განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
010210017001816955
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001816955

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

სა---------–--- სახელით

 

საქმე №2/ბ-407-18 29 მარტი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე(მომხსენებელი) - ლაურა მიქავა

მოსამართლეები - თამარ სვანიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტები (მოპასუხეები) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ხა------ ხი----–---, ჯე---– ჯი-------, ზვ---- ჯი------- გ------ ღ------------ე სს ,,სა---------–--- ბა---’’ გ------- ც-----ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- დაკმაყოფილდა სს ,,სა---------–--- ბა---”-ს სარჩელი ხა------ ხი----–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

- მოპასუხეებს ხა------ ხი----–---ს და ზვ---- ჯი-------ს სს ,,სა---------–--- ბა---”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №-------, №------- და №------- საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 84 962.51აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა 79 931,50 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4554,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 417 აშშ დოლარი;

- მოპასუხეებზე ხა------ ხი----–---ზე და ზვ---- ჯი-------ზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების: 1) ქ.ბ-------, ს. ხ--–--–---–-- №94ა /ქ. ბ-------, ს. ხ--–--–---–-- ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.2-.0-.0--.0-.5--, მესაკუთრე ხა------ ხი----–---; 2) ქ. ბ-------, ს. ხ--–--–---–-- №94ა /ქ. ბ-------, ს. ხ--–--–---–-- ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.2-.0-.0--.0-.5--. მესაკუთრე ხა------ ხი----–---, 3) ქ. ბ-------, ტ------ ქ. №8-ში მდებარე ბინა №--, (მიწის უძრავი ქონების) ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0--. მესაკუთრე ხა------ ხი----–---;) 4) ქ. ბ-------, ქუჩა ხ---–--/ქ-------- №4/30-ში მდებარე ბინა №5, (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 0-.0-.3-.0--.0-.0--), მესაკუთრე ჯე---– ჯი-------, იძულებით რეალიზაციის გზით:

- იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ხა------ ხი----–--ისა და ჯე---– ჯ-------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე;

- სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს ხა------ ხი----–---ს, ჯე---– ჯი-------ს და ზვ---- ჯი-------ს სს ,,სა---------–--- ბა---”-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2014 წლის 15 დეკემბერს სს ,,სა---------–--- ბ---სა“ და ხა------ ხი----–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №-------------2------ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი, ევრო) მოცულობით, 20 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0.5%-დან 48%-მდე;

 

2.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: 1) ხა------ ხი----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბ-------, ს. ხ--–--–---–-- №94ა ბინა №2-ში. მიწის(უძრავი ქონების ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.5--/0-.2-.0-.0--.0-.5--), 2) ხა------ ხი----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------- ტ------ ქ. №8 ბინა №-- (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 0-.2-.0-.0--.0-.0--) და 3) ჯე---– ჯ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბ-------, ქუჩა ხ---–--/ქ-------- №4/30 ბინა №5 (მიწის(უძრავი ქონების) ს/კ 0-.0-.3-.0--.0-.0--);

 

2.3. 2014 წლის 15 დეკემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - ზვ---- ჯი-------მ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად (ხა------ ხი----–---);

 

2.4. 2014 წლის 19 დეკემბერს სს ,,სა---------–--- ბ---სა“ და ხა------ ხი----–---ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხაზის №------- ხელშეკრულება, რომლითაც ხა------ ხი----–---ზე გაიცა კრედიტი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის განმავლობაში, წლიური 9%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%. 2) 2016 წლის 07 აპრილს სს ,,სა---------–--- ბ---სა“ და ხა------ ხი----–---ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო №------- ხელშეკრულება, რომლითაც ხა------ ხი----–---ზე გაიცა კრედიტი 23 000 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის განმავლობაში, წლიური 11%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%;

 

2.5. სს ,,სა---------–--- ბ---სა“ და ხა------ ხი----–---ს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დანართით №------- (დამატებითი შეთანხმება) იპოთეკით დაიტვირთული ქონების დაზღვევის მიზნით ხა------ ხი----–---ზე გაიცა კრედიტი 607.5 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, წლიური 18%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თნხის ყოველდღიური 0.5%;

 

2.6. ხა------ ხი----–---ს სესხების დაფარვა უნდა ეწარმეობინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკების შესაბამისად. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკები და წარმოიქმნა დავალიანება რომელიც 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 88 715.57აშშ დოლარს. საიდანაც №------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 63 766.20 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 57 892.36 აშშ დოლარი, პროცენტი 3 026.91 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 846.93 აშშ დოლარი), №------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 24 608.09 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 21 829.57 აშშ დოლარი, პროცენტი 1 512.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1 265.82 აშშ დოლარი), ხოლო დაზღვევის კრედიტზე №------- დავალინება შეადგენს 341.28 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 269.57 აშშ დოლარი, პროცენტი 14.40 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 57.31 აშშ დოლარი);

 

2.7. ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

 

2.9. დადგენილია, სს ,,სა---------–--- ბ---სა’’ და ხა------ ხი----–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით 84 თვის ვადით. წლიური 9%-ის დარიცხვით;

 

2.10. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 63 766.20 აშშ დოლარს;

 

2.11. დადგენილია, 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-------, რომლითაც სს ,,სა---------–--- ბ---მა’’ გასცა კრედიტი 607.5 აშშ დოლარის ოდენობით 240 თვის ვადით. წლიური 18%-ის დარიცხვით;

 

2.12. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 341.28 აშშ დოლარს;

 

2.13. ასევე დადგენილია, სს ,,სა---------–--- ბ---სა’’ და ხა------ ხი----–---ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2016 წლის 07 აპრილის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 23 000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით. წლიური 11%-ის დარიცხვით.

 

2.14. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 24 608.09 აშშ დოლარს;

 

2.15. სასამართლომ სსკ-ის 873-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებელზე სესხის დავალიანების თანხის ჯამში 88 715.57 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა;

 

2.16. სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 403-ე, 404-ე და 411-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სესხის ძირი თანხის, საკომისიოსა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო, რის გამოც დააკმაყოფილა;

 

2.17. სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობდა ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულიყო. თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო სამივე სესხზე შეადგენდა 4170.06 აშშ დოლარს, რომელიც იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონლად მიიჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. ამდენად, მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 417 აშშ დოლარის ოდენობით;

 

2.18. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 286-ე და 301-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხეების ხა------ ხი----–--ის და ჯე---– ჯ-------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია;

 

2.19. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლზე მითითებით სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც იგი დააკმაყოფილა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ხა------ ხ-----–--ემ, ჯე---– ჯი-------მ და ზვ---- ჯი-------მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში ის სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ზვ---- ჯი-------ს ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, მაგრამ ზვ---- ჯი-------ს სასამართლოსთვის შესაგებელი არ წარმოუდგენია. ზვ---- ჯი------- ვერ წარმოადგენდა შესაგებელს, რადგან მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად ეცნობა სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა სასამართლომ არ გადადო სხდომა და სასამართლო უწყება ჩათვალა ჩაბარებულად;

 

3.2. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპასუხე მხარე ამის შესახებ გაფრთხილებული არ ჰყავდა კანონით დადგენილი წესით ანუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება არის კანონდარღვევით მიღებული, რომელიც უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

 

3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეები ყველა სასასამართლო სხდომაზე, მათ შორის თავისი შესაგებელით აცხადებდნენ, რომ ხა------ ხი----–---სა და ,,სა---------–--- ბ---ს“ შორის ისე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომ მოსარჩელემ სრულად არ გააცნო მსესხებელს ხელშეკრულების პირობები;

 

3.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეები ყველა სასასამართლო სხდომაზე, მათ შორის თავისი შესაგებელით აცხადებდნენ, რომ მოპასუხეებსა და ,,სა---------–--- ბ---ს“ შორის ისე გაფორმდა ყველა ხელშეკრულება, რომ მოსარჩელემ სრულად არ გააცნო მსესხებელს ხელშეკრულების პირობები. არც მხარემ და არც სასამართლომ არ ჩააბარა მათ საქმის მასალები, რომ მოპასუხე მხარე გაცნობოდა;

 

3.5. მოპასუხეები ასევე უთითებდნენ, რომ ბა--- ვალდებულია განსაზღვრულ (საკრედიტო) ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი შრიფტის ზომით. ხელშეკრულების თავსართში ბანკმა უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას სა---------–--- ეროვნული ბა---ს ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 4-- 4--”. რაც ბანკს ხა------ ხი----–--ის და ზვ---- ჯ-------ის შემთხვევაში არ გაუკეთებია, ხელშეკრულება იმდენად წვრილი შრიფტითაა დაწერილი, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელია;

 

3.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მოპასუხეების მხრიდან დაირღვა სესხის გადახდის გრაფიკი, რის გამოც ვალმა შეადგინა 88 715.57 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხეები არ ეთანხმებოდნენ და ამის შესაბამისი მტკიცებულებაც ჰქონდათ წარდგენილი სასამართლოში რითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხეების მხრიდან ნაწილობრივ სესხის ძირი თანხა დაფარული იყო, ხოლო სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. აღნიშნულს ადასტურებს თვით მოსარჩელეს მიერ სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება, სადაც მითითებულია, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის 2014 წლის 15 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე დადებული 2014 წლის 19 დეკემბერს დადებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ხა------ ხი----–--ის მხრიდან არ დარღვეულა. აღნიშნული დასტურდება ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ სხვაგვარად ბა--- მსესხებელს მეორე ხელშეკრულებას სესხის გაცემის შესახებ 2016 წლის 7 აპრილს არ გაუფორმებდა;

 

3.7. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის სადაო ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ,,სა---------–--- ბ---მა“ წერილობით მიმართა მოპასუხეებს და აცნობა მათი მხრიდან სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. გამსესხებელს არ უცნობებია მსესხებლისათვის ხელშეკრულების პირობების შეწყვეტის შესახებ, ასეთი მტკიცებულება, რომელიც ბა---ს მიერ მოვალის გაფრთხილებას დაადასტურებდა სარჩელს თან არ ერთვის, მხოლოდ ფორმალური წერილების წარმოდგენა, რომელის გაგზავნის ან მიღების დასტური თან არ ახლავს, ვერ ჩაითვლება წერილის ჩაბარებად. უფრო მეტიც, ხა------ ხ-----–--ის მიერ ოფიციალური პრეტენზია იყო წარდგენილი ,,სა---------–--- ბ---ში“ და ასეთ ვითარებაში ბანკმა ისე შეწყვიტა ცალმხრივად ხელშეკრულება, რომ არ მიუწოდებია ინფორმაცია მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ცამხრივად შეწყვეტის შესახებ;

 

3.8. ზვ---- ჯ-------ის მიერ სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარებული წერილით დასტურდება, რომ ის როგორც მოპასუხე გაფრთხილებული არ იყო სხდომის დანიშვნის შესახებ, აღნიშნულით დასტურდება ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლომ მოპასუხე მხარეს ვერ ჩაბარა კანონით დადგენილი წესით სარჩელი თანდართული მასალებით, სასამართლომ ვერ უზრუნველყო მოპასუხე მხარის კანონით დადგენილი წესით მოწვევა სასამართლო სხომაზე. შედეგად კი მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;

 

3.9. სასამართლომ არ გამოიყენა და არ იხელმძღვანელა სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესებით, ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე და 389-ე მუხლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 23 თებერვალს სს ,,სა---------–--- ბ---მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხა------ ხ-----–--ის, ჯე---– ჯ-------ის, ზვ---- ჯ-------ის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ზვ---- ჯ-------ის მისამართად მიუთითა - ქ.ბ-------, ქ--------ს ქ. №30/40, ბინა 4-(იხ. სარჩელი, ს/ფ 1-15);

 

4.2. დადგენილია, რომ აღნიშნულ სარჩელზე 2017 წლის 22 მარტს ზვ---- ჯი-------მ შესაგებელი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მის მისამართად მიუთითა - ქ.ბ-------, ქ--------ს ქ. №30/40, ბინა 4- (იხ. შესაგებელი, ს/ფ 108);

 

4.3. დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 30 იანვარს 11:00 საათზე, რომლის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით (იხ. განჩინება, ს/ფ 176);

 

4.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ზვ---- ჯი-------. დადგენილია, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2018 წლის 27 თებერვალს, 12:00 საათზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 186-188);

 

4.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე ზვ---- ჯი-------ს ეცნობა სასამართლოს მიერ ქ.ბ-------, ქ--------ს ქ. №30/40, ბინა 4--ში გაგზავნილი უწყებით, რაც 22.02.2018წ. ჩაბარდა მოპასუხის დედას - ნ.ნ---–--ეს (იხ. უწყება, ს/ფ 191);

 

4.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ზვ---- ჯი-------. დადგენილია, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2018 წლის 02 მარტს, 16:00 საათზე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ხელწერილი, ს/ფ 192-194, 203);

 

4.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს ზვ---- ჯი-------მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ ბოლო ერთი წელია ცხოვრობს ქ.ბ-------, ხ--–--–---–-- ქ. №94, ბინა №2-ში და ითხოვა ყველა გზავნილის ამ მისამართზე გაგზავნა. ამავე განცხადებაზე მოპასუხის მიერ მითითებული იქნა მისი ტელეფონის ნომერი (იხ. განცხადება, ს/ფ 204);

 

4.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 02 მარტს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხე ზვ---- ჯი------- სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, გაფრთხილებული არ ყოფილა. კერძოდ, მას მისი მოთხოვნის მიუხედავად, მითითებულ მისამართზე, სასამართლოს მიერ არც უწყება გაგზავნია და არც სხვა კანონით გათვალისწინებული საშუალებით გაფრთხილებული არ ყოფილა;

 

4.9. სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.10. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში მოცემულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. ამავე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;

 

4.11. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს 2018 წლის 02 მარტს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე არ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, მას სხდომის დღის, ადგილისა და დროის შესახებ არ გაეგზავნა შეტყობინება (უწყება), რაც სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას აღარ გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ სხვა გარემოებებზე;

 

4.12. სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;

 

4.13. ამდენად, სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხა------ ხი----–--ის, ჯე---– ჯ-------ის და ზვ---- ჯ-------ის (წარმომადგენელი გ------ ღ------------ე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმის ხელახალი არსებითი განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სა---------–--- უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)

 

თამარ სვანიძე

 

ირმა პერანიძე