განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210018002595409
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წელი თბილისი
საქმე №2ბ/508-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ს---------------------------------------------------------“
წარმომადგენელი - მ-----------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ო------–---–ი
დავის საგანი - ფულადი თანხის დაკისრება. კეთილსინდისიერი მფლობელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 15 მაისს მოპასუხე რ----- ო------–---–ი (პ/ნ 1----------) დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი #2-----) შესაბამისად.
2. 2015 წლის 15 მაისს მოპასუხე - რ----- ო------–---–ს (პ/ნ 1----------) ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის (საჯარიმო ქვითარი N2-----) შესაბამისად ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - Z------- სახელმწიფო ნომრით T------ და გადაყვანილი იქნა ს--- „1---ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.
3. ს---------------------------------------------------------“-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ----- ო------–---–ის მიმართ და ითხოვა მოპასუხე რ----- ო------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება ავტომანქანის გაყვანის დღისთვის დარიცხული თანხის ოდენობით; 2018 წლის 6 ივნისის მდგომარეობით დარიცხული საფასური შეადგენს - 4336 ლარს. ს--- „1--“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------) ავტომანქანის Z------- (სახ. ნომრით T------)საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.
3.1. მოსარჩელის პოზიცია
ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს ს--- „1--“ 2014 წლის მაისის თვიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც, ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს ს----------–-- პ---–-–-ის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ დაცულ სადგომზე.
2015 წლის 15 მაისს მოპასუხე რ----- ო------–---–ს ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება Z-------, სახ. ნომრით T-------, რომელიც ს--- „1--“-ის მიერ გადაყვანილ იქნა ქ. თ---–--–-----------ში მდებარე ს--- „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე და ამავე მისამართზე იმყოფება დღემდე. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას, ს--- „1---ის“ ევაკუატორით მისი ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება ს--- „1---ის“ მომსახურების საფასური - 4336 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული ს--- „1---ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად. მოპასუხის მიერ დღემდე არ მომხდარა ს--- „1--“-ის მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა. სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც, არ არსებობს სპეციალურ დაცულ სადგომზე მისი დატოვების საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებისა და ორი კვირის ვადაში სპეციალური დაცული სადგომიდან მისი გაყვანის მოთხოვნის შესახებ მოპასუხეს ეცნობა ს--- „1---ის“ 2----–-–------------–---------- წერილით, რაც ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 17 აპრილს, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა ს--- „1---ის“ მომსახურების საფასურის ანაზღაურება და შესაბამისად, ავტოსადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანა.
4. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; რ----- ო------–---–ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 2015 წლის 15 მაისს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად მართლაც დაჯარიმდა 1000 ლარით, ამასთნ მიაჩნია, რომ თავად არ უნდა დაეკისროს ს--- ,,1--“-ს ავტოსადგომიდან ავტომანქანის გაყვანისა და სადგომზე დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან იგი არ არის მითითებული ავტომანქანის მესაკუთრე და არც მინდობილობით ჰქონდა მისი ფლობის თუ მართვის უფლება. დასახელებული მანქანის მესაკუთრეს არც იცნობს, იცის მხოლოდ სახელი (სავადაუდოდ გ-------), ვინაიდან ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე მას შეხვდა მხოლოდ ერთხელ და მას შემდეგ არც უნახავს. მანქანის მესაკუთრისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ფაქტი და ეს უკანასკნელი მას დაპირდა, რომ მანქანას თავად მიხედავდა; ამასთან, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია;
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს---------------------------------------------------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; (იხ. გადაწყვეტილება)
6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ს---------------------------------------------------------“-მა და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, იმავე კოდექსის 116-ე მუხლის მეოთხე 2 პრიმი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძველზე დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. მოცემულ შემთხვევაში კი დამრღვევს წარმოადგენს სწორედ მოპასუხე - რ----- ო------–---–ი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად, ავტოსადგომზე ავტომობილის გადაყვანის ხარჯები ეკისრება უშუალოდ სამართალდამრღვევს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლითც დაამტკიცებდა, რომ იგი იყო ნივთის მჭერი და არა მფლობელი. ამასთან, აღნიშნული გარემოება მოპასუხეს რომც დაესაბუთებინა ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად მაინც ვერ განთავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან.
6.2. აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად: „ამ კოდექსის 116-ე, 117-ე,118-ე, 118-1, 118-2, 119-ე, 120-ე, 121-ე, 121-1, 123-ე, 125-ე, და 127-1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მართვის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ნორმის თანახმად ავტოსადგომით სარგებლობის საფასური ეკისრება დამრღვევს, შესაბამისად არ არის რელევანტური იმის მტკიცება, რომ სამართალდამრღვევი იყო ნივთის მჭერი იგი თავისუფლდება აღნიშნული საფასურის გადახდისაგან. სასამართლო ადგენს, რომ საქმეში მოპასუხედ დასახელებული რ----- ო------–---–ი არ არის არც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და არც სხვა უფლებამოსილი პირი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. აღნიშნული პოზიცია სრულიად მიუღებელია, რადგან მოპასუხე რ----- ო------–---–ი 2015 წლის 15 მაისს ფაქტობრივად ფლობდა აღნიშნულ ავტომობილს, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდებოდა პ---–-–-ის მხრიდან მისი გაჩერება და გადამოწმება. ამის დასადასტურებლად მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და ავტომობილის ავტოსადგომზე გადაყვანისას შევსებული მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელის სამტკიცებელი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ რ----- ო------–---–ი წარამოადგენდა სამართალდამრღვევს, რაც ზემოაღნისნული მტკიცებულებით დასტურდება, აღსანიშნავია, რომ სასამართლო არ უარყოფს, რომ რ----- ო------–---–ი იყო სამართალდამრღვევი.
6.3. აპელანტის განმარტებით, ავტომობილის გაყვანას და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან იმ მდგომარეობაში, როდესაც სამართალდამცავების მხრიდან მოხდა მოპასუხის დაჯარიმება, ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოძრავი ნივთის მფლობელად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნიდან ვიგებთ, რომ ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უფლება შესაბამისი ნებართვის წარდგენის საფუძველზე აქვს მფლობელს (მესაკუთრეს). აღნიშნულ ნებართვას გასცემს შ--------------- ს------------ში არსებული შესაბამისი სამსახური და ნებართვის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლო გადაწყვეტილებაც.
II ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს---------------------------------------------------------“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ს---------------------------------------------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
8 მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების დამრღვევზე დაკისრება. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2015 წლის 15 მაისს მოპასუხე რ----- ო------–---–ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად, საჯარიმო ქვითარი #2-----. ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - Z------- სახელმწიფო ნომრით T------ და გადაყვანილი იქნა ს--- „1---ის“ საჯარიმო ავტოსადგომზე.
8.2. სატრანსპორტო საშუალებას: Z------- სახელმწიფო ნომრით T------, ს--- „1---ის“ ევაკუატორით ტრანსპორტირებისა და მითითებულ პერიოდში სპეციალურ დაცულ სადგომზე დგომის გამო, ერიცხება ს--- „1---ის“ მომსახურების საფასური - 4336 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლში მოცემული ს--- „1---ის“ მომსახურების საფასურის განაკვეთების შესაბამისად.
8.3. მოპასუხე რ----- ო------–---–ის სახელზე არ ირიცხება სატრანსპორტო საშუალება: Z------- სახელმწიფო ნომრით T------, ამდენად იგი არ წარმოადგენს მესაკუთრეს.
8.4. 1--------- წლის დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის N--- დადგენილების შესაბამისად, ,,ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,1--’’-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ’’. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რ----- ო------–---–ი.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს მთავრობის №489 დადგენილება ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „1--“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
10. მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-42 ნაწილის შესაბამისად რ-----ი ო------–---–ი დაჯარიმდა 1000 ლარით, რომლის მართვის ქვეშ იმყოფებოდა მოცემული მომენტისთვის ავტომანქანა Z------- სახელმწიფო ნომრით T------ და სწორედ ამ უკანასკნელის ბრალეული ქმედების შედეგად მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ავტოსადგომზე; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების - დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ირკვევა, რომ ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე მომსახურება ფასიანია და მისი ანაზღაურება ხდება ,,ს----------–----–------ საქმეთა ს------------ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,1--’’-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N--- დადგენილების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს და არ არსებობს მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-938-878-2017 და განმარტავს, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად მოძრავი ნივთის მფლობელი მის მესაკუთრედ ივარაუდება. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან სხვაგვარი მასზე მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და ამდენად მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.). საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგანაც ავტომობილის შემძენისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის დროისათვის გამსხვისებლის ვალდებულების გამო ნასყიდობის საგანზე არ იყო რეგისტრირებული უფლებრივი შეზღუდვა, ავტომობილი, სსკ-ის 489-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებრივი ნაკლის არმქონედ განიხილებოდა (შდრ. სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011წ; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წ.) საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას ს--- შ--------------- ს------------ს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ-ები: #ას-914-954-2011, 27.10.2011წ; #ას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; #ას-971-912-2012, 26.07.2012წ;#ას-33-32-2014, 24.03.2014წ; #ას-658-625-2014, 05.12.2014წ; #ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).
ვინაიდან დამრღვევი პირი რ----- ო------–---–ი მართავდა დროებით ჩამორთმეულ სატრანსპორტო საშუალებას Z------- სახელმწიფო ნომრით T------, იგი წარმოადგენს მოძრავი ნივთის მფლობელს. ამასთან პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ 1--------- მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელსაც ავტომანქანის მფლობელი სტატუსით ხელს აწერს სწორედ მოპასუხე და მას მისი არაუფლებამოსილების შესახებ განმარტება არ გაუკეთებია, ამდენად, პალატას მიაჩნია რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
11. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ს--- „1--“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------) ავტომანქანის Z------- (სახ. ნომრით T------)საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს კეთილსინდისიერი მფლობელის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლების შესაძლებლობას და ადგენს შემდეგ წინაპირობებს: სახეზე უნდა იყოს მფლობელობის ხელშეშლა, ხელშეშლა უნდა იყოს უკანონო, მფლობელობა უნდა იყოს კეთილსინდისიერი და მოთხოვნის უფლების მოვალე უკანონოდ უნდა ახორციელებდეს ხელშეშლას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა, ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების, ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უკანონო ხელშეშლა, ვინაიდან მოპასუხის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე დატოვებით, მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით, ანუ ადგილი აქვს სპეციალური დაცული სადგომის ფუნქციონირების ხელის შეშლას, რაც გამოიხატება გამოსაყენებელი პარკირების სივრცის შემცირებასა და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაში. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს ავტომანქანის მესაკუთრეს და არც მართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან მას ავტომანქანის შესაძენად არ გაუფორმებია ხელშეკრულება და არც დაურეგისტრირებია ავტომანქანა თავის სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვთის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
12. რაც შეეხება რ----- ო------–---–ის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება და ს--- „1--“-ის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------) ავტომანქანის Z------- (სახ. ნომრით T------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანის ვალდებულება, რომლის სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნას, არც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის არა სპეციალური, არამედ ზოგადი - 10 წლიანი ვადა, აღნიშნულის შესაბამისად მოპასუხის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
13. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ს---------------------------------------------------------“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ს---------------------------------------------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
14. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა აღნიშნული ნორმის თანახმად რ----- ო------–---–ს ს---------------------------------------------------------“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 250,08 ლარის ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 183.45 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს---------------------------------------------------------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს---------------------------------------------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
3.1. მოპასუხე რ----- ო------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე ს---------------------------------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის - 4336 ლარის გადახდა.
3.2. მოპასუხე რ----- ო------–---–ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს ს--- „1--“-ის სპეციალური დაცული სადგომიდან (მის: ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------) ავტომანქანის Z------- (სახ. ნომრით T------) საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაყვანა.
4. რ----- ო------–---–ს ს---------------------------------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 250,08 ლარის ანაზღაურება.
5. რ----- ო------–---–ს ს---------------------------------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 183.45 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი