განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
190100118002658171
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002658171

საქმე #1ბ/115-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის

ადვოკატის: ი-----–-------–---–---–ის

მსჯავრდებულის: რ---–--------ის

თარჯიმნის: ზ----------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), რ---–--------ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------–----------------–-----–----------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---–--------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ------------–---------------–-----------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რ---–--------მა დედას შ---------------ს მოსთხოვა სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის მიცემა. როდესაც შ---------------მა შვილს უთხრა თანხის გადაცემაზე უარი, რ---–--------მა დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა, შემდეგ მუშტები რამდენჯერმე დაარტყა ჯერ თავში, შემდეგ კი მარჯვენა მკლავში. ძალადობის შედეგად, შ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

 

რ---–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ---–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ---–--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–-------–---–---–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა რ---–--------ის მიმართ დადგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ---–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ რ---–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---–--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - შ---------------ის, მ--------–----ს, ო--------–-----–---–ის, ბ----------–--ის ჩვენებებით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ---–--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ რ---–--------ს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ შ---------------ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ რ---–--------ი მისი შვილია. სახლის გაყიდვის შემდეგ იგი (დაზარალებული) საცხოვრებლად იმ ადამიანთან გადავიდა, ვისთანაც მუშაობს. 2018 წლის 3 სექტემბერს რ---–ი მივიდა და სახლის გაყიდვის შედეგად აღებულ ფულს სთხოვდა, რომლის მიცემაზეც უარი უთხრა. უარის შემდეგ რ---–--------მა მას (შ---------------ს) თავში დაარტყა და ხელი გადაუტრიალა, ეუბნებოდა, რომ თავს მოაჭრიდა. ხელი იმდენად ეტკინა, რომ ახლაც მალამოს ისვამს. მეზობლებმაც დაინახეს, როგორ სცემა რ---–მა. სურს ამ უკანასკნელის მკაცრად დასჯა, რადგან მისი ეშინია და მისი დანახვაც არ უნდა. სახლიც იმის გამო გაყიდა, რომ რ---–--------ი სვამდა და ყველაფერი დაუმტვრია, რის გამოც არის ქუჩაში.

 

დაზარალებულ შ---------------ის ჩვენებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეეხება 2018 წლის 3 სექტემბერს მის მიმართ მსჯავრდებულ რ---–--------ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე დადგენილი და დადასტურებულია მოწმეების ჩვენებით, კერძოდ, მ--------–----მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აჩვენა, რომ ცხოვრობს გარდაბანში და მისი სახლის ეზოდან ჩანს მ--------ის სახლი. 2018 წლის 3 სექტემბერს, საღამოს საათებში, ყვირილის ხმაზე გამოვიდა ეზოში და დაინახა, რომ დედა-შვილი სახლის ეზოში ჩხუბობდნენ, ეჯიკავებოდნენ ერთმანეთს, გაიგონა შ------ მ------ის სიტყვები, რომლითაც მიმართა შვილს - „მე მოხუცი ქალი ვარ და ჩემგან რა გინდაო?“. ასევე მან (მოწმემ) დაინახა, რომ შვილმა თავში დაარტყა ხელი დედას, რაზეც რ---–--------ს უთხრა (მ--------–----მ) კიდეც, რატომ ურტყამდა დედამისს. შემდეგ რ---–--------ს კიდევ უნდოდა დაერტყა შ------ისთვის, რისი უფლებაც არ მისცა ნ---------ამ, რომელთან ერთადაც ცხოვრობს შ------ მ------ი. მოწმე ო--------–-----–---–მა (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) კი სასამართლოში განაცხადა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში მივიდა შ---------------ი და ყვიროდა, რომ შვილმა სცემა, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა რ---–--------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს რ---–--------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დამნაშავე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას (ქმედებებს) - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას - შედეგად უნდა მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება. ტკივილის განცდა ძირითადად სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. ამრიგად, დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ქმედებამ (ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა ან დამცირებამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან ტანჯვა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა შ---------------მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში ნათლად გადმოსცა, რომ რ---–--------ის მხრიდან 2018 წლის 3 სექტემბერს, განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს და იგი შესაბამისობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, რ---–--------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ---–--------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ---–--------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ---–--------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ---–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ---–--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ---–--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

რ---–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე