განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
330100118002399365
ინსტანცია
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/247-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–------–---ას,მსჯავრდებულ - ი----------------ას,ადვოკატ - მ-----–--------–-–---–ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი-----–------–---ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----------------------–----------ას მიმართ - (პ/ნ0----------) - დაბადებული 1971 წლის 31 იანვარს; რეგისტრირებული: ქ------–---------------------, ბინა N-; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით:

 

ი----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 11 იანვრიდან, 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

ი----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი----------------ას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი----------------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის ნოემბრის თვეში ა---------–---------–--ემ საერთო ნაცნობის - რომან თედელაურის მეშვეობით, ანა დადიანის სახელით გაიცნო ი----------------ა, რომელიც ვითომდა იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელი და შეეძლო მოქალაქეთა კანადაში სამუშაოდ გამგზავრების ორგანიზება. ა---------–---------–--ის შვილის - ლ-------------–--ის კანადაში გასამგზავრებლად, ი----------------ამ ა---------–---------–--ეს სხვადასხვა დროს, მოტყუებით გამოართვა 2000 (ორიათასი) ევრო, 1000 (ათასი) აშშ დოლარი და 280 (ორასოთხმოცი) ლარი, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 2014 წლის მარტის თვეში დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

2015 წლის ივნისში, ი----------------ასთვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის მეუღლეს - მ--------------სა და ძმას - ს---------–-–--ლს სურდათ გ--–-----–-–---–ის სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რის შემდეგ ი----------------ამ განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდა ხსენებული პირების კუთვნილ თანხას;

 

2015 წლის ივნისში ქ.თბილისში ი----------------ამ მ--------------სა და ს---------–-–--ლს უთხრა, თითქოსდა მუშაობდა პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში და მოატყუა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მისი ნაცნობი თანამდებობის პირების მეშვეობით დაეხმარებოდა მათი ოჯახის წევრის - მსჯავრდებულ გ--–-----–-–---–ის სამ თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებაში;

 

2015 წლის ივნისში, ქ.თბილისში, ი----------------ა კვლავ შეხვდა მ--------------სა და ს---------–-–--ლს და მოატყუა, რომ მსჯავრდებული გ--–-----–-–---–ის გათავისუფლებამდე, საწყის ეტაპზე ამ უკანასკნელისთვის ადვოკატის ასაყვანად და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის სჭირდებოდა გარკვეული თანხა. ამავე დღეს, ი----------------ამ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, მ--------------ს გამოართვა 600 (ექვსასი) ლარი, ხოლო რამდენიმე დღეში 1000 (ათასი) აშშ დოლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ი-----–------–---ამ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ ი----------------ასათვის ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე მის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ი----------------ას მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი-----–------–---ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა ი----------------ამ და მისმა ადვოკატმა მ-----–--------–-–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ი-----–------–---ას საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც ბრალდების მხარეს გაუხდია სადავოდ. ი----------------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ა---------–---------–-------–-------------–---------------------–---------–--–------------–-------–----------------------–---------------–-------------------------–--------–--–----------–-------------------–---–--------------------–------------------–---–--------------------------------–-–---–-------------------------–-----–-–---–---------------------------------------–---–-----------------------ის ჩვენებებით; მარინე კვარაცხელიასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით; აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მასალებით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი----------------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების, ასევე დამატებითი სასჯელის დანიშვნის საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები; დანაშაულის მოტივი და მიზანი; მისი საზოგადოებრივი საშიშროება; მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გაითვალისწინა ასევე მსჯავრდებულის პიროვნება და ოჯახური მდგომარეობა (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს; ყავს არასრულწლოვანი შვილი; მიყენებული ზიანი სრულად არის ანაზღაურებული) და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ი----------------ას მიმართ ჯარიმის სახით განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების და დამატებითი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფლიდეს.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ი----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (ა---------–---------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალიწინებით, ი----------------ას სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს 2 000 (ორიათას) ლარამდე;

 

ი----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით (მ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი----------------ას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ი----------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

ი----------------ას მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის 7000 (შვიდი ათასი) ლარის სანაცვლოდ დადებული ყადაღა მოეხსნას, ი-----------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წ---–---------------------------------, სართული 2-----------------------------------------------------------------------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

შპს „ჯ------–----ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

შპს „მობიტელიდან“გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შპს „მ------------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი ორ ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ი----------------ას სახელზე პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, დატანილი ერთ ცალ CD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ავ--------–---------–---ს მიერ წარმოდგენილი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაბრუნებული ერთი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოოვებული 6 ცალი DVD და 1 ცალი CD დისკი, შპს „ჯ------–----ნ“ გამოთხოვილი 1 ცალი CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე