განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310919002857099 (3/ბ-101-2019წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (სავარაუდო მოძალადე) – თ----- დ---–-------ე
სავარაუდო მსხვერპლი: ე---- დ---–-------ე, ე--------–-------ე
დავის საგანი – დამცავი ორდერის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლო აქტი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე განხილულია დახურულ სასამართლო სხდომაზე
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 19 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა ნ----- წ--–----ემ და მოითხოვა მოქალაქე თ----- დ---–-------ის მიმართ, მისივე შვილების არასრულწლოვან ე---- (დაბ: 0--------- პ/ნ 6----------) დ----- (დაბ: 2--------- პ/ნ 6----------) დ---–-------ეების დაცვის მიზნით დამცავი ორდერის გამოცემა.
განმცხადებლის განმარტებით, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ახორციელებს საქმის წარმოებას არასრულწლოვან ე---- (დაბ:0--------- პ/ნ 6----------) დ----- (დაბ:2--------- პ/ნ 6----------) დ---–-------ეების მიმართ მშობლის თ----- დ---–-------ის (დაბ:2--------- პ/ნ 6----------) მიერ მოვალეობის ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 12 სექტემბრის მთავრობის №437 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში.
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ჯერ კიდევ 2012 – 2014 წლებში მუშაობდა თ----- დ---–-------ესთან ოჯახის გაძლიერების მიზნით და განხორციელდა მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები ბავშვთა უფლებების დასაცავად. გატარდა მთელი რიგი აქტივობები, რომელიც ემსახურებოდა ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერებას. ე---- დ----- დ---–-------ეების ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით, ინტენსიური მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში, განხორციელდა შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
ბავშვისა და ბიოლოგიური ოჯახის შეფასება, საჭიროებების გამოკვეთისა და სათანადო აქტივობების დაგეგმის მიზნით. იურიდიული კონსულტაციის გაწევა, ე--------–-------ის დაბადების მოწმობაში მამის სამართლებრივი ვინაობის განსაზღვრის მიმართულებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი: ,,INER-JORJIA“, ,,WORID VISION” მიმართვა საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით ოჯახის უზრუნველყოფის მიზნით.
ოჯახი დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 52740); ,,WORID VISION”-ის მიერ მოხდა ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება (საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა). განხორციელდა მიმართვა ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურთან და თ----- დ---–-------ის ოჯახი ჩაერთო ა(ა)იპ ,,მადლიერების სახლის’’ (უფასო სასადილო) დახმარების პროგრამაში.
ხელი შეეწყო საჯარო სკოლის ცვლილებისა და მოსწავლის სტატუსის აღდგენისათვის აუცილებელ პროცედურებს.
მოხდა ბავშვის დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.
ბავშვების დედასთან პოზიტიური კომუნიკაციით ურთიერთთანამშრომლობითა და სხვადასხვა საჭირო სერვისებთან გადამისამართებით დაგეგმილი იყო გამოკვეთილი ოჯახის პრობლემების აღმოფხვრა არასრულწლოვანი შვილების ინტერესის გათვალისწინებით.
ვინაიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო აწარმოებს საქმეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 12 სექტემბრის მთავრობის №437 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, დაიგეგმა უმოკლესი ვადის გათვალისწინებით ფსიქოლოგის ჩართულობა, გამოიკვეთა არასრულწლოვან ბავშვთან განსაზღვრული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისის მიღება.
სოციალურ მუშაკ ს------- ა---–--ის მიერ, ბავშვების ინტერესის შესაბამისად შედგა ინდივიდუალური განვითარების გეგმა, - ე--------–-------ის მიმართ - 2019 წლის 2---------ს N4-- და ე---- დ---–-------ის მიმართ - 2019 წლის 1---------ს N4--.
გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მიზნით, სამსახურმა მიმართა დედას, თ----- დ---–-------ეს ინდივიდუალური განვითარების გეგმებზე ხელის მოწერით თანხმობა მიეცა და უზრუნველეყო განეხორციელებინა გეგმებით გათვალისწინებული აქტივობები.
მიუხედავად სოციალური მუშაკის მიერ გატარებული ღონისძიებებისა, ვიზიტების საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვების დედამ კატეგორიული უარი განაცხადა სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობაზე (ვიზიტი № 705) და დაგეგმილი აქტივობების შესრულებაზე. ინტენსიური ვიზიტებისას გამოირკვა, რომ თ----- დ---–-------ე შვილთან ე---- დ---–-------ესთან ერთად გამოირჩევა აგრესიულობით. მისი განმარტებით, საკუთარ სახლში თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ მეზობლები. ბავშვების ჰიგიენური მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. ე---- დ---–-------ის დედას სოციალური მუშაკის მიერ გაეწია რეკომენდაცია, თუმცა თ----- დ---–-------ემ ჰიგიენის დაცვაზე თანხმობა მისი მხრიდან არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში განაცხადა, აღნიშნული პირობა უკავშირდება სარეცხი მანქანით უზრუნველყოფას.
განმცხადებლის აღნიშვნით, სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თ----- და ე---- დ---–-------ეები საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აბინძურებენ ეზოს (ადგილზე დათვალიერებისას გამოკვეთილია პრობლემა), ასევე მესამე პირების განმარტებით, რომლებმაც არ ისურვეს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება დედისა და შვილის მიერ ხშირად ხდება ბოთლებისა და სხვა მინის ჭურჭლის გადმოყრა ფანჯრიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანების დაზიანება, ასევე ნამსხვრევები აზიანებს ავტომობილის საბურავებს. ბავშვებისა და დედის საცხოვრებელი ბინიდან ხშირად, განსაკუთრებით ღამის საათებში ისმის ხმაური, თ----- დ---–-------ესთან კომუნიკაციას ერიდებიან ნაცნობები ვინაიდან ის კონფლიქტურია. ე---- დ---–-------ე თანატოლებთან დადებით კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ის ხშირად ეჩხუბება და მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აბუჩად იგდებს და მათ ოჯახში მცხოვრები უფროსების მიმართ იყენებს დამაკნინებელ სიტყვებს. ბილწსიტყვაობს და ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელ გარემოს ქმნის. ზემოაღნიშნული ქცევის გამო შენიშვნის ან მითითების მიღების შემთხვევაში თ----- დ---–-------ე იძახებს საპატრულო პოლიციას და აფიქსირებს, რომ შვილთან ე---- დ---–-------ესთან ერთად მეზობლები არ აძლევენ საკუთარი სურვილით ცხოვრების უფლებას. თ----- დ---–-------ის საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მეზობლები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ აღნიშნულ ქალბატონზე საუბარს, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ისინი თანხმდებიან წარმოადგინონ ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვით. მათი განმარტებით, როგორც დედის თ----- დ---–-------ის, ისე ბავშვის, ე---- დ---–-------ის მხრიდან შესაძლოა გახდნენ შეურაცხყოფის ობიექტები, ასევე ზიანი მიადგეს მათ საკუთრებას. მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში ისმის ხმაური. ინფორმაციის გადასამოწმებლად 2019 წლის 3 თებერვალს ღამის დაახლოებით 02.30 საათზე სოციალური მუშაკის მიერ განხორციელდა ვიზიტი ა----–-----–ის N24-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, სადაც თ----- დ---–-------ე ცხოვრობს, რა დროსაც ისმოდა ბავშვის და დედის ხმამაღალი საუბარი განუწყვეტლივ, ასევე ისმოდა სხვადასხვა ნივთების იატაკზე გადაადგილების ხმა, რაც იწვევდა ხმაურს.
ზემოაღნიშნული ვიზიტით დადასტურდა, რომ დედა ვერ უზრუნველჰყოფს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი რეჟიმის დაცვას, ღამის საათებში მათ მიერ გამოწვეული ხმაურით ზიანი ადგება, როგორც საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს ასევე სხვა სრულწლოვან და არასრულწლოვან ადამიანებს და რაც მთავარია, სახლში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვს ე--------–-------ეს, რომელსაც არსებული ვითარების შეფასებით, ღამის საათებში დარღვეული აქვს ძილისა და დასვენების უფლება. ძილის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ასევე ე---- დ---–-------ის მიერ დილის საათებში სკოლის გაცდენის მიზეზს. პედაგოგ ე-----------–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის გამუდმებით აცდენს პირველ ორ გაკვეთილს. საშობაო არდადეგების შემდეგ, მხოლოდ 30 იანვარს გამოცხადდა ე---- სკოლაში. მას შემდეგ კი კვლავ აცდენს ან აგვიანებს საგაკვეთილო პროცესზე.
საცხოვრებელი სახლის მცხოვრებთაგან მიღებული ინფორმაციით, თ----- დ---–-------ე და ასევე მისი შვილი, ე---- დ---–-------ე ხასიათდებიან რთული ქცევით. დედა, შვილის მიმართ, ადრეულ ასაკში გამოირჩეოდა აგრესიით, ამჟამად ე---- თავად არის მაპროვოცირებელი კონფლიქტური გარემოს შექმნის. ის ჩხუბობს, როგორც ოჯახში ასევე მეზობლებთან, აბინძურებს ფ----–-------------- სადარბაზოს, თ----- დ---–-------ეს აღენიშნება არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, ის ხშირად იძახებს საპატრულო პოლიციას ყოველგვარი საფუძველისა და მიზეზის გარეშე. ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომ თ----- დ---–-------ის ქცევა მათთვის და ოჯახებისათვის სახიფათოა, აღნიშნულის გამო ერიდებიან მასთან კომუნიკაციას.
განმცხადებლის აღნიშვნით, არსებობს ინფორმაცია, რომ თ----- დ---–-------ე მცირეწლოვნობისას ძალადობდა ე---- დ---–-------ეზე, _ უშვებდა საცხოვრებელი ბინიდან, უყვიროდა და აშინებდა მას, თუმცა დღეის მდგომარეობით აღნიშნულის დაზუსტება შეუძლებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში შესულ ამ ინფორმაციას მოჰყვა რეაგირება, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირების გზით.
ე---- დ---–-------ის შესახებ მოპოვებული ინფორმაციით იკვეთება, რომ ბავშვი ფლობს ასაკის შეუსაბამო ს-------–--------------ს ინფორმაციას. მეზობლების განმარტებით, ღამის საათებში ოჯახიდან გამომავალი ბავშვის ხმა ს-------–--------------ს შინაარს შეიცავს, კერძოდ სიტყვები ,,დ---------------------–---–----------------“. ბავშვი აგრესიულია, გარშემომყოფების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი, გამოხატავს სიძულვილს, დედის ჩარევა მხოლოდ აღნიშნული ქცევის დამძიმებისკენ არის მიდრეკილი და წახალისებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდეს ბავშვის მიმართ სხვა ძალადობის ნიშნების შესწავლა, ვინაიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ბავშვის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული კომპლექსური ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მის მიმართ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ან/და სექსუალურ ძალადობას აქვს თუ არა ადგილი. საქმე რეაგირების მიზნით წარედგინა შსს სამინისტროს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას.
სამსახურის მიერ დაიგეგმა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ჩართულობით აუცილებელი დეტალური კვლევა და შესაბამისი ინტერვენციის განხორციელება, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ადგილი. თ----- დ---–-------ემ უარი განაცხად----- და ე---- დ---–-------ეების შესახებ შედგენილი და მასთან შეთანხმებული ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების, როგორც ს------- ა---–--ის (რომლის მიერაც მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები გატარდა ბავშვიანი ოჯახის გასაძლიერებლად) ასევე ნ----- წ--–----ის მხრიდან დახმარებისა და ფსიქოლოგის მომსახურების მიღებაზე. მისი განმარტებით, თავად და მისი შვილი ე---- დ---–-------ე არ საჭიროებენ ასეთ მომსახურებას. თ----- დ---–-------ე უარს აცხადებს ბავშვების ინტერესის შესაბამისი აქტივობების შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება განათლებას, ჰიგიენას, ბავშვების ასაკის შესაბამისი რეჟიმის (ძილი, განვითარება, გართობა) დაცვას. მოითხოვა დღის ცენტრის მომსახურების შეწყვეტა და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა მონიტორინგისა და შესაბამისად ბავშვთან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შეწყვეტა.
იკვეთება, რომ დედის მიდგომა, ოჯახური დისფუნქცია გახდა მოზარდის აგრესიის თანდათანობით ზრდის საფუძველი. ბევრი საუბარი მოზარდებთან, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მისი მიჩნევა, სასიკეთო ბიძგია ბავშვის თვითდამკვიდრებისთვის, რასაც დედა ხელს არ უწყობს. ის აღრმავებს ე----ს აგრესიულ დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი, აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად აისახება ასევე მცირეწლოვან ე--------–-------ეზეც.
თ----- დ---–-------ე დამოუკიდებლად, საკუთარი უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველჰყოფს შვილებზე ადეკვატურ, უსაფრთხო ზრუნვას, აღნიშნული საჭიროებები სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, მაგრამ პრევენციის ამ ფორმაზეც უარი განაცხადა თ----- დ---–-------ემ. აღნიშნული სერვისში განთავსება ბავშვების უგულებელყოფისაგან დაცვის უკანასკნელი გზა იქნებოდა, თუმცა დედა აღნიშნულ სერვისზე უარს აცხადებს საკუთარ ბინაში ცხოვრების სურვილიდან გამომდინარე.
თ----- დ---–-------ესთან, ბავშვების ე---- დ----- დ---–-------ეების შენარჩუნების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელდა ყველა აუცილებელი პრევენციული ჩართულობა. თუმცა ქალბატონ თ-----ს მხოლოდ მატერიალური მოლოდინები და სარგებელის მიღების სურვილი აქვს სახელმწიფო სერვისებიდან. ის სხვა ტიპის ჩართულობასა და თვითგანვითარებაზე, ასევე საკუთარ ჯანმრთელობაზე (გამოკვეთილია ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები) ზრუნვაზე, ბავშვებთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის განვითარებაზე, დასაქმებაზე და თვით რეალიზებაზე ორიენტირებული არ არის. მხოლოდ აგრესიული მიდგომით ცდილობს დამკვიდრებას ოჯახსა და საზოგადოებაში.
ძალადობის ფორმა დედის თ----- დ---–-------ის მხრიდან შვილებზე - ე---- დ----- დ---–-------ეებზე - გამოკვეთილია უგულებელყოფის ფორმით.
უგულებელყოფა გამოკვეთილია შემდეგი სახით - ბავშვებს აქვთ მოუწესრიგებელი გარეგნობა - უსუფთაო სახე და სხეული, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, გარდა ამისა, ბავშვს უძნელდება ყურადღების კონცენტრირება, მუდმივად გამოხატავს შიმშილს, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები, აქვს გარესამყაროსადმი მტრული დამოკიდებულება, მისი ფსიქიკა ,,მზად არის“ ტრავმული რეაქციებისათვის, იბრძვის, რაც სხვა ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში ვლინდება, უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობას, საფრთხის ქვეშაა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობაც. თ----- დ---–-------ის მიერ შვილების აღზრდის მეთოდი არაჯანსაღია, რაც საფრთხის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს ბავშვებს.
პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ჩართვის საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც მიმართული იქნება მოზარდების თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, ჯანსაღი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაზე. ასევე უნდა მოხდეს ჩართვა პროფესიული სწავლების პროგრამებში, სხვადასხვა სპორტულ სექციებსა და წრეებში.
სამუშაო პროცესი სპეციალისტების ჩარევით უნდა წარიმართოს მოზარდების შინაგანი დაძაბულობის მოხსნისაკენ. გულახდილი საუბრით, შესაბამისი ,,ანტიაგრესიული ტრენინგებით“ მოზარდმა უნდა ისწავლოს რელაქსაცია, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, საკუთარი აგრესიული იმპულსების მართვა, შიშის, შფოთვის მოხსნა, აითვისოს სხვადასხვა სიტუაციებში ადეკვატური ქცევის უნარები. აქ მუშაობა საჭიროა არა მხოლოდ ე---- დ---–-------ესთან, ასევე დედასთანაც, რომელიც უნდა გაერკვეს შექმნილი პრობლემური სიტუაციის მიზეზებში.
გამოკვეთილია საჭიროება საკუთარი შვილების მიმართ დამოკიდებულების შეცვლისაკენ, სწავლების სპეციალური პროგრამებით. აუცილებელია მოხდეს მშობლის კომპეტენციის გაუმჯობესება ბავშვის აღზრდის სფეროში, როგორც ე---- ასევე მცირეწლოვან ე--------–-------ესთან ვინაიდან ის ყოველდღიურად ადევნებს თვალს ოჯახის წევრების ქცევას. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების დახმარების გარეშე ბავშვების ინტერესების დაცვა სრულად უგულებელყოფილია მშობლის მიერ, რაც ძალადობის ფორმაა და საჭიროებს კომპეტენციის ფარგლებში ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას.
ფსიქოლოგის 2019 წლის 1-----------–ის № 1--- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, თ----- და ე---- დ---–-------ეებთან ფსიქოლოგის მომსახურებაზე უარის თქმა გამოიწვევს უკვე არსებული და ფსიქოლოგის მიერ პირველად გამოკვეთილი მდგომარეობების გართულებას.
იქმნება დაუყოვნებლივ ჩარევის აუცილებლობა მოქმედი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან ადგილი აქვს არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას − მშობლის, მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საფრთხისაგან დაუცველობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობას, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე და ის ამას არ ახორციელებს. შესაბამისად, აუცილებელია გამოიცეს დამცავი ორდერი.
განმცხადებელი ითხოვს - მიღებული იქნეს დამცავი ორდერი და ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, მსხვერპლი ე---- დ----- დ---–-------ეები, გარიდებული იქნენ 6 თვის ვადით მოძალადე დედის - თ----- დ---–-------ისგან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა თ----- დ---–-------ის მხრიდან შვილების მიმართ უგულებელყოფა, ამასთან არ არსებობდა ძალადობის განხორციელების რეალური საშიშროება, შესაბამისად, არ არსებობდა დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული შეტყობინებები, მოწმეთა ახსნა-განმარტებებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ---------ის“ მობინადრეთა საერთო კრების 2019 წლის 1-----------–----- ოქმი, პირდაპირ მიუთითებს ბინათმესაკუთრეებს შორის სამეზობლო დავის შესახებ. აღნიშნული ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არის დაძაბული სამეზობლო ურთიერთობა, რაც საჭიროებს სამართლებრივ რეგულაციას, თუმცა დაუდგენელია შვილების დედისგან განრიდება რა გავლენას მოახდენს სამეზობლო ურთიერთობების დარეგულირებაზე.
მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების ჩვენება, სამეზობლო დავიდან გამომდინარე, პირადი წყენით იყო განპირობებული და არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებას.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------ ა---–--ის რეკომენდაცია-შეფასების იმ ნაწილს სადაც აღნიშნულია, რომ თ----- დ---–-------ის ურთიერთობა თემთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. მეზობელთა ერთი ნაწილისათვის თ----- თავის შვილებთან ერთად მიუღებელია, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ის კონფლიქტური ხდება მაშინ, როცა უსამართლო პრეტენზიას უყენებენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მისი კონფლიქტური ხასიათი განპირობებულია ოჯახური მდგომარეობითაც. ოჯახს აქვს დახურული ტიპის საზღვრები... ზოგი მეზობელი მიიჩნევს, რომ ის კონფლიქტურ სიტუაციას თავად არ ქმნის. ინტერვიუს დროს გამოიკვეთა დესტრუქციული ალიანსი რამდენიმე მეზობელთან, მაგრამ ცალკე წარმოებულ ინტერვიუში, სადაც მათ მიერ არ იქნა თავიანთი პიროვნება დასახელებული, ცალსახად განაცხადეს, რომ ,,თვითონ თ-----ს მიერ ე----ს მიმართ ძალადობის ფაქტს _ არ შესწრებიან, მაგრამ ამბობენ“.
სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოტივაცია დამცავი ორდერის გამოცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), მესამე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სოციალური მომსახურების სამსახურის ვალდებულებაა მსგავსი სიტუაციების მართვა და დახმარების გაწევა რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის. ამასთან, პირველ ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მსგავს ურთიერთობებში სოციალური მომსახურების განყოფილება გამოდის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც განუხრელად ზრუნავს თავის მოქალაქეზე და მის სოციალურ-კულტურულ განვითარებაზე. ამდენად, მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, მას უნდა შეეძლოს პრობლემის მოგვარებისას იყოს ეფექტური.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მცირეწლოვანი ე--------–-------ე არის ბუნებრივ კვებაზე. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა თ----- დ---–-------ის მხრიდან ე--------–-------ის უგულებელყოფას, ასევე არ დასტურდებოდა კონკრეტული ფაქტები, რაზე დაყრდნობითაც განმცხადებელი ითხოვდა 2 წლის ე--------–-------ის დედისგან 6 თვით განრიდებას.
სასამართლოს მსჯელობით, საქმის განხილვისას თ----- დ---–-------ემ განმარტა და მხარეთა შორის დავა არ გამოუწვევიას იმ ფაქტს, რომ თ----- დ---–-------ე აქვს უმაღლესი განათლება, არის დიზაინერი, ცხოვრობს მშობლების ბინაში შვილებთან ერთად. არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას. მოწმე თ----–ა ჩ----–-–---–მა განმარტა, რომ თ----- დ---–-------ის ოჯახს იცნობს 12 წელია. მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვს საცხობი. თ----- დ---–-------ე არ შეუმჩნევია არანაირ ამორალურ ქცევაში. ის არის შვილებზე შეყვარებული დედა და ზრუნავს მათზე. ყოველ დილით ე---- მიჰყავს სკოლაში და ამ დროს თან ჰყავს პატარა ე--–.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილების უგულებელყოფის მოტივით, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ სასამართლოს განცხადებით მიმართა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. დამცავი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინო, საქმის მასალები და მხარეთა ახსნაგანმარტებები ქმნის თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები, არ იძლეოდა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ თ----- დ---–-------ე ძალადობდა შვილებზე და მის მიერ უგულებელყოფილი იყვნენ შვილები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უგულებელყოფა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს მშობლების მხრიდან ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარულ დაუკმაყოფილებლობას. „ამას ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს ობიექტური მიზეზები: სიღარიბე, მშობლების გამოუცდელობა. სპეციალისტი ფსიქოლოგების განმარტებით, უგულებელყოფა ეს არის ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობა, რის შედეგადაც საფრთხე ექმნება ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას. უგულებელყოფილი ბავშვი სუსტადაა განვითარებული, აქვს მოუწესრიგებელი გარეგნობა - უსუფთაო სახე და სხეული, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, არ გააჩნია აუცილებელი მოხმარების საგნები. გარდა ამისა, ხშირია კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები, ბავშვი დაღლილი და აპათიურია, უძნელდება ყურადღების კონცენტრირება, ეძინება. „უგულებელყოფილი ბავშვი მუდმივად მშიერია, არარეგულარულად დადის ბაღში ან სკოლაში, შეიმჩნევა წვრილმან ქურდობაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები“. გარდა იმისა, რომ უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, საფრთხის ქვეშაა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა. უგულებელყოფილი ბავშვი სამყაროსგან საკუთარი თავის შესახებ ისეთ მესიჯებს იღებს, როგორიცაა – „არავის ვუყვარვარ“, „ზედმეტი ვარ“, „ვერავის მიენდობი“. „ეს საკმაოდ მტკივნეულია, რაც აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და გარესამყაროსადმი მტრული დამოკიდებულების ან მუდმივად ბრალეულობის განცდის მიზეზია. გარდა ამისა, ხშირია სტრესული რეაქციები - ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა. ყოველივე ეს ვლინდება სხვადასხვა სახის ქცევით ან ემოციურ პრობლემებში“.
სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ე---- დ---–-------ე გასაუბრებისას სწრაფად შევიდა კონტაქტში. ხალისით ისაუბრა სკოლის და ამხანაგების შესახებ. ბავშვი ნამდვილად განიცდის მეზობლების დედასთან დამოკიდებულებას. მიაჩნია, რომ დედა საჭიროებს დაცვას და სურს იყოს უფლებადამცველი, ადვოკატი. არცერთი სიტყვა არ უთქვამს დედის მიმართ უარყოფითი და განმარტა, რომ არ სურს დედისგან ცალკე ცხოვრება. ბავშვი გულახდილია, განმარტა, რომ დედა აძლევს მკაცრ სიტყვიერ შენიშვნას, რადგან არის ჯიუტი, მაგრამ დედას არასდროს უცემია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა თ----- დ---–-------ის მხრიდან შვილების მიმართ უგულებელყოფა, ამასთან არ არსებობდა ძალადობის განხორციელების რეალური საშიშროება, შესაბამისად არ არსებობდა დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ მოიხმო ,,ბავშვთა უფლებების დეკლარაცია”, რომლის მიხედვითაც ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან შვილის ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესშია, რომ ისინი დარჩნენ დედასთან, ხოლო სოციალური მომსახურების განყოფილებამ მეტი ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედის და მისი ოჯახის დასახმარებლად. სასამართლო აქვე აღნიშნავს (თუმც ეს არ წარმოადგენს დავის საგანს), რომ თ----- დ---–-------ე წარმოადგენს მრავალბინიან სახლში თანამესაკუთრეს. თანამესაკუთრეებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს საკუთრებით სარგებლობაში. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა (მეზობლებმა) გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად ამ სიკეთის წყალობით ერთმანეთთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ თანასაკუთრებით სარგებლობაში. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ძალაშია 1976 წლის 3 იანვრიდან) მე-11 მუხლით, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს (თავის მხრივ, საცხოვრისის უფლება სხვა ცნებებთან ერთად მოიცავს ძირითად საბაზისო კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასაც (გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის ზოგადი განმარტება N4).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილი იქნა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ, ვინაიდან დგინდება, რომ ე---- (დაბ.: 0--------- პ/ნ 6----------) დ----- (დაბ.: 2--------- პ/ნ 6----------) დ---–-------ეების მიმართ ძალადობს დედა თ----- დ---–-------ე (დაბ.: 2--------- პ/ნ 6----------). მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ ბიოლოგიური მშობლის მხრიდან ადგილი აქვს შვილების პირველადი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, კერძოდ უგულებელყოფილია - მშობლის მიერ შვილების ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებები, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლება შეზღუდულია, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების შესრულება არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე და ის ამას არ ახორციელებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის №3/49-19 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ. მცირეწლოვანი ე------ არასრულწლოვანი ე---- დ---–-------ე აღსაზრდელად დარჩა მოძალადე დედასთან თ----- დ---–-------ესთან, რომელიც ბავშვებზე სისტემატურად, უწყვეტად და მიზანმიმართულად ძალადობს.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, მითითებული ნორმები განმარტებულია არასწორად, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყდა ბავშვების დარჩენა მოძალადის სისტემატიური, უწყვეტი ზეგავლენის პირობებში, რაც ტრავმას აყენებს მათ და ართმევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდნენ, განვითარდნენ და იცხოვრონ უსაფრთხო, ზეგავლენისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში.
სასამართლოსთვის მიმართვა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განაპირობა მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ შესწავლის შედეგად გამოვლენილმა შემდეგმა გარემოებებმა:
იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ახორციელებს საქმის წარმოებას არასრულწლოვან ე---- (დაბ.: 0--------- პ/ნ 6----------) დ----- (დაბ.: 2--------- პ/ნ 6----------) დ---–-------ეების მიმართ მშობლის თ----- დ---–-------ის (დაბ.: 2--------- პ/ნ 6----------) მიერ მოვალეობის ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 12 სექტემბრის მთავრობის №437 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. არასრულწლოვნების მიმართ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ გატარდა მთელი რიგი აქტივობები, რომელიც ემსახურებოდა ოჯახის გაძლიერებას. ე---- დ----- დ---–-------ეების ბიოლოგიურ გარემოში შენარჩუნების მიზნით, ინტენსიური მონიტორინგის განხორციელების პირობებში.
კერძოდ:
· ბავშვისა და ბიოლოგიური ოჯახის შეფასება, საჭიროებების გამოკვეთისა და სათანადო აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
· იურიდიული კონსულტაციის გაწევა, ე--------–-------ის დაბადების მოწმობაში მამის სამართლებრივი ვინაობის განსაზღვრის მიმართულებით;
· არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი: „INER-JORJIA”, „World Vision” მიმართვის განხორციელება, საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საფენებით ოჯახის უზრუნველყოფის მიზნით;
· ოჯახი დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცმეთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა: 52740); „world vision”-ის მიერ მოხდა ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება (საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა);
· განხორციელდა მიმართვა ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურისთვის და თ----- დ---–-------ის ოჯახი ჩაერთო ა(ა)იპ „მადლიერების სახლის“ (უფასო სასადილო) დახმარების პროგრამაში;
· ხელი შეეწყო საჯარო სკოლის ცვლილებისა და მოსწავლის სტატუსი აღდგენისათვის აუცილებელ პროცედურებს;
· მოხდა ბავშვის დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.
შედგენილ იქნა ე--------–-------ის მიმართ 2019 წლის 2---------ს №4-- და ე---- დ---–-------ის მიმართ 2019 წლის 1---------ს №4-- ინდივიდუალური განვითარების გეგმები, გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მიზნით. მიუხედავად სოციალური მუშაკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, ბავშვების დედამ კატეგორიულად უარი განაცხადა სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობაზე (ვიზიტი №705) და დაგეგმილი აქტივობების შესრულებაზე. მეტიც, ბავშვმა დედის მხარდაჭერით კვლავ გააგრძელა საგაკვეთილო პროცესის გაცდენა, მოითხოვა დღის ცენტრის მომსახურების შეწყვეტა, მოითხოვა სოციალური მუშაკის ვიზიტის შეწყვეტა, აგრძელებს კონფლიქტური გარემოს პროვოცირებას და აღნიშნულ პროცესში ჩართული ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვიც, ის ახალისებს ე----ს ისეთი ქმედებებს, როგორიცაა თანაკლასელებისა და უფროსი ადამიანების ასევე არასრულწლოვანი სხვა ბავშვების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. თ----- დ---–-------ე შვილთან ე---- დ---–-------ესთან ერთად გამოირჩევა აგრესიულობით, ბავშვების ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. თ----- და ე---- დ---–-------ეები საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადაყრილი საცხოვრებელი ნარჩენებით აბინძურებენ ეზოს. ბავშვებისა და დედის საცხოვრებელი ბინიდან ხშირად, განსაკუთრებით გვიან ღამის საათებში ისმის ხმაური. თ----- დ---–-------ესთან კომუნიკაციას ერიდებიან ნაცნობები, ვინაიდან ის გამოირჩევა კონფლიქტურობით. ე---- დ---–-------ე თანატოლებთან დადებით კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ის ხშირად ეჩხუბება და მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აბუჩად იგდებს და მათ ოჯახში მცხოვრები უფროსების მიმართ იყენებს დამაკნინებელ სიტყვებს. ბილწსიტყვაობს და ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელ გარემოს ქმნის. ზემოაღნიშნული ქცევების გამო შენიშვნის ან მითთების მიღების შემთხვევაში თ----- დ---–-------ე იძახებს საპატრულო პოლიციას და აფიქსირებს, რომ შვილთან ე---- დ---–-------ესთან ერთად მეზობლები არ აძლევენ საკუთარი სურვილისამებრ ცხოვრების უფლებას. დედა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი შესაბამისი რეჟიმის დაცვას, ღამის საათებში მათ მიერ გამოწვეული ხმაურით ზიანი ადგება, როგორც სახლში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვს, ე--------–-------ეს, რომელსაც არსებული ვითარების შეფასებით, ღამის საათებში დარღვეული აქვს ძილისა და დასვენების უფლება, ასევე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს, სხვა სრულწლოვან და არასრულწლოვან ადამიანებს. ძილის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ასევე ე---- დ---–-------ის მიერ დილის საათებში სკოლის გაცდენის მიზეზს. ის, პედაგოგ ე-----------–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გამუდმებით აცდენს გაკვეთილებს, არ ცხადდება სკოლაში დადგენილ დროს. არის დღეები, როდესაც იგი საერთოდ არ ესწრება გაკვეთლებს. პედაგოგები ვერ ახერხებენ ბავშვის შეფასებას. 2018 წელს ბავშვს არ უვლია საჯარო სკოლაში, რის გამოც მას შეუწყდა მოსწავლის სტატუსი და მე-6 კლასი სრულად გაუცდა. აღნიშნული მიზეზის გამო ე----მ დატოვა ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკის ჩართულობით მიეცა შესაძლებლობა სწავლა განეგრძო მე-2 საჯარო სკოლაში, ის კვლავ აცდენს საგაკვეთილო პროცესს და აღნიშნულის ინიციატორი ბავშვის დედაა. ე---- დედის მიერ წახალისებულია, ის არის მაპროვოცირებელი კონფლიქტური გარემოს შექმნის, ჩხუბობს, როგორც ოჯახში ასევე მეზობლებთან, აბინძურებს ფ----–-------------- სადარბაზოს.
დედას, თ----- დ---–-------ეს აღენიშნება არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, ის ხშირად იძახებს საპატრულო პოლიციას ყოველგვარი საფუძვლისა და მიზეზის გარეშე. თ----- დ---–-------ეს ახასიათებს ნეგატიური ინფორმაციების მოგონება და მისი გავრცელება, რის გამოც მის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი (იხილეთ 2019 წლის 2-----------–ის MLA 9----------). ბავშვი ფლობს ასაკის შეუსაბამო ს-------–--------------ს ინფორმაციას (იხილეთ სოციალური მუშაკის ვიზიტის ფორმა). თ----- დ---–-------ე უარს აცხადებს ბავშვების ინტერესების შესაბამისი აქტივობების შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება განათლებას, ჰიგიენას, ბავშვების ასაკის შესაბამისი რეჟიმის (ძილი, განვითარება, გართობა) დაცვას. მოითხოვა დღის ცენტრის მომსახურების შეწყვეტა და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა მონიტორინგისა და შესაბამისად ბავშვთან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების შეწყვეტა. ოჯახური დისფუნქცია გახდა მოზარდის აგრესიის თანდათანობით ზრდის საფუძველი. აღნიშნული დროისათვის აგრესია გაღრმავდა. თ----- დ---–-------ესთან დარღვეულია ბავშვების განვითარებისა და აღზრდისათვის ყველა აუცილებელი საჭიროება (1----.2019 №1---).
დამოუკიდებლად, საკუთარი უნარ-ჩვევების, ჯანმრთელობისა და სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თ----- დ---–-------ე ვერ უზრუნველყოფს შვილებზე ადეკვატურ, უსაფრთხო ზრუნვას, აღნიშნული საჭიროებები სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული დედათა და ბავშვთა თვშესაფარში, მაგრამ პრევენციის ამ ფორმაზეც უარი განაცხადა დედამ.
სასამართლოში წარდგენილ იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, ფსიქოლოგების დასკვნა, მოხსენებითი ბარათი, სოციალური მუშაკის დასკვნები, ინდივიდუალური განვითარების გეგმა, ვიზიტის ფორმები, რომლის მიხედვითაც ყოველი განხორციელებული მოქმედება არის აღწერილი და ნათლად ჩანს ბიოლოგიური დედის მიერ შვილების ე---- დ----- დ---–-------ეების უგულებელყოფის ფაქტები, საჯარო სკოლის მომართვები და თითოეული პედაგოგის მიერ ბავშვის დახასიათება, ასევე სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაიკითხა მეზობლები, რომლებიც ყოველდღიურად ხედავენ ძალადობის ფაქტს, რომელსაც უწყვეტად ახორციელებს დედა საკუთარ შვილებზე, არაჯანსაღი მიჯაჭვულობითა და უსაფუძვლო შფოთვით შეპყრობილი. გამოიკითხა თავად არასრულწლოვანი, მხოლოდ მოსამართლის მიერ, საპროცესო წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის დასწრების გარეშე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიეწოდა სასამართლოს, სადაც დეტალურად არის აღწერილი თ----- დ---–-------ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით მის მიმართ არაერთგზის გამოცემული შემაკავებელი ორდერის შესახებ ინფორმაცია.
მიუხედავად დადასტურებული გარემოებისა სასამართლომ არ გაიზიარა არსებული რეალობა და ბავშვები ე---- დ----- დ---–-------ეები კვლავ დატოვა დედის ძალადობრივ გარემოში, რაც მაღალი რისკის შემცველია და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას.
2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლოსთვის, რომელმაც მოუსმინა მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, მათ განმარტებებს, წარმოდგენილ ინფორმაციებს, რომელთა მიერ დაზუსტდა დეტალურად თ----- დ---–-------ის მიერ შვილების აღზრდის მეთოდები, მისი კონფლიქტური ხასიათი, მაპროვოცირებელი ქცევები, აღნიშნულში შვილის ჩართვის და მონაწილეობა, ასევე სასამართლო პროცესზე გაჟღერდა ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია (მოწმე თამარ პაპაშვილი), ასევე ღამის საათებში ბავშვის მიმართ დარღვეული ძილის, დასვენების, ჯანსაღ ცხოვრების პირობები და გაეცნო სოციალური მუშაკის კვლევის დასკვნა N1--- ოჯახში, საჯარო სკოლაში ვიზიტებით მოპოვებულ ინფორმაციას, მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმის ინფორმაცია გახდა მისაღები, რომელიც თ----- დ---–-------ის მიმართ მხოლოდ მოწყალებას იჩენს და დადებითად აფასებს დედა-შვილის გადაადგილებას მისი საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ნათლად იკვეთებოდა, რომ მას დედისა და შვილების შესახებ მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია ჰქონდა, ის მიუთითებდა, რომ ყოველ დილით ხედავს როგორ მიდიან დედა და შვილები სკოლაში, თუმცა აღნიშნული პირი, რომელიც ნამდვილად არ ფლობს თ----- დ---–-------ის ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სასამართლოსთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს სოციალური მუშაკების, წარმომადგენლების, ფსიქოლოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე სანდო აღმოჩნდა. საჯარო სკოლის 2019 წლის 1-----------–--------------- წერილობითი მომართვა რომლითაც დასტურდება, რომ ე---- დ---–-------ე ვერ იღებს განათლებას, შეუძლებელია მისი შეფასება და სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული მძიმე ინფორმაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის არ გახდა საფუძველი ბავშვების ძალადობისგან დაცვის.
ე---- დ---–-------ის განმარტება მასზედ, რომ დედა უმზადებს საკვებს - არ შეესაბამება სინამდვილეს. ოჯახი იკვებება მადლიერების სახლიდან მიღებული პროდუქტით, თ----- დ---–-------ის სახლში არანაირი ჰიგიენური ნორმა არ არის დაცული, ბავშვების კვებისა და ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უგულებელყოფა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა გულისხმობს მშობლის მხრიდან შვილის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების რეგულარულ დაუკმაყოფილებლობას - სასამართლოს შეფასების მიხედვით იმ შემთხვევაში თუ მას აქვს ობიექტური მიზეზი - დედის ქცევა უგულებელყოფად ვერ შეფასდება. თ----- დ---–-------ეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან სახელმწიფო პრევენციული ღონისძებების ფარგლებში მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ყველა შესაბამისი სერვისით: კვება, დღის ცენტრი, საჯარო სკოლაში რეგისტრაცია, სოციალური დახმარება, მარტოხელა დედისთვის განკუთვნილი საგადასახადო შეღავათები, სამედიცინო დაზღვევა, თუმცა სასამართლომ ზემოაღნიშნული რესურსების არსებობა არ მიიჩნია დედის მატერიალურ მხარდაჭერად, არსებული სოციალური-ეკონომიკური პირობებით თ----- დ---–-------ის მხრიდან საარსებო შემწეობისა და სახელმწიფო სერვისების რაციონალურად გამოუყენებლობა ცალსახად არღვევს ბავშვების უფლებებს.
სასამართლო დაეყრდნო ე---- დ---–-------ესთან გასაუბრებით მიღებულ ინფორმაციას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ბავშვის შესწავლის შედეგად მოკვლეული ინფორმაცია სოციალური მუშაკის დასკვნით გამოკვეთილი ე----ს ქცევის თავისებურებები, მხოლოდ ერთი შეხვედრით მიღებული ინფორმაციით საკმარისად იქნა მიჩნეული მდგომარეობის შესაფასებლად. ბავშვის განმარტება მასზედ, რომ აქვს კლასელებთან კარგი ურთერთბა არ იქნა გადამოწმებული წარმოდგენილ ვიზიტის ფორმებთან, რომლის მიხედვით გამოკვლევისა და ვიზიტორების საფუძველზე დადგენილია, რომ ბავშვს კლასელებთნ დადებითი ურთერთობა არ აქვს, მეტიც ბავშვს მეგობარი არ ჰყავს, თანატოლებთან არ ურთიერთობს, ვინაიდან გამუდმებით ამცირებს, დასცინის და აბუჩად იგდებს მათ, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებს უწმაწურ სიტყვებს. სასამართლოს მიერ სრულად იქნა იგნორირებული ფაქტები მასზედ, რომ ბავშვმა ერთ წელი დაკარგა განათლების უფლება, შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, არსებული დროისათვის კვლავ გრძელდება განათლების მიღების პრობლემა. ასევე, სოციალური მუშაკის დასკვნით დადასტურებული გარემოება, რომ ბავშვებს აქვთ მოუწესრიგებელი გარეგნობა - უსუფთაო სახე და სხეული, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, გარდა ამისა ბავშვს უძნელდება ყურადღების კონცენტრირება, მუდმივად გამოხატავს შიმშილს, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები, აქვს გარესამყაროსადმი მტრული დამოკიდებულება, მისი ფსიქიკა „მზად არის“ ტრავმული რეაქციებისათვის, იბრძვის, რაც სხვა ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში ვლინდება და აღნიშნული უგულებელყოფით საფრთხე ექმნება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
თ----- დ---–-------ის მიერ შვილების აღზრდის მეთოდი სახიფათოა.
პედაგოგებთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკებთან ჩართვის საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც მიმართული იქნება მოზარდის თვითშეცნობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, ცხოვრების მიზნების სტრუქტურირებაზე, ჯანსაღი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბებაზე. ასევე უნდა მოხდეს ჩართვა პროფესიული სწავლების პროგრამებში, სხვადასხვა სპორტულ სექციებსა და წრეებში. სპეციალისტების დახმარების გარეშე ბავშვების ინტერესების დაცვა სრულად უგულებელყოფილია მშობლის მიერ, რაც ძალადობის ფორმაა და საჭიროებს კომპეტენციის ფარგლებში ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას, რაც არ განხორციელდა სასამართლოს მიერ.
ე--------–-------ის კვების საკითხი სასამართლოსთვის გახდა ერთ-ერთი გარემოება მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ ე--------–-------ე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იკვებება ასაკის შესაბამისი პროდუქტით იმ შემთხვევაში თუ დედის მიერ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკვების მომზადება, რაც შეეხება ბუნებრივ კვებას დედა აღნიშნულს იყენებს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ დაამზადოს ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელი საკვები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორი ითხოვს, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და მსხვერპლი ე---- დ----- დ---–-------ეების მოძალადე დედის თ----- დ---–-------ისაგან გარიდებას კანონმდებლობით განსაზღვრული 6 თვის ვადით.
მომჩივანი მხარე სამართლებრივი თვალსარისით მოთხოვნას აფუძნებს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით ბავშვს უფლება აქვს არ დაშორდეს თავის მშობლებს, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ, რომ ასეთ დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს (მუხლი 9); მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე (მუხლი 18); ყოველ ბავშვს უფლება აქვს, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთ დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის (მუხლი 27); მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან (მუხლი 19); ბავშვს აქვს განათლების უფლება. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას, ხელს უწყობენ, როგორც ზოგად, ისე პროფესიული განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას და უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ ხელმისაწვდომობას. სასკოლო დისციპლინის დაცვა უნდა ემყარებოდეს მეთოდებს, რომლებივ ეფუძნება ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემას (მუხლი 28); ბავშვს გააჩნია დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება, მისი ასაკის შესაფერის თამაშობებსა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში, ეზიაროს ხელოვნებას (მუხლი 31); მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ცდუნებისაგან, პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო პრაქტიკაში, პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში გამოყენებისაგან (მუხლი 34); ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და განვითარებას (მუხლი 32).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა, მათ შორის არასრულწლოვანის მოსაზრებების მოსმენის, შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოიხმობს დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2113 მუხლის პირველი ნაწილით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მიხედვით ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა დათავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მე-4 მუხლის „ე1” პუნქტის მიხედვით, არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა არის − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე. 14.2 მუხლით, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, „ძალადობის მსხვერპლი ბავშვი“ განმარტებულია, როგორც არასრულწლოვანი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). ამავე მუხლის „თ.ვ“ ქვეპუნქტით, „უგულებელყოფა“ ნიშნავს მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას, საფრთხისაგან დაუცველობას, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობას, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მოძალადეა - ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტით, მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას. მე-8 მუხლის მესამე პუნქტით, ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დედის, თ----- დ---–-------ისაგან არასრულწლოვანი შვილების დაცვის მიზნით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა. პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადება არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა თ----- დ---–-------ის მხრიდან შვილების მიმართ უგულებელყოფის ფორმით ძალადობა, ამასთან არ არსებობდა ძალადობის განხორციელების რეალური საშიშროება, შესაბამისად არ არსებობდა დამცავი ორდერის გამოცემის გზით - ბავშვების: ე---- დ----- დ---–-------ეების, - დედის, თ----- დ---–-------ისაგან გარიდების - საფუძველი.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და მათი მხარეთა ახსნა-განმარტებებთან შეჯერების, ასევე არასრულწლოვან ე---- დ---–-------ესთან გასაუბრების შედეგად მიიჩნევს, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის უკიდურესი აუცილებლობა.
სააპელაციო პალატა მოიხმობს, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (1989 წლის 20 ნოემბერი) მე-3 და მე-9 მუხლებს, სადაც აღნიშნულია, რომ:
· ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
· მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.
· მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ითხოვს რა ბავშვების მშობლისგან განრიდებას 6 თვის ვადით არ მიუთითებს, რა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებებით შეძლებს ბავშვების ბიოლოგიურ მშობელთან განცალკევების კომპენსირებას, იმ ვითარებაში როცა საქმის განხილვისას მოხდა არასრულწლოვანის მოსმენა, რომელიც დედისგან განცალკავების წინააღმდეგია, რა შედეგის მომტანი იქნება განცალკევება და აღმოფხვრის თუ არა აღნიშნული იმ გარემოებებს, რაც სოციალური სამსახურის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1959 წლის 04 ნოემბერი) მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekleand Others v. the Netherlands, 2005 წლის 01 დეკემბერი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო („ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი N71776/12, სტრასბურგი, 2016 წლის 2 თებერვალი) აღნიშნავს, რომ კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ამ კონტექსტში, მე–8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან დისკრეციული ქმედებისაგან.გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ბავშვების მომწიფებასთან და, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, მათ მიერ, მაგალითად, მშობლებთან კონტაქტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარის განვითარებასთან ერთად, სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ მათ შეხედულებებს და გრძნობებს, ისევე, როგორც მათ უფლებას, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას. იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლში და სხვა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში. სასამართლო, ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის გათვალისწინებით, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა, რომელმაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოკითხა არასრულწლოვანი, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ჩარევა ინდივიდთა ოჯახურ ცხოვრებაში უნდა იქნეს პოზიტიური ხასიათის და მიემართოს ოჯახის მთლიანობის შენარჩუნებისა და ჯანსაღი სოციალური განვითარების ხელშეწყობისკენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას გამოსაყენებელი ზოგადი პრინციპია ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტი. ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ ერთდროულად არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანმხვედრი ვარაუდები ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტთან დაკავშირებით. (Aktaş v. Turkey, 24351/94, პუნქტი 272, ECHR 2003-V).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის და საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიინევს, რომ არ არსებობს არცერთი საკმარისად მყარი და მკაფიო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა თ----- დ---–-------ის მხრიდან შვილების მიმართ ძლადობა - უგულებელყოფის ფორმით ან ძალადობის განხორციელების რეალური საშიშროება, შესაბამისად არ არის გამოკვეთილი არც დამცავი ორდერის გამოცემის უპირატესობა.
დაბოლოს, საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ბავშვთა ინდივიდუალური განვითარების გეგმების ცალკეული პირობები არ იყო გასაგები დედის, თ----- დ---–-------ისათვის, რის გამოც მან არ მოაწერა ხელი აღნიშნულ გეგმებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით არსებობს, ოჯახის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური სამსახურის მხრიდან ქმედითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა, მათ შორის ბავშვების განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ღონიძიებების გატარებაში მშობლის მომზადების (მისი შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისა და სპეციფიკური ზრუნვის სწავლების კუთხით) მიმართულებით. სამსახურმა უნდა უზრუნველჰყოს ფსიქოლოგის მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვების განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური და სხვა) სტიმულირება, მშობლის ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი