განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
330100117001675690
ინსტანცია
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100117001675690

საქმე №1ბ/1111-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

სოფიკო კაპანაძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ქეთ-----------–---–-ს

მსჯავრდებულის: ან------–---ს

ადვოკატის: ლა–----------–---–--

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ან----–--------–------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, გ------–-–---–----------–--–------------------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, ან------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(შვიდი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის სისხლის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის მარტის ეპიზოდი) ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის ეპიზოდი) ჯარიმა 5 000 (ხუთ ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ-----------–---–---------------------------------------–---–-------------–------------ ეპიზოდი) ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ------–-----–---–-----------------------–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 3 000(სამი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ---------------–---–----------–---------–-------------–----------–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის ივნისის ეპიზოდი) ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

ა-------–---- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შვიდი ეპიზოდი);

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით; რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2016 წლის მარტში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართა დასვენების მსურველთა 14-კაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის ნაწილმა - მ--------–------------------–--------------–----–---–--------------–-----–---–------------------–---–------------------------------------------------–----- რომელთაც სურდათ 15-დღიანი ტურის ორგანიზება პორტუგალია - ესპანეთის მიმართულებით, ა-------–---- ტურის ორგანიზების მიზნით, მარტსა და აპრილში სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 680 ევროს (1 750 ლარი) ოდენობით. თანხა მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთს, ტრანსფერსა და სასტუმროს ხარჯებს. ჯგუფის მეორე ნაწილს - თ---------------–------------------------–--------------------------- სურდათ ზემოაღნიშნული მომსახურების მიღება 21 დღის ვადით. შესაბამისად, მათ ა-------–---- მარტსა და აპრილში, ტურის ორგანიზების მიზნით, გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 850 ევროს (2 188 ლარი) ოდენობით. ჯგუფის მესამე ნაწილმა - ქ-------------------------–-------–-----------------–-------–--–------------–-----------–----- რომელთაც სურდათ ტურის ორგანიზება შვიდი დღის ვადით, მხოლოდ პ-----------–--- მიმართულებით, ა-------–---- ტურის ორგანიზების მიზნით, მარტში სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, კერძოდ, ქ------------------ 2 000 ლარის ოდენობით, თავისი და ლ-------–------------------------------------------–---------–-------–--–-------------------------–-----------–---- ტურის საფასური - 800 ევროს (2.060 ლარი) ოდენობით.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ყველა ზემოაღნიშნული პირის პორტუგალია- ესპანეთში გამგზავრება უნდა უზრუნველეყო 2016 წლის 01 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ჯამში 8 910 ევროს (22 932 ლარი) ოდენობით.

- 2016 წლის მაისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართა დასვენების მსურველთა ცხრაკაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის წევრებმა - ე-–----–-----–-----------------–------------–-------–--------------------–---–-------------------–----------------–------------------------------------------------------–-------------------–-------------- რომელთაც სურდათ შვიდდღიანი ტურის ორგანიზება პ-----------–----–--------- მიმართულებით, ა-------–---- ტურის ორგანიზების მიზნით, ივნისის ბოლოს, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 480 ევროს (1 145 ლარი) ოდენობით, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთს, შიდა ტრანსფერსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–----, ყველა ზემოაღნიშნული პირის პორტუგალია- ლისაბონში გამგზავრება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 27 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ჯამში 4 320 ევროს (10 310 ლარი) ოდენობით.

- 2016 წლის ივლისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად ოჯახებთან ერთად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართეს ნ----------------–---–--------------–------------ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ზემოაღნიშნულმა პირებმა, რომელთაც სურდათ ათდღიანი ტურის ორგანიზება ხ----------- მიმართულებით, ა-------–----, 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა. კერძოდ, ნუ--------------–---–-- - 3 600 ევროს (9 237 ლარი), ხოლო ვ----–----------- - 2 200 ევროს (5 645 ლარი) ოდენობით, რაც ნ----------------–---–-- ეპიზოდში მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთსა და სასტუმროს ხარჯებს, ხოლო ვ----–---------- ეპიზოდში - მხოლოდ სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების ხ----------- მიმართულებით გამგზავრება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 23 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, ჯამში 5 800 ევროს (14.883 ლარი) ოდენობით.

- 2016 წლის თებერვალში, ა--------–----- როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით მიმართა დასვენების მსურველთა ოთხკაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის წევრებმა - ჯ--------------------------------------------–-–-------–-------------------------------- რომელთაც სურდათ ერთკვირიანი ტურის ორგანიზება დუბაის მიმართულებით, ა-------–---- მარტში, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 400 აშშ დოლარის (918 ლარი) ოდენობით, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთს, ტრანსფერს, შიდა ტურებსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ყველა ზემოაღნიშნული პირის დუბაიში გამგზავრება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის მარტში, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 1600 აშშ დოლარის (3.672 ლარის) ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის მაისის დასაწყისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით მიმართა დასვენების მსურველთა ოთხკაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის წევრებმა ნ------------–---–-----------------------------------------------–---–--- რომელთაც სურდათ ერთკვირიანი ტურის ორგანიზება ს------------------------- მიმართულებით, ა-------–----, 2016 წლის 11 მაისს, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 350 ევროს (880 ლარი) ოდენობით. ჯგუფის წევრთაგან მხოლოდ ირაკლი როხვაძემ, ან------–---ს მითითებით, ჩარიცხა 880 ლარი ორ ეტაპად გ-----------------------------–---------- საბანკო ანგარიშზე, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების ს------------------------- მიმართულებით გამგზავრება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 09 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 1 050 ევროსა (2 640 ლარი) და 880 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის მაისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართეს ნ------–-----–---–-----------------------–---–--- ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ნ------–-----–---–-----------------------–---–--- რომელთაც სურდათ 12-დღიანი ტურის ორგანიზება ე------------------- მიმართულებით, ა-------–----, 2016 წლის მაისში, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, კერძოდ, 1 030 აშშ დოლარი (2 210 ლარი) გადასცა მაია გაფრინდაშვილმა. მოგვიანებით კი, ჯგუფს დაემატა ლ---–---------- რომელმაც 2016 წლის ივლისში, ასევე გადასცა ა-------–---- ტურის გაზრდილი ღირებულების საფასური 600 აშშ დოლარის (1385 ლარი) ოდენობით, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების ე------------------- მიმართულებით გამგზავრება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 01 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 1 630 აშშ დოლარის (3 595 ლარი) ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის ივლისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართა დასვენების მსურველთა ოთხკაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის წევრებმა - ნ-----------------------------------------------------------------------–-------- რომელთაც სურდათ შვიდდღიანი ტურის ორგანიზება იტალია-რომის მიმართულებით, ა-------–----, 2016 წლის 21 ივლისს, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, თითოეულმა 820 ევროს (2 120 ლარი) ოდენობით, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთს, შიდა ტრანსფერსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების იტალია-რომის მიმართულებით გამგზავრება უნდა უზრუნველეყო 2016 წლის 16 ოქტომბერს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 3 280 ევროს (8 482 ლარი) ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის იანვარში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართეს მ------------–-–---–-------------–---–-–---–-----------–---------------- ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, მანანა მჭედლიშვილმა, რომელსაც სურდა შვილიშვილთან ერთად ათდღიანი ტურის ორგანიზება ე----------------–----- მიმართულებით, ა-------–----, 2016 წლის იანვარში, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცა შეთანხმებული თანხა, თითოეულისთვის 300 ევროს (778 ლარი) ოდენობით, რაც მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების ე----------------–----- მიმართულებით გამგზავრება უნდა უზრუნველეყო 2016 წლის 01 ივლისს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა მ------------–-–---–-- კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში - 600 ევროს (1 556 ლარი) ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის მაისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, დასასვენებლად გამგზავრების ორგანიზების მიზნით, მიმართა დასვენების მსურველთა ექვსკაციანმა ჯგუფმა. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ჯგუფის წევრებმა - ნ---------------–---–------------------–-------------–----------–---–--- რომელთაც სურდათ 13-დღიანი ტურის ორგანიზება პორტუგალია-ესპანეთის მიმართულებით, ა--------–----- 2016 წლის მაისში, ტურის ორგანიზების მიზნით, სრულად გადასცეს შეთანხმებული თანხა, ნათია ჯაფარაშვილმა - 1 600 ევრო (3 828 ლარი) თავისი და ორი შვილის ტურის საფასური, ი-------------–-- - 1 200 ევრო (2 871 ლარი) თავისი და შვილის ტურის საფასური, ხოლო ნ-----–----------–---–-- 600 ევრო (1 435 ლარი). თანხა მოიცავდა ორმხრივ ავიაბილეთს, შიდა ტრანსფერსა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების პორტუგალია-ესპანეთის მიმართულებით გამგზავრება უნდა უზრუნველეყო 2016 წლის 04 აგვისტოს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 3 400 ევროს (8 134 ლარი) ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის ივნისში, ა-------–----, როგორც საზღვარგარეთის ტურების ორგანიზატორს, გერმანიის მიმართულებით ბილეთების შეძენისა და შემდგომში ს-----------–- ტრანსფერის მიზნით მიმართეს ა--------–-------------------–-------- ზეპირსიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ბილეთების შეძენა უნდა უზრუნველეყო თითოეულისთვის 200 ევროს სანაცვლოდ. ა---------–------- დამატებით სურდა მეგობრისთვისაც თავად შეეძინა ბილეთი. 2016 წლის ივნისში, ა-------–---- ზემოაღნიშნული ბილეთების შეძენის მიზნით, სრულად გადაეცა შეთანხმებული თანხა. ა---------–------- თავდაპირველად გადასცა 400 ევრო (955 ლარი) თავისი და მეგობრის ბილეთის საფასური, რაც წარმოადგენდა მშობლის - თ------------–-–---–-- კუთვნილებას, რომლისთვისაც ა-------–---- თავის მხრივ დასაბრუნებელი ჰქონდა ფულადი თანხა 120 ევროს (307 ლარი) ოდენობით. ა--------–---- კი გადასცა 200 ევრო (477 ლარი), რაც წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მშობლის - თ------------–---- საკუთრებას. მოგვიანებით, 2016 წლის ივლისში, ა--------–-----------------–------ კვლავ დაუკავშირდნენ ა-------–---- და სთხოვეს უზრუნველეყო ს-----------–- შიდა ტრანსპორტირება და სასტუმროს მოძიება, რასაც იგი დასთანხმდა და დამატებით გამოართვა ა---------–---- 100 ევრო (256 ლარი), ხოლო ა----------–------- - 300 ევრო (770 ლარი). ზემოაღნიშნული თანხა ერთობლიობაში მოიცავდა ავიაბილეთების, ს-----------–- შიდა ტრანსფერისა და სასტუმროს ხარჯებს.

შეთანხმების თანახმად, ა-------–---- ზემოაღნიშნული პირების თავდაპირველად გერმანიის მიმართულებით გამგზავრება უნდა უზრუნველეყო 2016 წლის 09 სექტემბერს, თუმცა მან ზეპირსიტყვიერი დანაპირები არ შეასრულა და თაღლითურად დაეუფლა ჯგუფის წევრების კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში - 1 120 ევროს (2 765 ლარი) ოდენობით, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ან------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ტ----------–---------------–----------–----–--–------------------------- და მ------------–-–---–-- ჩვენებებით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ან------–---ს მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა მზადყოფნა აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი და ამასთან, ნაწილობრივ ანაზღაურებული აქვს მიყენებული ზიანი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი ნასამართლობები იმ მოტივით, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენები გასაჩივრებული იყო ზედა ინსტანციის სასამართლოში.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ან------–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამართებულია, ვინაიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები ატარებს აშკარად მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ხასიათს, ასევე დანაშაულთა სიმრავლე და ქმედებების ჩადენა დროის მოკლე ინტერვალში, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების აშკარა მაჩვენებელია.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის ხარისხი კანონთან მიმართებაში, კერძოდ, მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ან------–---ს მიმართ, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის მიუხედავად, გამოიყენა არასაპატიმრო სასჯელი, მას სხვა ფაქტთან დაკავშირებით, ანალოგიური ქმედებისათვის წარედგინა ახალი ბრალდება, რაც თავის მხრივ სასამართლოს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხაისიათი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულების: ი-----–---------------------------–---–--------------–------------- განცხადებები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მათ ა-------–---- ვალი აპატიეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულმა ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის თქმით ის გამოსწორდა, დაიწყო მუშაობა და რამდენიმე დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ვერ წარმოადგინა.

პალატა აღნიშნავს რომ, როდესაც სახეზეა ასეთი გარემოებები, დანაშაულის აღიარება, მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ დანაშაულის ხასიათისა და ჩადენის სიხშირის მიუხედავად, სასჯელის დადგენისას ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. სასჯელის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან და ინდივიდიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურად იმაზე მითითება, რომ პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ან ის წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელს უკარგავს სამართლებრივ ეფექტს და მას ფორმალურ ხასიათს სძენს.

მსჯავრდებულ ან------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს და ამას პალატაც ითვალისწინებს, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მთლიანად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი ვერ გახდება.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთ-----------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ან------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4(ოთხი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის სისხლის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის მარტის ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4(ოთხი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4(ოთხი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის იანვრის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის თებერვლის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ-----------–---–---------------------------------------–---–-------------–------------ ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ------–-----–---–-----------------------–---–-- ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის მაისის, ნ---------------–---–----------–---------–-------------–----------–---–-- ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ვეპუნქტით (2016 წლის ივნისის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4(ოთხი)წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.

4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა-------–---- სხვა სისხლის სამართლის საქმეძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხოლო დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 22 მარტიდან.

5. პირობითი მსჯავრის მოხდის ვადის განმავლობაში მსჯავრდებულ ან------–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ან------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ან------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში (საკადასტრო კოდი - 3-----------) მდებარე, ა----------------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.

7. ნივთმტკიცებები:

-ხუთი კომპიუტერული დისკი, მათზე არსებული სს „საქართველოს ბანკის“ მასალებით, ტ----------–---- ხმის ნიმუშით, ან------–---ს ხმის ნიმუშით, ან------–---ს ფოტო ნიმუშით, ტ----------–---- და ან------–---ს საუბრის ჩანაწერებით, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი