განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
240210118001409790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210118001409790

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1220-2018 27 თებერვალი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,მ--------–-- წ--–---“ ქ------- ე------ შპს ,,A---------” ნ----- წ----–--ე, ა-–---------- ი-----–----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს ,,A---------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებული იქნა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,A---------”-მა, 2010 წლის 07 ოქტომბრიდან-2013 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, შპს ,,მ--------–-- წ--–---“ სესხის სახით, პერიოდულად გადაურიცხა 610972 აშშ დოლარი, რაც დასტურდება თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებით, სადაც ასევე მითითებულია გადარიცხული თანხის დანიშნულება. მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი სარჩელის წარდგენა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ, როგორც სარჩელზე, ასევე დაზუსტებულ სარჩელზე წარადგინა მარტივი წერილობითი შესაგებელი, სადაც დააფიქსირა: „არ ვეთანხმები“, „არანაირი თანხა არ მიგვიღია სესხის სახით, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს და არასოდეს არ არსებულა სასესხო ურთიერთობა, „აღნიშნული თანხა დამფუძნებლის მიერ ნამდვილად იქნა შემოტანილი“ (ტ.1.ს.ფ.173-180, 264-270). საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა შპს ,,A---------”-ს მხრიდან შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დროს თანხების, ჯამში 610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა შპს ,,A---------”-ს საკუთრებას, იგი სესხის სახით არ ჩარიცხულა და არ ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა სხვა, ამჟამად გარდაცვლილ პირს - ნ----–- ჯა--–--ს, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობით დაგროვილ თანხას რიცხავდა დ----- ბუ--ის (შპს ,,A---------”-ს დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში და მისი მეშვეობით ახდენდა თანხის საქართველოში შემოტანას. შპს ,,A---------”-ს მიერ შპს ,,მ--------–-- წ--–---სთვის“ სადავო თანხის ჩარიცხვაც წარმოადგენდა ამ სქემის ნაწილს, რაც უნდა მიმართულიყო შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს, მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს სარჩელი შპს „მ--------–-- წ--–---ს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე; 2. დაეკისროს, მოპასუხე შპს „მ--------–-- წ--–---“ (ს/კ 4--------), მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს (კომპანია N-------) სასარგებლოდ, 610972 აშშ დოლარის გადახდა; 3. დაეკისროს, მოპასუხე შპს „მ--------–-- წ--–---“ (ს/კ 4--------), მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს (კომპანია N-------) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი თანხის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოპასუხე შპს „მ--------–-- წ--–---“ (ს/კ 4--------) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტიდან. საწარმოს 25-25% წილის მფლობელი პარტნიორია ა---------– ჯა--–-- და დ----- ბუ--ე, ხოლო 50%-ის ი----- წუ-–--ა. საწარმოს დირექტორია-ლ-–- ნა------. შპს „მ--------–-- წ--–---ს“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალური (გაზიანი და უგაზო) წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია. 2.2. მოსარჩელე, შპს ,,A---------” (კომპანია N-------), 2008 წლის 8 ივლისს ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიად და რეგისტრირებულია ი---–--------------–---------------- რეგისტრაციის ბიუროში. კომპანიის დირექტორი და კომპანიის აქციონერია დ----- ბუ--ე. კომპანიის ი-----დიული მისამართია - დ---- ბ------------ა და ჩ------–----- ი---–------- გ--------------–- ს-------, ლ---------------------------------------------- სართული. 2.3. 2010 წლის 1 იანვრიდან-2014 წლის 30 ივნისამდე, შპს ,,A---------”, შპს “მ--------–-- წ--–---“ პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც ჯამში 610 972 აშშ დოლარი შეადგინა. საბანკო დოკუმენტაციების მიხედვით, ყველა შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვის დანიშნულებად დაფიქსირებულია სესხი. 2.4. შპს ,,A---------”-ს მიერ ჩარიცხული თანხა -610 972 აშშ დოლარი მიღებულია შპს “მ--------–-- წ--–---“-ს მიერ, თუმცა მოპასუხეს არც ერთხელ გაუპროტესტებია, არ გამოუხატავს პრეტენზია სესხის არარსებობაზე და ყველა შემთხვევაში, თანხას იღებდა იმ სახით, რა სახითაც იყო გამოგზავნილი. გარდა ამისა, საბუღალტრო დოკუმენტაციაში ეს თანხა, არც ერთხელ არ აღრიცხულა სესხის სახით და არც მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ხარჯის სახით ასახული არ ყოფილა. 2.5. 2016 წლის 16 თებერვალს, შპს ,,A---------”-ს დირექტორმა დ----- ბუ--ემ წერილით მიმართა შპს ,,მ--------–-- წ--–---“ და მოითხოვა, სესხის - 757,486.00 აშშ დოლარისა და პროცენტის - 363.897.00 აშშ დოლარის გადახდა, რაც შპს ,,A---------” -სათვის დაბრუნებული არ ყოფილა. 2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, მ---- ჯა--–--მ (ნ----–- ჯა--–--ს შვილი) და მეუფე პ------- (პ----- ცა---) აღნიშნეს, რომ შპს „მ--------–-- წ--–---” დაფუძნებულია ნ----–- ჯა--–--ს მიერ, მისი ინიციატივითა და მისივე სახსრებით. ნ----–- ჯა--–-- ფინანსურად იმდენად იყო უზრუნველყოფილი, რომ მას, შპს „მ--------–-- წ--–---”-ს დასაფინანსებლად არ სჭირდებოდა სესხის აღება. იგი (ნ----–- ჯა--–--) ენდობოდა დ----- ბუ--ეს, როგორც კარგ ფინანსისტსა და ბიზნესმენს და მისი მეშვეობით ახდენდა რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დაგროვებული თანხის საქართველოში შემოტანას. კერძოდ, თანხებს რიცხავდა ოფშორულ კომპანიებში, რომელსაც დ----- ბუ--ე ნ----–- ჯა--–--სთან შეთანხმებით განკარგავდა. მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნ----–- ჯა--–--მ დაადგინა დ----- ბუ--ის მხრიდან მისი კუთვნილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და ფინანსური დანაკლისის ფაქტი. მეუფე პ------- განმარტებით, ის ცდილობდა დახმარებოდა მხარეებს ფინანსური დავის მოგვარებაში და ამ მიზნით ნ----–- ჯა--–--ს თხოვნით, არაერთხელ შეხვედრია დ----- ბუ--ეს (სხდომის ოქმი 11.05.2018 წ;26.06.2018წ). 2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, ა---- თო-----მ (შპს „მ--------–-- წ--–---ს“ ყოფილი დირექტორი) და მ--------- აფ–--–---მ (შპს „მ--------–-- წ--–---ს“ ყოფილი ბუღალტერი) იგივე გარემოებებზე მიუთითეს და დამატებით აღნიშნეს, რომ შპს „მ--------–-- წ--–---ს“ დაარსების შემდეგ, კომპანიაში ფინანსური საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ისინი უკავშირდებოდნენ ნ----–- ჯა--–--ს და შესრულებული სამუშაოს შესახებაც მას აწვდიდნენ ინფორმაციას. შპს „მ--------–-- წ--–---“, შპს ,,A---------”-სთან სესხის ხელშეკრულება არ დაუდვია და შპს ,,A---------”-ის მიერ ჩარიცხული თანხები საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში არც სესხის სახით და არც დეკლარაციაში ხარჯის სახით არ ასახულა (სხდომის ოქმი-11.05.2018 წ). დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 365-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010-2014 წლებში, შპს ,,A---------”-ის მიერ, შპს “მ--------–-- წ--–---“ პერიოდულად, სესხის დანიშნულებით ჩაერიცხა ჯამში 610 972 აშშ დოლარი, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში სადავოა თანხის მიზნობრიობა, ანუ სასესხო ურთიერთობის არსებობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა სესხის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას, კერძოდ, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემას, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღებას, რომ დაებრუნებინა იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 2.9. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გადარიცხული თანხები არ წარმოადგენდა სესხს და შპს „მ--------–-- წ--–---ს“ განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ამჟამად გარდაცვლილი ფიზიკური პირის, ნ----–- ჯა--–--ს მიერ, შპს ,,A---------”-ის მეშვეობით, ფინანსურ დახმარების მიზნით ჩარიცხულ თანხებს წარმოადგენდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ, თავისი პოზიციის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების თანახმად, ვერ აქარწყლებდა მოსარჩელის წერილობით მტკიცებულებებს.

ვინაიდან, მოპასუხეს არც ერთხელ არ გაუპროტესტებია, არ გამოუხატავს პრეტენზია სესხის არარსებობაზე და ყველა შემთხვევაში თანხას იღებდა იმ სახით, რა სახითაც იყო გამოგზავნილი, ამასთან თანხის გადარიცხვის დოკუმენტებში დაფიქსირებული იყო დანიშულება-სესხი, წარმოადგენდა საკმარისს, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად.

ის ფაქტი, რომ შპს ,,A---------”-ს მიერ ჩარიცხული თანხები საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში კრედიტის, ხოლო მოგების გადასახადის დეკლარაციაში ხარჯის სახით არ ასახულა, მოცემული ურთიერთობის შესაფასებლად არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან გარემოებებს, არ გამორიცხავდა სესხის არსებობას და დავის ბედს სხვაგვარად ვერ გადაწყვეტდა.

 

2.10. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის გარიგება წერილობით გაფორმებული არ ყოფილა, არ ადასტურებდა სესხის ნამდვილობას.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე საგულისხმოა ერთი დეტალი, კერძოდ, ხელშეკრულების ერთი მხარე, თანხის გამცემი საწარმოს-შპს ,,A---------”-ს დირექტორი დ----- ბუ--ე, იმავდროულად თანხის მიმღები საწარმოს, შპს “მ--------–-- წ--–---“-ს დამფუძნებელი და წილის მფლობელი პარტნიორია, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს მხარეებს, შპს ,,A---------”-სა და შპს “მ--------–-- წ--–---“ შორის ნდობის ხარისხს. ნდობის ფაქტორი თავის მხრივ ამცირებს იმ რისკებს, რაც ახლავს ზეპირ ხელშეკრულებას.

 

2.11. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის თანხის სესხად ჩარიცხვა ხდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, თუმცა, ვალდებულების შესრულების დრო მხარეებს შორის განსაზღვრული არ ყოფილა და სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია მისივე ნებით შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულება, დღემდე გადაუხდელი აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 610 972 აშშ დოლარი, სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თითქოსდა, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა შპს "A---------"-ს მიერ, შპს "მ--------–-- წ--–---"-სათვის ჩარიცხული თანხის, ჯამში 610 972 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო, მხოლოდ გადარიცხვის ქვითრები, დანიშნულებით-"სესხი", სხვა რაიმე სახის მტკიცებულება მათი მხრიდან არ წარმოდგენილა. არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადარიცხვის ქვითარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სესხის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. გარდა ამისა, მოსარჩელემ ვერც კი მოახსენა სასამართლოს, თუ როდის, რა გარემოებაში, ვის შორის შედგა სესხზე შეთანხმება, რა იყო ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები. 3.2. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხები ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ნ----–- ჯა--–--ს, რაც არასწორია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მხრიდან ვერ მოხდებოდა სადავო თანხის ნ----–- ჯა--–--სადმი კუთვნილების დამტკიცება, პირველ რიგში უნდა მომხდარიყო ზეპირი სესხის ხელშეკრულების ბუნებაში არსებობის დადასტურება, რაც თავისთავად მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო. მოსარჩელის მხრიდან კი არ მომხდარა არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც აღნიშნული ფაქტი დადასტურდებოდა. მოსარჩელემ, ასევე ვერ დაადასტურა, რომ "მ--------–-- წ--–----" იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა გადმორიცხული თანხა. 3.3. არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რადგანაც მოპასუხის მიერ არ გაპროტესტებულა გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებული "სესხი", აღნიშნული ადასტურებდა, რომ იგი დაეთანხმა სესხის აღებას და მის პირობებს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბუღალტერმა განმარტა, რომ კომპანიას არანაირი სესხი არ ჰქონდა აღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გაატარებდნენ ხარჯებში, რაც კომპანიისთვის პირიქით, უმჯობესი იქნებოდა. როდესაც პირველად ჩაირიცხა თანხა სესხის დანიშნულებით, სცადა აღნიშნულის გარკვევა. დამფუძნებლებმა, მათ შორის, ნ----–- ჯა--–--მ და დ----- ბუ--ემ განუცხადეს, რომ ეს თანხა არ წამოადგენდა სესხს, იყო ნ----–- ჯა--–--ს კუთვნილი თანხები და უნდა მოხმარებოდა კომპანიის განვითარებას. 3.4. შპს "მ--------–-- წ--–---"-მა სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულება- ნ----–- ჯა--–--ს კონტროლირებადი კომპანიიდან დ----- ბუ--ის კონტროლირებად კომპანიაში, ჰ--------------ში გადარიცხული თანხის-610 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ქვითარი. აღნიშნულ კომპანიას დ----- ბუ--ე თავად მოიხსენიებს, როგორც შპს "A---------"-სთან აფილირებულ კომპანიას და არც პროცესზე უარყვია, რომ აღნიშნული კომპანია მას ეკუთვნოდა. 3.5. სასამართლომ, სრულიად უგულვებელყო, რომ პირველი ჩარიცხვიდან, სარჩელის წარდგენამდე გასულია 8 წელი. ამდენად, მოთხოვნა უსაფუძვლობის გარდა, ხანდაზმულიცაა. 3.6. სასამართლომ შეფასება არ მისცა შპს "მ--------–-- წ--–---"-ს წესდებას, რომლის 5.3 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე, თუმცა, პარტნიორთა კრება სესხის აღების თაობაზე არ შემდგარა და ვერც შედგებოდა, რადგანაც კომპანიას სესხის სახით თანხა არ მიუღია. 3.7. სასამართლომ, ასევე უგულებელყო შპს "მ--------–-- წ--–---"-ს მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, 2010-2013 წლებში, კრედიტისათვის (სესხსისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები საზოგადოებას არ გააჩნდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს "A---------"-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.8.-2.11. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის მოსარჩელე შპს ,,A---------”-ის კუთვნილი ანგარიშიდან, 2010 წლის 1 იანვრიდან-2014 წლის 30 ივნისამდე, შპს “მ--------–-- წ--–---“-სთვის პერიოდულად, 610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის და ამ თანხების მოსარჩელესათვის დაუბრუნებლობის ფაქტი. სადავოა, თანხების გადარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. 4.4. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებელის) შეფასებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. მოცემულ საქმეში, სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოა მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სხვადასხვა დროს, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 610972 აშშ დოლარი; აღნიშნული თანხები საბანკო გადარიცხვების გზით მიიღო მოპასუხემ; სესხის დაბრუნების დრო მხარეთა მიერ არ იყო განსაზღვრული; მოპასუხემ მიღებული თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მოცემული ზემოხსენებული გარემოებები რელევანტურია და მიუთითებს სარჩელის არსებითობაზე (სსკ-ის 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლები). 4.5. შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოპასუხემ მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, სადაც აღიარებს თანხების მიღების ფაქტს, თუმცა უარყოფს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას (სადავოდ ხდის თანხების გადაცემის მიზნობრიობას) და, შესაბამისად, მათი დაბრუნების ვალდებულებას. აღნიშნული უარყოფა მოპასუხემ, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რაზედაც შესაგებელში არ მიუთითებია, კერძოდ, რომ შპს "A---------"-ის დირექტორი დ----- ბუ--ე შპს "მ--------–-- წ--–---"-ს ურიცხავდა ფიზიკური პირის-ნ----–- ჯა--–--ს კუთვნილ თანხებს, რაც თავდაპირველად ირიცხებოდა დ----- ბუ--ის კონტროლირებად სხვა კომპანიაში-ჰ--------------ში, შემდეგ კი დ----- ბუ--ე შპს "A---------"-ის მეშვეობით რიცხავდა შპს "მ--------–-- წ--–---"-ში. ამასთან, გადარიცხული თანხები მიზნობრივად კომპანიის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. 4.6. იმისათვის, რომ შეფასდეს არსებითია, თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს მიუთითებს, თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებელი არ უთითებს სარჩელის არც გამომრიცხავ და არც შემაფერხებელ გარემოებებზე, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. 4.7. პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე მუხლი), რომელიც შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება მსესხებელის საკუთრებაში ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან, მხოლოდ თანხის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამიტომ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სადავოა საფუძველი (სესხი თუ სხვა ხელშეკრულება), მაშინ იმ ფაქტის დადგენა - თანხის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა სესხის ხელშეკრულება, განპირობებულია მოპასუხის შედავებით. უფრო ზუსტად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, მოპასუხე რამდენად აქარწ--–--- მოსარჩელის მითითებას არსებობაზე. მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“, „არანაირი თანხა არ მიგვიღია სესხის სახით, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს და არასოდეს არ არსებულა სასესხო ურთიერთობა, „აღნიშნული თანხა დამფუძნებლის მიერ ნამდვილად იქნა შემოტანილი“-არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ვითარება, როცა მოპასუხის შედავების არსი მიუთითებს იმაზე, რომ მან თანხები მიიღო, მაგრამ არ სურს ამ თანხების დაბრუნება და არც უთითებს, ჰქონდა თუ არა მათი მიღების რაიმე სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ 19/02/2018 წლის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე Nას-1062-1022-2016). 4.8. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება და მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება. ამდენად, ზოგადად, არსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე უთითებს სესხზე, როგორც მოპასუხისათვის თანხების გადაცემის საფუძველზე, მოპასუხის მხრიდან შესაგებელით სასესხო ურთიერთობის, მხოლოდ უარყოფა არ არის საკმარისი მის საწინააღმდეგოდ ამოქმედებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რომ მან ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძველით. განსახილველ მოცემულობაში (როცა მოპასუხე არ უარყოფს სადავო თანხების მიღების ფაქტს და არც ის არის სადავო რომ მან ეს თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა) მოპასუხის მიერ თანხების მიღების ფაქტი, როგორც ასეთი, თავისთავად უკვე წარმოშობს ორ სავარაუდო შემთხვევას: ა) მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძველით; ბ) მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. არ შეიძლება პრეზუმფცია ეხებოდეს ლოგიკურად წარმოუდგენელ, უჩვეულო გარემოებას (გამონაკლისი შეიძლება იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული პრეზუმფციები, მაგალითად, კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც თავისი შინაარსით უფრო ფიქციაა და ა.შ.) აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სადავო თანხების მიღება მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ლოგიკურად იგულისხმება, რომ ამ თანხების მიღების საფუძველი არსებობდა. 4.9. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ შედავებას, სადაც მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელისაგან განსხვავებით თანხების ჩარიცხვის სხვა საფუძველზე, კერძოდ, რომ სადავო თანხა ეკუთვნოდა სხვა ფიზიკურ პირს, ამჟამად გარდაცვლილ ნ----–- ჯა--–--ს, რომელმაც რუსეთში, ბიზნეს საქმიანობით დაგროვილი თანხა საქართველოში შემოიტანა შპს ,,A---------”-ს დირექტორის, დ----- ბუ--ის კონტროლირებადი კომპანიის მეშვეობით, რაც უნდა მიმართულიყო შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, და რომ ეს თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა-პალატა განმარტავს: სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, რომც ჩაითვალოს, რომ მოპასუხემ, შესაგებლის წარდგენის შემდეგ, შესაბამის საპროცესო ეტაპზე განახორციელა შედავება სარჩელში მითითებული იმ ფაქტების უარსაყოფად, რომ სადავო თანხების მიღება განპირობებული იყო სესხის საფუძველზე, ვიდრე, სათანადო მტკიცებულებებით არ დაადასტურებს თანხების მიღების სხვა სამართლებრივ საფუძველს (მაგალითად, ჩუქება და სხვ.) ივარაუდება, რომ მოსარჩელეს მიერ მითითებული საფუძველი (სესხი) ნამდვილია. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მითითება, სხვა დანიშნულებითა და მიზნით თანხების მიღების თაობაზე ბუნდოვანია, მის მიერ მითითებული არცერთი ფაქტი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკმარის შემადგენლობას არ იძლევა. მოპასუხე არ უთითებს არცერთ გარემოებაზე, რაც გონივრული განსჯის შედეგად ცხადს გახდიდა სადავო თანხების მიღების სხვა საფუძველს. 4.10. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მოპასუხემ კი, არაკვალიფიცი----- შესაგებლის წარდგენისა და არაკვალიფიცი----- შედავების განხორციელების გამო, ვერ შეძლო მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის პრეზუმფციის გაქარწყლება. რაც შეეხება მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის გასაქარწყლებლად სსკ-ის 102-ე მუხლით გათალისწინებულ უტყუარი სახის სათანადო მტკიცებულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს "A---------"-ის სარჩელი სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ საფუძვლიანია. 4.11. სააპელაციო პალატა მოცემული დავის ფარგლებში მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების მიზნით დამატებით განმარტავს: სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია, მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ #ას-1470-2018; 15.02.2019). 4.12. განსახილველ შემთხვევაში, თუკი დადასტურებული არ იქნებოდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, მოპასუხეს მიღებული თანხების დაბრუნება მოსარჩელეს სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დაეკისრებოდა. უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ #ას-74-71-2016, 2016 წლის 25 მაისი). 4.13. მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლომ (2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-74-71-2016) აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილებას წარდგენილი შესაგებელი არ აბრკოლებდა, რადგან მასში არ იყო მითითება დაბრუნების კონდიქციის შემაფერხებელი, სსკ-ის 976- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული, რომელიმე წანამძღვრის არსებობაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ მოსარჩელემ სასესხო ურთიერთობის არსებობა ვერ დაამტკიცა, მოპასუხის მხრიდან თანხების მიღების სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის პირობებში ამოქმედდებოდა მეორე პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თანხების მიღებას. აღნიშნული კი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, რადგან კონდიქცი----- ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,A---------”-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,მ--------–-- წ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმიონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე