განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002441408
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002441408

საქმე №1ბ/1342-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-------------–--ის,გამართლებულ: ა-–------------------ის,ადვოკატ: ი-----–--------ს

მონაწილეობით,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ქ--–-----------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 22 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ა-–------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლით (2 ეპიზოდი), 111, 151-ე მუხლით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის 18 აპრილს, დილის საათებში ქ.თბილისში, ქ--–-----------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა და ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–------------------ემ, ინვალიდ და პენსიონერ დედას - მ---------------ს, რომელიც მოუწოდებდა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმლის დალევა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი გაარტყა ტუჩებზე, რის შედეგად მ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

იმავე მიზეზით, 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ.თბილისში, ქ--–-----------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–------------------ემ, ინვალიდ და პენსიონერ დედას ორივე ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგად მ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ქ. თბილისში, ქ--–----------------- ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–------------------ემ, იმ მიზეზით, რომ ეპილეფსიით დაავადებული და პირველი ჯგუფის ინვალიდი დედამისი მ--------------- მოუწოდებდა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმლის დალევა, ამ უკანასკნელს დაემუქრა, რომ ცემით ამოხდიდა სულს და გამოჭრიდა ყელს, რითიც საბოლოოდ მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, რაც მ---------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ა-–------------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

ა-–------------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

ა-–------------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ა-–------------------ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია ერთმანეთთან ობიექტურად შეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა-–------------------ის მხრიდან მ--------------ის მიმართ დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, მოწმეების ნ----------–---–-----------------–---–----------------–----–-–--ის ჩვენებებით, აგრეთვე ექსპერტ გ---–------------–---–ის ჩვენებით. ის, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა საქმის არსებით განხილვაზე, არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოწმე რაიმეს უარყოფს ან ადასტურებს და სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული, ის ეკონომიკური, ემოციური და სოციალური კავშირი, რაც ძალაუნებურად დაზარალებულს ა-–------------------ესთან აკავშირებს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–------------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ა-–------------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა მ---------------მ უარი განაცხადა მიეცა შვილის, ა-–------------------ის საწინააღმდეგო ჩვენება.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19.04.2018წ. მოქ. მ---------------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, პირველი ნების ძვლის საპროექციოდ სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი შესაძლოა იყოს ადამიანის ხელიც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს თუ როგორ შეიძლება მიეღო მექანიკური დაზიანებები, ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან აღნიშნული არ არის მისი კვლევის საგანი.

ნ----------–---–მა განმარტა, რომ დიდი ხანია იცნობს მ--------------------------–--------------------ებს. მეზობლებთან აქვს კარგი ურთიერთობა და მათთან სახლში ხშირად სტუმრობს. მოწმის ჩვენებით ა-–------------------ე უვლის და პატრონობს დედას. მანვე განმარტა, რომ პირადად არ შესწრებია ა-–------------------ის მხრიდან მ--------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ხმაური შემოესმა და გამოიძახა პატრული.

 

ვ-----------–---–ის ჩვენებით, მან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ---------------ს, შვილმა ა-–------------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აცნობა ხელმძღვანელობას და შეადგინა პატაკი.

 

უბნის ინსპექტორ გამომძიებელ თ----------–----–-–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უბნის ინსპექტორ კობა გვალიასთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ქ--–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში სადაც მოხდა ა-–------------------ის დაკავება.

 

ა-–------------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ წლების მანძილზე უვლის და პატრონობს დედას, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი და მასზე ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების ნ----------–---–-----------------–---–----------------–----–-–--ის ჩვენებებით და ექსპერტ გ---–------------–---–ის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება ა-–------------------ის ბრალდება, ვინაიდან მითითებული ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ა-–------------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

როგორც აღინიშნა, ა-–------------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაზარალებულმა - მ----------------მ ჩვენება არ მისცა შვილის წინააღმდეგ, მოწმე ნ----------–---–ის განმარტებით ა-–---------- და მ---------------ების ოჯახში არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, მას მხოლოდ ხმაური შემოესმა და დაადასტურა, რომ ა-–---------------------ს და მ-----------------ს აქვთ კარგი ურთიერთობა, უფრო მეტიც, ა-–-------------------- უვლის დედას, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი, ხოლო ექსპერტის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ექსერტიზის დასკვნის სისწორე, დაზარალებულს თუ როგორ შეიძლება მიეღო მექანიკური დაზიანებები, პასუხის გაცემა არ შეუძლია, ვინაიდან აღნიშნული არ არის მისი კვლევის საგანი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ა-–------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ერთმანეთთან ობიექტურად შეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ა-–------------------ის მხრიდან მ--------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ა-–------------------ემ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ა-–------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი ა-–------------------ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი ა-–------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა-–------------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა-–------------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ა-–------------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი