განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002245882
საქმე №1ბ/1190-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ლე----------–----ს და რო-------------ს
ადვოკატების: მამ---------------ის და შო-------------–--ის
მსჯავრდებულის: მი--------------–--ის და ლე----------ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლე----------–----ს, ასევე მსჯავრდებულების მი--------------–--ის და ლე----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მი--------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-------------------------------–------------------------------- დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით;
ლე----------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული - მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------–--------------------------------–-------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, მი--------------–--ეს და ლე----------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ასევე, ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით ნასამართლევმა მი--------------–--ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ-------–------------------------------------–------------------------------–- მი--------------–--ემ და ლე----------ემ სცემეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მი----–------–--ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც გასტაცეს სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი.
2017 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისი, დ-----------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი მი--------------–--ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა.
2015 წლის 7 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ლე----------ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ-------–------------------------------------–--------------------------------–- მი--------------–--ემ და ლე----------ემ სცემეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მი----–------–--ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
2017 წლის 18 ნოემბერს, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ლე----------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------–--------------------------- რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ის გამოიძახეს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ქ. თბილისის ვ---------------–--- სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, სადაც ლე----------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებული ცივი იარაღი - დანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით, მი--------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მი--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.
მი--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, მი--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.
მი--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
ლე----------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
ლე----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლე----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
ლე----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
მი--------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ლე----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე----------–---მა, ასევე, მსჯავრდებულებმა მი--------------–--ემ და ლე----------ემ.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მი--------------–--ის და ლე----------ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
მსჯავრდებულმა მი--------------–--ემ მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
მსჯავრდებულმა ლე----------ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა ლე----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს, რის გამოც პროკურორ ლე----------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების მი--------------–--ის და ლე----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა არასწორი შეფასება. დაზარალებულ მი----–------–--ის დამაჯერებელი და უტყუარი ჩვენებით, ასევე მასთან თანხვედრაში მყოფი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეების: ტ-------------------–--------------–------------------------–---- ჩვენებებით, მი----–------–--ის ტელეფონის ნომრის შემავალი და გამავალი ზარების ნუსხით, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდება, რომ მი--------------–--ე და ლე----------ე მი----–------–--ისაგან ითხოვდნენ 1000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ მოკვლით და ოჯახის წევრების განადგურებით. შესაბამისად, სახეზეა გამოძალვის ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი. რაც შეეხება დაზარალებულის მობილური ტელეფონის დაუფლებას, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ მსჯავრდებულების ქმედება თანხის მოთხოვნიდან მობილური ტელეფონის გამორთმევამდე ერთიანია, ერთ ქმედებაში მოიაზრება და ტელეფონის დაუფლების ფაქტიც ექცევა გამოძალვის შემადგენლობაში. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მოწმე ლე-–-------–--–---–ის ჩვენებაზეც და განმარტავს, რომ ის მიზნად ისახავს მეუღლის - მი--------------–--ისათვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ მი----–------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში ფ----–-----------------ში მდებარე ირ----------–---–ის მშენებარე სახლში და ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს, სადაც გაიცნო მი--------------–--ე. ეს უკანასკნელი 2017 წლის 17 ნოემბერს ტელეფონზე დაუკავშირდა მი----–------–--ეს და სთხოვა ე.წ. „სტიაშკის“ დასხმა. საღამოს შვიდ საათზე მი--------------–--ემ და ლე----------ემ, რომელსაც ამ დღემდე არ იცნობდა, მიაკითხეს „------- მარკის, შავი ფერის ავტომანქანით. მი----–------–--ემ წაიღო სათანადო იარაღები და გაყვა ტაქსით. მივიდნენ დიღმის მასივში მდებარე მი--------------–--ის ბინაში, სადაც დახვდათ კე------–--ის მეუღლე და ბავშვი. ის(დაზარალებული)შეუდგა მუშაობას, რა დროსაც მი--------------–--ემ მოსთხოვა იატაკის ამტვრევა და მოსწორება, რაზედაც უარი განუცხადა, ვინაიდან არ ჰქონდა სათანადო ხელსაწყოები. უარის მიღების შემდეგ მი--------------–--ე გახდა აგრესიული, ხელი კრა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, წვდა ყელში, ურტყამდა ხელებს სახისა და თავის არეში, შემდეგ მას ლე----------ემ თავში დაარტყა. იგი დასვეს სკამზე და მი--------------–--ემ მოსთხოვა 1000 აშშ დოლარის მიტანა, ხოლო ლე----------ემ უთხრა, რომ შემდეგ ყოველთვიურად უნდა მიეტანა 1000 ლარი. ეს ყოველივე დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდებოდა. ბრალდებულები ძალიან აგრესიულები იყვნენ, დაემუქრნენ, რომ როგორც მას, ასევე მის მეუღლეს და შვილებს სიცოცხლეს მოუსპობდნენ. ამის გამო მას ძალიან შეეშინდა და უთხრა, რომ ბარათზე ჰქონდა 1700 ლარი და თუ წაიყვანდნენ, გამოიტანდა და გადასცემდა. დაზარალებულის განმარტებით, მი--------------–--ე საჭესთან დაჯდა, ლე----------ე მიუჯდა გვერდით და მიიყვანეს მის საცხოვრებელ მშენებარე სახლში ფერმწერთა დასახლებაში. მი----–------–--ემ სცადა პოლიციაში დარეკვა მი--------------–--ის სახლიდანაც და შემდეგ მანქანიდან, მაგრამ ტელეფონი წაართვეს. გადაიყვანეს ავტომანქანიდან და ხელკავით მიიყვანეს ჭიშკრამდე, რათა შესულიყვნენ შიგნით და ბარათი აეღოთ. როდესაც მათ დააპირეს ჭიშკრის გაღება, იმ დროს მოახერხა და გაიქცა; შევარდა რამდენიმე მეტრში მდებარე მაღაზიაში, სადაც მის ნაცნობებს ტუ-------------ასა და შო------------–---ს სთხოვა პოლიციაში დაერეკათ, ხოლო თვითონ ჩაიკეტა საწყობში და დაელოდა პოლიციის მისვლას. მისი განმარტებით, იყო ნაცემი, სისხლიანი, მომხდარის შედეგად დაზიანება ჰქონდა ყურზე, თავსა და კისერზე. სხეულის სხვა ნაწილებზე არსებული დაზიანებები მუშაობის დროს აქვს მიღებული. იმ დღის მერე, თავისი კუთვნილი ტელეფონი არ უნახავს. მან საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოიცნო ლე----------ე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტუ-------------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ღამით, კეტავდნენ მაღაზიას, რა დროსაც მაღაზიაში შევარდა შეშინებული მი----–------–--ე. იგი იყო ფეხშიშველი და ეცვა შავი, მკლავზე დახეული, თეთრად დასვრილი მაისური; კანკალებდა, ითხოვდა დახმარებას და რადგან თვითონ არ ჰქონდა ტელეფონი, მათ სთხოვდა პოლიციაში დარეკვას. შო------------–---მ დარეკა პოლიციაში. მი----–------–--ე კი პოლიციის მოსვლამდე ჩაიკეტა მაღაზიაში არსებულ პატარა ოთახში. ტუ-------------ას განმარტებით, მი----–------–--ის მისვლის შემდეგ გარეთ გაიხედეს, მაგრამ მადევარი არავინ უნახავთ, ჭი---–---ს არ უთქვამს, ვინ მისდევდა, ან ვინ სცემა. სახეზე სისხლი არ შეუნიშნავს, ნაცემი იყო.
ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შო------------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რა------------–--ემ განმარტა, რომ არის მი----–------–--ის მეგობარი. 2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე დაურეკა მი----–------–--ემ და უთხრა, რომ ნაცნობს სამუშაოდ მიყვებოდა და სახლში მოგვიანებით დაბრუნდებოდა. დაახლოებით 20:30 საათისათვის გააღვიძა ხმაურმა, ეზოში გამოსულს მესრის კარი ღია დახვდა, გზაზე გამოსულმა შენიშნა მი----–------–--ის ჩუსტები, რის გამოც დაურეკა მ-----–- ტელეფონზე. უცნობმა მამაკაცმა უპასუხა და უთხრა, რომ მან და მი----–------–--ემ დალიეს და სახლში იყო წასული.. გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დარეკა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ მიხეილი წამოყვანილი ყავდათ სახლთან და მალე მივიდოდა. რა------------–--ე გავიდა გარეთ, სადაც ნახა მი----–------–--ე და მასთან მყოფი პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებული იყო ნაცემი და შეშინებული. მასთან საუბრის შედეგად შეიტყო, რომ ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით, თუ არ მიუტანდა 1000 აშშ დოლარს. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს მი----–------–--ე, რა------------–--ემ კვლავ დარეკა მის ტელეფონზე, რა დროსაც უპასუხა ისევ იმ უცნობმა მამაკაცმა, უთხრა, რომ მი----–------–--ე იყო მთვრალი და ვერ იღებდა ტელეფონს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე მი----–------–--ის ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მი----–------–--ის მითითებით წავიდნენ შ. ნ--–------ს ქუჩის მიმართულებით, შ. ნ--–------ს ქუჩის მეორე და მეოთხე მიკრორაიონების გავლით მივიდნენ ფ----–-----------------თან, სადაც არის მშენებარე სახლი, მი----–------–--ემ განმარტა, რომ სწორედ ამ მშენებარე სახლში მუშაობს, ატარებს სარემონტო სამუშაოებს, აღნიშნულ სახლში მიაკითხა მი--------------–--ემ და თავის სახლში ცემენტის დასასხმელად წაიყვანა. მი----–------–--ემ ამავდროულად მიუთითა ფე---–--------------ის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი, მი--------------–--ის და მისი მეგობრის უკან დაბრუნების დროს მინდიამ გააჩერა ავტომანქანა, მი----–------–--ემ კვლავ მიუთითა ფ----–-----------------ზე, საიდანაც თავი დააღწია და გაიქცა მი--------------–--ისგან და მისი მეგობრისგან. მი----–------–--ემ მიუთითა ფ----–-------------------ში მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ხილბოსტნის მაღაზიაში იმყოფებოდა გაქცევის დროს. აღნიშნულის შემდეგ მი----–------–--ის მითითებით წავიდნენ ვა–-–-------ს მიმართულებით და განმარტა, რომ სწორედ ამ გზის გავლით წავიდნენ მი--------------–--ის საცხოვრებელ სახლში, ვა–-–-------ს დასახლების ვ-------–---–-- ქუჩის გავლით გავიდნენ მარშალ გელოვანის გამზირზე და წავიდნენ დ------–-----–-- ძეგლის მიმართულებით, მი----–------–--ის მითითებით გაიარეს ა-------–-------- და გავიდნენ ბ--–--–---–----------- და წავიდნენ დ---------------------- რაიონის გამგეობის მიმართულებით, მი----–------–--ის მითითებით გაჩერდნენ დ----------------------------–------------------ის ეზოში და მან მიუთითა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოზე, სადაც მი--------------–--ემ და მისმა მეგობარმა აიყვანეს მი--------------–--ის საცხოვრებელ სახლში მე-7 სართულზე,----------ში. მი----–------–--ემ ასევე მიუთითა კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანაში მი--------------–--ემ ხელიდან მობილური ტელეფონი წაართვა, რაზედაც მი--------------–--ემ და მისმა მეგობარმა ამავდროულად მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამოღების ოქმის თანახმად, მი----–------–--ის მიერ წარმოდგენილ იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2017 წლის 17 ნოემბერს მის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტის დროს, კერძოდ, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სხვადასხვა ფერის ლაქები, შარვლის უკანა ჯიბეზე აქვს წარწერა ,,KIRTEKS” და ერთი ცალი შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, სახელოზე წარწერები ,,MITCHI“, რომელსაც აღენიშნება სხვადასხვა ფერის ლაქები, მათ შორის წინა მხარეს, საყელოს ქვემოთ შიდა მხრიდან აღენიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული შარვალი და მაისური ამოღებული იქნა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტასტისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „მი----–------–--ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე (ობ.N3) და შარვალზე (ობ.N1) არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მი----–------–--ეს (ობ.N4; პაკეტი, წარწერით: ,,მი----–------–--ის სისხლის ნიმუში...“) ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N2) სისხლს არ წარმოადგენს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვე-------------მ.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად: პირადი გასინჯვით, 20.11.2017წ-ს მი----–------–--ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღეთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვირილისებრ მიდამოში, ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ, გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, მარჯვენა იდაყვი სახსრის შიგნითა ზედაპირზე და ბარძაყის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვრილისებრ მიდამოში, ასევე ნეჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ და გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს. ნაჭდევები მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა სო----------–-----მ.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მი----–------–--ემ მის წინაშე წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ლე----------ე, რომელმაც მის ნაცნობ მინდიასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი. მი----–------–--ემ ამოსაცნობი პირი ლე----------ე ამოიცნო სახის მოყვანილობით, სახის ფერით (შავგვრემანი) მოგრძო პირისახით, მოგრძო ცხვირით, შავი წარბებით, თმის ფერით და ვარცხნილობით.
დათვალიერების ოქმით და „მაგთიკომის“ დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა მი----–------–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. დოკუმენტზე ტელეფონის ნომერში მითითებულია მი----–------–--ის ტელეფონის ნომერი 5--------- იმეი კოდი 3-------------- დროის შუალედი: 01.11.2017-18.11. 2017. მაგთიკომის დეტალური ამონაბეჭდში დაფიქსირებულია მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ რომელიც მი----–------–--ის განმარტებით, ეკუთვნის მი--------------–--ეს, ასევე ნომერი 5------------ რომელიც მისივე განმარტებით, ეკუთვნის ლე----------ეს, ასევე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5------------- რომელიც ეკუთვნის რა------------–--ეს.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ მი--------------–--ისა და ლე----------ის მიერ მი----–------–--ისათვის თანხის გამოძალვის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პირდაპირი ხასიათის მხოლოდ ერთი მტკიცებულება - თავად დაზარალებულ მი----–------–--ის ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ მან თანმიმდევრულად და დეტალურად გადმოსცა ბრალდებულთა მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედები შესახებ, იგი თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით წარდგენილ ბრალდების ნაწილში, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოწმეები ტ--------- გ----- და შო------------–--- საუბრობენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათთან მაღაზიაში შევარდა შეშინებული და ნაცემი მი----–------–--ე, რომელიც ითხოვდა დახმარებას და პოლიციაში დარეკვას, თუმცა ვინ მისდევდა. ან ვინ სცემა, მოწმეებისათვის უცნობია. რაც შეეხება მოწმე რა------------–--ეს, მან არ იცის, შემთხვევის დღეს ვისთან ერთად იმყოფებოდა მი----–------–--ე, ან ვინ პასუხობდა მის მიერ ჭი---–--ის ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ ზარებს. მან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ თუ არ მიიტანდა 1000 აშშ დოლარს, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციის თანამშრომლებმა დ---------------------------------–-–---–---------------------–---–----------------------–---–-- განაცხადეს მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
მი--------------–--ის და ლე----------ის მიერ მი----–------–--ისათვის 1000 აშშ დოლარის გამოძალვის და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარის განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად ასევე არ არის რელევანტური საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. მი----–------–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამძიძიებო ექსპერიმენტის და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, ასევე დათვალიერების ოქმით და „მაგთიკომის“ დეტალური ამონაწერით, არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა თანხის გამოძალვას.
ბილოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, აღნიშნული მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების ტ--------- გ-----ს, შო------------–---ს და რა------------–--ის ჩვენებებთან, რომლებიც ერთობლიობაში საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ მი--------------–--ემ მი----–------–--ის მიმართ განახორციელა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება აღნიშნულ დანაშულებრივ ქმედებაში ლე----------ის მონაწილეობას, პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მი----–------–--ის ჩვენება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლე-–-------–--–---–მა, ასევე ბრალდებულებმა მი--------------–--ემ და ლე----------ემ უარყვეს 2017 წლის 17 ნოემბერს მი--------------–--ის ბინაში ლე----------ის ყოფნის ფაქტი. ლე-–-------–--–---–ის და მი--------------–--ის განმარტებით, იმ დღეს მი----–------–--ე იყო მათთან ბინაში და ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც დაზარალებულსა და მი--------------–--ეს შორის ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დაპირისპირებას. ხოლო მი--------------–--ემ და ლე----------ემ განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ეზოში. ვინაიდან მი----–------–--ეს ესაჭიროებოდა დამატებით სამუშაო ხელსაწყოები, ლე----------ის ავტომანქანით წავიდნენ ჭი---–--ის სამუშაო ადგილზე, სადაც მიხეილი გადავიდა მანქანიდან იარაღების მოსატანად, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.
მათ მიერ განვითარებული ვერსიის საპირისპიროდ ბრალდების მხარის მეირ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უტუარად დაადასტურებდა, რომ ლე----------ემ და მი--------------–--ემ მი----–------–--ის მიმართ ჯგუფურად განახორციელეს გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები ბრალდებულების ქმედების შეფასების კუთხით. ბრალდების მხარის მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მი--------------–--ის და ლე----------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
2. აპელანტის - მი--------------–--ის მტკიცებით, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, კერძოდ, დაზარალებულის ცრუ ჩვენებას. რაც შეეხება მის მსჯავრდებას, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მი--------------–--ე აღიარებს, რომ იგი ნამდვილად ატარებდა დანას და ამ ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი მიაჩნია ზედმეტად მკაცრად.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მი--------------–--ის არგუმენტაციას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ გამომდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
დაზარალებულ მი----–------–--ის, მოწმეების: რა------------–--ის, შო------------–---ს და ტუ-------------ას ჩვენებები, ასევე ბიოლოგიური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს მი--------------–--ემ მი----–------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ამ ფაქტის შეფასებისას პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს. უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს მი----–------–--ე მი--------------–--ის საცხოვრებელ ბინაში ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. მან მი--------------–--ესთან ერთად დატოვა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი და ერთად გაემართნენ სამუშაო ხელსაწყოების ასაღებად ფ----–---------------- ამის შემდეგ დაზარალებული შეშინებული, კანკალით შერბის ტუ-------------ასა და შო------------–---სთან მაღაზიაში. იგი არის ნაცემი და ითხოვს პოლიციაში დარეკვას. ვიდაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მი----–------–--ისა და მინდია კერსელიძის ერთად ყოფნის უწყვეტი ჯაჭვი და დადგენილია, რომ ამ დროის განმავლობაში მი----–------–--ემ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიიღო დაზიანებები, პალატა უტყუარად მიჩნევს, რომ მი--------------–--ემ ჩაიდინა მი----–------–--ის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მი--------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის გამართლების ნაწილში, დაუსაბუთებელია და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების დავით გრძელიძის და ვაჟა ჩიტაძის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მი--------------–--ის ბრალდებულობა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული კვალიფიკაცია ასევე სადავოდ არ გაუხდია თავად მსჯავრდებულს.
რაც შეეხება მი--------------–--ის მოთხოვნას ცივი იარაღის ტარებისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, პალატა მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ სახეზეა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლები. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მი--------------–--ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ ცივი იარაღის ტარებისათვის წარდგენილ ბრალდებაში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის საფუძველზე მის მიმართ დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ვადის - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთის - არა მინიმალურ ვადამდე, არამედ 2(ორი) წლამდე ვადით შემცირება, რაც მი--------------–--ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით იქნება ადეკვატური სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
3. აპელანტის - ლე----------ის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც ნამდვილად დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. მოსამართლემ არ გაიზიარა მოწმე გი----------------–-ს ჩვენება, რომელიც ნათლად ადასტურებდა, რომ დანა მას ეკუთვნის. მოწმემ განმარტა, რომ მას რამდენიმე დღით ჰქონდა ნათხოვარი ლე----------ის ქურთუკი და სწორედ ამ გზით მოხვდა იქ მისი კუთვნილი დანა. მან ასევე დეტალურად აღწერა ცივი იარაღი ვიზუალურად და მოახსენა სასამართლოს თუ როდის, სად და რა ფასად შეიძინა იგი.
მსჯავრდებულ ლე----------ის არგუმენტაცია მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით დამაჯერებლობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გუ---------–---მ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე დანაშაულებრივ ქმედებაში მი--------------–--ის მონაწილეობის შესახებ განაცხადა თავად დაზარალებულმა, ხოლო ლე----------ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პირად კავშირზე მყოფმა პირმა და აცნობა მათი ადგილსამყოფელი. შესაბამისი ჯგუფის მიერ მოხდა მი--------------–--ის დაკავება, ხოლო ლე----------ე მოწმის სახით მიიყვანეს საგამოძიებო ორგანოში. ვიანიდან მან უარი განაცხადა, ამოცნობის მონაწილეობაზე, მოხდა მისი ფოტოსურათით ამოცნობა, როის შემდეგაც დააკავეს. ასევე ჩატარდა ლე----------ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან დანა იქნა ამოღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი---------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუკავშირდა ხელმძღვანელობა და აცნობა, რომ დ---------------------- გამგეობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ლე----------ე, რომელიც განყოფილებაში უნდა მიეყვანა მი----–------–--ის მობილური ტელეფონის ძარცვასთან და ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით. დ---------------------- გამგეობის შენობასთან დახვდათ ლე----------ე მეგობართან ერთად, შავი ფერის „-------–ის მარკის ავტომანქანაში. მან თანხმობა განაცხადა განყოფილებაში წაყოლაზე. განყოფილებაში გამომძიებელმა და----------–-–---–-ა განუმარტა დაბარების მიზეზი და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მი----–------–--ის ტელეფონი, რაზეც ომი--ემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩატარდა ლე----------ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი ტანთმოსილი ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „ვ----------------- ფირმის გასაშლელი დანა, ხოლო შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა მისივე კუთვნილი მობილური ტელეფონი. ჩხრეკის ოქმს ლე----------ემ ხელი არ მოაწერა, რაზეც განმარტება არ გაუკეთებია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე და----------–-–---–-ა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლების მიერ განყოფილებაში მიყვანილი იქნა ლე----------ე. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა დაზარალებულ მი----–------–--ის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც მისივე თანხმობით ჩატარდა პირადი ჩხრეკა. ლე----------ის ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა „ვ----------------- ფირმის დანა, ხოლო ჯინსის შარვლის ჯიბიდან - მობილური ტელეფონი, რომელიც იყო მისი საკუთრება. ლე----------ე გაეცნო ოქმს, თუმცა ხელი არ მოაწერა და არც მიზეზი განუმარტავს. მოწმემ დაადასტურა, რომ ლე----------ეს ქურთუკი ეცვა, მოგვიანებით გაიხადა, მაგრამ თან ჰქონდა.
გი---------------მ და და----------–-–---–-ა საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ლე----------ის პირადი ჩხრეკის დეტალები. მათ განმარტეს, რომ პირადი ჩხრეკისას ომი--ე ატარებდა ქურთუკს, რომლის შიდა ჯიბიდანაც ამოღებული იქნა დანა. პალატას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძლველი არ გააჩნია.
მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ლე----------ის პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის შედეგად ლე----------ისაგან, კერძოდ, მისი კუთვნილი შავი ფერის ტყავის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა დანის მსგავსი ნივთი, რომელსაც გააჩნია ვერცხლისფერი ბასრი პირი, რომელსაც ბოლოში გააჩნია ოვალური ფორმის ხვრელი და გააჩნია წარწერა „---------------------- აღნიშნულ ნივთს გააჩნია შავი ფერის ტარი, რომლის ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. კლიპსი ჯიბეზე ჩამოსაკიდებელი მეტალის ნივთი, ხოლო მეორე მხარეს ტარზე გააჩნია წითელ ფერში არსებული ემბლემა, რომელშიც გამოსახულია ჯვრის ფორმა. ლე----------ემ ოქმის ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზების გამო განაცხადა უარი.
ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის N-----–- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბრალდებულ ლე----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დე--------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამდენად, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს პალატა აფასებს რა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილ ინფორმაციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლე----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე გი----------------–-ს ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა ლე----------ესთან ერთად მისი ავტომანქანით. სავარძელზე იდო ლე----------ის კუთვნილი ტყავის ქურთუკი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ეცვა თვითონ მოწმეს და აღნიშნული ტყავის ქურთუკის ჯიბეში ედო „ვ----------------- ფირმის, შავი ფერის, საშუალო ზომის დანა, რომელიც იყიდა ორი წლის წინათ ორ ოქტომბერს, ჰიპერმარკეტ „--------––--- 70 ლარად. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანიდან ამოიღეს აღნიშნული ტყავის ქურთუკი, შეიტანეს განყოფილებაში, მერე ისევ გამოიტანეს და დაუბრუნეს ისე, რომ მასში დანა აღარ იდო. პალატა განმარტავს, რომ გი----------------–-ს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ლე----------ის პირადი ჩხრეკის ოქმთან და პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან, რომლებმაც ნათლად განმარტეს, რომ ლე----------ეს ეცვა ქურთუკი. ცალსახაა, რომ მოწმის ჩვენება წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.
რაც შეეხება ლე----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა არის სამართლიანი, ლე----------ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული სასჯელი. ამასთან, პალატა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ლე----------ე არის ქვრივი, მის 8 წლის შვილს ზრდის პენსიონერი ბებია და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელი გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით და ამ მიმართებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პრიკურატურის პროკურორის ლე----------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ მი--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3.მსჯავრდებულ ლე----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
5. მი--------------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მი--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მი--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მი--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მი--------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8. ლე----------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ლე----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2(ორი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ლე----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. ლე----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლე----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
11. ნივთიერი მტკიცებულებები:
- მი----–------–--ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- მი----–------–--ის სისხლის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ლე----------ისგან და მი--------------–--ისაგან ამოღებული დანები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
-ლე----------ისა და მი--------------–--ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
- მაგთიკომიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მი----–------–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
12.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
13.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი