განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002576988
საქმე №1ბ/372-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ჯ------–---------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ. თბილისში, პ.----–---–---–-------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისში, დ-----------------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით:
ჯ------–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;
ჯ------–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან;
გაუქმდა ჯ------–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ჯ------–---------ეს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლისა და 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენებით ჯ------–---------ე გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ჯ------–---------ე იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, 2018 წლის 5 ივლისს, 03:40 საათზე თ---–--–-----------------–----------------------------------------------ში არაერთგზის განახორციელა ძალადობა. კერძოდ, ჯ------–---------ემ 2015 წლიდან მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ-------------ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ------–---------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-----------–-–---–მა. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება და ჯ------–---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ ადასტურებს ჯ------–---------ის ბრალეულობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ თ-------------ე არ არის ის პირი ვისთან ერთადაც ჯ------–---------ე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. აპელანტები მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხოლოდ დაზარალებულ თ-------------ის ჩვენება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ჯ------–---------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ჯ------–---------ის მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ-------------ის განმარტებით, 2015 წლის იანვარში გაშორდა ქმარს და სახლის უქონლობის გამო, შვილებთან ერთად ჯერ მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ იქიდანაც წამოვიდა და თბილისში გაიცნო ჯ------–---------ე. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, წელიწადნახევარი ერთად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ სოჯახო საყიდლებზე და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯ------–---------ე მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორჯერ არის ნასამართლევი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ კვლავ ერთად განაგრძეს ცხოვრება დ------------ში ჯ------–---------ის ახლობლის საცხოვრებელ ბინაში. 2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ჯ------–- სახლში მივიდა ნასვამ მადგომარეობაში და მას ჯერ უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, ხოლო შემდეგ სახეში ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ. იმის გამო, რომ იყო ღამის დრო და პატარა ბავშვით ვერსად ვერ წავიდოდა გამოიძახა პოლიცია. თანამშრომლებმა ჯ------–---------ე ადგილზე დააკავეს და ჯ------–-ს პირადი ნივთები, მათ შორის საფულე, საბუთები და სხვა ნივთები მას გადასცეს. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ თავშესაფრის უქონლობის გამო, ბავშვთან ერთად უწევდა ქუჩა-ქუჩა სიარული და ერთ-ერთ სკვერში თანნაქონ ნივთებთან ერთად ჯ------–---------ის პირადი ნივთებიც დაკარგა.
მოწმეების - ბ-----------ის და დ--------------–---ს განმარტებით, 2018 წლის 5 ივლისს პატრულირებისას რადიოსადგურით მიიღეს შეტყობინება, რომ დ---------------------------------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. მათი მისვლისას ბინიდან ისმოდა ყვირილისა და ლანძღვის ხმა. დაზარალებული ტიროდა, ხოლო იქვე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული დაზარალებულის მიმართ განაგრძობდა აგრესიას. მათ ვითარების განსამუხტად ქალი სხვა ოთახში შეიყვანეს, სადაც ეძინა პატარა ბავშვს და გამოჰკითხეს მომხდარი ფაქტის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალადობას. თ-------------ემ მათ განუმარტა, რომ მას ჯ------–---------ემ სახის არეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი რის შემდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. იმავე ოთახში ადგილზე საინფორმაციო ბაზით დაადგინეს, რომ ჯ------–---------ე წარსულში პასუხისგებაში იყო მიცემული იმავე პირის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
მოწმე ნ-------------მ დაადასტურა მის მიერ გამომძიებელ ლ-----------–----სთან ერთად მოცემულ საქმეზე გამოძიების წარმოება. მანვე, განმარტა, რომ ლ-----------–----სთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც გაესაუბრნენ პატრულ-ინსპექტორებს, დაკავებულს და დაზარალებულს. თ-------------ემ მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მას ჯ------–---------ემ რამოდენიმჯერმე გაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატრულ-ინსპექტორებისგან შეიტყო, ასევე, რომ ჯ------–---------ე მათი იქ ყოფნის დროს გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, რის გამო მოხდა მისი დაკავება.
მოწმე გ----------–------მ დადასტურა საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ჯ------–---------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ქუჩაში გაიცნო თ-------------ე. იმის გამო, რომ იყო უცლოშვილო და სჭირდებოდა გვერდით ქალი, რომელიც მას მოუვლიდა, გადაწყვიტა წაეყვანა საცხოვრებელ ბინაში მდებარე მ--–---–---–ის ქუჩაზე. თავადაც მზრუნველობას იჩენდა თ-------------ის მიმართ, აჭმევდა, ასმევდა და ფულს აძლევდა. როცა გაიგო, რომ თ-----ს შვილები ჰყავდა დატოვებული დედათა მონასტერში იქაც გაჰყვა მათ სანახავად. დაკავებამდე ორჯერ იქნა გასამართლებული თ--------------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და როცა ციხიდან გამოვიდა მასთან კვლავ გააგრძელა თანაცხოვრება, დროებით საცხოვრებელ ბინაში მდებარე, - დ---------------------------------------------------------- 5 ივლისს, თ-----მა ბავშვისთვის მაწვნის ფული გამოართვა და ის ბინაში პატრულთან ერთად დაბრუნდა იმ მიზეზით, თითქოსდა მასზე იძალადა რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ჯ------–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ოჯახის წევრის, - თ-------------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, ჯ------–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ოჯახის წევრის, - თ-------------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. ჯ------–---------ე პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 7 თებერვალს.
პატაკის თანახმად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რადიოსადგურ ცენტრის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა თბ--–--–---------------------------------–-----------------–------------ში სადაც თ-------------ემ განაცხადა, რომ მასზე ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ჯ------–-----------მ, რის საფუძველზეც ის დაკავებულ იქნა.
2018 წლის 5 ივლისის #0----- შემაკავებელი ორდერისა და ოქმის თანახმად, ორდერი გაცემულ იქნა თბ--–--–---------------------------------–------------------------ე ბინაში მოძალადე ჯ------–---------ის მიერ მსხვერპლზე თ-------------ეზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. შემაკავებელ ორდერს თან ახლავს თ-------------ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2018 წლის ოთხ-ხუთ ივლისს ღამე დარეკა 112-ზე და გამოიძახა საპატრულო პოლიცია ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. კერძოდ, ჯ------–---------ე იყო ნასვამი, ახდენდა მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობას რაც გამოიხატებოდა მის აგრესიულ ქმედებაში. ასევე, ჯ------–---------ემ კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
სააპელაციო პალატა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე;
სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება დაზარალებულ თ-------------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ თ-------------ის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. გარდა ამისა, მართალია შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორები - ბ-----------ე და დ--------------–--- არ შესწრებიან ფაქტს, - თუ როგორ გაარტყა ხელი თ-------------ეს ჯ------–---------ემ, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს კერძოდ, ადასტურებენ რომ მათი მისვლის დროს ჯ------–---------ე იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში ლანძღავდა და უყვიროდა დაზარალებულს. აღნიშნული მოწმეები აღწერენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასაც, კერძოდ, აღნიშნავენ რომ მათი მისვლის დროს დაზარალებული ტიროდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, დაზარალებული თ-------------ე და მსჯავრდებული ჯ------–---------ე ეწეოდნენ თუ არა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გაიცნო ჯ------–---------ე მათ ერთმანეთი შეუყვარდათ წელიწადნახევარი ერთად ცხოვრობდნენ, დადიოდნენ საოჯახო საყიდლებზე და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. თავად ჯ------–---------ის განმარტებით კი ირკვევა, რომ რადგან მეუღლე არ ჰყავდა თ-------------ე წაიყვანა სახლში და ზრუნავდა მასზე. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ჯ------–---------ის მიმართ არსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენებზე, აღნიშნული განაჩენებით ჯ------–---------ეს მსჯავრი დაედო ოჯახის წევრის - თ-------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის. ზემოაღნიშნული ურთიერთშეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატა დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გარკვეული პერიოდის, - დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ისინი ეწეოდნენ ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ------–---------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ------–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ჯ------–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან;
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ჯ------–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი