განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210017002084179
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002084179

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3056-18 19 დეკემბერი, 2018 წელი

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ი“

წარმომადგენელი - ა------------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----------

წარმომადგენელი - ი-----–----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს 4500 ლარის ანაზღაურება.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე 22.06.2016წ.-დან 06.06.2017წ.-მდე მუშაობდა შპს ,,ვ------ ფ-----სში“ გ-------–----ის ო---–---ს თანამდებობაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. მოსარჩელე 06.06.2017წ. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

07.02.2017წ. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ს------------- ანაზღაურების გაცემა იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში. იძულებითი უმუშევრობის დადგომის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 14.08.2017წ. წერილით მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს თანხის ანაზღაურებაზე. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს თანხის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა 4500 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. მოსარჩელე ნ-----ოხაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ს“ ნ-----ოხაძის სასარგებლოდ დაეკისრა 4360 ლარის გადახდა.

 

4.1. ნ-----------ს და შპს ,,ვ------ ფ-----ს“ შორის 22.06.2016 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ვ------ ფ-----სმა“ ნ-----------, როგორც დასაქმებული დაიქირავა გ-------–----ის ო---–---ს თანამდებობაზე, 22.06.2016 წლიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნ-----------მ განაცხადა თანხმობა განეხორციელებინა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს, გადასახადების ჩათვლით. ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1000 ლარს.

 

4.2. 2017 წლის 06 ივნისის №-----.17/1 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ნ----------- 2017 წლის 06 ივლისიდან გათავისუფლდა შპს ,,ვ------ ფ-----სის“ გ-------–----ის ო---–---ს თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) საფუძველზე.

 

4.3. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზებად ითვლებოდა მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიც იყო ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას. 9.16 პუნქტის თანახმად, იძულებით უმუშევრობის შემთხვევაში, ს------------- ანაზღაურება არ გაიცემა თუ: უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლის შემდეგ).

 

4.4. დაზღვევის ხელშეკრულების პირობების 8.3 პუნქტის თანახმად, ს------------- პერიოდის განმავლობაში ს------------- შემთხვევის დადგომისას მზღვეველი იტოვებდა უფლებას ს------------- ანაზღაურებიდან გამოექვითა სრული ს------------- პრემიის გადაუხდელი ოდენობა.

 

4.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე მხარის მირ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ს------------- პრემიის გადახდა აღარ განხორციელებულა და ჯამური, გადაუხდელი ს------------- პრემია (7 თვის) შეადგენს 140 ლარს.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს ს------------- შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის თანახმად, ს------------- შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია ს------------- შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია ს------------- შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

 

მოსარჩელე ნ-----------ს და სს ,,ს------------- ჯ------- ჰ---–-----ს“ შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის თებერვლის თვეში, ხოლო შპს ,,ვ------ ფ-----სის“ დირექტორის 2017 წლის 06 ივნისის ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ნ----------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 06 ივლისიდან. ბრძანებაში მითითებულია, რომ ნ----------- შპს ,,ვ------ ფ-----სის“ გ-------–----ის ო---–---ს თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობდა ეკონომიკურ გარემოებებს, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას.

 

მოპასუხე მხარემ კვალიფიციურად ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ნ-----ოხაძის სამსახურიდან გათავისუფლების გარემოებები დადგა ან დაიწყო დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის შედავება ამ თვალსაზრისით არ არის კვალიფიციური და დასაბუთებული. შესაბამისად, მოსარჩლე მხარის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და დასაბუთებულია.

 

4.7. სასამართლოს მითითებით დაზღვევის ხელშეკრულების პირობების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების დროს, მოსარჩელე მხარის მიერ გადაუხდელი შვიდი თვის ს------------- პრემიის ოდენობა - 140 ლარი უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილ ს------------- თანხას - 4500 ლარს და მოპასუხე სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4360 ლარის ოდენობით.

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7. ნ-----------ს (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს ,,ვ------ ფ-----ს“ შორის 22.06.2016წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ვ------ ფ-----სმა“ მოსარჩელე დაიქირავა გ-------–----ის ო---–---ს თანამდებობაზე 1 (ერთი) წლის ვადით. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს გადასახადების ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.14-34).

 

8. 07.02.2017წ. მოსარჩელეს და სს ,,ს------------- კ-------- ჯ--------- ჰ---–-----ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის დაიდო იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს------------- ანაზღაურების გაცემა იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში (იხ.: ს------------- პოლისი, ტ.1, ს.ფ.71; დაზღვევის პირობები, ტ.1, ს.ფ.72-77).

 

9. დაზღვევის პირობების 4.1 პუნქტი ს------------- შემთხვევას განმარტავს როგორც „დაზღვეულის იძულებით უმუშევრობას“, რაც 4.2. პუნქტით გულისხმობს „დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მხოლოდ ამ პირობების მე-7 მუხლში მითითებული მიზეზებით“, კერძოდ: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (იხ.:7.1. მუხლი); დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა და ა.შ. (დაწვრილებით იხ.: ტ.1, ს.ფ.74).

 

მხარეთა შორის სადავო არ არის და გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ შეწყვიტა ს------------- პრემიის გადახდა და არა აქვს გადახდილი ჯამში 7 თვის თანხა.

 

10. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი:

დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს------------- თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს------------- თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს ს------------- შესატანი (პრემია).

 

შესაბამისად, რადგან საქმე გვაქვს იძულებით უმუშევრობის დაზღვევასთან, უნდა დადგინდეს:

მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; ასევე საკითხი, წარმოადგენს თუ არა ეს საფუძველი ს------------- შემთხვევას (რა არის უმუშევრობის მიზეზი, რამდენად შეესაბამება იგი იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობებით განსაზღვრულ დაზღვევით დაფარულ რისკს).

 

11. მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე საქმეში წარმოდგენილია 06.06.2017წ. თარიღით შედგენილი 3 ბრძანება, კერძოდ:

11.1. იხ: ბრძანება, ტ.1, ს.ფ.70: მოსარჩელე 06.06.2017წ. ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან 06.07.2017 წლიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას);

 

11.2. იხ.: ბრძანება, ტ.1, ს.ფ.97: მოსარჩელე 06.06.2017წ. ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან 06.07.2017 წლიდან იმავე სამართლებრივი საფუძვლით, მაგრამ წინაპირობების შემდეგი სახით განმარტებით: 2017 წლის იანვრის თვიდან საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო კ--------ში შექმნილია არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც მას პერიოდულად უწევს სამუშაო ძალის შემცირება;

 

11.3. იხ.: ბრძანება, ტ.1, ს.ფ.98: მოსარჩელე 06.06.2017წ. ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან 06.07.2017 წლიდან იმავე სამართლებრივი საფუძვლით, მაგრამ წინაპირობების შემდეგი სახით განმარტებით: 2017 წლის 15 იანვარს საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო, რომელიც ეხებოდა მიკროსაფინანსო სექტორისათვის ახალი რეგულაციების დაწესებას, კ--------ს შეექმნა არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, რაც არის მთავარი მიზეზი პერიოდულად სამუშაო ძალის შემცირების.

 

12. როგორც საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების 1.1. მუხლით დასტურდება, მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულება დაიდო 22.06.2016წ. 1 წლის ვადით; ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით ხელშეკრულება მოქმედებდა ვადის დასრულებამდე, 2017 წლის 22 ივნისამდე (ტ.1, ს.ფ.14-34).

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა შორის დაიდო ვადიანი ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მოქმედების ვადაც იწურებოდა 22.06.2017წ. და ეს ფაქტი იმთავითვე ცნობილი იყო როგორც დამსაქმებლისათვის, ისე დასაქმებულისათვის და ორივე მათგანი ეთანხმებოდა ამ პირობას.

 

მიუხედავად ამისა, დამსაქმებელი, რომელსაც ჩანს, რომ ვადის ამოწურვისას აღარ სურს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, 06.06.2017წ., ანუ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოსცემს ბრძანებას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის 06.07.2017 წლიდან, ანუ ვადის ამოწურვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეწყვეტის შესახებ და ამის ეკონომიკურ-სამართლებრივ წინაპირობებს განმარტავს ერთი თარიღით მიღებულ სამ სხვადასხვა ბრძანებაში.

 

მოსარჩელემ ვერ დასძლია დაკისრებული მტკიცების ტვირთი. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, ს------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული ს------------- შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ანუ მან ვერ დაადასტურა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია ეკონომიკურმა გარემოებებმა, ტექნოლოგიურმა ან ორგანიზაციულმა ცვლილებებმა, რომლებმაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ:

- განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებაში არ დამდგარა ს------------- შემთხვევა - დაზღვეულის იძულებითი უმუშევრობა, რომლის მიზეზიც იქნებოდა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;

- ამოიწურა შრომითი ურთიერთობის ვადა, დამსაქმებელმა არ ისურვა მისი გაგრძელება და

უსაფუძვლოა სარჩელი ს------------- შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

13. პალატა აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მისი იძულებითი უმუშევრობა, რომც დადასტურებულიყო, მხარეთა შორის შეთანხმებული დაზღვევის პირობების 9.16 პუნქტით ანაზღაურებას არ ექვემდებარება იძულებითი უმუშევრობის ის ფაქტები, როცა უმუშევრობა დადგება მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლის შემდეგ) (ტ.1, ს.ფ.76). საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლისი გაიცა 07.02.2017წ. (ტ.1, ს.ფ.71), თავად დამსაქმებლის განმარტებით კი სამუშაო ძალის შემცირების საჭიროება გამოწვეულია 2017 წლის იანვარს, უფრო კონკრეტულად კი 15.01.2017წ. საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით (ტ.1, ს.ფ.80, 97, 98). ანუ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილი მტკიცებულებებით განთავისუფლების საფუძვლების წარმოშობის დროდ თავად დამსაქმებელი უთითებს პოლისის გაცემამდე პერიოდს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 174.40 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ნ-----ოხაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. ნ-----------ს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------- ჰ---–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 174.40 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე