განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002786294
საქმე №1ბ/331-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ბ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–-----–--–------–---------------------------------------------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
ბ-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–------–------------------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-------------ე დაემუქრა მამას - გ------------ეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა მას, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც გ------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 08 ნოემბერს, ქ------–--–------–------------------------------------------------------------- სადარბაზოში, ბ-------------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მამის - გ------------ის მიმართ, კერძოდ, ფეხი დაარტყა სხეულის უკანა მხარეს, რის შედეგადაც გ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მკაცრი, ვინაიდან ბ-------------ემ აღიარა და მოინანია წარდგენილი ბრალდება, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ბ-------------ეს ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს ბ-------------ეს აღენიშნებოდა შერეული პერსონალური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასითი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ-------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ბ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ------------ისა და მოწმეების - ლ--–------------ს, ალ---------–---–ის, მ----------–--–---–ის და ა-–----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 2018 წლის 02 იანვრისა და 2018 წლის 30 ოქტომბრის შემაკავებელ ორდერებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათმ რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი, არის შეზღუდული შერაცხადი (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს (2018 წლის 01 და 08 ნოემბერს) ბ--------------ეს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობირებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - მის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი და ინტენსიურობა, კერძოდ, ბ-------------ის მხრიდან მსხვერპლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა სისტემატური და აგრესიული ხასიათი, რის გამოც მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ასევე, დაზარალებულის პოზიცია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბ-------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს აქვს სისტემატური ხასიათი, რის გამოც მისი მდგომარეობა არის გაუსაძლისი და მოითხოვა მისი მკაცრად დასჯა, მუქარის განხორციელება ოჯახის წევრის - მამის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ბ-------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი ბ-------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
ბ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი