განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002051264
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-841-18 06 მარტი 2019 წელი
ქ.ქ-------ი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - ნ------ მ---------–ვილი, ა---------– მ---------–ვილი ა-–---------- ჭ----------ე ლ--–- ნ-–------ე ი--- კ---------ნ-----–--ე
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ლ--–- ნ-–------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მხარეთა საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქ-------ი, თ---–--ის ქ. №--, საკადასატრო კოდით 0-----------. საცხოვრებელ სახლს აქვს ორი შესასვლელი, ერთი ქუჩის მხრიდან არსებული დერეფანით, მეორე კი ეზოდან. მოპასუხეებმა ამოჭედეს ეზოდან შესასვლელი ხის კარი, ჩასვეს რკინის გისოსი, რის გამოც მოსარჩელეს, კუთვნილ ეზოში და სახლში შესვლა, მხოლოდ ქუჩის მხრიდან არსებული ჭიშკარით და სადარბაზოს კარით შეუძლია. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია, გამოათავისუფლოს რკინის გისოსისაგან თანასაკუთრებაში არსებული ეზოდან შემოსასვლელი ხის კარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა, ნ------ და ა---------– მ---------–ვილებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მითითებულ ადგილას კარი საერთოდ არ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს ყრუ კედელი. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ლ--–- ნ-–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. დაევალოს მოპასუხეებს, ნ------ მ---------–ვილს და ა---------– მ---------–ვილს გაათავისუფლოს რკინის გისოსისაგან ქ. ქ-------ში, თ---–--ის ქ. N--–ში მდებარე, უძრავი ქონების საერთო საკუთრების ეზოდან შემოსასვლელი ხის კარი; 3. არ დაკმაყოფილდეს ლ--–- ნ-–------ის სხვა სასარჩელო მოთხოვნა; 4. მოპასუხეებს, ნ------ მ---------–ვილს და ა---------– მ---------–ვილს, ლ--–- ნ-–------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნახევარი -60 ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ქ. ქ-------ში, თ---–--ის ქ. N--–ში მდებარე საცხოვრებელის სახლის (საკადასტრო კოდით 0-----------) მესაკუთრეა ლ--–- ნ-–------ე, რომელსაც ეკუთვნის შენობის N1-ის გამოყოფილი ნაწილი, ფართით-123.60 კვ.მ. (ფართი N2) და ნ------ მ---------–ვილი, რომელსაც ეკუთვნის შენობის N1-ის გამოყოფილი ნაწილი, ფართით-129.39 კვ.მ. (ფართი N1), შენობა N2-34.5--------–--------------- კვ.მ. 2.2. დადგენილია, რომ ქ. ქ-------ში, თ---–--ის ქ. №--–ში მდებარე საცხოვრებელ სახლს აქვს ცენტრალური შესასვლელი, რომელიც ჩაკეტილია, თუმცა გასაღები აქვს ორივე მოდავე მხარეს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ სახლში შევიდნენ დაბრკოლების გარეშე. საცხოვრებელ სახლს აქვს ეზო, სადაც შეიძლება შესვლა ქუჩიდან, ორფრთიანი ჭიშკრით, ასევე საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის დერეფნიდან, ხის კარით, რომელიც ამჟამად მოპასუხეების მიერ დაკეტილია რკინის გისოსით. მოსარჩელეს, ეზოში მოსახვედრად სჭირდება საცხოვრებელი სახლიდან გასვლა ქუჩაში და შემდგომ ჭიშკრის მეშვეობით შესვლა. 2.3. დადგენილია, რომ თანამესაკუთრეები არ შეთანხმებულან ხის კარზე რკინის გისოსის დამაგრების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მხოლოდ მოპასუხეებმა, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად. ადგილზე დათვალიერებით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურებულია, რომ კარი არის ძველი, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაზე დართული ნახაზით და მისი გაუქმების საკითხი არასოდეს დამდგარა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 953-956-ე მუხლებზე და განმარტა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი იცავს მესაკუთრის ინტერესებს. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეზღუდოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ, ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. 2.5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა თანასაკუთრებაა საცხოვრებელი სახლის დერეფანი და ეზოში გამავალი კარი, თუმცა მოპასუხეებმა მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, კარზე გააკეთეს რკინის გისოსი, რის გამოც ლ--–- ნ-–------ე ვეღარ ახერხებს ქუჩაში გაუსვლელად ეზოსთან დაკავშირებას. ამდენად, მოპასუხეთა ქმედებით მოსარჩელე ვერ ახდენს კანონით დაცული უფლების რეალიზაციას, კერძოდ მას წართმეული აქვს შესაძლებლობა უშუალოდ საცხოვრებელი სახლიდან გავიდეს ეზოში, რაც წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლას. შესაბამისად, მისი მოთხოვნა კანონიერია და მოპასუხე მხარეს უნდა მოეთხოვოს, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობაზე ხელშეშლის აღკვეთა. 2.6. გაზიარებული არ იქნა მოპასუხეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ, რკინის გისოსით დაკეტილი კარი არის უკანონო და იქ რეალურად უნდა იყოს ყრუ კედელი. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ადგილზე დათვალიერებით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურებულია, რომ კარი არის ძველი, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაზე დართული ნახაზით და მისი გაუქმების საკითხი არასოდეს დამდგარა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ წარმოდგენილი ნახაზი, რომლითაც კარის არსებობის ნაცვლად, დასტურდება ყრუ კედლის არსებობა. სასამართლო დაეყრდნო, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებას და მტკიცებულებად მიიღო დოკუმენტის (ნახაზის) ასლი და არა მისი დამოწმებული დედანი, რომელსაც არც წელი და არც რიცხვი არ აწერია. უფრო მეტიც, ფაქტობრივ სიტუაციას ადასტურებს თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ლ--–- ნ-–------ე. 3.2. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში მოპასუხედ ჩართულია ა---------– მ---------–ვილი, რომელიც არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან სადავო ქონება არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ--–- ნ-–------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.6. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები - სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 953-ე, 955.2 მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: ქ. ქ-------ში, თ---–--ის ქ. №--–ში მდებარე, N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება წარმოადგენს ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველ სართულზე კონკრეტული ოდენობის ფართი ნ------ მ---------–ვილის ინდივიდუალური საკუთრებაა, ხოლო მე-2 სართულზე- ლ--–- ნ-–------ის. ამასთან საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის ფართები, მათ შორის დერეფანი, მიწის ნაკვეთი მხარეთა თანასაკუთრებაა. 4.4. მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა---------– მ---------–ვილი არის ნ------ მ---------–ვილის მეუღლე, რომელიც 80-იანი წლებიდან, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, ეზოს მხრიდან სადავო შესასვლელი კარი წარმოადგენს საერთო საკუთრების ფართს, რომელზედაც რკინის გისოსი 80-იან წლებში გააკეთეს ა---------– და ნ------ მ---------–ვილებმა მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, რის გამოც ლალი ნ-–------ე ვეღარ ახერხებს ქუჩაში გაუსვლელად ეზოსთან დაკავშირებას (იხ. საქმეში განთავსებული ფოტოსურათები). 4.5. საქმეში განთავსებული მტკიცებულებით, ლ--–- ნ-–------ის მოთხოვნით შესრულებული შენობის აზომვითი ნახაზის მიხედვით, 1-ლი სართულის საერთო სარგებლობის დერეფანში (1-7 ოთახი) სადავო კარი დაფიქსირებული არ არის (ს.ფ.77), თუმცა მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა, რომ იგი არსებობდა საცხოვრებელი სახლის აშენების დროიდან იმ სახით, როგორც დღესაა (ს.ფ.26-ზე განთავსებული ფოტოსურათი) და აზომვითი ნახაზი არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. ლ.ნ-–------ის მიერ, ახალი აზომვითი ნახაზის შედგენამდე, საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებში დაფიქსირებული იყო, როგორც კარის ღიობი. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია საცხოვრებელ სახლში კარის ღიობის დაკეტვით, ეშლება თუ არა ხელი მოსარჩელეს, როგორც უძრავი ქონების საერთო სარგებლობის ფართის თანამესაკუთრეს, თავისი წილი საკუთრებით სარგებლობაში. ამდენად, სახეზეა საზიარო საგანი და ასეთი დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებისა (საზიარო უფლებები) და საკუთრების უფლების მარეგულირებელი ნორმები. 4.7. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმები აზუსტებს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის ინსტიტუტს. ამგვარად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სკ-ის 170-ე მუხლი). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 4.8. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო საკუთრების შემთხვევაში, მესაკუთრე უფრო მეტად არის შეზღუდული კანონით, ვიდრე ინდივიდუალური საკუთრების შემთხვევაში, მაგ. სკ-ის 957.3-ე მუხლის მიხედვით, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს უფლება აქვს წარადგინოს ნეგატორული სარჩელი, რომელიც „მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მის რეალიზებას... ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან. 4.9. ვინაიდან, თანამესაკუთრეებს შორის უძრავი ქონებით სარგებლობის წესზე რაიმე შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს ქუჩაში გაუსვლელად, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან თავისუფლად დაუკავშირდეს საერთო საკუთრების ეზოს, მოპასუხის ქმედება, საერთო სარგებლობის დერეფანში არსებული ხის კარის რკინის გისოსით ჩაკეტვა უსაფრთხოების მოტივით განხილულ უნდა იქნეს, როგორც უფლების ბოროტად გამოყენებად და არამართლზომიერ ქმედებად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ხელმყოფების-ა---------– და ნ------ მ---------–ვილების მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.10. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების შედავებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, სადავო ქონება არ წარმოადგენს ა---------– მ---------–ვილის საკუთრებას მოცემულ დავაში იგი არასათანადო მოპასუხეა. პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთისათვის არ არის აუცილებელი ხელის შემშლელი წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან. ვინაიდან, დადგენილია, რომ ნ------ და ა---------– მ---------–ვილები არიან ცოლ-ქმარი, ა---------– მ---------–ვილი ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ფლობს და სარგებლობს თანასაკუთრებაში ნ------ მ---------–ვილის წილს და სწორედ მეუღლესთან ერთად გააკეთა საერთო სარგებლობის ხის კარზე რკინის გისოსი, მისი ქმედების შედეგის აღმოხვრის მოთხოვნასთან მიმართებაში იგი სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ--–- ნ-–------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ნ------ და ა---------– მ---------–ვილების სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ნ------ და ა---------– მ---------–ვილების მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ------ მ---------–ვილის და ა---------– მ---------–ვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე