განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210016001443613
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001443613

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4478-18 21 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შ------------------------ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ც--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა--------–-------–---- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ-----------–---

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 მაისის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ------------------------------ მოსარჩელის ა--------–-------–----ს სასარგებლოდ 35 050 აშშ დოლარისა და 850 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა--------–-------–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ----------------------- მოსარჩელე ა--------–-------–----ს სასარგებლოდ დაეკისრა 35 050 აშშ დოლარის და 580 ევროს ეკვივალენტი ლარში;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2----–-–------------–- ან--------–-------–----, როგორც ექსპედიტორს და შ-----------------------, როგორც კლიენტს შორის, დაიდო სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ავალებს, ხოლო ექსპედიტორი ვალდებულია, საკუთარი სახელით ანაზღაურებისათვის და კლიენტის ხარჯით ორგანიზება გაუწიოს სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის გადამზიდ ორგანიზაციებთან. კლიენტი იხდის საექსპედიტორო მომსახურების გაწევისთვის იმ ოდენობითა და იმ პირობებით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში და განაცხადში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ექსპედიტორის მომსახურების საფასური ყოველ ცალკე განხორციელებულ გადაზიდვაზე შეთანხმებულია მხარეთა შორის, სატრანსპორტო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და მიეთითება წინამდებარე ხელშეკრულების დანართში - ერთჯერად განაცხადში.

 

ხელშეკრულების 8.1-8.3. პუნქტების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 12 კალენდარული თვის განმავლობაში. თუკი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღის განმავლობაში არც ერთი მხარე არ შეატყობინებს ერთმანეთს, წერილობითი ფორმით საკუთარი სურვილით შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მაშინ მისი მოქმედების ვადა გაგრძელდება ერთი წლის ვადით, იმავე პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-31)

 

3.2. მხარეთა შორის გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2----–--–- შეკვეთებით №---------------------------------------------------------------------------------- განხორციელებული გადაზიდვების ჯეროვანი შესრულების ხარისხი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზეც განმარტავდა, რომ, რომელი ინვოისებიდან გამომდინარეც მოსარჩელე ითხოვს ანაზღაურებას, ტვირთი დაკარგული არ არის და რომ ტვირთი დაკარგულია სხვა ინვოისებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი 11.30 სთ)

- შეკვეთები (32-74)

- საერთაშორისო სასაქონლო -სატრანსპორტო ზედნადებები (ს.ფ. 74-124)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ 2013 წლის 10 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის 2----–-–----------ს გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ფაქტობრივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 2----–-–------------ მხარეებს შორის შედგა დამატებითი ხელშეკრულება №3-----. აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპ----------------------- ა--------–-------–----ს მიმართ 25---------------------------------------------------- ინვოისების შესაბამისად, ჰქონდა 35 050 აშშ დოლარისა და 850 ევროს გადახდის ვალდებულება, თავის მხრივ, ან-------–-------–-----–------------------------ მიმართ გადასახდელი ჰქონდა 94 269.28 ევრო №----------------------- ინვოისების შესაბამისად. მხარეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებაში გაწერილი ფინანსური ვალდებულებების შესრულება დაუკავშირეს გარკვეული პირობის დადგომას, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შ----------------------- სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებდა სადაზღვევო შემთხვევისას დამდგარი ზიანის ანაზღაურებას 94 269.28 ევროს ოდენობით, შ----------------------- ა--------–-------–---- შეუსრულებდა №25---------------------------------------------------- ინვოისების შესაბამისად 35 050 აშშ დოლარის და 850 ევროს ღირებულების ფულად ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში, დამკვეთს ექსპედიტორის მიმართ, 9------------------------- ინვოისების შესაბამისად 94 269.28 ევროს გადახდაზე პრეტენზიები არ ექნებოდა. შესაბამისად, მხარეებს შორის 2----–-–----------ს შედგა პირობითი გარიგება, რომელიც დამოკიდებული იყო ს----------------------ის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. ამ პირობის დადგომამდე კი გადავადდა მხარეთა მიერ მოთხოვნისა და ვალდებულების შესრულების დრო.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არ შეთანხმებულან დამატებით შეთანხმებაზე. მართალია, მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ზემოაღნიშნული პირობებით, მაგრამ მოპასუხეს პასუხი არ დაუდასტურებია ხელმოწერით, რის გამოც მხარეთა შორის არ დადებულა დამატებითი შეთანხმება. შესაგებელზე თანდართული დამატებითი შეთანხმებაზე, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, მოპასუხის მიერ ხელი მოწერილია მოგვიანებით, მოსარჩელის ინფორმირების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 329-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ამასთანავე, სამოქალაქო კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს თანმყოფი და არათანმყოფი პირებისადმი შეთავაზებულ ოფერტზე თანხმობის ვადას. კერძოდ, 330-ე მუხლის თანახმად, არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებილი, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს. შესაბამისად, არათანმყოფი პირისათვის შეთავაზებული ოფერტზე აქცეპტისთვის დადგენილია გარკვეულწილად გონივრული ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ფაქტების კონსტატაციის მასალები, რომლის თანახმადაც, 2----–-–-----------ს დამატებითი შეთანხმება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილია ამავე თარიღში 2----–-–----------ს, თუმცა წარმოდგენილი მასალებიდან არ იკვეთება მოპასუხის მიერ შეთავაზებაზე გონივრულ ვადაში თანხმობის დადასტურება, რის შემდეგადაც ნების გამოვლენა ცხადი გახდებოდა მოსარჩელისთვისაც. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, გარიგების დადებისთვის აუცილებელი არსებობდეს მხარეთა ნება. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, არ დასტურდება მოპასუხის მიერ დამატებითი შეთანხმების შეთავაზებაზე - ოფერტზე გონივრულ ვადაში გამოხატული თანხმობა აქცეპტის ფორმით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი ხელშეკრულების დადების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება 2----–-–-----------ს სს „ბ------------ საგადახდო დავალება (ს.ფ.356), რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ ბენეფიციარისთვის (მესამე პირისთვის „---------ისთვის) საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით ჩარიცხულია 32 800 ევრო. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას ითვალისწინებს როგორც ზეპირი ან წერილობითი გარიგების საფუძველზე, ისე კონკლუდენტური მოქმედებებითაც. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სწორედ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული საბანკო გადარიცხვა არ არის შესრულებული მხარეთა შორის და ობიექტურად მოპასუხის ქმედება ვერ განიხილება კონკლუდენტურ მოქმედებად და თანხმობად დამატებითი ხელშეკრულების პირობებზე, რადგან იგი შესრულებულია არა მოსარჩელის მიმართ, არამედ თავად მოპასუხის კრედიტორის (მესამე პირის) მიმართ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, მისი განმარტება და მითითება იმასთან მიმართებით, რომ 2----–-–------------–-- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა 2----–-–----------ს დადეს დამატებითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფაქტების კონსტანტაციის მასალები (ს.ფ. 275-298)

 

3.4. მხარეთა შორის გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2----–--–- შეკვეთებით №---------------------------------------------------------------------------------- განხორციელებული გადაზიდვების ღირებულებიდან გამომდინარე მოპასუხე შპ------------------------“ მიერ ასანაზღაურებელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 35 050 აშშ დოლარს და 850 ევროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია თავად გადასახდელი დავალიანების მოცულობა, წარმოდგენილ დაზუსტებულ შესაგებელში მან თავადვე მიუთითა, რომ 2015 წლის 23 მარტის თვის შუა რიცხვამდე შ------------------------ შეკვეთის შესაბამისად ა--------–-------–----ს მიერ შესრულდა ჯამში 35 050 აშშ დოლარის და 2 750 ევროს ღირებულების მომსახურება, საიდანაც 1 900 ევრო შ------------------------ მიერ გადახდილი იქნა ა--------–-------–----ს სასარგებლოდ და დარჩენილმა თანხამ შეადგინა 35 050 აშშ დოლარი და 850 ევრო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მოსარჩელის მიერ 2----–--–- შეკვეთებით №---------------------------------------------------------------------------------- განხორციელებული გადაზიდვების ღირებულების ოდენობა, ასევე მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. მოპასუხემ სადავო გახადა, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დამატებითი ხელშეკრულებით, რომლიც თავისი შინაარსით წარმოადგენს პირობით გარიგებას, დავალიანების გადახდა დაუკავშირდა პირობით გარიგებას და ამ გარიგებით განსაზღვრული გარემოებები ჯერ არ დამდგარა, რაც მისი განმარტებით გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 2----–-–------------–-- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა 2----–-–----------ს დადეს დამატებითი ხელშეკრულება №3-----, ამასთან მოპასუხე ფაქტობრივად არ უარყოფს დავალიანების არსებობის ფაქტს და ოდენობას, შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნევა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2----–--–- შეკვეთებით №2---------------------------------------------------------------------------------------------- განხორციელებული გადაზიდვების ღირებულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 35 050 აშშ დოლარს და 850 ევროს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

საქმეებზე „დევიერი ბელგიის წინააღმდეგ“ და „დელკური ბელგიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა“ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს „დასაბუთებული“ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება .

 

3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

3.8. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება- მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. კერძო სამართალი ხელშეკრულების ამ სახის განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით, უფრო ახლოს დგას იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას.

 

3.9. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ექსპედიტორი ვალდებულია საკუთარი სახელით ანაზღაურებისათვის და კლიენტის ხარჯით ორგანიზება გაუწიოს სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის გადამზიდ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების შინაარსის და საგნის თანახმად, მხარეთა შორის დადებულია სატრასნსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება.

 

3.10. სასამართლომ მიუთითა, რომ საექსპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.

 

3.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალე გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამასთან, 743-ე მუხლის თანახმად, პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ექსპედიტორი გადასცემს ტვირთს სატრასნპორტო ორგანიზაციას.

 

3.12. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

3.13. სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

 

3.14. ამასთან, სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

3.15. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - თანხის გადახდის შესრულებას. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად. ამასთან, დადგენილია მხარეთა შორის გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ 2----–--–- შეკვეთებით №2------------------------------------------------------------------------------------ განხორციელებული გადაზიდვების ღირებულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 35 050 აშშ დოლარს და 850 ევროს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების მოცულობის ან/და მისი შეუსრულებლობის ფაქტი არ გამხდარა სადავოდ. მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის შესრულების ვადა დაუკავშირა სხვა პირობით გარიგებას. აღნიშნული გარიგება კი სასამართლომ არ მიიჩნია მხარეთა შორის დადებულად.

 

3.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს ა--------–-------–----ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხე შ----------------------- მოსარჩელე ა--------–-------–----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35 050 აშშ დოლარის და 850 ევროს ექვივალენტის ლარში ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. აპელანტმა ასევე სადავოდ გახადა იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და მოითხოვა აღნიშნული შუამდგომლობის ხელახლა განხილვა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ ცნო დადგენილად მხარეთა შორის 2----–-–-----------ს პირობითი გარიგების არსებობა, რომლის მიხედვითაც მხარეთა მოთხოვნის განხორციელება კონკრეტული პირობის დადგომაზეა დამოკიდებული და არამართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შპ----------------------- და ს----------------------ა ს------------------ შორის მიმდინარე დავის დასრულებამდე, ვინაიდან მითითებულ დავასა და განსახილველ საქმეს შორის არსებობს აუცილებელი კავშირი და მითითებული საქმის დასრულებამდე ობიექტურად შეუძლებელია განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა - ს----------------------ასა და შ------------------------ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას (ანაზღაურდეს ან არ ანაზღაურდეს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი) მოცემულ საქმეზე გააჩნია პრეიუდიციული ძალა.

 

5.2. სასამართლომ დამატებითი ხელშეკრულების დადების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა 2----–-–-----------ს სს „ბ------------ საგადასახადო დავალება, რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ბენეფიციარისათვის საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით ჩარიცხულია 32 800 ევრო. 2----–-–-----------ს დამატებით ხელშეკრულების №3----- მითითებულ ხელწერილში პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ ა--------–-------–---- ნებას რთავს შ----------------------- ისარგებლოს მისი ფულადი სახსრებით 35050 აშშ დოლარისა და 850 ევროს ოდენობით ორივე მხარის მიერ 2--------- წლის 3----- დამატებითი ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში, ამასთან ა--------–-------–---- უთითებს ინვოისებს № 2---------------------------------------

 

5.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაზიარა მოპასუხის შედავება, რომ ვინაიდან შ------------------------ არ უარყო 2----–-–----------ს შემოთავაზებული შეთანხმება, მოსარჩელეს, მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეთანხმება დადებულად უნდა მიეჩნია, რასაც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფდა შ------------------------ მოქმედება, ნებართვის შესაბამისად თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ა--------–-------–----სთვის ცნობილი იყო. სხვა გარემოებებთან ერთად, მათ შორის არსებული კომუნიკაციაც თავისთავად გამორიცხავს იმ ვარაუდს, რომ ა--------–-------–----სთვის შეიძლება უცნობი ყოფილიყო შ------------------------ მიერ კონკლუდენტური მოქმედებით აქცეპტის განხორციელება. ამ დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებებიდან. კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა, რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე ისე, რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას, რაც განხორციელდა კონკრეტულ შემთხვევაში შ------------------------ მიერ.

 

5.4. ა--------–-------–----ს მიერ წარმოდგენილი „სკაიპის“ მიმოწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ ა--------–-------–----------–----------------------- შორის არსებობს აქტიური კომუნიკაცია. ა--------–-------–---- მიუთითებს მის მიერ შ------------------------------ მიყენებული ზარალის გამომუშავებაზე და ამასთან, აღნიშნული ჩანაწერი ვერაფრით ვერ იქნება მიჩნეული შ------------------------ მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარად, როგორც მოსარჩელე მხარეს აქვს წარმოდგენილი თავის პოზიციაში. ამასთან, მოსარჩელე მხარე ახდენს მასსა და შ----------------------- შორის განხორციელებული „სკაიპის“ მიმოწერის არასწორ ინტერპრეტაციას. ვინაიდან, ტვირთი რომლის გადაზიდვასაც შ------------------------ დაკვეთით ახორციელებდა ა--------–-------–---- და რომელიც გადაზიდვის დროს დაიკარგა, წარმოადგენდა სახელმწიფო მნიშვნელობის საქონელს.

 

5.5. მოცემულ შემთხვევაში, ა--------–-------–----- თავისი მოთხოვნა (35050 აშშ დოლარისა და 850 ევროს ოდენობით) დაუკავშირა სამომავლო მოვლენას, კერძოდ, თუ ს--------------------------------------- შ----------------------- აუნაზღაურებდა ზიანს, ამ შემთხვევაში ა--------–-------–---- არ იტყოდა უარს თავის მოთხოვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი უარს ამბობდა მოთხოვნაზე. ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, 2----–-–-----------ს შეთანხმებით განსაზღვრული არცერთი პირობა არ არის დამდგარი, შესაბამისად, ან-------–-----–----- მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე არ დასრულდება დავა შპ----------------------- და“---------------------------------------------- შორის და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.

 

გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სრულად არის აღიარებული ან--------–-------–----ა და შ----------------------- შორის 2----–-–------------–- გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, იმ ფაქტობრივი საფუძვლებისა და მოცულობის ფარგლებში, რაც სარჩელშია მითითებული. შესაბამისად, პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ შ------------------------ შეკვეთის შესაბამისად, ა--------–-------–----ს მიერ შესრულებულია ჯამში 35 050 აშშ დოლარის და 2 750 ევროს ღირებულების მომსახურება, საიდანაც შ------------------------ მიერ, ა--------–-------–----ს სასარგებლოდ, გადახდილია მხოლოდ 1 900 ევრო და დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 35 050 აშშ დოლარსა და 850 ევროს.

 

9.2. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2----–-–----------ს შემდგარი დამატებითი შეთანხმების #3----- მიხედვით, მხარეებმა სადავო დავალიანების დაფარვა კონკრეტული პირობის დადგომას დაუკავშირეს. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ა--------–-------–---- შ------------------------------, 2----–-–------------–- გაფორმებული სატრანსპორტო ექსპედირებისა და გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების (35 050 აშშ დოლარისა და 850 ევროს ანაზღაურება) შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოეთხოვა, თუ ს---------------------------------------- შ----------------------- აუნაზღაურებდა 94 269.28 ევროს ოდენობით ზიანს. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ დღეის მდგომარეობით არ არის გადაწყვეტილი და მიმდინარეობს დავა 94 269.28 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ჯერ არ დამდგარა ა--------–-------–----ს მიერ შ------------------------ მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნისათვის 2----–-–-----------ს შეთანხმებით განსაზღვრული პირობა, რაც აპელანტის მოსაზრებით, ასევე, საფუძველია იმისა, რომ მოცემული საქმის განხილვა შეჩერდეს შპ----------------------- და ს----------------------ა ს------------------ შორის 94 269.28 ევროს ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმდინარე სამოქალაქო დავის დასრულებამდე, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად თქვა უარი.

 

9.3 მოსარჩელის განმარტებით, მართალია, მის მიერ მოპასუხეს 2----–-–----------ს გაეგზავნა ხელმოწერილი შეთანხმება ზემოაღნიშნული პირობებით, თუმცა მოპასუხემ იგი გონივრულ ვადაში არ დაადასტურა ხელმოწერით, რის გამოც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება არ შემდგარა. შესაგებელზე თანდართული შეთანხმება კი, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, რეალურად მოპასუხის მიერ ხელმოწერილი იქნა გვიან, მოსარჩელის ინფორმირების გარეშე და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

10. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის 2----–-–-----------ს შეთანხმების არსებობა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობისა და შეფასების საგანს, სწორედ, მხარეთა შორის 2----–-–-----------ს დამატებითი შეთანხმების არსებობა/არარსებობის საკითხი წარმოადგენს.

 

11. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2----–-–-----------ს დამატებითი შეთანხმების არსებობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:

 

11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

11.2. სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. სამოქალაქო კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს თანმყოფი და არათანმყოფი პირებისადმი შეთავაზებულ ოფერტზე თანხმობის ვადას. კერძოდ, 330-ე მუხლის თანახმად, არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებილი, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს. ამდენად, არათანმყოფი პირისათვის შეთავაზებული ოფერტზე აქცეპტისთვის დადგენილია გონივრული ვადა.

 

11.3. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების თავისუფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

11.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ფაქტების კონსტანტაციის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ 2----–-–-----------ს დამატებითი შეთანხმება მოპასუხისთვის გაგზავნილია ამავე თარიღში 2----–-–----------ს, თუმცა წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება აღნიშნული შეთავაზებაზე მოპასუხის თანხმობა - ნება, რაც გარიგების დადების სავალდებულო შემადგენელია. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, გარიგების დადებისთვის აუცილებელი არსებობდეს მხარეთა ნება. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ.

 

11.5. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ დამატებითი ხელშეკრულების დადების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს 2----–-–-----------ს სს „ბ------------ საგადახდო დავალება (ს.ფ. 356), რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ ბენეფიციარისთვის (მესამე პირისთვის - ფ--–----------ს) საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით ჩარიცხულია 32 800 ევრო. პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული საბანკო გადარიცხვა არ არის შესრულებული მხარეთა შორის, რის გამოც მოპასუხის ქმედება ვერ შეფასდება კონკლუდენტურ მოქმედებად და თანხმობად დამატებითი ხელშეკრულების პირობებზე, რადგან იგი შესრულებულია არა მოსარჩელის მიმართ, არამედ თავად მოპასუხის კრედიტორის (მესამე პირის) მიმართ. ამასთან, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ ა--------–-------–---- ინფორმირებული იყო აღნიშნული საბანკო ტრანზაქციის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე, როგორც მოპასუხის მიერ დამატებით შეთანხმებასთან დაკავშირებით კონკლუდენტური მოქმედებით ნების გამოხატვაზე, მითითება, საფუძველს მოკლებულია და პალატა ვერ გაიზიარებს.

 

11.6. პალატის მოსაზრებით, ასევე, 2----–-–-----------ს დამატებითი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელ ვარგის მტკიცებულებად ვერ განიხილება საქმეში წარმოდგენილი სოციალური ქსელის - „სკაიპის“ საშუალებით განხორციელებული მიმოწერის ამონაწერი. პალატა აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მითითებული მტკიცებულება დასტურია იმისა, რომ 2----–-–----------ს გაგზავნილ ოფერტზე, მოპასუხე მხარემ მხოლოდ 8-9 თვის შემდეგ გასცა პასუხი (რაც სამოქალაქო კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გონივრულ ვადად ვერ შეფასდება), აღნიშნული მიმოწერის შინაარსით ასევე, არ დასტურდება, რომ მოპასუხემ თანხმობა განაცხადა 2----–-–----------ს შემოთავაზებულ დამატებით შეთანხმებაზე (იხ: 2016 წლის 27 თებერვლის მიმოწერა). ამდენად, მითითებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დამატებითი შეთანხმების შეთავაზებაზე - ოფერტზე გონივრულ ვადაში გამოხატული თანხმობა აქცეპტის ფორმით, რაც გამორიცხავს 2015 წლის 15 მაისის შეთანხმების არსებობას.

 

11.7. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2----–-–-----------ს შეთანხმება არ დადებულა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად აღნიშნულ შეთანხმებაზე მითითება საფუძველს მოკლებულია, რაც ასევე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ------------------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი