განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002476305
საქმე №2ბ/7288-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - ვ---------------ე
წარმომადგენელი - ზ------–------–---ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ა-–---------------------–---–ი, ლ-------------–---–ი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ო---------ის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ვ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 1----–-–---ან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ვ---------------ეს საკუთრებაში გააჩნია ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0---------------, საერთო ფართით 3-------- მიწის ნაკვეთზე, 4/10 წილი, N- და N- შენობა-ნაგებობების ჩათვლით.
2.2. მოპასუხე ა-–---------------------–---–ს საკუთრებაში გააჩნია ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0---------------, საერთო ფართით 3-------- მიწის ნაკვეთზე, 3--- წილი, N- და N- შენობა ნაგებობების ჩათვლით.
2.3. მოპასუხე ლ-------------–---–ს საკუთრებაში გააჩნია ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0---------------, საერთო ფართით 3-------- მიწის ნაკვეთზე, 3--- წილი, N- შენობა ნაგებობის ჩათვლით;
2.4. მოსარჩელისა და მოპასუხეების საერთო სარგებლობაში არსებული ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0---------------, საერთო ფართი 3-------- მიწის ნაკვეთი, 4------------------ წილები, N-, N-, N-, N- და N- შენობა ნაგებობების ჩათვლით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თანასაკუთრებად.
2.5. ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეს წარმოადგენდა ს----იო ა---–-–---–ი, რომელმაც 1-------- წლებში შეიძინა ვ--------------- N-1-ში და N-3-ში მდებარე ნაკვეთები, რის შემდეგაც გააერთიანა ნაკვეთები და უძრავ ქონებას მიენიჭა N-3.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. 2--- წლის 26 ო---------ის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N---------------- დასკვნით - ,,ქ-------–--–---------------------ში მდებარე ვ---------------ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული N- და N- შენობა-ნაგებობებისა და მისი კუთვნილი 121.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფა დანარჩენი სახლთმფლობელობისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N--ზე არის ნაჩვენები“; ამავე დასკვნის შენიშვნაში მითითებულია, რომ ,,დანართ N--ზე ასახული გამიჯვნის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგება ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკრის მოწყობის პროექტი და აღნიშნული პროექტი შეთანხმდება მერიის შესაბამის სამსახურებთან“.
2.7. უძრავი ქონების შეძენის დღიდან მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს თანამესაკუთრეებთან ა-–---------------------–---–თან და ლ-------------–---–თან აქვთ შეუთავსებელი ურთიერთობა, რაც ხშირ შემთხვევაში იზრდება მხარეთა შორის კონფლიქტში. ა-–---------------------–---–ი და ლ-------------–---–ი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხელს უშლიან მოსარჩელეს თანასაკუთრებით სარგებლობაში, რაც გამოიხატება წყლისა და გაზის მილების მისაღები ფორმით გაყვანის ხელისშეშლაში, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ეზოს დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში მოპასუხეები მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ, აჩერებენ ავტომანქანებს ისეთ ადგილას, რომ ხშირ შემთხვევებში ეზოს ჭიშკარში შესვლა შეუძლებელია, ან ძალზედ რთულია, ასევე მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს ყოველმხრივ ზღუდავენ ისარგებლონ თანასაკუთრებით, ხოლო მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართის წინ არსებული ეზოს ნაწილი სრულიად თავისუფალია და მათი შეხედულებისამებრ იყენებენ.
2.8. მოსარჩელემ მრავალჯერ სცადა გარკვეული სახის მოლაპარაკება ეწარმოებინა მოპასუხეებთან და მიეღწია შეთანხმებისათვის, რათა მხარეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა თანაბრად და ხელშეშლის გარეშე ესარგებლათ თანასაკუთრებით ან განხორციელებულიყო თანასაკუთრების გამიჯვნა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, საპასუხოდ მხოლოდ შეურაცხყოფასა და მუქარას იღებდა მოპასუხეებისაგან.
2.9. 2--- წლის 26 ო---------ის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N---------------- დასკვნაში მითითებულია, რომ - ,,ქ-------–--–---------------------ში მდებარე ვ---------------ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული N- და N- შენობა-ნაგებობებისა და მისი კუთვნილი 121.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფა დანარჩენი სახლთმფლობელობისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N--ზე არის ნაჩვენები“; ამავე დასკვნის შენიშვნაში მითითებულია, რომ ,,დანართ N--ზე ასახული გამიჯვნის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგება ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკრის მოწყობის პროექტი და აღნიშნული პროექტი შეთანხმდება მერიის შესაბამის სამსახურებთან“.
სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის შედგენილი თანამესაკუთრეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და დასკვნის გათვალისწინების შემთხვევაში მოპასუხეთა მდგომარეობა უარესდება. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას დასაშვებია, საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, თუკი საზიაროს საგნის გაყოფა მოითხოვს აღნიშნულ საჭიროებებს, ეს ნიშნავს, რომ საზიარო საგნის გაყოფა მის ერთგვაროვან ნაწილებად არ არის შესაძლებელი, მით უფრო ღირებულების შემცირების გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნით და შესაბამისი ნახაზებით შემოთავაზებული საზიარო საგნის გაყოფის ვარიანტი, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამგვარი გაყოფა შეამცირებს უძრავი ქონების საყოფაცხოვრებო დანიშნულებას, ასევე, მოპასუხეები მიიღებენ წილობრივად ნაკლებ ოდენობას და დარჩენილ ორ თანამესაკუთრეს შორის ვერ მოხდება გამიჯვნა ისე, რომ თანაბარპირობებში აღმოჩნდენ მოსარჩელესთან მიმართებით, ასევე არსებული შესასვლელის პარალელურად დამატებით ორი ახალი ჭიშკრის მოწყობა კი, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია, რის გამოც, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობა-ნაგებობებისა და კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყოფა არის შესაძლებელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნა არ არის შედგენილი თანამესაკუთრეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და დასკვნის გათვალისწინების შემთხვევაში მოპასუხეთა მდგომარეობა გაუარესდება, თუმცა არ განმარტა ის გარემოებები, თუ რაში ვლინდება მოპასუხეთა მდგომარეობის გაუარესება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილი. აღნიშნული დებულების მიზანია ყოველი პირის დაცვა სხვა პირების მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან. ამასთან, საკუთრება წარმოადგენს პირთა აბსოლუტურ უფლებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქონების ამა თუ იმ პირზე კუთვნილებას უნდა აცნობიერებდეს არა მარტო ამ ნივთის მფლობელი, არამედ ყველა დანარჩენი მესამე პირი. ეს წინაპირობები აუცილებელია იმისათვის, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებასთან თავისუფალი ურთიერთობების განხორციელება. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნივთზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას და დაკნინებას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა - სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით.
საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
ზემოდასახელებული ნორმით დგინდება საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით (სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი), ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საზიარო უფლების გაუქმებისას დადგენილია ორი წინაპირობა, კერძოდ: საზიარო საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად და აღნიშნულმა არ უნდა მოახდინოს მისი ღირებულების შემცირება. საზიარო უფლების გაუქმების დროს ზემოდასახელებული წინაპირობები უნდა არსებობდეს კუმულატიურად. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს მის გაუქმებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
მოსარჩელისა და მოპასუხეების საერთო სარგებლობაში არსებული ქ-------–--–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0---------------, საერთო ფართი 3-------- მიწის ნაკვეთი, 4------------------ წილები, N-, N-, N-, N- და N- შენობა ნაგებობების ჩათვლით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, თანასაკუთრებად.
2--- წლის 26 ო---------ის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- N---------------- დასკვნაში მითითებულია, რომ - ,,ქ-------–--–---------------------ში მდებარე ვ---------------ის მიერ ფაქტობრივად დაკავებული N- და N- შენობა-ნაგებობებისა და მისი კუთვნილი 121.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფა დანარჩენი სახლთმფლობელობისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ N--ზე არის ნაჩვენები“; ამავე დასკვნის შენიშვნაში მითითებულია, რომ ,,დანართ N--ზე ასახული გამიჯვნის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგება ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკრის მოწყობის პროექტი და აღნიშნული პროექტი შეთანხმდება მერიის შესაბამის სამსახურებთან“.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილ ძალას არ ანიჭებს და სასამართლოს მისი შეფასების ვალდებულებას აკისრებს. ზემოაღნიშნულ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლი, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზანია, მაქსიმალურად დააბალანსოს ყოველი მესაკუთრის უფლება, რათა საზიარო საგნის გაყოფისას რომელიმე მათგანი არ აღმოჩნდეს არახელსაყრელ პირობებში და მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფილი ნივთი აღჭურვილი იყოს ყველა იმ თვისებით, რომელიც აუცილებელია შემდგომში მისი დამოუკიდებელად სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს საზიარო უფლების გაუქმებას ითხოვს ერთი თუ ყველა თანამესაკუთრე. ვინაიდან, სახეზეა, სამი თანამესაკუთრე, შესაბამისად ცალსახად უნდა დგინდებოდეს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით სამ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია. ნივთების ერთგვაროვანი ბუნება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც წარმოშობილი დამოუკიდებელი ნივთები, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, აღჭურვილი იქნება ყველა აუცილებელი თვისებებით და გააჩნია შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს მისი ფუნქციური დანიშნულება. ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რასაც იგი ასრულებდა მესაკუთრისათვის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. გარდა ამისა, წარმოქმნილმა ნივთებმა უნდა შეინარჩუნონ თანაბარი საბაზრო ღირებულება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა არ არის შედგენილი თანამესაკუთრეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის კითხვა დასმული და შესაბამისად პასუხი გაცემული, რომ აღნიშნული უძრავი ქონება იყოფა თუ არა ნატურით სამ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე და დასკვნის გათვალისწინების შემთხვევაში მოპასუხეთა მდგომარეობა გაუარესდება. პალატა მიუთითებს, რომ ნატურით გაყოფამ თითოეულ მესაკუთრეს არ უნდა მოუსპოს მისით ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სარგებლობის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, დგინდება რა, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი წესის მიხედვით ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ნატურით გაყოფის გზით დაუსაბუთებელია და მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ო---------ის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ო---------ის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია