განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100116001580064
საქმე №1ბ/1678-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
გიორგი სვანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: სა-–----------–---–-ს
მსჯავრდებულის: ან---------–-----–--ს
ადვოკატის: კა-------------ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ან----------------------–--–-----–--ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლებთ, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ან---------–-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2 ეპიზოდი)და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა :
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--------------–-–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 20 000(ოცი ათასი)ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ-------------------- ეპიზოდი) ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--------------–-–---–-- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა ჯარიმა 15 000(თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ-------------------- ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ან---------–-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ან---------–-----–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ან---------–-----–--მ მა-------------–-–---–ი დაარწმუნა, რომ მუშაობდა უშიშროებაში, მაღალ თანამდებობაზე და გაუკეთებდა ვიზას, რომლითაც მ-------–-–---–- შეძლებდა ამერიკაში გამგზავრებას. კონკრეტულად კი, მიიღებდა ვიზას უ–-–-------------------------------- სამინისტროს მეშვეობით. აღნიშნულის ნაცვლად, 2016 წლის 17 მარტიდან - იმავე წლის 19 ივნისამდე პერიოდში, პერიოდულად, მა-------------–-–---–ს გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, საერთო ჯამში - 3254 ლარი და 12 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი).
ან---------–-----–--ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მა-------------–-–---–ს მიადგა 3254 ლარი და 12 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
- 2016 წლის აპრილში, გ--------------------თვის, მისი მეგობრის - მ--------------–-–---–--გან ცნობილი გახდა, რომ სურვილის შემთხვევაში, შეახვედრებდა პიროვნებას, რომელიც მას 1200 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაუკეთებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელ ვიზას. მისი დარწმუნება მოახერხა იმ გარემოებით, რომ ვიზას გაუკეთებდა უ–-–-------------------------------- სამინისტროს მეშვეობით, რადგან მუშაობდა იქ მაღალ თანამდებობაზე. ამასთან, ვიზის მიღების გაადვილების მიზნით, დააწყებინებდა მუშაობას თავის ასისტენტად. აღნიშნულის სანაცვლოდ, 2016 წლის აპრილიდან - იმავე წლის ივნისამდე პერიოდში, გ-------------------- გამოართვა სხვადასხვა რაოდენობის ფულადი თანხა, საერთო ჯამში 3147 ლარი და 08 თეთრი (1200 აშშ დოლარი და 470 ლარი).
ან---------–-----–--ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ-------------------- მიადგა 3147 ლარის და 08 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან---------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ან---------–-----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: მ--------------–-–---–-- და გ-------------------- ჩვენებებით; მოწმეების:--------–--–---–------–------------------–-----------------------------------–--------- ჩვენებებით და დათვალიერების ოქმით.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან ან---------–-----–--მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მან აუნაზღაურა დაზარალებულ მა-------------–-–---–ს მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით, ხოლო დაზარალებულ გ--------------------თან დაკავშირებით გამოთქვა მზადყოფნა, რომ მასაც აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს.
პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ ან---------–-----–--ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ან---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ან---------–-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს :
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--------------–-–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 20.000(ოცი ათასი)ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
-საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ-------------------- ეპიზოდი) ჯარიმა 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 30 სექტემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--------------–-–---–-- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმა 15000(თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით -შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ-------------------- ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ან---------–-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ან---------–-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე დროის პერიოდში გამოცხადების თაობაზე, გაუქმებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ან---------–-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სო----–--------–-------------------------------------------------------------–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
5. მსჯავრდებულ ან---------–-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- მ--------------–-–---–-- „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ მა-------------–-–---–ს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი