განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
330100114002418437
ინსტანცია
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114002418437

საქმე №1/ბ-324-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–----–-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ს--------------------------–------------–ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–---------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------------–---–მა, დ----------------–--ემ და გ--–---------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ალ---------------–---ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

გ--–----------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ--–---------–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ--–---------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან გ--–---------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დ-----------------–-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის; ბ--------------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ტ------–--------–--ის და ბ------------–---–ის მიმართ მითითებული განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ--–---------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–---------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ალ---------------–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ს------------------ში დედასთან ერთად. დ----------------–--ე ცხოვრობს მის მეზობლად, ს-------------------ში. 2014 წლის 22 ივლისს დედასთან ერთად იმყოფებოდა საავადმყოფოში, საიდანაც დაბრუნდა გვიან და დაინახა, რომ მის ეზოში ელაგა სამშენებლო მასალები, რომელიც მანქანის გადაადგილებას აფერხებდა. ვინაიდან, დედა მიჯაჭვულია ეტლს და დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება, დაუკავშირდა დ----------------–--ეს, რომელსაც უსაყვედურა თუ რატომ დაალაგა სამშენებლო მასალები ისე, რომ არ გააფრთხილა აღნიშნულის თაობაზე, რაზეც დ----------------–--ემ უპასუხა - „ყელში ამოხვედი, ვინ ჩემი ფეხები ხარო“. საუბრის ტონით მიხვდა, რომ დ----------------–--ე იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და გაუთიშა ტელეფონი. დაიწყო ჭიშკრის გაღება, რა დროსაც დაინახა მისი მიმართულებით მიმავალი დ----------------–--ე, მისი ცოლის ძმა - ბ------------–---–ი და კიდევ ორი პირი. დ----------------–--ე გამოირჩეოდა აგრესიით და კიდევ გაუმეორა, რომ „ჩემი ნებაა აქ რას დავალაგებ და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო“. ის შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რადგან არ უნდოდა დედას ენერვიულა. მიუთითა დ-----------------–---ს ტონისთვის დაეწია და მშვიდად ესაუბრა, რამაც დ----------------–--ის კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია, დაუწყო ყვირილი და მოულოდნელად მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის გამოც იგრძნო ტკივილი და წამიერად თვალთ დაუბნელდა, მაგრამ მხედველობა არ დაუკარგავს. სწორედ ამ დროს, დ--------ს ცოლის ძმამ - ბ------------–---–მაც დაარტყა მუშტი და დარტყმის შედეგად დაეცა ძირს, რის შემდგომ ორივე გამეტებით ურტყამდა წიხლებს თავის და სხეულის არეში, ხოლო გ--–---------–---–ი ვითომ ცდილობდა მათ გაშველებას - იჭერდა. დაზარალებულის განმარტებით, მისი დედის ყვირილის ხმაზე დ----------------–--ე და ბ------------–---–ი გაჩერდნენ, რის შემდეგაც შეძლო წამოდგომა. წამოდგომის შემდგომ ბრალდებულების მისამართით დაიწყო გინება, რის გამოც დ----------------–--ემ და ბ------------–---–მა კვლავ დააგდეს ძირს და წაქცეულ მდგომარეობაში სცემდნენ სხეულის და თავის არეში.

 

მოწმე ი-----–---------–---–ის განმარტებით, მის შვილს, - ალ---------------–---ს ჭიშკარსა და მანქანას შორის სცემდა ორივე ბრალდებული. იქ მყოფი მესამე პირის ვინაობა არ იცის. მათ ალ---------- დააგდეს ძირს და ურტყამდნენ.

 

მოწმე ნ-------------–-----ის განმარტებით, 2014 წლის 22 ივლისს იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც ალ---------------–---ს ეზოს მხრიდან გაიგონა ხმაურის ხმა, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. მივიდა ალ---------------–---ს ეზოსთან დაინახა, რომ ჩხუბობდა რამდენიმე პირი. თავიდან ვერ იცნო ჩხუბის მონაწილე პირები და დააპირა წასვლა, მაგრამ ამ დროს გაიგონა ალ---------------–---ს ხმა - „ბიჭო ნუ მაგინებ დედასო“, იცნო ხმაზე და დაიწყო ჩხუბის მონაწილეთა გაშველება. ალ---------------–--- ეზოს შესასვლელში კუთხეში ჰყავდათ მიმწყვდეული და მუშტებს ურტყამდა ორი პირი, ხოლო მესამე - ჭაღარათმიანი პიროვნება ზემოდან მორბოდა. ალ---------------–--- გამოიყვანა ეზოს გარეთ, რომელსაც დაედევნა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთმა შიფერი ჩაარტყა თავის არეში. დარტყმის შედეგად ალ---------------–--- დაეცა, რომელმაც აიღო შიფრის ნატეხი და ცდილობდა თავის დაცვას. ალ---------------–---ს ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი და მაისური ჰქონდა დასვრილი.

 

მოწმე ნ-----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა მივიდა შემთხვევის ადგილზე, რათა გაეგო რა ხდებოდა. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ალ---------------–--- თავის ეზოს კართან იდგა ზურგით და მიდიოდა უკან-უკან, თან სთხოვდა ბრალდებულებს „დედას ნუ მაგინებთო“. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა ჩხუბის მონაწილემ რაღაც საგანი დაარტყა ალ---------------–---ს, რომელიც დარტყმის შედეგად დავარდა ძირს. გაშველების მიზნით მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ დ----------------–--ემ ალ---------------–---ს სახის არეში ამოარტყა ფეხი. ალ---------------–---ს ხელში ეკავა შიფერი, რომლითაც ცდილობდა თავის დაცვას და იქნევდა ხელს, თუმცა არავის მოხვედრია. ალ---------------–--- გაარიდა შემთხვევის ადგილს, გაიყვანა მასთან ეზოში, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ცხვირი გასიებული.

 

მოწმე ხ-----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ალ---------------–--- და დ----------------–--ე არიან მისი მეზობლები. 2014 წლის 22 ივლისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა ალ---------------–--- იდგა ეზოს კართან და ყვიროდა „დედას ნუ მაგინებთო“. დაინახა დ-----------------–---, რომელსაც ახლდა მისთვის უცნობი პირი, რომლებიც დაედევნა ალ---------------–---ს, ხოლო დ----------------–--ემ თავში ჩაარტყა შიფერი, რომელიც დაიმსხვრა. დარტყმის შედეგად ალ---------------–--- დავარდა ძირს, თუმცა დ----------------–--ე და მისი თანხმლები პირი აგრძელებდნენ ალ---------------–---ს ცემას. ალ---------------–---ს ხელში ეჭირა შიფერი, რომელსაც იქნევდა და ცდილობდა თავის დაცვას.

 

მოწმე მ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თ---–--–----------------ში. 2014 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაურის ხმა და გავიდა გარეთ. გასვლისას დაინახა, რომ ალ---------------–--- მორბოდა ეზოდან, რომელსაც უკან მოსდევდა ორი პირი. აღნიშნულმა პირებმა დაარტყეს ალ---------------–---ს, რომელიც ძირს დაეცა, თუმცა შემდგომ წამოდგა და გაიქცა. აღნიშნულმა პირებმა ალ---------------–---ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ლ--------------ს დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ს------------------ში ალ---------------–---სგან ნაქირავებ ბინაში. კარგად იცნობს ალ---------------–---ს, დ----------------–--ეს და მის ოჯახს. 2014 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბრუნებოდა სახლში, რა დროსაც მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ისმოდა ყვირილის და გინების ხმა. მიუახლოვდა და დაინახა, რომ ალ---------------–---ს ურტყამდა რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთი იყო დ----------------–--ე. ისინი აგინებდნენ ალ---------------–---ს და ურტყამდნენ. ალ---------------–---ს ავტომანქანაში იჯდა მისი დედა, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა შველას. ყვირილზე შეიკრიბა მეზობლები და ცდილობდნენ ალ---------- გაერიდებინათ სიტუაციისთვის და გაიყვანეს ქუჩაში, თუმცა დ-----------------–--- და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაედევნა ალ----------ს და ისევ დაუწყეს ცემა, კვლავ ცდილობდნენ ალ----------ს გაყვანას. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთს.

 

2014 წლის 22 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - მირიან ჯალაღონიამ.

 

2014 წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისის შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს IX განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ს--–-----–------ის მიერ დათვალიერებული იქნა მოწმე ალ---------------–---ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი „ALCOTT53“ ფირმის მოკლე სახელოიანი ცისფერი მაისური, ზომით „XXL“, წინ მხარეს საყელოსთან ორი ღილით. მაისურს მარჯვენა მკლავთან და საყელოსთან აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი და მოყვითალო ფერის ლაქები. მარცხენა მკლავის სახელო არის დაზიანებული - ჩამოხეული აქვს სახელოს ნაწილი.

 

2014 წლის 8 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ალ---------------–---ს 2014 წლის 22 ივლისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, 2--------- წელს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დიაგნოზით: თავის ტრავმა, რომელიც ამჯერად არაა დაზუსტებული, ინტრაკრანიალური ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქ. ალ---------------–---ს ასევე აღენიშნებოდა: ცხვირის და გულმკერდის არეში ექსკორიაციები, თავის არეში მცირე ჰემატომა. ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N7---- ის ქსეროასლის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N8----ის დედანის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ალ---------------–---ს ზემოაღნიშნულ კლინიკაში 2--------- წელს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დადგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები გავა-წელის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ალ---------------–---ს ასევე აღენიშნებოდა: ცხვირის და გულმკერდის არეში ექსკორიაციები, თავის არეში ჰემატომა, პარაორბიტალური ჰემატომა მარცხნივ. მოქ. ალ---------------–---ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (2---------) აღენიშნებოდა - თხემის, შუბლის, კისრის, გულმკერდის, მარჯვენა წინამხრის და იდაყვის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები, ცხვირის, მარცხენა თვალბუდის, ზედა ტუჩის და მარჯვენა ლავიწის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, ზედა ტუჩის ლორწოვანზე უსწორო ფორმისა და კიდურების მქონე ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებანი ერთობლიობაში აღებული განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------მ.

 

2014 წლის 29 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9------- დასკვნით დადგინდა, რომ დ----------------–--ის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ------------–---–ის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი–მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა. ალ---------------–---ს მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე, მარცხენა სახელოს უმეტესი ნაწილის განცალკევება წარმოქმნილია გახევა-გამოგლეჯით ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–-----------მ.

 

გ--–----------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ მას არავინ უცემია და მოჩხუბრებს აშველებდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

სააპელაციო პალატა ააანალიზებს, რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ გ--–---------–---–ი შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ გამშველებლის სტატუსით. საქმეში არსებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება, რომ გ--–---------–---–მა დაზარალებულის მიმართ განახორციელა დარტყმები და მის მიერ განოხრცილებული ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ალ---------------–---ს ჩვენების იმ ნაწლს, სადაც ის განმარტავს - როდესაც დ----------------–--ე და ბ-------------–---–- გამეტებით ურტყამდა წიხლებს თავის და სხეულის არეში, გ--–---------–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას - იჭერდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ--–---------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--–---------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ--–---------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გ--–---------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ--–----------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ--–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;

გ--–---------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთმტკიცება:

- ,,CD” დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- აგური, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი