განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
330100118002739411
ინსტანცია
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002739411

საქმე 1b-----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ თ-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------- ბ---------ის მიმართ, (დაბადებული 1----–-–------------, რ------------------–----------–---, პასპორტის 6---------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: რ------------–-----------------------------–--------------------------------------4 და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–----------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------- ბ---------მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა; ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, ქალაქ თბილისში, პ-----------–----------–---------------- ტერიტორიაზე, რ------------------–----------–---, გ--------- ბ---------ი, ქურთუკის მარცხენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა, გასაღების მიზნით, მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ და დამზადებულ შავი ფერის წებოვანი ლენტით სამ შეკვრად შეფუთულ, დაფასოებულ ნივთიერებას, რაც შეიცავს 5-fluoro-ADB, რომელიც განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

მანვე, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მისამრთზე: ქ-------–-----–------------------------------–-, გასაღების მიზნით უკანონოდ დაამზადა და შეინახა, ასევე, პ-----------–----------–---------------- ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას, გასაღების მიზნით, განათავსა, მის მიერ, ასევე უკანონოდ შეძენილი და დამზადებული : წითელი და შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული, ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; 3 (სამ) ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 (ორ) ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 (ორი) ცალი წითელი წებოვანი ლენტით და 1 ( ერთი) ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული ნივთიერება; 4 (ოთხი) ცალი წითელი წებოვანი ლენტით და 6 (ექვსი) ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 3 (სამ) ცალად დაფასოებული შავი ფერის პაკეტში, ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ 5-fluoro-ADB, რომელიც განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით:

 

გ--------- ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ--------- ბ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

გ--------- ბ---------ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვარის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ თ-------მ; წარმოდგენილი საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა მისი დანაშაული და უდაოდ ცნო მტკიცებულებები, შესაბამისად აპელანტის პოზიციით უნდა განესაზღროს სასჯელის მინიმალური ზღვარი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამვე დროს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს გაუუქმდეს უფლებრივი შეზღუდვები.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების (გ--------- ბ---------ის აღიარებითი ჩვენება, გ--------- ბ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; ადგილის დათვალიერების ოქმები; ბინის ჩხრეკის ოქმი; გ--------- ბ---------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების გამოკითხვის ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის N2---------------, N3------------ქრ დასკვნები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-fluoro-ADB ) შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ გ--------- ბ---------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი შემსუბუქების ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებები არ არის სახეზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზების N2--------------- და N3------------ქრ დასკვნების თანახმად, დგინდება, რომ გ--------- ბ---------ისაგან პირად ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერებები, ასევე მის დროებით საცხოვრებელ მისამართზე და პ-----------–----------–---------------- ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას ამოღებული ნივთიერებები, წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა, შენახვასა, დამზადებისა და გასაღების მცდელობაში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება გულისხმობს განზრახ ქმედებას, როცა პირი, ვისაც არ აქვს საამისო კანონიერი უფლებამოსილება, ნარკოტიკების შემცველი მცენარისაგან, პრეპარატისაგან, ანდა ქიმიური თუ სხვა სახის ნივთიერებისაგან მიიღებს მოხმარებისა და გამოყენებისათვის მზა ერთ ან რამოდენიმე ნორკოტიკულ საშუალებას, ან მის ანალოგს ან პრეკუსორს, რომელიც შეტანილია სპეციალურ სიაში და მათ ბრუნვაზე დაწესებულია სახელმწიფო კონტროლი. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ- ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. რაც შეეხება უკანონო გასაღების მცდელობას, აღნიშნული გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემის მცდელობას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით მოხდება ეს - საზღაურით თუ მის გარეშე. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო გასაღების მცდელობა ითვლება განზრახ ქმედებად, რომელიც მართალია უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

სასჯელთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთან, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, სწორედაც, რომ გათვალისწინებული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

სააპელაციო პალატას მიზანშეუწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ისათვის მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირება. პალატას მიაჩნია, მოცემულ საქმეზე, მართალია, მსჯავრდებულმა გ--------- ბ---------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა; ამასთანავე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა (ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი) ასეთ ვითარებაში მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ და ზომად 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა (მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელის ზომა) მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გ--------- ბ---------მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში სასჯელის განსაზღვრისას. რაც შეეხება დაცვის მხარს თხოვნას მსჯავრდებულს გაუუქმდეს უფლებრივი შეზღუდვა, პალატა ვერ დაეთანხება აპელანტს, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული უფლებრივი შეზღუდვების დაწესება ეხმარება იმ ლეგიტიური მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ხელის შეწყობა, ნარკომანიის თავიდან აცილება, ნარკომანიის თავიდან აცილება, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას. შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობა რაიმე შემზღუდავი დათქმის გარეშე (აპელანტს არგუმენტი - როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს მოეხსნას უფლებრივი შეზღუდვა) ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულზე - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე უფლებრივი შეზღუდვის გავრცელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის ხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ინვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--------- ბ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ თ-------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენი გ--------- ბ---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

გ--------- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ--------- ბ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

გ--------- ბ---------ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (პირადი ჩხრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შს--–--------–--------------–------------------ტში; ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (ბინის ჩხრეკისას და შემთხვევის სამივე ადგილიდან ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა ნივთები და ნივთიერებები, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შს--–--------–--------------–------------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;

 

გ--------- ბ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს რუქა მოთავსებული სპეცპაკეტში შტრიხკოდით FC------2; 3 (სამი) ცალი პლასტიკური ბარათი მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით FC------5; წებოვანი ლენტები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით FCD-----6; თანხა: 4 ცალი 100 ლარიანი, შვიდი ცალი 100 რუბლიანი, ერთი ცალი 500 რუბლიანი კუპიურები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით FCD-----5, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–----------------- სამსახურში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

2 ცალი DVD დისკი და 2 ცალი CD დისკი ფოტოსურათების ჩანაწერებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე