განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100117002204399
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002204399

საქმე №1ბ/1155-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა--------------–-–---–ის

ადვოკატ - მი----–------–---–ის

მსჯავრდებულ - ლე----------–---–ის

მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ისა და მსჯავრდებულ ლე----------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მი----–------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ. თ---–-----------–-–-----------–---–----------ში და მცხოვრების ქ. თ---–-----–-----------–---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით:

ლე----------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ლე----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლე----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა;

მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ლე----------–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლიდან 2017 წლის 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, თანაცხოვრების პერიოდში ლე----------–---–ი მეუღლეს ნი--------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ამცირებდა, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ლე----------–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2017 წლის აგვისტოს თვეში, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში ლე----------–---–მა მეუღლეს ნი--------------ეს შელაპარაკების ნიადაგზე ჩაარტყა მაგიდის ფეხი მკერდისა და ხელის არეში.

ასევე, 2017 წლის 17 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში, შელაპარაკების ნიადაგზე ესროლა ჩაიდანი მარცხენა ბარძაყის არეში, რის გამოც ნი--------------ე წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში, ლე----------–---–მა ნი--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია და დაარტყა ფეხი მარცხენა ბარძაყის არეში.

2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 09:20 საათზე ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში ლე----------–---–მა ნი--------------ეს გულმკერდის არეში გაუკაწრა ხელით და მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში.

2017 წლის აგვისტოს თვიდან, ამავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ლე----------–---–ის მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ ნი--------------ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და ამასთან მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ლე----------–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

ლე----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში კი სასამართლომ მიუთითა, რომ პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლე----------–---–ის ბრალეულობას აღნიშნულ ქმედებაში, საქმეზე არ გამოკვლეულა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ნაწილში მისი გამართლება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა--------------–-–---–მა და მსჯავრდებულმა ლე----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მი----–------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ნა--------------–-–---–მა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა გამამართლებელი ნაწილის შეცვლისა და სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ლე----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის აზრით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ნი--------------ის, ნი------–-----–---–ის, ირ-----–----ის, სო----------–---–ის დაკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ლე----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებებს სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა და ლე----------–---–ი გაამართლა ამ ეპიზოდში.

აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლე----------–---–ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, არ გაითვალისწინა მისი პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ლე----------–---–ისათვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის მომავალში დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულმა ლე----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მი----–------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ლე----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი უდანაშაულოდ ცნობა შემდეგი საფუძვლები:

მოცემული საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებული იყო, პირველ რიგში, ყურადღება გაემახვილებინა პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. კერძოდ, იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა ბრალის დასადასტურებლად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა აყენებდა თუ არა სისტემატურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ამცირებდა თუ არა ლე----------–---–ი მის მეუღლეს - ნი--------------ეს და მისი ქმედებისათვის მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დადგენილიყო ქმედების შემადგენლობის ყველა ელემენტი, რაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით. სასამართლომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით აღმოაჩინა, რომ სახეზე იყო არა სისტემატური ცემა, არამედ სხვაგვარი ძალადობა, თუმცა კონკრეტულად რომელი და რა სახის ძალადობაზეა საუბარი, უცნობია, რადგანაც გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა, რომ ლე----------–---–ის მხრიდან არანაირი სახის სხვაგვარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია ნი--------------ის მიმართ. ნი--------------ის ფიზიკური და სულიერი ტანჯვა განპირობებული იყო მისი ეჭვიანობის ნიადაგზე ლე----------–---–ის დაკარგვის შიშით, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. სასამართლომ დაარღვია კონსტიტუციური პრინციპი, ყოველგვარი დაუდასტურებელი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ. ლე----------–---–ის პიროვნების შეფასებისას ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. განაჩენით ასევე დაუდგენელია მოტივაცია, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა იმ ქმედებებს, რომელშიც ლე----------–---–ი დამნაშავედ ცნო სასამართლომ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ლე----------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მი----–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.

პალატა თავდაპირველად იმსჯელებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა ლე----------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის, ხოლო, 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით.

სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლე----------–---–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში აფუძნებს მოწმეების - ნი--------------ის, ნი------–-----–---–ის, ირ-----–----ის და სო----------–---–ის ჩვენებებზე, დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და სხვა მტკიცებულებებზე.

აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2017 წლის 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, თანაცხოვრების პერიოდში, ლე----------–---–ი მეუღლეს ნი--------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა და ამცირებდა, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა სულიერ ტანჯვას, კერძოდ:

დაზარალებულმა ნი--------------ემ სასამართლოში განმარტა, რომ ლე----------–---–თან 2013 წელს შექმნა ოჯახი. თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა რაც დაიძაბა 2017 წლის აგვისტოდან, როდესაც გაიგო რომ მის მეუღლეს ინტიმური კავშირი ჰქონდა მეგობართან - ხა--------------–--თან.

 

მოწმე სო----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის ლე----------–---–ის მამა. ლე----------–---–ი და ნი--------------ე შეუღლდნენ 2013 წელს და ცხოვრობენ ცალკე, აქვთ ნორმალური ურთიერთობა, ის პირადად არ შესწრებია მეუღლეთა შორის ჩხუბს.

 

მოწმე ირ-----–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის დიდი ხანია იცნობს ნი--------------ეს. ასევე იცნობს ლე----------–---–ის ოჯახს, მეგობრობს მათთან, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მეუღლეებს შორის 2017 წლის 14 ოქტომბრამდე კონფლიქტს პირადად არ შესწრებია.

 

მოწმე ნი------–-----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ლე----------–---–ს და ნი--------------ეს ოთხი წელია რაც იცნობს. იგი არ შესწრებია ლე----------–---–ის მხრიდან ნი--------------ეზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტს ან ოჯახურ კონფლიქტს. იმ პერიოდში რაც მათ იცნობს, ლ----ს და ნ----ს მშვიდი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. ლ----ი ყოველთვის გვერდში ედგა ნ----ს და მათ შორის კარგი ურთიერთობა იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თარიღი არ ახსოვს, სამსახურში იყო, როცა ნ----მ დაურეკა და უთხრა, რომ თავს იკლავდა, რაც თავდაპირველად ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ რადგან ნ----მ აუხსნა, რომ წამალი დალია, სასწრაფოს დაურეკა და სთხოვა მისულიყვნენ აღნიშნულ მისამართზე. როცა თავად მივიდა, პოლიცია უკვე იქ დახვდა. თუმცა, მოწმის განმარტებით, რატომ გადაწყვიტა ნ----მ თავის მოკვლა, მისთვის უცნობია.

 

მოწმე თი--------–-----ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნი--------------ესა და ლე----------–---–ს ოთხი წელია იცნობს და მათთან მეგობრობს. მისი თანდასწრებით კონფლიქტი არ მომხდარა, მეუღლეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც იცის, ლ----ი როდესაც სვამდა, მაშინ იყო კონფლიქტური. მათ შორის კონფლიქტმა 2017 წლის ზაფხულიდან მოიმატა, ნ---- ამბობდა, რომ ლ----ი შეიცვალა, მას ვიღაც ჰყავსო. კერძოდ, ივნისის თვიდან დაიწყო ნ----მ ეჭვიანობა ქალბატონზე, რომელიც მათ ოჯახს სტუმრობდა ხოლმე. მოწმის განმარტებით, ერთხელ ნ----მ ფეხზე სილურჯე აჩვენა და უთხრა, რომ ლ----მა ჩაიდანი ესროლა. ნ---- სულ მოწყენილი იყო, დეპრესია ჰქონდა. თი--------–-----ას განმარტებით, ნ----მ ერთხელ თავის მოკვლა სცადა, მას დაურეკა, თავი უნდა მოვიკლაო და გაუთიშა ტელეფონი. რატომ იკლავდა თავს, მისთვის არ უთქვამს. როდესაც ნ----სთან მივიდა, ის გათიშული იყო, წამლები ჰქონდა დალეული. კლინიკაში ნ---- არაადეკვატურად იქცეოდა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ნ----ს მასთან არაფერი უთქვამს. ბოლო ფაქტი იყო, როდესაც ლ----მა ნ----ს ტელეფონი წაართვა, რა დროსაც ნ----ს მეგობრები იყვნენ სახლში. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ ნ----ს როდესაც ჰკითხა, თუ რატომ არ მიდიოდა ლ----ისგან, მან უპასუხა, რომ ლ----ი მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა მას ლ----ისგან მუქარა არ სმენია.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ მოქალაქე ნი--------------ემ 2017 წლის 14 ოქტომბერს მიმართა პოლიციას იმ საფუძვლით, რომ მისმა მეუღლემ, ლე----------–---–მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ლე----------–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. მითითებული მუხლის დისპოზიცია ალტერნატიული ხასიათისაა და იგი შეიძლება ობიექტური მხრივ გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, ლე----------–---–ის ბრალი გამოიხატებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ლე----------–---–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობის თითოეული ელემენტის შინაარსი, კერძოდ: სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც ჩადენილია სამჯერ მაინც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით; შანტაჟი გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ იმის მუქარას, რომ თუ მას არ დაემორჩილება, გაუვრცელებს სახელის გამტეხ ინფორმაციას, ხოლო დამცირების დროს, ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული, სასამართლოში გამოკვლეული, მტკიცებულებებით დასტურდება ლე----------–---–ის მიერ ნი--------------ისათვის სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ფაქტი და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ლე----------–---–მა განახორციელა ნი--------------ის სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება.

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლე----------–---–ის მიერ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე არ მიუთითებს არც დაზარალებული, პირიქით, მან განმარტა, რომ ლე----------–---–ი არის კარგი მეუღლე და ყოველთვის ედგა მხარში. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმეა სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დაცინვის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ლე----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ლე----------–---–ის მიერ ნი--------------ის სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ფაქტი არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, რომლითაც ლე----------–---–ი წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

ამასთან, პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა ლე----------–---–ის ქმედების ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვაგვარ ძალადობად შეფასებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით დაკვალიფიცირების საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ლე----------–---–ის ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს ისეთ მოქმედებას, როგორიცაა თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც. თუმცა პალატა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სხვაგვარი ძალადობა არ შეიძლება გამოიხატოს ფსიქიკურ ზემოქმედებაში და ჩვენი კანონმდებელი ,,ძალადობაში’’ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ სათანადო მუხლებში იგი ძალადობის გვერდით აუცილებლად უთითებს ძალადობის მუქარასაც /სსკ-ის 137, 138, 179 და ა. შ./. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება კონკრეტულად რა სახის სხვაგვარ ძალადობას ჰქონდა ადგილი ლე----------–---–ის მხრიდან /აღნიშნული არ დაადასტურეს არც მოწმეებმა და არც დაზარალებულმა/. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ნი--------------ე სულიერად განიცდიდა მეუღლის ღალატს, არ შეიძლება ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად ან ფსიქიკურ ზემოქმედებად, მითუმეტეს, რომ ლე----------–---–ი მეუღლესთან ღალატის ფაქტს უარყოფდა.

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ლე----------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლე----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პალატას მიაჩნია, არ დასტურდება რომ, 2017 წლის აგვისტოს თვიდან, ამავე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ლე----------–---–ის მიერ განხორციელდა სისტემატური ძალადობა, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გამოიხატებოდა შემდეგში: 2017 წლის აგვისტოს თვეში, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში ლე----------–---–მა მეუღლეს ნი--------------ეს შელაპარაკების ნიადაგზე ჩაარტყა მაგიდის ფეხი მკერდისა და ხელის არეში. ასევე, 2017 წლის 17 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში, შელაპარაკების ნიადაგზე ესროლა ჩაიდანი მარცხენა ბარძაყის არეში, რის გამოც ნი--------------ე წაიქცა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 09:20 საათზე ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში ლე----------–---–მა ნი--------------ეს გულმკერდის არეში გაუკაწრა ხელით და მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თ---–--–---–-----------–---–----------------ში მდებარე ბინაში, ლე----------–---–მა ნი--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება მარცხენა ბარძაყის არეში.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება პალატას დადგენილად მიაჩნია დაზარალებულ ნი--------------ის, მოწმეების: ნი------–-----–---–ის და ირ-----–----ის ჩვენებებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ნი--------------ემ სასამართლოში განმარტა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს, ლ----ი საღამოს დაახლოებით 9 საათზე დაბრუნდა სახლში. მასთან სახლში იყვნენ მეგობრები: ნი------–-----–---–ი და ირ-----–----ე, ლ----ი მათ მიესალმა და შემდეგ მას მოსთხოვა ტელეფონი, რაზეც თავად უარი უთხრა. მათ შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კამათი. ჩხუბის დროს ლ----მა მას ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი რის გამოც იატაკზე აუსრიალდა ფეხი და წაიქცა. ლ----ი კი აივნიდან გადავიდა.

ამასთან, დაზარალებულმა უარყო, რომ შელაპარაკების ნიადაგზე 2017 წლის 17 სექტემბერს, ლ----მა მას ესროლა ჩაიდანი მარცხენა ბარძაყის არეში და განმარტა, რომ ლ----მა ჩაიდანი ესროლა კედელს, ხოლო კედლიდან მოხვდა მას. მისივე განმარტებით, 2017 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ლ----ი აივნიდან გადახტა, იგი სახლში აღარ მისულა. განყოფილებაში კი მივიდა ლ----ის შეშინების მიზნით, იყო სტრესულ მდგომარეობაში და გამომძიებელი რას წერდა ყურადღება არ მიუქცევია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აშკარაა დაზარალებული სასამართლოში მიცემული ჩვენებით ცდილობს დაეხმაროს ლე----------–---–ს, გარკვეულწილად ალამაზებს მომხდარს, რაც რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, ვინაიდან 2017 წლის აგვისტოს თვის, 17 სექტემბრის და 15 ოქტომბრის ეპიზოდებს სხვა თვითმხილველი არ ჰყოლია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში კი ლე----------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად სხვა ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებები სასამართლოში არ გამოკვლეულა.

რაც შეეხება 2017 წლის 14 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულ ნი--------------ის გარდა, ესწრებოდნენ მისი მეგობრები ირ-----–----ე და ნი------–-----–---–ი, რომლებმაც ასევე დაადასტურეს მეუღლეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, რა დროსაც ნი--------------ემ მიიღო დაზიანება, კერძოდ:

მოწმე ირ-----–----ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს ნი------–-----–---–თან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ნი--------------ის სახლში, სადაც შეესწრო ნ----სა და ლ----ს შორის მომხდარ კამათს, რომლის საფუძველიც გახდა ეჭვიანობა. ლ----ი ნ----ს ეუბნებოდა, რომ ჰყავდა საყვარელი და სურდა მისი ტელეფონის დათვალიერება. ნ---- ტელეფონს არ აძლევდა, რაზეც შეკამათდნენ, ტელეფონი ნ----ს ეჭირა, ლ----ს უნდოდა გამოერთმია. ტელეფონის დაუფლება მოხდა ჩხუბის დროს, ნ---- ძირს დავარდა და ლ----მა გამოგლიჯა ხელიდან. ლ----მა მაგიდას დაავლო ხელი და როცა ასწია ფეხი მოძვრა, რაც ნი------–-----–---–მა გვერდით დადო. მოწმის განმარტებით, ლ----მა მობილური რომ გამოართვა, ნ---- ყვიროდა, რომ პატრულს დაურეკავდა. ჩხუბის შემდეგ ნ---- მუხლს იტკიებდა, უთხრა ლ----მა დამარტყაო, თუმცა მას არ დაუნახავს, რომ ლ----მა ნ----ს დაარტყა.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნი------–-----–---–მაც.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–-----–-----------–---–----------------ში და წარმოადგენს ნი--------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, სადაც სამზარეულოს შუა ნაწილში, ძირს იატაკზე მიმოფანტულია პლასტმასის მაგიდის ფეხები და მაგიდის მოწითალო ფერის გადასაფარებელი, ასევე სარეცხის დასამაგრებელი ე. წ. ,,შპილკები“ და იატაკის ჯოხი. შემთხვევის ადგილზე მთავარი კარის შიდა სახელური დაზიანებულია. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გადაღებული იქნა შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, რომლებიც ჩაწერილი იქნა ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახულ გარემოებებთან და

ადასტურებს აღნიშნული ოქმის სისწორეს.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ბე------------–---–მა და გე-–-----------–--ემ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნი--------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და დამწვრობითი უბნის სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დამწვრობითი უბანი განვითარებულია მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედებით. ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულმა ლე----------–---–მა ჩაიდინა არა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, არამედ ლე----------–---–მა თავისი მეუღლის - ნი--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება და მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშულის სიმძიმისა და ხასიათის, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ლე----------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა--------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ლე----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მი----–------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ლე----------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლე----------–---–ის ქმდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ლე----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლე----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ლე----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 ნოემბრიდან. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილია და ლე----------–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი დისკი, მასზე განთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე