ. უძრავი ნივთის სწორედ მითითებული მახასიათებლებია აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის შემფასებლის 2----–-–----------ის №---------- დასკვნის მიხედვით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. მფლობელი: ქ------- ქ---------–-–---–ი (2---- ნაწილი). დასკვნის შესაბამისად, შეფასების ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. იგი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ. აღნიშნული ფართი შეადგენს 2---- ნაწილს. ფართი შედგება ჰოლის, მისაღების, საძინებლის, ერთი ოთახის, სამზარეულოს და სველი წერტილებისაგან. ობიექტი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 65 000 ლარი (40 000 აშშ დოლარი). აღსრულების ეროვნული ბიუროს 2-----–-–---------–--ის №----------------- განკარგულებით კი მოვალის ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №-, 2---- ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
0---------------) შემძენი 2----–-–----------ის გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა ს-----–--ა მ-----–---ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 42 200 ლარად.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შეფასება არ მომხდარა უძრავ ქონებაში ქ------- ქ---------–-–---–ის სრული წილისა, თუმცაღა საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა მთელ წილზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობაა. ქმედების მართლწინააღმდეგობა კი შესაბამისი წესით უნდა იყოს დადასტურებული და გამოიხატება პირის მიერ კანონის მოთხოვნებისა და მიზნების უგულებელყოფაში.
სასამართლომ მიუთუთა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ამავე კანონის 183-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობით დადგენილია აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის უფლებების დაცვას აღმასრულებლის უკანონო ქმედებისგან. მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიაჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, შეუძლია, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს აღმასრულებლის ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განამრტა, რომ ქ------- ქ---------–-–---–ს სადავოდ არ გაუხდია არც ქონების შეფასება, მისი შესაბამისობა გადაწვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და ფაქტობრივ მონაცემებთან, ასევე, სადავოდ არ გამხდარა აუქციონის ჩატარების პროცედურები და გამოცემული განკარგულება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმე №ბს-345-478-კ-03, სადაც განმარტებულია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კასატორს, თუ იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედებას, უფლება ჰქონდა, მათი მოქმედება გაესაჩივრებინა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დადგენილი აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და, შესაბამისად, არ შეიძლება ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოპასუხისთვის, როდესაც არ არის კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი მისი ბრალი მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენებაში.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები აღმასრულებლის ქმედებების მართლსაწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ქმედებები კანონით დადგენილი წესით არ არის უკანონოდ ცნობილი, გასულია მათი გასაჩივრების ვადა, რის გამოც სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებდა აღმასრულებლის ქმედებებს, რომლებმაც შესასრულებლად სავალდებულო ძალა შეიძინა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კი მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ აღმასრულებლის ქმედებების უკანონობის დადასტურებას. შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არსრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთ აპელანტი მიიჩნევს რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ასევე, არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
4.3. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება - კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს ქონების იმ ნაწილის საფასურის ანაზღაურებას, რომელიც არ შეფასებულა აღმასრულებლის მიერ, თუმცაღა მასზე საკუთრების უფლება გადაეცა ქონების აუქციონზე შემძენს. მოსარჩელე (აპელანტი) მიიჩნევს, რომ მას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კანონდარღვევით შესრულებით მიადგა ზიანი, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ შეფასებული ქონება გაცილებით ნაკლებია იმ ქონებაზე, რომელიც განკარგულებით ქონების აუქციონზე შემძენს გადაეცა.
პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2------–-–----------------ის გადაწვეტილებით (საქმე №----------) ქ------- ქ---------–-–---–ს ს-----–--ა მ-----–---ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2 460 აშშ დოლარი. ამასთან, განისაზღვრა, რომ დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №- (საკადასტრო კოდი №----------------).
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–---------------ს გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალე ქ------- ქ---------–-–---–ის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
პალატა განმარტავს, რომ აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილია აღმასრულებლის ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ხოლო მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს მისი ნებაყოფლობით შესრულება. ამასთან, კრედიტორის უფლებების დაცვისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობის უზრუნველსაყოფად კანონი ითვალისწინებს მისი იძულებითი აღსრულების მექანიზმს, როდესაც პირი საკუთარი ნებით არ ასრულებს მას. პალატა ასევე განმარტავს, რომ იძულებითი აღსრულების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ იძულებითი აღსრულებისას მოვალის ინტერესთა ხელყოფის საშიშროება არსებობს. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას უნდა დაიცვას კანონის ყველა დანაწესი, რაც მხარეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტია. ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა და მათი შეუსრულებლობისას აღმასრულებელს უფლება აქვს, გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობები გადაწყვეტილების დროულად და რეალურად აღსასრულებლად.
უდავოა, რომ აღმასრულებლის უშუალო და ძირითად მოვალეობას წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალური, დროული და ეფექტური აღსრულება. ამასთან, აღმასრულებელი შეზღუდულია სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის ფარგლებითა და მოცულობით. განსახილველ შემთხვევაში - აღმასრულებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცია ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №- (საკადასტრო კოდი №----------------), რაც აღმსრულებლის მხრიდან შესრულდა კიდეც.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქონების აუქციონზე გატანა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულის ქონების შეფასებასთან და მისი ღირებულების განსაზღვრასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილია, რომ ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. საგულისხმოა, რომ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
პალატა განმარტავს, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით არის დამტკიცებული. ამასთან დადგენილია ქონების შეფასების ვალდებულება, რასთანაც დაკავშირებულია მისი აუქციონზე გატანისას გამოსაყენებელი ფასის განსაზღვრა, ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულება, გასაყიდი ქონების მახასიათებლები ზუსტად ასახოს აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ-განცხადებაში.
საქმეში არსებული 2----–-–---------ის ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0---------------) 2---- ნაწილის მესაკუთრეა ქ------- ქ---------–-–---–ი, ხოლო 3---- ნაწილის მესაკუთრე - გ------ი ქ---------–-–---–ი. დაზუსტებული ფართობი შეადგენს 437 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 63,60 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი - 64,20 კვ.მ. უძრავი ნივთის სწორედ მითითებული მახასიათებლებია აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურის შემფასებლის 2----–-–----------ის №---------- დასკვნის მიხედვით, ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. მფლობელი: ქ------- ქ---------–-–---–ი (2---- ნაწილი). დასკვნის შესაბამისად, შეფასების ობიექტი მდებარეობს თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №--ში. იგი წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე ფართით 61 კვ.მ. აღნიშნული ფართი შეადგენს 2---- ნაწილს. ფართი შედგება ჰოლის, მისაღების, საძინებლის, ერთი ოთახის, სამზარეულოს და სველი წერტილებისაგან. ობიექტი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 65 000 ლარი (40 000 აშშ დოლარი).
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2-----–-–---------–--ის №----------------- განკარგულებით მოვალის ქ------- ქ---------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, რ-----–-–---–ის ქუჩა, დ---------ი №-, 2---- ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) შემძენი 2----–-–----------ის გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა ს-----–--ა მ-----–---ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 42 200 ლარად.
აპელანტი (მოსარჩელე) აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების შეფასება არ მომხდარა უძრავ ქონებაში ქ------- ქ---------–-–---–ის სრულ წილზე, მაშინ როც, საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა მთელ წილზე.
უდავოა, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელი პირობა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობაა. ქმედების მართლსაწინააღმდეგობა კი შესაბამისი წესით უნდა იყოს დადასტურებული, რაც გამოიხატება პირის მიერ კანონის მოთხოვნებისა და მიზნების უგულებელყოფაში.
პალატა მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. ხოლო, ამავე კანონის 183-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
ამდენად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობით დადგენილია აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის უფლებების დაცვას აღმასრულებლის უკანონო ქმედებისგან.
მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიაჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, შეუძლია, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს აღმასრულებლის ქმედება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №-2) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე ილონა თოდუა