განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
330100117002191647
ინსტანცია
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002191647

საქმე №1ბ/1061-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------ს

ადვოკატების: მ-----------------ის, ი----–----–----ის

გამართლებულების: ლ-------------ს, თ----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ლ-------------ს, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ო------------------------------–-----–---ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით; გამართლებულ თ----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ყ-----–--------------------–-----–-------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–-----------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით და 120-ე მუხლით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, - ლ-------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით;

თ----------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით. მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ლ-------------ს და თ----------------–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–-----------------ს, დაახლოებით 23:50 საათზე, თ----------------–---–ი, ლ------------- და არასრულწლოვანი გ--------------ე იმყოფებოდნენ ქ-------–--–---–-----------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ამავე მისამართზე მდებარე რესტორან „მ-----------–--“-ში მყოფ მი----–--------------ეს უმნიშვნელო საბაბით დაუწყეს ჩხუბი, რაც გაგრძელდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დანებით შეიარაღებულმა გ--------------ემ, ლ-------------მ და თ----------------–---–მა ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განიზრახეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიეყენებინათ მი----–--------------ისა და მისი მეგობრებისთვის - ნ--------------–---–ის, გ------------–----–-–---–ისა და ზ----------------ისთვის.

 

ამ მიზნით, თ----------------–---–მა თანნაქონი დანით ზ----------------ეს მიაყენა ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის უკანა ზედაპირის მარცხნივ, VIII ნეკნის საპროექციოდ იღლიის უკანა (აქსილარულ) ხაზზე, ასევე გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, VII ნეკნის საპროექციოდ იღლიის უკანა (აქსილარულ) ხაზზე, რაც თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თ----------------–---–მა ასევე დანა რამდენჯერმე დაარტყა გ------------–----–-–---–ს და მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში II-IV ნეკნთაშუა სივრცეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში, ასევე ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე, ხოლო ამის შემდეგ თანნაქონი დანა მუცლის არეში ორჯერ დაარტყა მი----–--------------ეს, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებური მორჩის ქვემოთ, ასევე მარცხნივ მუცლის შუა მესამედში (მეზოგასტრიუმში) მკერდის ძვლის გვერდით (პარასტერნალურ) ხაზზე - შემავალი მუცლის ღრუში, მლივი ნაწლავის ჯორჯლის მრავლობითი, განივი კოლინჯის და მისი ჯორჯლის, კუჭ-კოლინჯის იოგისა და ღვიძლის მარცხენა წილის დაზიანებით.

 

კონფლიქტისას ლ-------------მ თანნაქონი დანის დარტყმით გ------------–----–-–---–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში VII-VIII ნეკნთაშუა არეში, ლავიწშუა (მედიოკლავიკულარულ) ხაზზე, ასევე გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში IX-X ნეკნთაშუა არეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე - შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუებში, დიაფრაგმისა და ღვიძლის დაზიანებით.

 

ასევე, გ--------------ემ, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ნ--------------–---–ს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენით:

 

ლ------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა ლ-------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (ზ----------------ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (გ------------–----–-–---–ის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა თ----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ლ-------------ს და თ----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, თ----------------–---–ისა და ლ-------------ს დამნაშავედ ცნობას ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში და მათთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენი გამართლებულების - ლ-------------სა და თ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-------------სა და თ----------------–---–ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ-------------სა და თ----------------–---–ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზ----ლებულმა მი----–--------------ემ განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, ძმაკაცის ქორწილში იყო მეჯვარე. ქორწილი გაიმართა რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--“-ში. დაახლოებით 24:00 საათი იქნებოდა, როცა იგი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ქვემოთ მყოფმა პირმა, რომელსაც რესტორანში შემოსვლა უნდოდა, გამომწვევად ჰკითხა, რამდენი ხნის იყო ეს დაწესებულება, რის გამოც იგი სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდა ქვემოთ ამ პირთან დასალაპარაკებლად. ადგილზე მისვლისას მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოწინააღმდეგე მხარეს იყვნენ სამნი, ხოლო თავად - ოთხნი. იგი (დაზ----ლებული) დანარჩენ პირთა ჯგუფს გამოეყო და ერთ-ერთ პირთან (თ----------------–---–თან) ერთად, რომელსაც შავი ფერის მაისური ეცვა, წავიდა თავისუფლების მეტროს მიმართულებით, სადაც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბისას მან ერთჯერადად იგრძნო ჩხვლეტა მუცლის არეში, რასაც მოჰყვა წვა და ტკივილი, აიწია მაისური და დაინახა, რომ ჰქონდა ორი ჭრილობა, თუმცა არ იცის, რა დროს მიიღო მეორე ჭრილობა. დაზ----ლებულის განმარტებით, მან როგორც კი მიიღო დარტყმა მუცლის არეში, მაშინვე მიიფარა ხელი ჭრილობაზე და გავიდა გვერდით. მისი თქმით, მართალია, გამოძიების ეტაპზე არ ახსოვდა, მაგრამ მოგვიანებით აშკარად აღიდგინა მეხსიერებაში, რომ, ვინც დაჭრა, იმ პირს ეცვა შავი მაისური და სახეზე ქონდა მკვეთრად შესამჩნევი შრამი წარბიდან ქვემოთ. დაზ----ლებულის განმარტებით, მას დანა არავის ხელში არ დაუნახავს და არ იცის, ვის მიერ და რა დროს მოხდა დანარჩენი დაზ----ლებულების დაჭრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხა დაზ----ლებული გ------------–----–-–---–ი, რომლის განმარტებით, 2----–-–-----------------ს იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--“-ში. იქნებოდა ღამის თორმეტის ნახევარი, როცა მისი მეგობარი მი----–--------------ე იდგა რესტორნის ფანჯარასთან და ეწეოდა სიგარეტს, რა დროსაც იგი ვიღაც ქვემოთ მყოფს გამოელაპარაკა, რის შემდეგაც სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ქვემოთ. მან თავის მეგობარ ზ----------------ეს უთხრა, რომ შეეჩერებინა მი----–--------------ე, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მისი შეჩერება, რის გამოც ის და ზ----------------ე გაყვნენ ორჯონიკიძეს ქვემოთ. ძირს ჩასულმა შენიშნა დაძაბული საუბარი მი----–--------------ესა და მისთვის უცნობ პირებს შორის. საუბარი მალევე გადაიზარდა ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში. მან (გ------------–----–-–---–მა) გაარკვია, რომ დაპირისპირებული მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობას იღებდა სამი პირი, რომელთაგან ერთს ეცვა შავი მაისური, მეორეს ვარდისფერი მაისური და მესამეს რუხი ფერის მაისური. ჩხუბის დროს მას რუხმაისურიანმა ბიჭმა დაარტყა ხელი, რის შემდეგაც იგი დაეცა ძირს და ვეღარ წამოდგა, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარეს მონაწილე პირები გაიქცნენ თავისუფლების მეტროს მიმართულებით. დაზ----ლებულის განმარტებით, მას საერთო ჯამში მიღებული ქონდა ხუთი ჭრილობა, თუმცა არ იცის, ვინ და რა დროს მიაყენა ეს ჭრილობები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზ----ლებულმა ზ----------------ემ სასამართლოში აჩვენა, რომ 2----–-–-----------------ს იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--“-ში. დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევრისთვის, მისი მეგობარი მი----–--------------ე იდგა ფანჯარასთან და სიგარეტს ეწეოდა, რა დროსაც ვიღაცას გამოელაპარაკა ქვემოთ და შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდა ძირს. ის და გ------------–----–-–---–ი გაყვნენ მას. დაბლა ჩასულები შეესწრნენ დაძაბულ საუბარს მი----–--------------ესა და უცნობ პირებს შორის, რაც მალევე გადაიზარდა ორმხრივ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც მან დაინახა, როგორ დაარტყა ხელი რუხ მაისურიანმა ბიჭმა გ------------–----–-–---–ს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეცა და ვეღარ წამოდგა. უშუალოდ მას (ზ----------------ეს) შავმაისურიანმა ბიჭმა დაარტყა ხელი. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ დაჭრილი იყო, თუმცა ვინ დაჭრა - არ იცის.

 

მოწმე ნ--------------–---–ის (რომელიც დაზ----ლებულად არის ცნობილი გ--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე) განმარტებით, - 2----–-–-----------------ს იყო მისი დის ქორწილი, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში, რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--“-ში. გვიან ღამით, როდესაც უკვე სახლში წასვლას აპირებდა ზ-------------–---–---–თან და დ--------------–----ესთან ერთად, ჩასული იყო ქვემოთ - რ---------–-------------ე, დაინახა, რომ მი----–--------------ე, გ------------–----–-–---–ი და ზ----------------ე მისთვის უცნობ სამ პირს დაძაბულად ელაპარაკებოდნენ. ის (მოწმე) მივიდა მათთან ვითარების გასარკვევად, რა დროსაც მალევე, მისთვის გაურკვეველი მიზეზით დაიწყო ჩხუბი. ფიზიკური დაპირისპირების დროს, იგი (მოწმე) ერთმა პირმა გააკავა, ხოლო მეორემ, რომელსაც ეცვა მოვარდისფრო მაისური და ჰქონდა გრძელი ტალღოვანი თმა (გ--------------ე), გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა მას დანით ორი ჭრილობა. მას სხვის ხელში დანა არ დაუნახავს და არ იცის, ვის მიერ და რა დროს მოხდა დანარჩენი დაზ----ლებულების დაჭრა.

 

მოწმე დ--------------–----ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-----------------ს იმყოფებოდა რესტორან „მ-----------–--“-ში თავისი მეგობრის - ნ--------------–---–ის დის ქორწილში. როდესაც დასრულდა ქორწილი და ზ-------------–---–---–თან ერთად უკვე იმყოფებოდა ქვემოთ, რ---------–-------------ე, შენიშნა მი----–--------------ესა და მისთვის უცნობ პირებს შორის დაძაბული საუბარი. ზ-------------–---–---–მა სცადა საქმის ვითარების გარკვევა, რაზეც ორჯონიკიძემ უპასუხა, რომ მშვიდობა იყო. შემდეგ მან (მოწმემ) დაინახა, როგორ დაარტყა გ--------------ემ ნ--------------–---–ს დანა. სხვა დანარჩენი არაფერი დაუნახავს. დაამახსოვრდა კონფლიქტში მონაწილე დანარჩენი ორი პიროვნებაც - ლ------------- და თ----------------–---–ი, რომლებიც გამოძიების ეტაპზე ამოიცნო, თუმცა დაჭრეს თუ არა მათ ვინმე, არ იცის.

 

მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–-----------------ს იმყოფებოდა რესტორან „მ-----------–--“-ში ნ--------------–---–ის დის ქორწილში. დაახლოებით 23:50 საათისათვის, ნ--------------–---–თან და დ--------------–----ესთან ერთად გამოვიდა გარეთ და ჩამოსხდნენ იქვე, მაღაზია „ზ----“-ს წინ. შემდეგ ნ--------------–---–ი წავიდა დედის გასაცილებლად, ხოლო თვითონ დ--------------–----ესთან ერთად დარჩა ადგილზე. მალევე შენიშნა, რომ მი----–--------------ე და თ----------------–---–ი დაძაბულად საუბრობდნენ, რის გამოც მიუახლოვდა მათ ვითარებაში გასარკვევად. მიხეილმა უთხრა, რომ საქმეს თავად მოაგვარებდა და ამის გამო დაბრუნდა უკან. მალევე სიტყვიერი უთანხმოება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის ერთ მხარეს მონაწილეობდნენ მისი მეგობრები - გ------------–----–-–---–ი, ზ----------------ე და ნ--------------–---–ი, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ ლ------------- და გ--------------ე. ძალიან მცირე ხანში დაინახა, როგორ დაარტყა ორჯერ დანა გ--------------ემ, რომელსაც ვარდისფერი მაისური ეცვა და ჰქონდა გრძელი თმა, ნ--------------–---–ს მუცლის არეში. მან (მოწმემ) ასევე დაინახა, როგორ დაარტყა დანა ლ-------------მ, რომელსაც ნაცრისფერი მაისური ეცვა, გ------------–----–-–---–ს მუცლის არეში და შემდგომ ყელის არეში. დარტყმისთანავე გ------------–----–-–---–ი დაეცა ძირს. მან ასევე დაინახა მეორე მხარეს, როგორ ეჩხუბებოდა თ-----------------–---–ი მი----–--------------ეს და როგორ მოუქნია და დაარტყა დანა ამ უკანასკნელს. ამის შემდეგ ჩხუბში მონაწილე სამივე უცხო პირი გაიქცა მაღაზია „ზ----სთან“ შესახვევში. მან (მოწმემ) სცადა გაკიდებოდა მათ, მაგრამ თ----------------–---–მა მასაც მოუღერა დანა, რის გამოც აღარ დაედევნა მათ და დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე დაჭრილების დასახმარებლად.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის საქართველოში არყოფნის გამო, საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ტ-----------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 23:45 საათზე, იგი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირი №---ში მდებარე რესტორან „მ-----------–--სთან“, სადაც უნდა შეხვედროდა მეგობარს. დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთში შენიშნა შვიდი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მიხვდა, რომ ამ შვიდიდან ოთხი იყო ერთ მხარეს, ხოლო სამი - მეორე მხარეს. მოჩხუბრები იმყოფებოდნენ მისგან (მოწმისაგან) დაახლოებით ხუთი მეტრის დაშორებით, რა დროსაც შავმაისურიანმა ახალგაზრდა ბიჭმა ზურგის მხრიდან დაარტყა ხელი თეთრმაისურიან ბიჭს, რომელსაც გრძელი თმა შეკრული ჰქონდა უკან. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი და მათ ნელ-ნელა გადაინაცვლეს მაღაზია „ზ----“-ს მიმდებარედ. ჩხუბის დროს მან (ტ-----------------მ) დაინახა, რომ შავმაისურიანი ბიჭი (თ----------------–---–ი) ვისაც მიეკარა, ყველა ძირს დაეცა. აღნიშნული მას (მოწმეს) ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან იგი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან შედარებით იყო სუსტი აღნაგობის. შემდეგ ყველა მათგანი დაჭრილი აღმოჩნდა. შავმაისურიან ბიჭთან ერთად იყო ასევე ვარდისფერმაისურიანი ბიჭი (გ--------------ე), რომელსაც ჰქონდა პატარა მუქი ფერის ჩანთა და რუხმაისურიანი ბიჭი (ლ--------------), რომელსაც მაისურზე თეთრ ფონზე ჰქონდა ლათინური წარწერები. მოწმემ განმარტა, რომ არავის ხელში დანა არ დაუნახავს.

 

მოწმე გ--------------ის განმარტებით, 2----–-–-----------------ს, თ----------------–---–თან და ლ-------------სთან ერთად იმყოფებოდა რ---------–-------------ე და მიდიოდა თავისუფლების მეტროს მიმართულებით, რა დროსაც რესტორან „მ-----------–--დან“ შემოესმათ კლუბური მუსიკის ხმა. რესტორანთან მივიდა ლ------------- და იკითხა, რა ხდებოდა შიგნით, რაზეც უშუალოდ რესტორანში მყოფი პირისაგან მიიღეს აგრესიული და შეურაცხმყოფელი პასუხი, რაზედაც მათ მიუთითეს, რომ მისი ქცევა იყო უზრდელური და მასთან ლაპარაკს არ გააგრძელებდნენ. ამის შემდეგ მათ განაგრძეს გზა თავისუფლების მეტროს მიმართულებით, თუმცა მათ დაედევნა რესტორნიდან გამოსული რამდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ ნასვამები და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. მალევე სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ ჩხუბში, რა დროსაც მან გამოიყენა თანნაქონი დანა ოთხივე პირის მიმართ და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჭრა ისინი, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ლ-------------სა და თ----------------–---–ის მიერ დანის ქონისა და გამოყენების ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ლ-------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:50 საათზე, თ----------------–---–თან და გ--------------ესთან ერთად იმყოფებოდა რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--სთან“, საიდანაც გამოდიოდა კლუბური მუსიკის ხმა. მათ „მ-----------–--“-ს დაცვის თანამშრომელს სთხოვეს შიგნით შეშვება, რაზეც მიიღეს უარი იმ საფუძვლით, რომ რესტორანში ქორწილი იყო და უცხო პირებს ვერ შეუშვებდა. ამ დროს რესტორნის ზედა სართულზე, ღია ფანჯარასთან დაინახეს დაახლოებით 22-23 წლის ასაკის ბიჭი, რომელსაც ჰკითხეს, რა ხდებოდა შიგნით, რაზეც მისი მხრიდან მიიღეს შეურაცხმყოფელი და დამცინავი პასუხი. მან (ლ-------------მ) და მისმა მეგობრებმა უთხრეს, რომ მისი ქცევა უზრდელობა იყო და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დააპირეს გზის გაგრძელება, რა დროსაც ზურგს უკან შემოესმათ შეურაცხმყოფელი შეძახილები მათი მისამართით. ისინი შემობრუნდნენ და რესტორნიდან უკვე ქვემოთ ჩამოსულ ზემოაღნიშნულ პირებთან მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც მყისიერად გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბში ჩაერთო ყველა, რა დროსაც მასაც მოხვდა ხელი და თვითონაც ურტყამდა მოწინააღმდეგეებს. დაზ----ლებულების ხელში მას დანა არ დაუნახავს. ისინი ხელით ჩხუბობდნენ. მისივე განმარტებით, არც მას და არც თ----------------–---–ს დანა არ ჰქონიათ, ხოლო გ--------------ეს ჰქონდა თუ არა დანა, დანამდვილებით არ იცის. მანვე აღნიშნა, რომ ვის მიერ და რა დროს მოხდა დაზ----ლებულების დაჭრა, მისთვის უცნობია. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, დაზ----ლებულები დარჩნენ რ---------–-------------ე, ხოლო თვითონ წავიდნენ გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით, სადაც მალევე მოხდა მათი დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

თ----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:50 საათზე, ლ-------------სთან და გ--------------ესთან ერთად იმყოფებოდა რ---------–-------------ე მდებარე რესტორან „მ-----------–--სთან“, საიდანაც გამოდიოდა კლუბური მუსიკის ხმა. მათ „მ-----------–--“-ს დაცვის თანამშრომელს სთხოვეს შიგნით შეშვება, რაზეც მიიღეს უარი იმ საფუძვლით, რომ რესტორანში ქორწილი იყო და უცხო პირებს ვერ შეუშვებდა. ამ დროს რესტორნის ზედა სართულზე, ღია ფანჯარასთან დაინახეს დაახლოებით 22-23 წლის ასაკის ბიჭი, რომელსაც ჰკითხეს, რა ხდებოდა შიგნით, რაზეც მისი მხრიდან მიიღეს შეურაცხმყოფელი და დამცინავი პასუხი. ბრალდებულმა და მისმა მეგობრებმა უთხრეს, რომ მისი ქცევა უზრდელობა იყო და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დააპირეს გზის გაგრძელება, რა დროსაც ზურგს უკან შემოესმათ შეურაცხმყოფელი შეძახილები მათი მისამართით, კერძოდ, ერთ-ერთმა პირმა (მი----–--------------ემ) უშუალოდ მას დაუძახა და უთხრა, რომ შეჩერებულიყო და მისულიყო მასთან, რაზეც შემობრუნდა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისთვის. ხსენებული პირი იწევდა მისკენ დასარტყმელად. მას (თ----------------–---–ს) სურდა, რომ თავდამსხმელი შეეშინებინადა, რათა არ მიახლოებოდა მას. ამ მიზნით ხელი ჯიბისკენ წაიღო და შექმნა იმიტაცია, თითქოს ჯიბიდან რაღაცას იღებდა, რათა მეტოქეს ჰგონებოდა, რომ ჯიბიდან დანას იღებდა და თავი დაენებებინა, თუმცა, როდესაც თავდამსხმელმა დაინახა, რომ ხელში არაფერი ეჭირა, შეაგინა „შენი მატყუარა...“ და გაიწია მისკენ დასარტყმელად. ამის საპასუხოდ დაარტყა თ----------------–---–მა მას სახეში მუშტი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს სიგარეტი გაუვარდა ხელიდან. მისივე (თ----------------–---–ის) განმარტებით, პირადად მას დანა არ ჰქონია და ვერც მი----–--------------ეს და ვერც სხვა დაზ----ლებულს დანით დაზიანებას ვერ მიაყენებდა. მან მხოლოდ ხელი დაარტყა თავდაცვის მიზნით მი----–--------------ეს, ხოლო კონფლიქტის დროს სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია. მისთვის ასევე უცნობია, ვის მიერ და რა დროს მოხდა დაზ----ლებულების დაჭრა, რადგან არც მოწინააღმდეგეთა ხელში და არც მისი თანმხლები პირების ხელში დანა არ დაუნახავს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2-----ის ჩანაწერების თანახმად, გ------------–----–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 25.09.2017 წლიდან 29.09.2017 წლამდე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, გ------------–----–-–---–ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში VII-VIII ნეკნთაშუა არეში, ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზზე, ასევე გულმკერდის მარჯვენა ნახევარში IX-X ნეკნთაშუა არეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე - შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუებში, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით; ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით გ------------–----–-–---–ს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში II-IV ნეკნთაშუა სივრცეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე. დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში VII-VIII ნეკნთაშუა არეში, ლავიწშუა (მედიოკლავიკულურ) ხაზზე. ასევე გულმკერდის მარჯვენა ნახევარში IX-X ნეკნთაშუა არეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე, შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუებში, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით - თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში II-IV ნეკნთაშუა სივრცეში იღლიის შუა (აქსილარულ) ხაზზე და კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე შუა მესამედში, ასევე ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე - თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 24.09.2017 წ-ის თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №7-------ის ჩანაწერების თანახმად, მი----–--------------ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 25.09.2017 წლიდან 30.09.2017 წლამდე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მი----–--------------ეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებური მორჩის ქვემოთ, ასევე მარცხნივ მუცლის შუა მესამედში (მეზოგასტრიუმში) მკერდის ძვლის გვერდით (პარასტერნალურ) ხაზზე - შემავალი მუცლის ღრუში, მლივი ნაწლავის ჯორჯლის მრავლობითი განივი კოლინჯის და მისი ჯორჯლის, კუჭ-კოლინჯის იოგისა და ღვიძლის მარცხენა ნაწილის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 24.09.2017 წლის თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს „პ------–-----------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №9551-ის ჩანაწერების თანახმად, ზ----------------ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 25.09.2017 წლის 00:45 საათზე, საიდანაც გაეწერა 26.09.2017 წლის 11:00 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ზ----------------ეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ VIII ნეკნის საპროექციოდ იღლიის უკანა (აქსილარულ) ხაზზე, ასევე გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, VII ნეკნის საპროექციოდ იღლიის უკანა (აქსილარულ) ხაზზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 24.09.2017 წლის თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ--------------–---–ს დაუდგინდა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2017 წლის 25 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ-------------–---–---–მა ამოიცნო ლ------------- და განაცხადა, რომ 2----–-–-----------------ს სწორედ მან დაჭრა დანით გ------------–----–-–---–ი. ასევე 2017 წლის 26 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ-------------–---–---–მა ამოიცნო თ----------------–---–ი და განაცხადა, რომ 2----–-–-----------------ს მან დაჭრა მი----–--------------ე.

 

2017 წლის 25 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ--------------–----ემ ამოიცნო ლ------------- და განაცხადა, რომ 2----–-–-----------------ს იგი იღებდა მონაწილეობას ჩხუბში რ---------–-------------ე მაღაზია „ზ----“-ს მიმდებარედ. ასევე 2017 წლის 26 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დ--------------–----ემ ამოიცნო თ----------------–---–ი და განაცხადა, რომ ეს არის ის პირი, რომელმაც თავის ორ მეგობართან ერთად 2----–-–-----------------ს ღამის საათებში დაჭრა მისი მეგობრები.

 

2017 წლის 25 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ტ-----------------მ ამოიცნო ლ------------- და განაცხადა, რომ ეს პირი 2----–-–-----------------ს მონაწილეობდა ჩხუბში რ---------–-------------ე. ასევე 2017 წლის 26 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ტ-----------------მ ამოიცნო თ----------------–---–ი და განაცხადა, რომ 2----–-–-----------------ს რ---------–-------------ე ჩხუბისას ამ პირმა დაარტყა ზურგის არეში თეთრმაისურიან, „კიკინიან“ ბიჭს, სწორედ მისი შეხებისას დაეცა ყველა ის პირი, ვისაც შეეხო.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია რუსთაველის გამზირი №---ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „გ--–------------ი“-ს სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომელიც არაერთგზის იქნა დათვალიერებული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას (დაზ----ლებულების, მოწმეებისა და ბრალდებულების დაკითხვისას). აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის დროს, ვიზუალური დაკვირვების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი დაზ----ლებულებსა და ბრალდებულებს შორის კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომელიც ბრალდების მხარის მიერ ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებად და რომლის მიხედვით დგინდება, რომ კონფლიქტში მონაწილეთაგან მხოლოდ გ--------------ეს უჭირავს ხელში მოგრძო ფორმის საგანი.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ლ-------------სა და თ----------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

წარმოდგენილ სააპლაციო საჩივარში პროკურორი აპელირებს მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა მოწმემ ამოიცნო ლ------------- და განმარტა, რომ დაინახა, როგორ დაარტყა ლ-------------მ თანნაქონი დანა გ------------–----–-–---–ს. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ვიდეო ჩანაწერთან. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლ-------------ს ხელში ნამდვილად უჭირავს გაურკვეველი საგანი, რომლის გ------------–----–-–---–ისათვის დარტყმის შემდეგ, იგი მოწყვეტით ეცემა ძირს. დაზ----ლებულ გ------------–----–-–---–ის განმარტებით, მას ეჩხუბებოდა ნაცრისფერმაისურიანი ბიჭი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისთანავე იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ლ-------------. მოწმე ტ-----------------მაც ამოიცნო ლ-------------, რომელსაც ჩხუბის დროს ეცვა ნაცრისფერი მაისური. ასევე, მოწმე დ--------------–----ემ ამოიცნო ლ------------- და განმარტა, რომ ჩხუბის დროს ლ-------------მ ხელით დააკავა ნ--------------–---–ი და შეუზღუდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რითაც ისარგებლა გ--------------ემ და ორჯერ დაარტყა დანა მუცელში, რაც დადასტურდა ვიდეოჩანაწერითაც. აპელანტი მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებით დასტურდება გ--------------ის, ლ-------------სა და თ----------------–---–ის ჯგუფურად მოქმედების ფაქტი. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ არგუმენტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენებას არ ადასტურებს ვიდეო ჩანაწერში ასახული ინფორმაცია, უფრო მეტიც, მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამკვლეულ ვიდეო ჩანაწერთან, კერძოდ, როდესაც აღნიშნული მოწმე უთითებს, რომ ლ------------- დანას ურტყამდა გ------------–----–-–---–ს, ამ მომენტში ექსპერტიზის დასკვნით აღინიშნება მხოლოდ ლ-------------ს მოღერებული ხელი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში, უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ უარყო თავად ლ-------------მ, თუმცა განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს მხოლოდ ხელს ურტყამდა და მას დანა არ ჰქონია. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული დაზ----ლებულ გ------------–----–-–---–ის განმარტებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჩხუბის დროს მას რუხმაისურიანმა ბიჭმა დაარტყა ხელი, რის შემდეგაც იგი ძირს დაეცა და ვეღარ წამოდგა. საგულისხმოა შემდეგი გარემოებაც- ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ჩანს, რომ ზ-------------–---–---–ი და დ--------------–----ე გვერდიგვერდ სხედან, მაგრამ ზ-------------–---–---–ი დეტალურად ხედავს მის მარჯვნივ და მარცხნივ, ერთდროულად განვითარებულ მოვლენებს და მის გვერდით მჯდომი პირისათვის ამგვარი დეტალები შეუმჩნეველი რჩება. მოწმის სახით დაკითხული დ--------------–----ის განმარტებით, მას დაამახსოვრდა კონფლიქტში მონაწილე ლ------------- და თ----------------–---–ი, თუმცა მათ მოახდინეს თუ არა ვინმეს დაჭრა, არ იცის.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი თ----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს ზ-------------–---–---–ის ჩვენებაზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ დ--------------–----ემ და ზ-------------–---–---–მა გამოძიების დროს ამოიცნეს თ----------------–---–ი, ხოლო სასამართლოში მიუთითეს მასზე, როგორც ჩხუბში მონაწილე პირზე. ზ-------------–---–---–ის განმარტებით, დაინახა, თ----------------–---–მა როგორ დაარტყა ორჯერ დანა მი----–--------------ეს. პროკურორის პოზიციით, მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენებას ადასტურებს ვიდეო ჩანაწერიც. თ----------------–---–ის მიერ გ------------–----–-–---–ისთვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტს ადასტურებს მოწმე ტ-----------------ს ჩვენება, რომლის განმარტებით, მართალია, შავმაისურიანი (თ---------–---–ი) ბიჭის ხელში ვერ დაინახა დანა, მაგრამ აღნიშნა, რომ თეთრმაისურიანი ბიჭისთვის (გ------------–----–-–---–ი) ზურგში დანა არავის დაურტყამს. პროკურორი ყურადღებას ამახვილებს პირადი ჩხრეკის დროს თ----------------–---–ისგან ამოღებულ ბენდენაზე, რომელზეც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა გ------------–----–-–---–ის სისხლი და მისი გენეტიკური პროფილი. ზ----------------ის სხეულის დაზიანების ნაწილში სახელმწიფო ბრალმდებელი თ----------------–---–ის მამხილებელ მტკიცებულებად მიიჩნევს თავად ზ----------------ის ჩვენებას და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა ზ----------------ისთვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია, ხარისხი და სხვა. იქვე აპელანტი აღნიშნავს, რომ თ----------------–---–მა მი----–--------------ეს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით მიაყენა სხეულის დაზიანება მუცლის არეში. სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოწმე ზ-------------–---–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოხსენებულ ვიდეო ჩანაწერს, კერძოდ, მოწმე ზ-------------–---–---–ი აცხადებს, რომ იმ დროს დაინახა თ----------------–---–ის ხელში დანა, რა დროსაც ვიდეოჩანაწერზე ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მხოლოდ გ--------------ეს უჭირავს ხელში მოგრძო ფორმის საგანი. იმავე მოწმის განმარტებით, თ----------------–---–მა დაარტყა დანა მი----–--------------ეს, რომელიც ჩაიკეცა, თუმცა ვიდეოჩანაწერში აღნიშნული გარემოება აღბეჭდილი არ არის. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება, რომ კონფლიქტში მონაწილე პირებიდან გ--------------ე ურტყამს ხელს მუცლის არეში მი----–--------------ეს. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღბას მიაპყრობს თავად დაზ----ლებულ მი----–--------------ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომელშიც მან განმარტა, რომ ჩხუბისას მან ერთჯერადად იგრძნო ჩხვლეტა მუცლის არეში, რასაც მოჰყვა წვა და ტკივილი, რის გამოც აიწია მაისური და დაინახა, რომ ჰქონდა ორი ჭრილობა, თუმცა არ იცის, რა დროს მიიღო მეორე ჭრილობა. მანვე განმარტა, რომ, მართალია, გამოძიების ეტაპზე არ ახსოვდა, მაგრამ მოგვიანებით აშკარად აღიდგინა მეხსიერებაში, რომ ვინც დაჭრა, იმ პირს ეცვა შავი მაისური და სახეზე ჰქონდა მკვეთრად შესამჩნევი შრამი წარბიდან ქვემოთ. დადგენილია, რომ კონფლიქტში მონაწილე თ----------------–---–ს ეცვა შავი მაისური, თუმცა მას სახეზე შრამი არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება პირადი ჩხრეკის დროს თ----------------–---–ისგან ამოღებულ ბენდენაზე აპელირებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში, რასაც პალატა სრულად ეთანხმება. კერძოდ, ხსენებულ ,,ბენდენაზე“ გ------------–----–-–---–ის სისხლის კვალის არსებობა ნამდვილად დადასტურდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა მოწმე გ--------------ის განმარტებით, თეთრი ფერის „ბენდენა“, რომელიც ამოღებულ იქნა თ----------------–---–ისგან, ეკუთვნის მას (გ--------------ეს), რომელიც დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუცვალა თორნიკეს წითელი ფერის „ბენდენაში“, რომელიც გაჭრილი ხელის შესახვევად გამოიყენა. მისივე განმარტებით, დაზ----ლებულების დაჭრის პროცესში მას ხელი გაეჭრა და შეეცადა ამ ჭრილობის დაფარვას, რათა არავის შეემჩნია იგი, ხოლო ვინაიდან თეთრ ნაჭერზე სისხლის კვალი ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, ამიტომ შეიხვია ხელი თ----------------–---–ისთვის გამორთმეული წითელი ნაჭრით, ხოლო თავისი თეთრი ფერის „ბენდენა“ სანაცვლოდ თ----------------–---–ს მისცა. დაზ----ლებულებისთვის დაზიანების მიყენების დროს ხელზე ეკეთა თეთრ „ბენდენა“. გ--------------ის ხსენებული განმარტება დადასტურდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, სადაც გ--------ის აღწერისას სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნულია, რომ მას მარჯვენა ხელზე უკეთია ღია ფერის სახვევი, რაც ასევე დასტურდება ფოტოცხრილით (იხ. ექსპერტიზის დასკვნითი დანართი ფოტო #5).

 

რაც შეეხება პროკურორის პოზიციას და ზ----------------ისა და მი----–--------------ისათვის მიყენებულ დაზიანებებზე აპელირებას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ თ----------------–---–ის მიერ ზ----------------ისთვის დანის დრტყმა თავად ამ უკანასკნელის ჩვენებით დასტურდება. ზ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას შავ მაისურიანმა დაარტყა ხელი, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ დაჭრილი იყო, თუმცა ვინ დაჭრა არ იცის. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება მხოლოდ ზ----------------ისა და მი----–--------------ისათვის მიყენებული დაზიანებების ფაქტი და არ ამ დაზიანებათა მიმყენებლ პირთა ვინაობა.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ-------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით, ხოლო თ----------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად და ხულიგნური ქვენაგრძნობით. მანვე ჩაიდინა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ-------------სა და თ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო თ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ზ----------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (გ------------–----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენი ლ-------------ს და თ----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივნისის განაჩენი ლ-------------ს და თ----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ------------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

 

თ----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ზ----------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (გ------------–----–-–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

გამართლებულებს - თ----------------–---–სა და ლ-------------ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-------------ს და თ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ლ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, ლ-------------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და ხის მუნდშტუკი, მოწითალო ფერის ლაქებიანი ჯინსის შარვალი, გრძელმკლავიანი მაისური, წარწერით „BLUE“, რომელიც ინახება ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, დაუბრუნდეს ლ-------------ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- თ-----------------–---–ისგან ამოღებული შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ყავისფერი ქამრით და ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ე.წ. ბენდენა, რომელიც ინახება ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, დაუბრუნდეს თ----------------–---–ს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, სავაჭრო ცენტრ „მ-----ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე და ადვოკატ ი----–----–----ის მიერ წარმოდგენილი ორი დისკი და ერთი ფურცელი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახულ იქნას მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით;

 

- მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი სხვა საგნების და ნივთების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ.კახეთელიძე