განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
330100119002880531
ინსტანცია
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100119002880531

საქმე N1ბ/428-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: და---------------ს

ბრალდებულის: გი--------------ს

ადვოკატის: ლე------------–---–-ს

მონაწილეობით,განიხილა, ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის საოქმო განჩინებაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, ბრალდებულ გი--------------ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ტექნიკური განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ------–-----------–--–----–---------------------–-- დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით გი--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ------–-------------------–----–--------------------ში მდებარე შპს ,-----------–-------–------–--- გი-------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა შპს ,,ფ--------–-------–-------ის’’ კუთვნილ ერთ ბოთლ 0,5ლ ტევადობის არაყს ,,ფინლანდიას’’, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 23 ლარის და 90 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2019 წლის 26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------მ და ითხოვა ბრალდებულ გი--------------სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

2019 წლის 5 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისსხდომაზე, წარდგენილ იქნა შუამდგომლობა ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც ბრალდებული გი-------------- ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათის ვადით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილივის კოლეგიის მიერ საოქმო განჩინებით არ იქნა დამტკიცებული და საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 15 აპრილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილივის კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა და---------------მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ზემოაღნიშნული პირობებით. პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმა ბრალდებული გი-------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლე------------–---–-.

პალატამ განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ასევე შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 40-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, როგორც სასჯელის სახე უფრო მძიმეა ვიდრე ჯარიმა, რომელსაც თავის მხრივ ითვალისწინებს სსკ-ის 177-ე მუხლის სანქცია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, როგორც უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება, არამართებულია.

პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ალტერნატიული ხასიათისაა და ითვალისწინებს შინაპარტიმრობასაც და თავისუფლების აღკვეთასაც. ამასთან, როდესაც მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იმაზე მსჯელობა, თუ რომელი სასჯელის სახე უფრო მსუბუქია, შეფასებით კატეგორიას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბრალდებულის პოზიციაც, რამდენად შეძლებს ის საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. ბრალდებულმა გი--------------მ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ ის უმუშევარია, სახლში ჰყავს ავადმყოფი მამა და ვერ შეძლებდა ჯარიმის გადახდას.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შერთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ არღვევს კანონის მოთხოვნებს და მის დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აცნობიერებს მისთვის წარდგენილი ბრალდების სამართლებრივ მხარეს და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, ბრალდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მოწმეების: ა------–-------------------------------- გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, გი--------------ს გამოკითხვის ოქმით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოსურათებით და საქმეში არსებული მასალების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბრალდებულმა გი--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს და წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, გაუქმდეს;

3. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის და---------------ს და ბრალდებულ გი--------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

4. გი--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო 120(ასოცი) საათის ვადით;

5. გი--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო - გაუქმდეს;

6. გი--------------სთვის დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიოხედვით.

7. ნივთმტკიცება:

- ალკოჰოლური სასმელი ერთი ბოთლი არაყი ,,FINLANDIA REDBERRY’’, რომელიც ხელწერილით დროებით შესანახად აქვს გადაცემული ან-----–--------ს, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კპანაძე

 

ლ. თევზაძე