განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100117001895164
ინსტანცია
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117001895164

საქმე №1ბ/523-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

სოფიკო კაპანაძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ლა–----------–---–-ს

მსჯავრდებულის: გი-----------–-------–---–-ს

ადვოკატის: ნო---------–---–--ა და იო------------–---–-ს

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი-----------–-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გი-----------–-------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------–---------------–----------–--------------------------- საშუალო განათლებით დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - დ--–-----------–--------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით, გი-----------–-------–---–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა :

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,---------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,----------–----------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,------------ ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,------------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა გი-----------–-------–---–-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-----------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გი-----------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

გი-----------–-------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (ოთხი ეპიზოდი).

მანვე, ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, გი-----------–-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

გი-----------–-------–---–- 2014 წლიდან - 2016 წლის მარტამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ა--------------------–-------–---–----- 2017 წლის 7 ნოემბერს, გი-----------–-------–---–მა თავის ყოფილი მეუღლის დედას - კა---------------ს სთხოვა, თავისივე სახელზე გაეხსნა ანგარიში და დაემზადებინა პლასტიკური ბარათი, რომელზეც გი-----------–-------–---–ს მეგობრები თანხებს დაურიცხავდნენ. ამის შემდეგ, გი-----------–-------–---–- და კა---------------ი მივიდნენ „-----------–----------- ექსპრეს-ფილიალში, სადაც კა---------------მა თავის სახელზე დაამზადებინა პლასტიკური ბარათი და გააქტიურებინა ინტერნეტ ბანკი, ხოლო პლასტიკური ბარათი გი-----------–-------–---–ს გადასცა.

- 2016 წლის 7 ნოემბერს გი-----------–-------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ს-----------------–--------–------------ არსებულ საცხოვრებელ სახლში. გი-----------–-------–---–მა იცოდა რა კა---------------ის პირადი მონაცემები, გადაწყვიტა ამ უკანასკნელის სახელით თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას. ამ მიზნით, მან თავის კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით და კა---------------ის მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა შპს „--------- ვებ გვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 300 (სამასი) ლარის ოდენობით თანხაზე, რაც დაუმტკიცდა 2016 წლის 08 დეკემბერს. აღნიშნული თანხა გადარიცხა მისი ამჟამინდელი მეუღლის - თე------------ს ანგარიშზე, გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

- 2016 წლის 18 ნოემბერს გი-----------–-------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ს----------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ არსებული ბანკომატის გამოყენებით, შეაღწია კა---------------ის კომპიუტერულ სისტემაში და მისი მონაცემებით თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება სს „-–----------------- და აიღო სესხი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. კა---------------ის მეუღლემ გ---------------------- სს „-–--------------- აღნიშნული სესხი დაუფარა. მანამდე, 2016 წლის 7 ნოემბერს, გი-----------–-------–---–მა ქ.თბილისში, ს-----------------–--------–----------- არსებულ საცხოვრებელ სახლში, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით კა---------------ის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს ,,------------ ვებ გვერდზე, გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 250 ლარის ოდენობით თანხაზე, რაც გაანაღდა ბანკომატის გამოყენებით. აღნიშნული სესხი დაფარა 2016 წლის 11 ნოემბერს და 2016 წლის 18 ნოემბერს, მან განაგრძო რა დანაშაულებრივი ქმედება, თაღლითურად, კვლავაც კა---------------ის სახელით, აიღო 450 ლარის ოდენობით სესხი, რაც გაანაღდა ბანკომატის გამოყენებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,,------------ მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2016 წლის 7 ნოემბერსვე, როდესაც გი-----------–-------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ს-----------------–--------–----------- არსებულ საცხოვრებელ სახლში, თავის კუთვნილი მობილური ტელეფონების გამოყენებით კა---------------ის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს ,,---------–----------------------- ვებ გვერდზე, გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 300 ლარის ოდენობით თანხაზე, რაც გაანაღდა ბანკომატის გამოყენებით. აღნიშნული სესხი დაფარა 2016 წლის 11 ნოემბერს და 2016 წლის 18 ნოემბერს, განაგრძო რა დანაშაულებრივი ქმედება, თაღლითურად, კვლავაც კა---------------ის სახელით, აიღო 550 ლარის ოდენობით სესხი, რაც გაანაღდა ბანკომატის გამოყენებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,----------–----------------------- მიადგა 550 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2016 წლის 21 ნოემბერს, გ-------------–-------–---–- იმყოფებოდა მეტროსადგურ „--------–---–--- მიმდებარედ არსებულ ინტერნეტ კაფეში. გი-----------–-------–---–მა იცოდა რა კა---------------ის პირადი მონაცემები, კვლავაც გადაწყვიტა ამ უკანასკნელის სახელით თაღლითურად დაუფლებოდა ფულად თანხას. ინტერნეტ კაფეში არსებული კომპიუტერის გამოყენებით, კა---------------ის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს „---------- ვებ გვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 100(ასი)ლარის ოდენობით თანხაზე, რაც გადარიცხა თავის დის - მ-----------–-------–---–-- ანგარიშზე, რომელიც გაანაღდებინა თავის სიძეს - ალ--------------------ს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

- 2016 წლის 8 დეკემბერს გი-----------–-------–---–- იმყოფებოდა დ--–---–--------–-------------- საცხოვრებელ ბინაში. გი-----------–-------–---–მა იცოდა რა კა---------------ის პირადი მონაცემები, განიზრახა ამ უკანასკნელის სახელით ისევ თაღლითურად დაუფლებოდა თანხას. ამ მიზნით, თავის კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით კა---------------ის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს „------------------- ვებ გვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 300(სამასი)ლარის ოდენობით თანხაზე, რაც გადარიცხა მისი მეუღლის - თე------------ს ანგარიშზე, გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

- 2016 წლის 8 დეკემბერსვე, გი-----------–-------–---–მა განაგრძო რა დანაშაულებრივი ქმედება, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით კ------------------- მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს „-------------- ვებ გვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 300(სამასი)ლარის ოდენობით თანხაზე, რაც გადარიცხა თავის მეუღლის თე------------ს ანგარიშზე, გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

- 2016 წლის 21 დეკემბერს, გი-----------–-------–---–- იმყოფებოდა დუ–---–--------–--------------, საცხოვრებელ ბინაში. გ-------------–-------–---–-- იცოდა რა კა---------------ის პირადი მონაცემები, ისევ გადაწყვიტა ამ უკანასკნელის სახელით თაღლითურად დაუფლებოდა თანხას. ამ მიზნით მან, კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით კა---------------ის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა შპს „----------------- ვებ გვერდზე, თაღლითურად გააფორმა სესხის ელექტრონული ხელშეკრულება 300(სამასი)ლარის ოდენობით თანხაზე, რაც მეუღლის თე------------ს ანგარიშზე გადარიცხა, გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გი-----------–-------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია, მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, ან ამ მოთხოვნის არგაზიარების შემთხვევაში, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა და დანიშნულ სასჯელზე სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. გი-----------–-------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: კა---------------ის, ა-------–-------–---–-------------------------------–-----------------------------–-------------------------------------------------–-------–-------------–--------------–---------------- ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნასთან, ან დანიშნულ სასჯელზე სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან გი-----------–-------–---–- ნასამართლევია და ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის პირობებში.

ამასთან, პალატა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაზარალებულებს ნაწილობრივ აუნაზღაურდათ მიყენებული ზიანი და სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გი-----------–-------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი-----------–-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს :

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,---------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,----------–----------------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,------------ ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,------------------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს გი-----------–-------–---–-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-----------–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

4. მსჯავრდებულ გი-----------–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 აპრილიდან.

5. მხედველობაში იქნეს მირებული, რომ გი-----------–-------–---–-ს მიმართ გამოყენებული არკვეთის ღონისძიება - გირაო -გაუქმებულია.

6. ნივთმტკიცება:

- სამი ცალი ელექტრონული დისკი დალუქული ორ პაკეტად, მასზე ჩაწერილი სს ,,საქართველოს ბანკიდან“ და სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი