განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002633097
საქმე №1ბ/44-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის
მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-–----------–---–ის
მსჯავრდებულ: გ----------–-----ის
ადვოკატ: მ-------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ გ---------------------–-----ის, დაბადებულის 1----–-–----------------–-ს, საქართველოს მოქალაქის (----------------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------–------------------------–---, გ---------------------------------- ბინა #-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------–-----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ასევე ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას და ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით 2015 წლიდან ლ--–---------–---–ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გ----------–-----ესთან და ოჯახის შექმნას აპირებდნენ. ბოლო პერიოდში, ლ--–---------–---–ს სურდა გ----------–-----ესთან დაშორება, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2018 წლის 29 ივნისს, გ----------–-----ე უკანონოდ შევიდა ქ. თბილისში, ვ---------–------------–--------------------------------------------ში მდებარე ლ--–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მისი ნების საწინაარმდეგოდ და დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება. იმავე ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ ლ--–----------–---–ი და მისი შვილი - ა------------–---–ი, რა დროსაც გ----------–-----ე კვლავ უკანონოდ იმყოფებოდა მათ ბინაში. გ----------–-----ე იყო გაღიზიანებული და შესვლისთანავე, უსაფუძვლო მოტივით, ლ--–---------–---–ს და ა------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავდროულად, სწვდა მათ თმაში და რამდენჯერმე ერთმანეთზე თავი არტყმევინა. ლ--–---------–---–ი შეეცადა გათავისუფლებას, რა დროსაც გ----------–-----ე სწვდა მას ყელში, ზურგზე ხელი ჰკრა და კედელთან მიიმწყვდია. გასაშველებლად მისულმა ა------------–---–მა უკან მოქაჩა გ----------–-----ე, რა დროსაც ამ უკანაკნელმა მარცხენა ხელით თმაში მოქაჩა, ხოლო მარჯვენა ხელით კარტოფილის სათლელი განზრახ დაარტყა კისრის არეში, რითაც ა------------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ხოლო ლ--–---------–---–მა, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 23 ივნისს, ქ.თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------- სადარბაზოში, გ----------–-----ემ, უსაფუძვლო მოტივით, ლ--–---------–---–ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანაკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
გ----------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ----------–-----ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი;
გ----------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან;
გაუქმდა გ----------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ----------–-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ----------–-----ეს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი გ----------–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ - ლ--–---------–---–ის და ა------------–---–ის, ასევე, მოწმეების - ავ--------–-–--–--–---–ის, ხ----------------–---–ის, ხ-----------–----ის, კ---------------ის, დ----------------–---–ის, დ------–--------------ის, გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო - სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართულ ფოტოსურათებით, ამოღების ოქმით და ამოღებული მაისურით, გ----------–-----ის დაკავების ოქმით და თავად გ----------–-----ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებების განხორციელების სახე, ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გ----------–-----ემ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ----------–-----ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გ----------–-----ის მიმართ დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი გ----------–-----ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი გ----------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი გ----------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ----------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ----------–-----ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
გ----------–-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ----------–-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
მსჯავრდებულ გ----------–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულებები: - ა------------–---–ის კუთვნილი მაისური, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის დაზიანებული მობილური ტელეფონი, შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ოთხი ცალი სტერილიზებული ჩხირით ამოღებული სისხლის ლაქები, ერთი ცალი შავი ფერის ტარის მქონე მეტალის საგანი, თაბაშირის ნაკეთობის ფრაგმენტები, ორი ცალი ქაღალდში გახვეული დოლბანდი მოწითალო ფერის ლაქებით, ა------------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, გ----------–-----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი გადახდის ქვითარი და შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი