განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002492445
საქმე N3ბ/3287-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ--------–--ე;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს ,,თ--–--ი“;
წარმომადგენელი - ზ-----------ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
1. სააპელაციო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ--–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი), სს „თ--–--ის“ 2----–-–---------–--ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
2.2.1. სს ,,თ--–--მა’’ N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
2.2.2. სს ,,თ--–--მა’’ N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
2.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის აღდგენა განისაზღვრა სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 2----–-–-------------------------------
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ლ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტურის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით (ს.ფ. 23-26).
2.2.4. 2----–-–---------–--ს, მოსარჩელე მხარის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ზეპირი მოსმენა გაიმართა 2----–-–---------–--ს, თუმცა ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია (ს.ფ. N28- 33, 35).
2.2.5. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის 2----–-–---------–--ის N-------- წერილის თანახმად, N----------თვის ქ/ს ს---–---–--------- ს/ქN----------ის მიმართულებაზე, პრN----------ის საფუძველზე (თხრილის ფარგლებში) 103 მ2 ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3380,03 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტტეის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18409,77 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ს.ფ. N36).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ 2.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა)კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/დასხვასახის თანხმობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ასევე დადგენილია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილიად მიიჩნია, რომ სს ,,თ--–--მა’’ N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს,,თ--–--ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაშია მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგენა განისაზღვა სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 2----–-–-------------------------------
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ლ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტურის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით, თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა განხილული და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებისათვის (სს ,,თ--–--ი’’) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრტულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია, - შესაბამისობაში არ არის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს,,თ--–--ი’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც მათ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.
სასამართლომ ასევე დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნდა უფლებამოსილება ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორიცლებაზე 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობით სს ,,თ--–--ი’’-სათვის მიეცა შესაბამისი თანხმობა, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ, როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს „თ--–--ი“) კანონისაგან გასხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მხოლოდ თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენა გამოიწვევს ახალი ასფალტის დაზიანებას, რაც ზიანის მომტანი იქნება როგორ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ასევე მოსახლეობისთვის და მიუთითებს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-2 მუხლზე, რომლის პირველ პუნტში მითითებულია, რომ ამ წესის შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. ამ წესის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ან ამ წესით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი ტერიტორიის 1 წლის ვადაში დაზიანება ან/და ჩავარდნა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალსახაა, მითითებული დადგენილება დასაშვებად მიიჩნევს, ტროტუარის ასფალტის საფარის აღდგენას მხოლოდ ამოღებული თხრილის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს განმცხადებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან თუ ყველა თხრილის ამოღება და მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ზიანს მიაყენებს ასფალტის საფარს, მაშინ გაუგებარია რატომ შეიცავს მითითებული დადგენილება მხოლოდ ტროტუარის თხრილის ფარგლებში მოწყობის შესაძლებლობას (მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, ამ პირობებში როდესაც სადავო აქტში არ არის დასაბუთებული დამატებითი ვალდებულების დაწესების აუცილებლობა, მხოლოდ იმაზე აპელირება რომ დაზიანდება ასფალტის საფარი საფუძვლად ვერ დაედება სადავო აქტის მე-10 პუნქტის ჩანაწერის კანონიერებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ხოლო მე-7 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა)მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სს „თ--–--ის“ 2----–-–---------–--ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, (ე.წ. ვირტუალური უარი). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 2----–-–---------–--ს, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ზეპირი მოსმენა გაიმართა 2----–-–---------–--ს, თუმცა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი, გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება (სს „თ--–--ის“ 2----–-–---------–--ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ვირტუალური უარის კანონშეუსაბამობაც ამ ნაწილში სახეზეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე, ზემოხსენებული სამუშაოების განხორციელება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დადასტურების ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოების წარმოებაზე არსებობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა.
ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადების განხილვის წესს, გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხასა და თანხმობის გაცემის საფუძვლებს ადგენს N19-75 დადგენილების მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით.“ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა და ადგენს ოქმს.“
N19-75 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით: ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე თანხმობის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანხმობის შესახებ აქტის გამოცემისას განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად დაუწესოს დადგენილებაში ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეზღუდვა ან/და პირობა. ერთ-ერთ ასეთ შეზღუდვად/პირობად კი, N19-75 დადგენილება განსაზღვრავს განმცხადებლისთვის თხრილის ფარგლებში ტროტუარის აღდგენისა და ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას. ამასთან, კანონმდებლობა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს ქონების მართვის სააგენტოს მიერ განმცხადებლისთვის ზემოაღნიშნულის გარდა სხვა შეზღუდვისა და პირობის დაწესებას, რა დროსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებისას მან საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. ამავდროულად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოს ბოჭავს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებით, რითაც ზღუდავს მისთვის კანონით მინიჭებულ თავისუფლებას - დისკრეციას და ამით იცავს პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას კი უკავშირებს შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს განაპირობებს.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტომასალის საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ საპროექტო მონაკვეთზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ლ----------ის ქუჩის გასწვრივ, არსებობს ტროტუარი ასფალტის საფარით. ამასთან, აღნიშნული ასფალტის საფარი უმეტესწილად კარგ მდგომარეობაშია.
ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ქონების მართვის სააგენტომ, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, იმსჯელა მხარის მიერ წარდგენილი პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. შედეგად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არსებული ასფალტის საფარის კარგი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისი---------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტით მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. თბილისში, ლ----------ის ქუჩის გასწვრივ არსებულ ტროტუარზე გათხრითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ ტროტუარის მთლიან ფართზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო და კერძო ინტერესები თანაბრად არის მხედველობაში მიღებული, ვინაიდან, ქ. თბილისში, ლ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალების თაობაზე ქონების მართვის სააგენტოს დანაწესი გამომდინარეობს საჯარო ინტერესის დაცვის მიზნიდან, კერძოდ, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ სადავო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საპროექტო მონაკვეთზე არსებული ასფალტის საფარი უმეტესწილად კარგ მდგომარეობაშია. აღნიშნულის გამო, მიზანშეუწონელია გათხრითი სამუშაოების წარმოების ფარგლებში მისი დაზიანების შემდგომ ხსენებული ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ 2----–-–-----------ის No--------- გადაწყვეტილების No2 დანართის მე-10 პუნქტის მიღებისას, ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისთვის კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება მართლზომიერად იქნა განხორციელებული, რაც სასამართლოს უნდა გეთვალისწინებინა.
3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი ფარემოებები და ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესზე“, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტების გარდა სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენა. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი&ნბსპ; ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გაცემის ძირითად/სტანდარტულ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, აპელანტი აღნიშნავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟთან დაკავშირებით სამუშაოთა თავისებურებებისა და მახასიათებელების მხედველობაში მიღებით, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სააგენტომ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
სს ,,თ--–--მა“ 2----–-–-----------ს N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გაცემა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განიხილა წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. სააგენტოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ი“-ს განცხადება და მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მე-4 მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს გარკვეული შეზღუდვით ან/და პირობით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია ხაზობრივი ნაგებობის განთავსება განხორციელდეს იმგვარად, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, ასევე, ვინაიდან ტროტუარით სარგებლობენ მოქალაქეები, საზოგადოების/მოქალაქეთა ინტერესს და მიიღო გადაწყვეტილება დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე კარგ მდგომარეობაში/ახალმოწყობილ მონაკვეთებში ტროტუარი აღდგეს არა მხოლოდ თხრილის ფარგლებში, არამედ სრულად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო, მე-7 მუხლი ადგენს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, რომლის თანახმად 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა და 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.&ნბსპ;
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ დაინტერესებული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ასევე გათვალისწინებული ყოფილიყო საჯარო ინტერესიც. ასევე აღვნიშნავთ, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ასევე ვალდებულია საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურება და აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, საჯარო და კეძო ინტერესების ურთიერთშეპირიპირების გზით უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობა. სააგენტოს უფლება აქვს განმცხადებელს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ასევე დაუწესოს შეზღუდვა ან/და სხვა პირობები.
2----–-–-----------ის N--------- გადაწვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც მაქსიმალურად გაითვალისწინა საჯარო და კერძო ინტრესები, კერძოდ: 1. ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურას, 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საიდანაც ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები, შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები დაიხარჯოს რაციონალურად და არ გახდეს საჭიროება ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობა და თანხები მოხმარდეს ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასპალტის საფარის კეთილმოწყობას. 3. მოქალაქეებს შეექმნათ გადაადგილების ნორმალური პირობები, არ მივიღოთ ქალაქში ხელოვნურად დაზიანებული ტროტუარები, სადაც შესაძლებელია მოქალაქეებმა (მათ შორის ბავშვებმა) მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანებები. მეორეს მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯები&ნბსპ; ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.&ნბსპ;
აპელანტი აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში ყოველდღიურად შედის სს ,,თ--–--ის“ და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების უამრავი განცხადება, რომლითაც ითხოვენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტრორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას და პირობად მოთხოვნილია ასფალტის საფარის აღდგენა მხოლოდ თხრილის ფარგლებში. სააგენტოს გადაწყვეტილებებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტროტუარებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას. ვინაიდან, აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებას ხოლო, რაც შეეხება ახალმოწყობილ და დაუზიანებელ ტერიტორიას, მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ითხოვს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას - ასფალტის საფარის ტროტუარის მთლიან ფართზე აღდგენას (წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე). სხვა დანარჩენ შემთხევაში სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ავრცელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებით დამტკიცებული - ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის `კ~ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდართულ პირობას - ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოსახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნას არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
აპელანტს მიაჩნია, რომ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტი მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სს ,,თ--–--მა’’ N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
4.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის აღდგენა განისაზღვრა სამუშაოს დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში 2----–-–-------------------------------
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ლ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტურის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით (ს.ფ. 23-26).
4.1.3. 2----–-–---------–--ს, მოსარჩელე მხარის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ზეპირი მოსმენა გაიმართა 2----–-–---------–--ს, თუმცა ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია (ს.ფ. N28- 33, 35).
4.1.4. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის 2----–-–---------–--ის N-------- წერილის თანახმად, N----------თვის ქ/ს ს---–---–--------- ს/ქN----------ის მიმართულებაზე, პრN----------ის საფუძველზე (თხრილის ფარგლებში) 103 მ2 ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3380,03 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტტეის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18409,77 ლარს, დღგ-ს ჩათვლით ს.ფ. N36.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას მიაქცევს სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა ასევე მოსარჩელე ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების (ვირტუალური უარი), სს „თ--–--ის“ 2----–-–---------–--ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობას. დავის სააპელაციო ინსტანციაში მიმდინარეობისას ქ. თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა სს ,,თ--–--ის“ 2----–-–---------–--ის N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 2----–-–---------------ს N--- ბრძანებით. ამდენად, ვირტუალური უარი, რომლსაც სს ,,თ--–--ი“ სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ იქნა წერილობითი ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციაში სს ,,თ--–--მა“ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის N--- ბრძანების ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განიმარტოს ვირტუალური უარის გასაჩივრების წესი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან პალატის მოსაზრებით, აპელანტ ადმინისტრაციულ ორგანოთა სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ადმინისტრაციულ ორგანოთა არასწორი პრაქტიკის განვითარება.
აპელანტები მიიჩნევენ, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი არსებითად ემსჯელა ვირტუალური უარის კანონიერების საკითხზე არსებითად, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევას მიიჩნევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები მიიჩნევენ, რომ აქტის გამოცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების ე.წ. ვირტუალური უარის კანონიერების არსებითად შემოწმება დაუშვებელია, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საკითხი არსებითად არ წყდება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლებას, რომელიც თავის მხრივ მოქცეულია ამავე კოდექსის მე-13 თავში, რომელიც არეგულირებს ადმინისტრაციულ წარმოებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამდენად, ხსენებული ნორმის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე გამოცემული აქტის გასაჩივრების უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილი არეგულირებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, ისეთ შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის. ამასთან, ასეთ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუკი ადმინისტრაციული ორგანო დაარღვევს ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ვადას და მიიჩნევა გამოცემაზე უარად, რაც საჩივრდება ადმინისტრაციული საჩივრით ამ თავით - მე-13 თავით დადგენილი წესით. ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ ვადას. კერძოდ, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ე.წ. ვირტუალური უარი წარმოადგენს ადმინსტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდება ადმინისტრაციულ ორგანოში ზაკ-ის მე-13 თავით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ამგვარი აქტის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების უფლებას, იგი არ მიუთითებს სამართალწარმოების გზით დავის გაგრძელებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ქონდა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2---------წ. N--- ბრძანების გამოცემამდე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევას. საჩივრის განხილვისავის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების წესს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კერძოდ, კი 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის გასვლას უკავშირებს გასაჩივრების ვადის დინებას, რაც ერთის მხრივ საჩივრის ავტორს ართმევს შესაძლებლობას დაიკავოს პასიური როლი და არაგონივრული ვადით ელოდოს მისაღებ გადაწყვეტილებას, ხოლო მეორეს მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მასზე დაკისრებული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადებში. საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის გასვლა გულისხმობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის გამოცემას, რომელიც ვირტუალური ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიცავს დასაბუთებას. შესაბამისიად, ასეთი აქტის გამოცემიდან (საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან) იწყება მისი გასაჩივრების ვადის დინება და იგი ამოიწურება 1 თვეში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაინტერესებული პირი საკუთარ უფლებას ვეღარ დაიცავს სასამართლო წესით, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შედეგად გამოცემული აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებისათვის კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ ვადას (ზაკ-ის 180.3 მუხლი), რაც განსხვავდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევით გამოცემული აქტის სასამართლოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაზე. ამ უკანასკნელისათვის კანონმდებლობა ითვალისწინებს 1 თვიან ვადას (სასკ-ის 22.3 მუხლი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავით დადგენილი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესები. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო გამოცემული ვირტუალური უარის გასაჩივრებას. სადავო აქტის ვირტუალური ხასიათი აღმოფხვრილ იქნა სააპელაციო ინსტანციაში, როდესაც წარმოდგენილ იქნა აქტის წერილობითი ფორმა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არსებითად უნდა შეფასდეს სადავო აქტის კანონიერება.
დადგენილია, რომ სს ,,თ--–--მა’’ N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის” წერილობითი თხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ.თბილისში, ლ----------ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, №1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, №2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, №3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, აქტი ძალაში შედის მისი გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. (ელექტრონული ფორმით გაცემული აქტის გაცნობისთვის დაინტერესებულ მხარეს განესაზღვრება ვადა სააგენტოს მიერ აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ აღნიშნულ ვადაში დაინტერესებული პირი აქტს არ გაეცნობა, აქტი ითვლება ძალადაკარგულად).
ამავე გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ლ----------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი, ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი უნდა იქნეს არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დანართი N2-ის მე-10 პუნქტის ნაწილში სს ,,თ--–--მა“ გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც დარღვეულ იქნა საჩივრის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადა, რაც გახდა სარჩელის სასამართლოში წარმოდეგენის საფუძველი. მოგვიანებით, 2----–-–---------------ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,თ--–--ის“ საჩივარზე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ქ. თბილისში, ლ---------ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალების თაობაზე ქონების მართვის სააგენტოს დანაწესი გამომდინარეობს საჯარო ინტერესის დაცვის მიზნიდან, კერძოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომ სადავო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საპროექტო მონაკვეთზე არსებული ასფალტის საფარი უმეტესწილად კარგ მდგომარეობაშია. აღნიშნულის გამო, მიზანშეუწონელია, მიწის გათხრის სამუშაოების წარმოების ფარგლებში ასფალტის დაზიანების შემდგომ, მისი საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი“, რომლის მე-4 მუხლით გასაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა დამატებით სხვა პირობების დადგენა მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მოტივად ადმინისტრაციული ორგანო ასახელებს იმ გარემოებას, რომ სანებარვო ობიექტზე არსებული ასფალიტის საფარი იყო კარგ მდგომარეობაში და მისი დაზიანების შემდეგ მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი. ადმინისტრაციული ორგანო არ აპელირებს მხოლოდ თხირილის ფარგლებში აღდგენის შემთხვევაში ასფალტის საფარის მარტივად დაზიანების ალბათობაზე, შესაბამისად, ძირითად მოტივს წარმოადგენს მისი ვიზუალური მხარე. ამასთან, ასეთი სამუშაოების განხორციელების შედეგად წარმოებული აღდგენითი სამუშაოების არაჯეროვნად/უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმს.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლება დამატებითი შეზღუდვის დაწესების თაობაზე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და დაუშვებელია აღნიშნული დანაწესის გავრცელება ყველა სამუშაოებზე, ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოების შესწავლის გარეშე. იგი უნდა წარმოადგენდეს აუცილებელი გარემოების შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ--–--ი“ ახორციელებდა სამუშაოებს ერთ ობიექტზე, ადგილი არ ქონდა სხვადასხვა ადგილზე გადათხრითი სამშაოების ჩატარების საჭიროებას, შესაბამისად, ასფალტის საფარის ვიზუალური მხარის დარღვევას ვერ ექნებოდა იმგვარი სახე, რაც გადაწონიდა კერძო პირის უფლებას ემოქმედა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შეზღუდვით და არ მომხდარიყო დამატებითი შეზღუდვის დაწესება.
დადგენილია, რომ თხრილის ფარგლებში - 103 მ2 ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 380,03 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით, ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 18 409,77 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. პალატას მიაჩნია, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა მოსარჩელის მიერ მხოლოდ თხრილის ფარგლებში ასფალტის საფარის აღდგენით საჯარო ინტერესს უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა თუ მოსარჩელის მიერ დამატებით 15029.74 (18409,77-3380,03=15029.74) ლარის ხარჯის გაწევა წარმოადგენს უფრო აღმატებულ ზიანს კერძო პირისთვის. პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო საჯარო და კერძო ინტერესთა შორის ბალანსის ჯეროვანი დაცვა. მხოლოდ ერთ ობიექტზე თხრილის ფარგლებში ასფალტის საფარის აღდგენის შედეგად არსებული გზის საფარის ვიზუალური მხარე ვერ გახდება უფრო აღმატებული სიკეთე კერძო პირის მიერ დამატებით 15029,74 ლარის ხარჯის გაწევასთან შედარებით. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების არაჯეროვან გამოყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ,,თ--–--ს“ გაუმართლებლად დაუწესა დამატებითი ვალდებულება. მას სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით ევალებოდა თხრილის ფარგლებში საფარის აღდგენა, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებით საჭიროებს 3380,03 ლარის ხარჯს, ხოლო აღნიშნულის გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების არასწორად გამოყენების შედეგად დაწესებული ვალდებულება ტროტუარის მთელ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის აღდგენის მოთხოვნის შესახებ, რაც დამატებით საჭიროებს 15029.74 ლარის ხარჯს, წარმოადგენს უსაფუძვლოდ დაკისრებულ ვალდებულებას და სადავო აქტი აღნიშნულ ფარგლებში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნულ ფარგლებში უნდა იქნეს ბათილად ცნობილი ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის N--- ბრძანებაც.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი საფარის მოწყობის ვალდებულება მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს, თუმცა ამავე ტროტუარზე არსებული თხრილის ფარგლებში საფარის აღდგენა მის ვალდებულებას წარმოადგენს. მოსარჩელის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტის გასაჩივრება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, გულისხმობს მათ შორის თხრილის ზომის ფარგლებში ასფალტის საფარის მოწყობის ვალდებულების დაკისრების გასაჩივრებასაც, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ თხრილის ზომის მიღმა ტერიტორიაზე დაკისრებული ასფალტის საფარის აღდგენის ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს პირველი ინსტრანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება და ბათილად იქნება ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ლ----------ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ასევე ბათილად იქნება ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის N--- ბრძანება.
5. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,თ--–--ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 50 ლარი დაეკისროს მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი 150 ლარიდან 75 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, დარჩელი 75 ლარის გადახდა კი უნდა დაეკისროს სს ,,თ--–--ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,თ--–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,თ--–--ს“ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა დაევალა, თხრილის ზომის მიუხედავად;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–--------------ის N--- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის“ წარმომადგენლის საჩივარი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2----–-–-----------ის N--------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტით სს ,,თ--–--ისთვის“ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობის დავალების ბათილად ცნობის შესახებ.
6. სს ,,თ--–--ის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ;
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს სს ,,თ--–--ს“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე: ილონა თოდუა
გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე