განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002501277
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002501277

საქმე #1ბ/----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2019 წელი ქ.თბილის

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების: ხ----ა ყ------–---–ის

მსჯავრდებულის: ი---- ბ-----–---–ის

ადვოკატების: ს---–--ნ ხ---–--ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----ა ყ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------), ი---- ბ-----–---–ის დაბადებულის 1----–-–-----------, პირადი №2----------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის კ-----------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ლ---------------------------ში მცხოვრების მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი---- ბ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1507 საათზე, თბილისში ლ---------------ში მდებარე შსს გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ი---- ბ-----–---–ი თავს დაესხა იმავე განყოფილების უ------------------------------–ს - კ---- მ------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

 

ი---- ბ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ი---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 16 მაისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ ი---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ი---- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო

გაუქმდა;

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ----ა ყ------–---–მა რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა პირველი ინსტანციის განაჩენში, კერძოდ ი---- ბ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ ი---- ბ-----–---–მა ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ი---- ბ-----–---–ი პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ი------------გ-----------– კ---- მ------–---–ს.

 

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა (პროკურორმა ხ----ა ყ------–---–მა) მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება;

 

მსჯავრდებულმა ი---- ბ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–--ნ ხ---–--ემ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----ა ყ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ (მათ შორის უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს) ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ უტყუარად დასტურდება ი---- ბ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე კ---- მ------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის უბნის ი------------------------ლი. 2018 წლის 16 მაისს იყო ო-----------–------------ (სამსახურებრივ ფორმაში) ნ-----–---- ბ-–-----სთან ერთად. კ---- მ------–---–ი ესაუბრებოდა მოქალაქეს, როდესაც დაახლოებით 1500 საათზე დაინახა, რომ უცნობი მოქალაქე მიდიოდა მისი მიმართულებით იარაღის დამიზნებით და მოკვლის მუქარით, რა დროსაც გადატენა იარაღი. კ---- მ------–---–ი გაიწია მისკენ, მკლავზე მოკიდა ხელი და იარაღი დააწევინა ქვევით, იმავდროულად გვერდიდან ნ-----–---- ბ-–-----მ განაიარაღა მოქალაქე, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა, საბოლოოდ მოახდინეს ბრალდებულის დაკავება. კ---- მ------–---–მა განმარტა, რომ მოქალაქე ი---- ბ-----–---–ი იქცეოდა არაადეკვატურად, ყველას აგინებდა და ემუქრებოდა, მისი მოქმედება იყო დამაჯერებლად, იარაღი გავდა ნამდვილს, შესაბამისად შეეშინდა. მოქალაქეს კი რომელსაც მოწმე ესაუბრებოდა შეეშინდა და გაიქცა მაგიდებისკენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ნ-----–---- ბ-–-----მ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის დ-----------------–--–- გ-----------–ი. 2018 წლის 16 მაისს განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დაახლოებით 1500 საათზე შესასვლელი კარიდან 2 მეტრში, სამორიგეო ნაწილში შევიდა მოქალაქე და ესაუბრებოდა ოპე---------–--------- კ---- მ------–---–ს. სწორედ ამ დროს ნ-----–---- ბ-–-----მ გაიგო ხმაური და დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი განყოფილებაში შესასვლელ კიბეზე იდგა იარაღით ხელში, რომელმაც გადატენა იარაღი, მიმართა მორიგის მიმართულებით და დაიძახა, რომ ყველას დახოცავდა და აჩვენებდა რასაც უზამდა. მოქალაქე, რომელიც მორიგეს ესაუბრებოდა გაიქცა მაგიდებისკენ და მიეფარა თვალს. ნ-----–---- ბ-–-----მ სამსახურეობრივი იარაღი გადატენა თავდაცვის მიზნით, კ---- მ------–---–ი მიუახლოვდა უცნობს, გულმკერდზე შეეხო და ხელი დააწევინა, რადგან იარაღი მომართული არ ყოფილიყო, ნ-----–---- ბ-–-----მ კი ხელი სტაცა იარაღს, რის შემდეგაც დააკავეს ადგილზე, მოქალაქის იარაღი შეინახა კაბურაში, თავისი იარაღი კი შეინახა ქამარში. მოწმემ განმარტა, რომ მამაკაცი ილანძღებოდა, იგინებოდა და იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა. ნ-----–---- ბ-–-----მ დაწერა პატაკი მომხდარის შესახებ, რასაც დაურთო იარაღი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ---–- ხ-------–---–მა განმარტა, რომ არის გ-–----ი - ნ----–-----ის ს-----------–-------------------–--ის უ-–-----ი ი-----------ი. 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, მის სამუშაო მაგიდასთან, რომელიც არის გ---------–-----–------–--–---------–----------------–--–-. შუადღის პერიოდში განყოფილებაში მამაკაცი შევარდა ყვირილით და მორიგის მიმართულებით იარაღის დამიზნებით, ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა, მოკლავდა. მორიგესთან ახლოს იდგა გ-----------–ი ნ-----–---- ბ-–----- და მოქალაქე, ეს უკანასკნელი გაიქცა და დაწვა ლ---–- ხ-------–---–ის მაგიდის ქვეშ. ლ---–- ხ-------–---–საც შეეშინდა იარაღიანი მამაკაცის, რომელიც იმუქრებოდა, მოლოდინი ქონდა, რომ იარაღიდან გაისვრიდა, შესაბამისად თავი ჩაწია. ი---- ბ-----–---–ს უკვე ხელბორკილები ეკეთა, როცა ლ---–- ხ-------–---–მა თავი ამოწია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ-- ბ-------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტში გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის დ---------ის თანაშემწე-გ-----------–ი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ნ-----–---- ბ-–----ის პატაკის საფუძველზე, თ-- ბ-------ემ შეასრულა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. პატაკზე ნივთმტკიცებად დართული პისტოლეტი, საექსპერტო კვლევის შედეგად აღმოჩნდა პისტოლეტი - სანთებელა. დადგინდა, რომ ი---- ბ-----–---–ს გარკვეული შეხება ჰქონდა კონკრეტულ განყოფილებასთან, კერძოდ, რამდენიმე თვით ადრე მის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ განმარტა, რომ მას შეხება აქვს იარაღებთან, თუმცა იარაღის ექსპერტიზაზე გაშვებამდე თვლიდა, რომ იყო ნამდვილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ------- ლ-–---მ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტში გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--აში, დ----------გ---------ლად. 2018 წლის 16 მაისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მის სამუშაო მაგიდასთან, რომელიც მდებარეობს მორიგესთან, უკიდურესად ხელმარჯვნივ, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია მოულოდნელმა ყვირილმა სამორიგეოს მხრიდან, დაინახა პიროვნება, რომელსაც იარაღის მსგავსი საგანი მიმართული ჰქონდა მორიგისკენ, უცნობი ყვიროდა: ,,მოგკლავთ და დაგხოცავთ ყველას“, თან იგინებოდა. მორიგეს წინ ედგა მოქალაქე, რომელიც შიშისგან მოპირდაპირე მხარეს, მაგიდებისკენ გაიქცა. იქვე მდგომი თანამშრომელი ნ-----–---- ბ-–----- ყვირილზე მივარდა იარაღიან პირს და გაანეიტრალა. მოწმემ განმარტა, რომ მორიგეს პოლიციელის ფორმა ეცვა, ნ-----–---- ბ-–-----ს კი დ---------ის მაისური, წარწერით შსს. საგანი, რომელიც ბრალდებულს ეჭირა ხელში აღიქმებოდა იარაღად, შესაბამისად მას გაუჩნდა შიშის გრძნობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ------ გ--–-–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ---------------–---ს გ-----------–ი. 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1400-1500 საათების შუალედში სამსახურიდან გასული იყო მოქალაქესთან გასაუბრების მიზნით, დაახლოებით 1500 საათზე განყოფილებაში დაბრუნებისას დაინახა, რომ მისი ორი თანამშრომელი - ნ-----–---- ბ-–----- და კ---- მ------–---–ი აკავებდნენ უცნობ მამაკაცს. შორიდან ჩანდა თითქოს მამაკაცი წინააღმდეგობას უწევდა თანამშრომლებს, შესაბამისად დაკავება ხორციელდებოდა პროპორციული ძალის გამოყენებით. უშუალოდ შენობაში შესვლისას დაინახა, რომ ძირს ეგდო იარაღი და თანამშრომლები ცდილობდნენ ბორკილები დაედოთ უცნობ მამაკაცისათვის, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა, არ აძლევდა ბორკილების დადების საშუალებას და ცდილობა გაქცეულიყო განყოფილებიდან. მამაკაცი იგინებოდა და იმუქრებოდა პოლიციის მიმართ, ამბობდა, რომ ყველას მოკლავდა, სამსახურში იყო სრული პანიკა, სამმართველოში მყოფი მოქალაქეების ნაწილი შიშისგან გაიქცა, ნაწილი მაგიდის ქვეშ შეძვრა, ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა. მოგვიანებით თანამშრომლებისგან გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნება პისტოლეტით შევარდა განყოფილებაში, მივიდა პასუხისმგებელ მორიგესთან იარაღის მუქარით და უთხრა, რომ განყოფილებაში მყოფ ყველა პოლიციელს მოკლავდა. იარაღი, რომელიც ძირს ეგდო აღიქვა ნამდვილად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ------- ს--------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს თ---–---------–-–--- დეპარტამენტში გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის უ------------------------------–ი. ი---- ბ-----–---–ს იცნობს სამსახურეობრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ 2018 წლის 13 მაისს განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია, ქ. თბილისში, ლ--------------ში მდებარე ე.წ. „სა-----------------–----------–ში“ ი---- ბ-----–---–ს და მის დას შორის მომხდარ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც გ------- ს--------–---–მა იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე, ი---- ბ-----–---–თან გასაუბრება და შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოხდა გ-–-----------–-----ის მე-------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 მაისს პოლიციაზე თავდასხმას არ შესწრებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უ-- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში ჯარიმის ქვითრის ასაღებად, კარებიდან ზურგით დგომისას დაინახა ერთ-ერთი თანამშრომელის ხელში იარაღი, შემოტრიალებისას ასევე დაინახა განყოფილებაში შესული მოქალაქე, იფიქრა, რომ შეტაკება მოხდებოდა და დაიმალა მაგიდის ქვეშ, გამოსვლისას კი ყველაფერი დასრულებული იყო. მოქალქე ვერ დაინახა კარგად, ამიტომ არ იცის რა ეკავა ხელში. დაკავებისას ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუნიშნავს.

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ი---- ბ-----–---–მა აღიარა ის ფაქტი, რომ პოლიციის განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი სანთებლით შევიდა, თუმცა არა შესაშინებლად ან ვინმეს მოსაკლავად, არამედ ხუმრობით, რადგან იყო ნასვამი, მას სხვა არანაირი განზრახვა არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ იცნობდა ერთ-ერთ თანამშრომელს - კ---- მ------–---–ს. მისი შესვლისას განყოფილებაში იმყოფებოდა 4-5 კაცი, მას უყვირეს, რომ არ ესროლა და განიარაღების შემდეგ დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ფორმის სანთებელა იყო სიცილი დაიწყეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი მის მიმართ გაიცა დაახლოებით 2 კვირით ადრე და მას დაემორჩილა.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1-ის თანახმად გამოძება დაიწყო 2018 წლის 16 მაისს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 16 მაისის ნ-----–---- ბ-–----ის პატაკის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1505 საათზე ოპერატიული მორიგე კ---- მ------–---–ი ესაუბრებოდა მოქალაქე უ-- მ------–---–ს, რა დროსაც შენობაში შევიდა მამაკაცი, რომელმაც კ---- მ------–---–ს დაუმიზნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა: ,,ეხლა განახებ რასაც ვიზამ, დაგხოცავთ ყველას“. ნ-----–---- ბ-–-----მ და კ---- მ------–---–მა მყისიერად განაიარაღეს მამაკაცი და დააკავეს, რის შემდგომაც გაირკვა, რომ იგი იყო 1----–--–- დაბადებული ი---- ბ-----–---–ი.

 

2018 წლის 16 მაისის ალკოჰოლის ტესტით შემოწმების ოქმის თანახმად ი---- ბ-----–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

2018 წლის 16 მაისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად პაციენტი ი---- ბ-----–---–ი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას მუცლის არეში, აფორიაქებას, უკავშირებს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას.

 

2018 წლის 17 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და არ ექვემდებარება შემდგომ ბალისტიკურ კვლევას.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შსს გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობის შიდა სამეთვალყურეო კამერის 2018 წლის 16 მაისის 1500-1600 საათების შუალედის ჩანაწერი.

 

2018 წლის 6 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი კ---- მ------–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლო არ შეიძლება დუმდეს, ხშირად დამოკიდებულია მხარეთა მოქმედებებზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეების მიერ წარდგენილ ყველა არგუმენტს შეეხოს, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში წარდგენილი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო არგუმენტები მიმოიხილოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება. მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დეტალურად მოხდა საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების შეფასება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მათი ურთიერთშეჯერება, განისაზღვრა ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაციის სანდოობა და დამაჯერებლობა, შეფასება ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ ი---- ბ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას, ი---- ბ-----–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ. საქმის მასალებით ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, თავდასხმა კი არის აგრესიული აქტი, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, როგორც შესაძლო მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ასევე აუცილებელია დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ადრინდელ შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურ დაზარალებულ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი. ასევე შესაძლებელია პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოტივი უმეტესად შურისძიებაა, თუმცა არც სხვა მოტივის გამორიცხვა შეიძლება. პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების შემადგენლობის იმპერატიულად დასადგენი მომენტია -თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის დაუდგენლობაც გამორიცხავს პირისთვის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვას.

 

საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს - მისი პირადი უსაფრთხოება. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგელობას, ქმედების მოცემული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას. განსახილველ საქმეში მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ი---- ბ-----–---–ს არანაირი კავშირი არ ჰქონდა შსს გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--ის პოლიციელებთან, მით უმეტეს კ---- მ------–---–თან, გარდა 2018 წლის 13 მაისს გ------- ს--------–---–ის (გ------- ს--------–---–ი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა განყოფილების შენობაში) მიერ ი---- ბ-----–---–ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერისა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე, რომელიც არ გაუპროტესტებია თავად ბრალდებულს და არც მისი პირობები დაურღვევია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება თავის მხრივ საქმეში არ მოიპოვება.

 

აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ი---- ბ-----–---–ი პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, პალატისთვის არ არის სარწმუნო არგუმენტი, შესაბამისის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში. პირის დადებითი ან უარყოფითი განწყობის არსებობის დადასტურება, საკმაოდ სპეციფიურ და კომპლექსურ ელემენტთა ერთობლიობის შეფასებით და ამ შეფასების რაიმე ფორმით დამტკიცებით არის შესაძლებელი, მხოლოდ შემცნობი პიროვნების სუბიექტური აღქმა არა არის საკმარისი. აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიმართ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირით ადრე გაიცა შემაკავებელი ორდერი, აღნიშნული ვერ გახდება ავტომატურად სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების/განაწყენების მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ი---- ბ-----–---–ი მის მიმართ გაცემულ შემაკავებელ ორდერს დაემორჩილა და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია წინააღმდეგობის გაწევას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი---- ბ-----–---–ს ჰქონდა სანთებელა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ფორმის იყო, შეუძლებელია ამგვარი საგნით აღჭურვილ „თავდამსხმელს“ შეეძლოს რაიმე სახის ზიანი გამოიწვიოს და ან თუნდაც ამ პირობებში ჰქონდეს ზიანის გამოწვევის განზრახვა, ეს მოცემულობა უფრო მეტად ამყარებს მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ ეს იყო უბრლოდ ხუმრობა და მისი ქმედება არ ატარებდა სერიოზულ ხასიათს, შესაბამისად საქმის მასალებით უპირველესად ვერ დასტურდება თავდასხმის განხორციელება, ვერც ამ თავდასხმის განზრახვის არსებობა, მითუმეტეს პოლიციელზე პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის, ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ი---- ბ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ი---- ბ-----–---–ის მხრიდან გამოთქმული მუქარისას, რა დროსაც მას ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ეჭირა ხელში და კ---- მ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური. დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში და სწორედ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის მისეული აღქმა. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების გაანალიზებით შექმნილი ვითარების პირობებში დაზარალებულს ნამდვილად გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში სასამართლოში წარმოდგენილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე და აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.

 

ამდენად, ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----ა ყ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ცვლილებით და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ----ა ყ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს ;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ი---- ბ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

ი---- ბ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ი---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 16 მაისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ ი---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი---- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; სანთებელა, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის გ-–-----------–-----ის ს-----------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი