განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
330310018002369675
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002369675 (3ბ/2337-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით გ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-ს 22 ივნისის N---- ბრძანებით, ე------------ი გ---------------------- მ-----–-–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების შ-----–----------ს საავიაციო ჯგუფის ცალკეული საავიაციო ე---------–-----------------–-----–---------ზე/,,-----------------------–---–---------–ად, სამხედრო წოდება ,,კ------–-ს’’ მინიჭებით/შტატი N---------.

 

2.2. 2008 წლის 13 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. კონტრაქტის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებულ იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. წინამდებარე ხელშეკრულებით სამხედრო მოსამსახურე ვალდებულებას იღებს, სამხედრო სამსახურის გაგრძელებისათვის შეასრულოს ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობები. სამხედრო სამსახური მოიცავს სამინისტროს ან მის მიერ დანიშნული პირების მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის მიცემული ბრძანებებისა და განკარგულებების განუხრელ შესრულებას, სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებულ საბრძოლო თუ სხვა ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებას, მაშინაც კი, თუ სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გააგრძელოს რვა წლით, ხოლო კონტრაქტის მე-13 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი.

 

2.3. 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----–----------- ოქმი, რომლის თანახმად 2008 წლის N----- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. შეთანხმებაში მითითებულ იქნა, რომ შეთანხმება კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია და ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

2.4. გ--------------–-–---–მა 2018 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა ერთჯერადი დახმარების გაცემა, 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 თებერვლის M---------------- წერილით, გ--------------–-–---–ს 2018 წლის 15 თებერვლის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება. განსახილველი დავის ფარგლებში, საქალაქო სასამართლომ შეამოწმა მოთხოვნილი ერთჯერადი დახმარების გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. მითითებული ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-ს 22 ივნისის N---- ბრძანებით, ე------------ი გ---------------------- მ-----–-–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების შ-----–----------ს საავიაციო ჯგუფის ცალკეული საავიაციო ე---------–-----------------–-----–---------ზე/,,-----------------------–---–---------–ად, სამხედრო წოდება ,,კ------–-ს’’ მინიჭებით/შტატი N---------. ამასთან, 2008 წლის 13 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 წელი, ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ჩაითვალა ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი. 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----–----------- ოქმი, რომლის თანახმად 2008 წლის N----- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. მითითებულ იქნა, რომ შეთანხმება კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია და ძალაშია ხელმოწერის დღიდან. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------------–-–---–თან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას (,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი). საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველია სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და კონტრაქტი შეწყდა რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. ერთჯერადი დახმარების თანხა გაიცემა რვაწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა თავდაპირველად 2----–-–-ს 22 ივნისიდან, კონტრაქტის საფუძველზე, შემდგომ 2008 წლის 13 თებერვლის N----- კონტრაქტის საფუძველზე 8 წლის ვადით, ხოლო 2014 წლის 19 ნოემბრის N----–----------- ოქმის საფუძველზე სამხედრო სამსახური გაგრძელდა დამატებით 2 წლის ვადით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი დახმარების გაცემა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გ--------------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 13.02.2008წ. გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1---------–----- ბრძანებით დამტკიცებული N----- კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. აღნიშნული კონტრაქტის 3.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურემ იკისრა ვალდებულება, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. მხარეთა შორის 19.11.2014წ. გაფორმდა N----–----------- ოქმი, რომლის შესაბამისად, კონტრაქტის ვადა განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების ვადიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018წ. N1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების“ 58.2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, ხოლო 58.4 მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მითითებული ბრძანების 58.4 მუხლის მოთხოვნა, ერთჯერადი დახმარების გაცემის აუცილებელ წინაპირობად თავდაცვის სამინისტროსა და მხარეს შორის გაფორმებული 8 წლიანი კონტრაქტით დახმარების გაცემის შეთანხმების არსებობის შესახებ, სასამართლომ მიუთითა ამავე ბრძანების 58.2 მუხლზე, რომლის თანახმად, გ--------------–-–---–თან 2005 წელს დადებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და შეწყდა რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, დახმარების თანხა გაიცემა 8 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, მთავარ სასამართლო სხდომაზე ასევე მსჯელობის საგანი გახდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.

 

3.3. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 472 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე, ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, იმისათვის, რომ სამხედრო მოსამსახურეზე გაიცეს ერთჯერადი გასაცემელი, სავალდებულოა შედეგი წინაპირობების არსებობა: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს, გაგრძელებული უნდა ჰქონდეს 8 წლიანი კონტრაქტი, წინა კონტრაქტის ვადის დასრულების ან შეწყვეტის გამო, 2009 წლის პირველ მარტს ან მის შემდგომ და კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული, ამასთანავე, მხარეთა შორის გაფორმებული ამ სახის კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას, რა შემთხვევაშიც გაიცემა დახმარება 7000 ლარის ოდენობით.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა, რომ გ--------------–-–---–სა და თავდაცვის სამინისტროს შორის რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 13.02.2008 წელს, 2009 წლის პირველ მარტამდე პერიოდში. საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების შესაბამისად, რომელშიც 27.02.2009წ. N120 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება გახდა სამხედრო მოსამსახურეეებისათვის გათვალისწინებული პირობებით ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს 29.05.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გ--------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-ს 22 ივნისის N---- ბრძანებით, ე------------ი გ---------------------- მ-----–-–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების შ-----–----------ს საავიაციო ჯგუფის ცალკეული საავიაციო ე---------–-----------------–-----–---------ზე/,,-----------------------–---–---------–ად, სამხედრო წოდება ,,კ------–-ს’’ მინიჭებით/შტატი N---------.

 

4.3. 2008 წლის 13 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. კონტრაქტის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებულ იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. წინამდებარე ხელშეკრულებით სამხედრო მოსამსახურე ვალდებულებას იღებს, სამხედრო სამსახურის გაგრძელებისათვის შეასრულოს ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობები. სამხედრო სამსახური მოიცავს სამინისტროს ან მის მიერ დანიშნული პირების მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის მიცემული ბრძანებებისა და განკარგულებების განუხრელ შესრულებას, სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებულ საბრძოლო თუ სხვა ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებას, მაშინაც კი, თუ სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გააგრძელოს რვა წლით, ხოლო კონტრაქტის მე-13 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი.

 

4.4. 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----–----------- ოქმი, რომლის თანახმად 2008 წლის N----- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. შეთანხმებაში მითითებულ იქნა, რომ შეთანხმება კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია და ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

4.5. გ--------------–-–---–მა 2018 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა ერთჯერადი დახმარების გაცემა, 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 22 თებერვლის M---------------- წერილით, გ--------------–-–---–ს 2018 წლის 15 თებერვლის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გ--------------–-–---–ის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება. განსახილველი დავის ფარგლებში, საქალაქო სასამართლომ შეამოწმა მოთხოვნილი ერთჯერადი დახმარების გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღო სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

4.9. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

4.10. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. მითითებული ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2----–-–-ს 22 ივნისის N---- ბრძანებით, ე------------ი გ---------------------- მ-----–-–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების შ-----–----------ს საავიაციო ჯგუფის ცალკეული საავიაციო ე---------–-----------------–-----–---------ზე/,,-----------------------–---–---------–ად, სამხედრო წოდება ,,კ------–-ს’’ მინიჭებით/შტატი N---------. ამასთან, 2008 წლის 13 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 წელი, ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ჩაითვალა ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი. 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N----–----------- ოქმი, რომლის თანახმად 2008 წლის N----- კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით, კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. მითითებულ იქნა, რომ შეთანხმება კონტრაქტის განუყოფელი ნაწილია და ძალაშია ხელმოწერის დღიდან. საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ--------------–-–---–თან დადებული კონტრაქტი არ შეესაბამება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას (,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი). საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მართებულად მიუთითა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, 7000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის საფუძველია სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტი, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და კონტრაქტი შეწყდა რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. ერთჯერადი დახმარების თანხა გაიცემა რვაწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა თავდაპირველად 2----–-–-ს 22 ივნისიდან, კონტრაქტის საფუძველზე, შემდგომ 2008 წლის 13 თებერვლის N----- კონტრაქტის საფუძველზე 8 წლის ვადით, ხოლო 2014 წლის 19 ნოემბრის N----–----------- ოქმის საფუძველზე სამხედრო სამსახური გაგრძელდა დამატებით 2 წლის ვადით. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელის ინტერესების შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გ--------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი დახმარების გაცემა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე