განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
330100115001086356
ინსტანცია
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/99-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–------–----–--ას,ადვოკატ - ა-----–-----------ს,მსჯავრდებულ - გ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ---------------ის და მისი ადვოკატის ა-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-----------------------------ს მიმართ - დაბადებული 1-----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–--–---–------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით:

 

გ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 80 000 (ოთხმოციათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 80 000 (ოთხმოციათასი) ლარის ოდენობით.

 

გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 ივნისიდან, 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ, გ---------------ემ ჩაიდინა თაღლითობა ე.ი. დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებამოსილების მიღება მოტყუებით;

 

მანვე ჩაიდინა, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება;

 

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

გ---------------ემ სახელმწიფოს მოტყუების მიზნით, ბადურ ძირკვაძეს დააფუძნებინა შპს „წიქარა“ (ს.ნ. 4-----------------------–-----–----------------------------------------------–-----–-----–------------------------------------------------–-------------------------------------–--------–---------------------------------------------------------------------------------------------------------–----–-------------------------------------------------–------------------------------------------–---–--–-----------------------------–-–---–--------–---------–---------------------------------–-----–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------–--------------------------------------–-----–----------------------------------------------------------------------------------------------–-----------–-----–--------------------------------------------------–----------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------–----–----–----------------–---------–-–-----------------------–-–----------ილამდე პერიოდში, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა დასახელების საქონელი. იგი ზემოხსენებული საზოგადოებების სახელით ამზადებდა ყალბ საგადასახადო დეკლარაციებს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს უჩვენებდა თითქოსდა საზოგადოებებს ჰქონდათ დღგ-ს აქტივი და გააჩნდა გარკვეული ქონება, რის შემდგომაც საქონლის საქართველოში იმპორტის დროს, იმპორტის გადასახადის გადახდას ახდენდნენ ყალბად შექმნილი დღგ-ს ზედმეტობით, ამასთანავე, საზოგადოებებს გაუჩნდათ სახელმწიფოსათვის დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნის უფლება, რითაც მოტყუებით მოიპოვა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებზე ქონებრივი უფლება.

 

აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 1 896 857 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2008 წლის 27 დეკემბერს გ---------------ე რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2009 წლის 01 ივლისს რეგისტრირებული იქნა დღგ-ს გადამხდელად.

 

გ---------------ეს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, გ---------------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებდა მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.

 

2013 წლის 19 აგვისტოს, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტით, 2008 წლის 27 დეკემბრიდან, 2013 წლის 02 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა ძირითადი გადასახადის სახით 265901 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2013 წლის 29 აგვისტოს N0------ ბრძანებით, გადამხდელს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 265901 ლარი. 2014 წლის 17 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2014 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ს გადასახადში, დამატებით სულ დაერიცხა 905 976 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 603 984 ლარი, ჯარიმა - 301 992 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 17 აპრილის N7-200 საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა 925 947 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 603 984 ლარი, ჯარიმა - 301 992 ლარი და საურავი 19971,2 ლარი. სულ მთლიანობაში ი.მ. „გ---------------ეს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 869 885 ლარი.

 

გ---------------ემ არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა გადახდილი გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა - 869 885 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ---------------ემ და მისმა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ, რომლებმაც ითხოვეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატი უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გ---------------ემ და მისმა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ მსჯავრდებულისათვის 80 000 (ოთხმოციათასი) ლარის ოდენობით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ასევე გამოკვლევის გარეშე მიღებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; კერძოდ მოწმეების: დ--------------–---–-ს, დავით ლებანიძის, ეკა მაისურაძის, ილია ელიაძის, ენვერი დიასამიძის ჩვენებებს; 2015 წლის 23 მაისის დათვალიერების ოქმს; 2015 წლის 01 ივნისის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 80 000 (ოთხმოციათასი) ლარის ოდენობით, გაუქმებასთა დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა გ---------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი; ასევე მისი ქმედებით გამოწვეული, სახელმწიფოსადმი მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ---------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენება; ამასთან, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დანაწესიდან გამომდინარე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ დამატებითი სახის სასჯელად განსაზღვრა ჯარიმა - 80 000 ლარის ოდენობით. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ გ---------------ეს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ---------------ის და მისი ადვოკატის ა-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი;

 

გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 80 000 (ოთხმოციათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 18 ივნისიდან, 2015 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

გ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ გ---------------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

03 (სამი) ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე