განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210017001788099
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001788099

საქმე №2ბ/4766-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი, ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია

გელა ქირია

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - მ---------------ა

წარმომადგენელი - ნ----------–-------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ----------–---–ი

წარმომადგენელი - ი---------------ე

დავის საგანი - მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად და მემკვიდრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ი----ის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე მ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ---------------ას (პ.ნ.0-----------) ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობის უფლება 0--------- წელს გარდაცვლილი ბ------ მ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე. ბათილად იქნა ცნობილი 2--- წლის 02 დ--------ს მოპასუხე მ---------------ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ნოტარიუსი შ-----------------–---–ი) სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით #1--------. მ----------–---–ი (პ.ნ 5----------) ცნობილ იქნა ბიძის, 0--------- წელს გარდაცვლილი ბ------ მ-----–---–ის დანაშთი ქონების, მდებარე თ---–--–-----------–--–----------, კ------------, ბ-------, ფართით 28 კვმ., საკადასტრო კოდით 0----------------------, მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სა---------–--------------–----------------–------------- მიერ გაცემული საარქივო ცნობის 1---------– მიხედვით ირკვევა, რომ ქ--–--------–-------------------------------–--------------------------------------–----–-------------- 1--- წლის 25 თებერვლის #--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე ბ---მ-----–---–ი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინით და ამავე რაიონის საბინაო განყოფილების მიერ 1--- წლის 22 მაისს მოქალაქე ბ------ ნ-----–--------- მ-----–---–ის სახელზე გაიცა საცხოვრებელი ბინის მდებარე - თ---–-----------–--–----------------------, ბ-------, მიღების ორდერი #01----. 1----–-–---------სს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დასახელებული უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა ბ------ მ-----–---–ს.

 

2.2. ბ------ მ-----–---–ი 2--- წლის 1----------ან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ---------------ასთან.

2.3. ბ------ მ-----–---–ი გარდაიცვალა 2----–-–-----------ს იგი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე - თ---–-----------–--–----------------------, ბ-------.

2.4. გარდაცვალების მომენტისათვის ბ------ მ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე - მ---------------ა. მეორე რიგის მემკვიდრეებს კი, წარმოადგენენ 2----–-–-----------------ს გარდაცვლილი ძმის, რ----ნ მ-----–---–ის შვილები - მ-----------–---- მ-----–---–ები.

2.5. მ---------------ა არის ს--------თის მოქალაქე და მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს 2--- წლიდან წარმოადგენს ს--------თი.

2.6. მ---------------ა არ დასწრებია ბ------ მ-----–---–ის დაკრძალვას.

2.7. მ----------–---–ი, ბიძის - ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო უძრავ-მოძრავი ქონების მიღების გზით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის #1--------, 0---------– მიხედვით, ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ ბ------ მ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, მეუღლის - მ---------------ას სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მემკვიდრე აღირიცხა დანაშთი ქონების მდებარე ქ.თ---–-----------–--–----------------------, ბ-------, მესაკუთრედ.

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი შსს მ-------------------------- მიერ გაცემული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის #4----------------, 23--------–---------------------------------------–-–-----------–-–-----------------------------------------–-------------------------------–----–--------------------–------------------–------–---------------–-–-------–-------------–------–------------–-–-------–-------------–------–--------------–-–-------–--

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი შსს მ-------------------------- მიერ გაცემული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის #4----------------- 16--------–-------------------------------------–-–-----------–-–---------------- საზღვარი გადაკვეთილი აქვს ს------------------ გავლით შემდეგი პერიოდულობით: 0---------–------–---------------–-–-------–-------------–------–-------------–-–-------–-------------–------–-------------–-–-------–-------------–------–--

 

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე #2/30776-16, მ----------–---–ის სარჩელი მ---------------ას მიმართ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დარჩა განუხილველი.

 

2.12. მამკვიდრებელსა და მ---------------ას შორის, ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა, ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. აღნიშნულის შეფასების საფუძველი სასამართლოს მისცა საქმეზე დადგენილმა შემდეგმა გარემოებებმა:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ბ------ მ-----–---–ი უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა თბილისში და აქვე გარდაიცვალა 2----–-–-----------ს საკუთრებაში არსებულ სახლში, მდებარე ქ.თ---–-----------–--–----------------------, ბ-------.

 

უდავოა გარემოება იმის თაობაზეც, რომ მ---------------ა არის ს--------თის მოქალაქე, იგი 2--- წლიდან წასულია საზღვარგარეთ, ს--------თში საცხოვრებლად, რის შემდეგაც, საქართველოში ჩამოსვლა უფიქსირდება ერთხელ, 20---–-–------------------ს ათი დღით, რაც მისივე განმარტებით, ასევე დაკავშირებული იყო საპენსიო საბუთების მომზადებასთან. მას მამკვიდრებელთან, თბილისში არსებულ ბინაში უკანასკნელი წლების განმავლობაში არასდროს უცხოვრია, უძრავ ქონებაში არ არის განთავსებული მისი კუთვნილი ნივთები, არ მიუღია ფიზიკური მონაწილეობა ბ------ მ-----–---–ის მოვლა-პატრონობაში ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო პერიოდში, არ დასწრებია დაკრძალვას. ბ------ მ-----–---–ის პანაშვიდებს ღებულობდნენ ძმისშვილები - მ-----------–---- მ-----–---–ები. მათვე გაიღეს გასვენებისა და ორმოცის სარიტუალო ხარჯები.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან, რომლებიც წარმოადგენენ ბ------ მ-----–---–ის მეზობლებს, მ---------------ას არსებობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს. მათი ინფორმაციით ბ------ მ-----–---–ს მეუღლე არ ჰყოლია, ს--------თიდან ჩამოსვლის შემდეგ მას პატრონობდნენ ძმისშვილები. მოწმე ნ----–----------–---–ი მ---------------ას არ იცნობს, სმენია მის შესახებ, როგორც ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირზე ბ------ მ-----–---–ისგან, რომელსაც სურდა მასთან ქორწინების შეწყვეტა, მაგრამ მასთან კომუნიკაციის არქონის გამო, განქორწინებას ვერ ახერხებდა. დასახელებულ ჩვენებებს ვერ აქარწყლებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პ-----ე ბ-–---–---–ი, რომელიც ძირითადად გადმოსცემს ფაქტებს მეუღლეთა პირვანდელ ურთიერთობაზე, უკანასკნელი წლების მანძილზე კი საუბრობს მათ ვირტუალურ კომუნიკაციაზე, რასთან დაკავშირებითაც სხვა რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მ---------------ას მხრიდან სატელეფონო ან სხვა სახის კომუნიკაცია მეუღლესთან, ამანათის, გზავნილის ან მატერიალური დახმარების გაწევა. მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება, სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე დასაბუთებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, მოპასუხე ვერ ადასტურებს პირთა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტს, კერძოდ იმ გარემოებებს, რომ მ---------------ა და ბ------ მ-----–---–ი ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, ეწეოდნენ საერთო საოჯახო საქმიანობას, ცხოვრობდნენ ერთად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება არც მ---------------ას მხრიდან მეუღლისადმი ფინანსური დახმარების გაწევა.

 

განსახილველ დავაში, მ---------------ასა და ბ------ მ-----–---–ის ქორწინების ნამდვილად, ფიქციური მიზნის გარეშე რეგისტრირებულ აქტად მიჩნევის შემთხვევაშიც, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ---------------ა მამკვიდრებელთან, მის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ეწეოდა საერთო საოჯახო საქმიანობას და ისინი ცხოვრობდნენ ერთად, ერთ ოჯახად. მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.13. მოსარჩელე მ----------–---–მა მოითხოვა მ---------------ასათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მამკვიდრებელს მოპასუხესთან უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა ფაქტობრივი თანაცხოვრება და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებით, 2----–-–-----------ს გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სამკვიდრო გახსნის ადგილის ნოტარიუსს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა მეუღლემ - მ---------------ამ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას შორის 2--- წლის 16 ი----ს რეგისტრირებულ იქნა ქორწინება. განქორწინების ს------------–----------–-–-------------------------------------------–- დაცული არ არის. ამ ქორწინების შემდეგ დღემდე სხვა ქორწინება არ იძებნება. ამდენად, მხარეთა შორის ქორწინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არ გაუქმებულა.

 

დადგენილია ასევე, რომ მ---------------ა არის ს--------თის მოქალაქე. მასთან ქორწინების შემდეგ, ბ------ მ-----–---–ი გაემგზავრა ს--------თში სამუშაოდ, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა მარტო, გარდაცვალებამდე მის ფაქტობრივ საცხოვრისს წარმოადგენდა მისივე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–-----------–--–----------------------, ბ-------. მეუღლეებს უკანასკნელ წლებში საქართველოში ერთად არ უცხოვრიათ. არ დასტურდება მათ შორის სატელეფონო ან სხვა სახის კომუნიკაციის ფაქტი.

 

მოცემულ შემთვხვეაში, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ მეუღლეებს ერთად არასოდეს უცხოვრიათ, მამკვიდრებელს უვლიდა და პატრნონობდა ძმისშვილი, მ---------------ას არ ჰქონია არც სატელეფონო და არც სხვა სახის კომუნიკაცია ქმართან.

 

დასახელებულ გარემოებათაგან უდავოა, რომ ბ------ მ-----–---–ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას მ---------------ასთან ერთად არ უცხოვრია, არ ჩამოსულა დაკრძალვაზე, არ ყოფილა სამოქალაქო პანაშვიდებზე, არ მიუღია მატერიალური კუთხით მონაწილეობა რიტუალებში. მ---------------ას განმარტებით, მისი დაკრძალვაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის არ ქონით. საქართველოში ჩამოსვლა უფიქსირდება ერთხელ, 2--- წლის 4 ო----------ს ათი დღით, რაც მისივე განმარტებით, ასევე დაკავშირებული იყო საპენსიო საბუთების მომზადებასთან. მას მამკვიდრებელთან, თბილისში არსებულ ბინაში უკანასკნელი წლების განმავლობაში არასდროს უცხოვრია, უძრავ ქონებაში არ არის განთავსებული მისი კუთვნილი ნივთები, არ მიუღია ფიზიკური მონაწილეობა ბ------ მ-----–---–ის მოვლა-პატრონობაში ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან, რომლებიც წარმოადგენენ ბ------ მ-----–---–ის მეზობლებს, მ---------------ას არსებობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს. მათი ინფორმაციით ბ------ მ-----–---–ს მეუღლე არ ჰყოლია, ს--------თიდან ჩამოსვლის შემდეგ მას პატრონობდნენ ძმისშვილები. მოწმე ნ----–----------–---–ი მ---------------ას არ იცნობს, სმენია მის შესახებ, როგორც ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ პირზე ბ------ მ-----–---–ისგან, რომელსაც სურდა მასთან ქორწინების შეწყვეტა, მაგრამ მასთან კომუნიკაციის არქონის გამო, განქორწინებას ვერ ახერხებდა. დასახელებულ ჩვენებებს ვერ აქარწყლებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პ-----ე ბ-–---–---–ი, რომელიც ძირითადად გადმოსცემს ფაქტებს მეუღლეთა პირვანდელ ურთიერთობაზე, უკანასკნელი წლების მანძილზე კი საუბრობს მათ ვირტუალურ კომუნიკაციაზე, რასთან დაკავშირებითაც სხვა რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი, ძნელია იმისი ვარაუდი, რომ მ---------------ა თავს მიიჩნევდა გარდაცვლილი ბ------ მ-----–---–ის მეუღლედ და მათ შორის არსებობდა ის ურთიერთობა, რასაც კანონმდებელი ოჯახის ცნების მიღმა მოიაზრებს. ამ ვითარებაში, კი მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მ---------------ასა და ბ------ მ-----–---–ს შორის არსებობდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა და იგი არ იყო მხოლოდ იურიდიული შინაარსის მქონე, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც იმ გარემოების დასადასატურებლად, რომ მასსა და ბ------ მ-----–---–ს შორის არ იყო ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინება, მიუთითა მეგობრის ბინაში მათ ვირტუალურ, ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობაზე. მოპასუხის მითითებული პოზიცია კი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნების დასადასტურებლად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველა ზემოთ დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სახეზე იყო ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისი იყო 2----–-–-----------ს გარდაცვლილ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას შორის ფაქტობრივად ქორწინების შეწყვეტილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არსებობდა იმისი სამართლებრივი საფუძველიც, რომ მ---------------ას ჩამორთმეოდა ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან მემკვიდრეობის მიღების უფლება და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.

 

2.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებით, 2----–-–-----------ს გაიხსნა სამკვიდრო. მის კანონით პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენდა მეუღლე - მ---------------ა. მისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლების განსაზღვრის შემდგომ კი, მის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს გარდაცვლილი ძმის, რ----ნ მ-----–---–ის შვილი, მ----------–---–ი.

 

დადგენილია ასევე, რომ ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებისას, სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–-----------–--–----------------------, ბ-------. ასევე, მასში განთავსებული მოძრავი ნივთები.

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ----------–---–ს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით. შესაბამისად, მ----------–---–ს, როგორც მემკვიდრეს, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, რეალიზებული აქვს სამემკვიდრეო უფლება, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილია მიიღოს ბიძის სამკვიდროდან კუთვნილი წილი, რომლის ოდენობასთან მიმართებაშიც, სასამართლო, სხვა მემკვიდრეთა მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში, მოსარჩელეს სამკვიდროდ განუსაზღვრავს მთლიან უძრავ ქონებას. შესაბამისად, მ----------–---–ის სარჩელი - აღირიცხოს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ბ------ მ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად და დააკმაყოფილა.

2.15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----------–---–ს სამკვიდრო მიღებული აქვს როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს, ხოლო მ---------------ასთან მიმართებით, არსებობს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლები, შესაბამისად, ნოტარიუს შ---------------–-–---–ის მიერ, 2--- წლის 02 დ--------ს, მ---------------ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციის #1--------, მემკვიდრის წილის გათვალისწინებით სასამართლომ ბათილად სცნო სრულად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მამკვიდრებელსა და მ---------------ას შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იქნა. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ცრუ ჩვენებებს. სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება მოწმე - პ---------–---–---–ის ახსნა-განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმემ დაადასტურა ასევე ის გარემოება, რომ მან თვითონ შეატყობინა მამკვიდრებლის გარდაცვალება ძმიშვილებს და სთხოვა მათ აღნიშნული ეცნობებინათ მ---------------ასათვის. დასახელებული არ განახორციელა მოსარჩელემ, რის გამოც, ვერ დაესწრო მოპასუხე მამკვიდრებლის დაკრძალვას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. „...ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე #ას-664-635-2--- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება). ამასთან, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).

 

წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანია - წარმოადგენს თუ არა მ---------------ა ბ------ მ-----–---–ის მემკვიდრეს. პალატა მიუთითებს, რომ თუკი საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს სრულად შევაფასებთ დავინახავთ, რომ დახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, სახელდობრ: სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონი ითვალისწინებს მეუღლისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლით ადრე ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტისა და მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი. დასახელებული გარემოებები უნდა არსებობდეს კუმულატიურად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მეუღლისათვის კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს. კანონმდებლის მიზანს ამ შემთხვევაში, წარმოადგენს იმგვარი სამართალურთიერთობის მოწესრიგება, რომლის დროსაც გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით (სკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი) და რომლის დროსაც დასაზუსტებელია კანონით მემკვიდრეთა წრე. იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც იურიდიული მიზნებისათვის, მეუღლედ რეგისტრირებული პირის ხელში არ აღმოჩნდეს მამკვიდრებლის ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც მას გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის (სამკვიდრო მასა) და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს დანარჩენ მემკვიდრეთათვის კანონით მინიჭებული უფლებები.

 

სამართლებრივი წესრიგის მიზანიც იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. როგორც აღინიშნა კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი).

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზე, რომ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას შორის რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. უკანასკნელი რამდენიმე წელი (სამ წელზე მეტი) მეუღლეებს ერთად არ უცხოვრიათ, მამკვიდრებელს უვლიდა და პატრნონობდა ძმიშვილი. მ---------------ას არ ჰქონია არც სატელეფონო და არც სხვა სახის კომუნიკაცია ქმართან. ამასთან, უდავოა, რომ მ---------------ა არ ჩამოსულა ბ------ მ-----–---–ის დაკრძალვაზე, არ ყოფილა სამოქალაქო პანაშვიდებზე, არ მიუღია მონაწილეობა სამგლოვიარო რიტუალებში, რაც მ---------------ას განმარტებით, გამოწვეული იყო გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის არ ქონით. პალატა განმარტავს, ის ფაქტი, რომ მოპასუხე და მამკვიდრებელი ერთად აღარ ცხოვრობდნენ თვით მოპასუხის დასახელებული განმარტებითაც ცალსახად დასტურდება. მისთვის უცნობი იყო მეუღლის გარდაცვალება, რაც ცხადყოფს, რომ მეუღლეებს არ აკავშირებდათ ერთმანეთთან ფაქტობრივი ქორწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ დაელოდებოდა ინფორმაციის მიღებას მოსარჩელისაგან.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მოწმეთაგან, რომლებიც წარმოადგენენ ბ------ მ-----–---–ის მეზობლებს, მ---------------ას არსებობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს. მათი ინფორმაციით ბ------ მ-----–---–ს მეუღლე არ ჰყოლია, ს--------თიდან ჩამოსვლის შემდეგ მას პატრონობდნენ. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მ---------------ასა და ბ------ მ-----–---–ს შორის არსებობდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა და იგი არ იყო მხოლოდ იურიდიული შინაარსის მქონე, ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისათვის, ამავე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია არა ის გარემოება არსებობდა თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის რეგისტრირებული ქორწინება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ყველა ზემოდადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სახეზეა ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისია 2----–-–-----------ს გარდაცვლილ ბ------ მ-----–---–სა და მ---------------ას შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, სახეზეა დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მ---------------ასათვის ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან მემკვიდრეობის მიღების უფლების ჩამორთმევის საფუძველი.

 

აღნიშნულის შემდგომ, შეფასების საგანია მიიღო თუ არა მ----------–---–მა ბ------ მ-----–---–ის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან (ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად). ამდენად, სამკვიდროს მიღების ფაქტს, განსახილველი ნორმის თანახმად, გააჩნია უკუძალა, ე.ი, მემკვიდრემ, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება, ითვლება მის მესაკუთრედ სამკვიდროს გახსნის დღიდან და შესაბამისად, სამკვიდრო ქონების მოცულობა განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის დღეს არსებული ქონებით. შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო უკვე მიღებული აქვს და მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

დადგენილია, რომ მ----------–---–ი, ბიძის - ბ------ მ-----–---–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების გზით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე მ---------------ას ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობის უფლება 0--------- წელს გარდაცვლილი ბ------ მ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე და რომლის მიხედვითაც, მ----------–---–ი ცნობილ იქნა დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ, მართებულია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ი----ის გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა

 

1. მ---------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ი----ის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გელა ქირია