განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001526728
საქმე №1ბ/1517-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ელენე ომანიძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მა---–----ას
ადვოკატ - ტა-----–--------ის
გამართლებულ - გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის,ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---–----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის მისამართზე: ა-------------–----–----------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, მ-----–--------–---–----------–-----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
ბე-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ.თბილისი, ბ------------–--–----–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, ბ------------–--–------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
ალ-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, წ--------------------------–-----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
ლუ----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ.თბილისი, ვ---------------------------------------------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, მ-----–--------–---–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გი----------------–---–ი, ბე-----------–---–ი, ალ-------------–---–ი და ლუ----------–---–ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გი----------------–---–ს, ბე-----------–---–ს, ალ-------------–---–ს და ლუ----------–---–ს ბრალი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისში, ი---------------------ში მდებარე ი------------–---–--------–-----------–----------–-–-------------------------------–- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე გი----------------–---–მა, ბე-----------–---–მა, ლუ----------–---–მა და ალ-------------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების და ფეხების მრავლობითი დარტყმებით, სხეულის სხვადასხვა არეში სცემეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მდგომარეობაში მყოფი შპს ,,თ---–----------------------------------“ კონტროლიორი პა----------ა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული ქმედებებისათვის გი----------------–---–ს, ბე-----------–---–ს, ალ-------------–---–ს და ლუ----------–---–ს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მა---–----ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის განმარტებით, ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარადგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ერთობლივი შეფასების საფუძველზე სრულად დასტურდებოდა გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ისა და ლუ----------–---–ის მიერ პა----------ას ცემის ფაქტი. დაზარალებულმა პა----------ამ სრულად მოახსენა სასამართლოს დანაშაულის ბრალდებულების მიერ ჩადენის შესახებ, სასამართლო სხდომათა დარბაზშიც მიუთითა მათზე, როგორც დარტყმების განმახორციელებლ პირებზე. ასევე მოწმეებმა - თე-------------------–-ვამ და ან--------მ დაკითხვისას მიუთითეს გი----------------–---–ზე, როგორც პირზე, რომელსაც დაზარალებულთან მოუვიდა შელაპარაკება. აპელანტის მითითებით, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ მოიპოვა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვების ობიექტური შესაძლებლობაც არსებობდა - დაიკითხნენ დაზარალებული, მოწმეები, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დათვალიერდა დაზიანებული ნივთები და ა. შ., რომელთა ერთობლიობამაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის ბრალეულობა. ხოლო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა არ ჩატარებულა იმ მიზეზით, რომ ბრალდებულების მიმართ შეთავაზებული იყო განრიდების პროგრამის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტა-----–--------ემ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის მიერ პა----------ას ცემის ფაქტის ჩადენაში, კერძოდ:
აპელანტი ბრალდების დასადასტურებლად პირველ რიგში მიუთითებს დაზარალებულ პა----------ასა და მოწმეების - თე-------------------–-ვას და ან--------ს ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე განმარტეს შემდეგი:
დაზარალებულ პა----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 15 ივნისიდან მუშაობს შპს ,,თ---–----------------------------------“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურში. მის მოვალეობებში შედის ავტობუსში მყოფი და ავტობუსიდან ჩამოსული მგზავრების ბილეთების შემოწმება, უბილეთო მგზავრის გამოვლენა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმება. 2016 წლის 31 ივლისს, საღამოს სმენაში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, კერძოდ, იმყოფებოდა ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------------- კ---------- წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე, რა დროსაც კონკრეტული ავტობუსიდან ჩამოვიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც შესამოწმებლად დახვდა მისი მეწყვილე - ან-------- და ასევე, თე-------------------–-ვა, რომლებსაც უცნობმა პიროვნებამ შემოწმებისას წარუდგინა მოსწავლის ბარათით შეძენილი ბილეთი. აღნიშნულ პირს, გადამოწმების მიზნით, ან--------მ და თე-------------------–-ვამ მოსთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა, რომლის წარდგენის შემდეგ, მან ჯიბიდან ამოიღო მობილური ტელეფონი და დაუწყო მათ ვიდეოს გადაღება, რაც შემჩნეულ იქნა მის მიერ და მოუწოდა, რომ ჩუმად ვიდეოს გადაღების უფლება არ ჰქონდა და შეეწყვიტა ვიდეოს გადაღება. აღნიშნულის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და აღნიშნული უცნობი პიროვნება ისევ ავიდა ავტობუსში ისე, რომ იგი არ დაუჯარიმებიათ. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც უცნობი პიროვნება ავიდა ავტობუსში, პა----------ა მივიდა ავტობუსის მძღოლთან და უთხრა, რომ თუ კიდევ ეყოლებოდა ერთი-ორი ასეთი მგზავრი, სამსახურში შეექმნებოდა პრობლემები. აღნიშნულზე უცნობი პიროვნება ისევ ჩამოვიდა ავტობუსიდან, მის მიმართ გახდა აგრესიული და ითხოვდა ეთქვა, თუ რა მიაძახა მას ავტობუსში ასვლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ განუცხადა, რომ, რაც სათქმელი ჰქონდა ავტობუსში ასვლამდე უთხრა და სხვა არაფერი არ მიუძახებია მისთვის. მოწმის განმარტებით, მასსა და აღნიშნულ უცნობ პიროვნებას შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება შენიშნა მისმა მეწყვილემ ან--------მ, რომელიც მგზავრთა გადამოწმების მიზნით ავტობუსში იყო ასული, ჩამოვიდა და აღნიშნულ უცნობ პიროვნებას ჰკითხა, რა იყო მისთვის გაურკვეველი. აღნიშნულზე ამ უკანასკნელმა ან--------ს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ როგორც იგი ედგა მის თანამშრომელს გვერდით, მასაც შეიძლებოდა ასე დასდგომოდნენ გვერდში მისი მეგობრები/ახლობლები, რის შემდეგაც იგი ავიდა ავტობუსში და წავიდა, ხოლო მან და მისმა მეწყვილე ან--------მ გააგრძელეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი ან--------სთან ერთად ბრუნდებოდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, რა დროსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კ---------- მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიდან რამდენიმე მეტრში მათ წინ დადგა 6-7 პიროვნება, რომელთა შორის იყო ზემოთ დასახელებული უცნობი პიროვნება, რომელმაც აგრესიულად ჰკითხა თუ რა მიაძახა ავტობუსში ასვლისას, რის შემდეგაც მან და მისმა თანმხლებმა პირებმა დაუწყეს ხელებისა და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. მისი მეწყვილე გოგონა ან-------- კი გაიქცა მეორე თანამშრომლის თე-------------------–-ვას დასაძახებლად, რათა დახმარებოდა მას. მოწმის განმარტებით, მას ურტყამდნენ სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებულები, კერძოდ, მან გი----------------–---–ზე მიუთითა და აღნიშნა, რომ იგი არის ის პიროვნება, რომელთანაც რაღაც პერიოდით ადრე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ხოლო კონფლიქტის დროს მეორემ დაარტყა ხელი (მიუთითა ბე-----------–---–ზე), რაც შეეხება ალ-------------–---–ს და ლუ----------–---–ს, მოწმემ ასევე სასამართლო სხდომის დარბაზშივე მიუთითა მათზე და აღნიშნა, რომ მართალია, დაინახა, რომ ისინიც ურტყამდნენ, თუმცა, რომელმა რა რიგითობით და ასევე ვინ ხელი დაარტყა და ვინ ფეხი, ან ვინ რამდენჯერ დაარტყა, ამის შესახებ არ იცის. ამასთან, არ შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა, მხოლოდ წარმოდგენილი ბრალდებულები ურტყამდნენ მას, თუ მათთან მყოფი სხვა პირებიც. მოწმის განმარტებით, დარტყმების დროს თავდაცვის მიზნით, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, თუმცა, მაინც შეძლო იმ პირების სახეზე დანახვა, რომლებიც ურტყამდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირები დაახლოებით 5-10 წამის განმავლობაში ურტყამდნენ, ხოლო შემდეგ მან შეძლო აღნიშნული პირებისგან მომდინარე ფიზიკური შეურაცხყოფისგან თავის დაღწევა და გაიქცა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, კისერზე ჰქონდა ნაკაწრები, რაზეც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და დაუდგინდა დაზიანებები. გარდა აღნიშნულისა, მოცემული შემთხვევის დროს მას დაუზიანდა მისი კუთვნილი საათი, სამსახურებრივი ვიდეოკამერა და პრინტერის ჩასადები, აგრეთვე დაეკარგა სამსახურებრივი ბეიჯი, ოქროს ჯაჭვი და ჯვარი. აღნიშნული შემთხვევიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო სახელით ,,კოტე“ და როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძა და დაკარგული ნივთების ანაზღაურების მიზნით შეხვდა ერთ-ერთ ბრალდებულს - გი----------------–---–ს (რომლის სახელი და გვარი გაიგო გამოძიების მიმდინარეობისას), კიდევ ერთ ბრალდებულს, რომლის სახელი და გვარი არ იცის და ასევე, ზემოაღნიშნული ბრალდებულის ბიძას - ვინმე ,,კოტეს“, რომლებიც პოლიციიდან საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ თანახმანი იყვნენ მისთვის აენაზღაურებინათ ოქროს ნივთების დაკარგვით მიყენებული ზიანი/ზარალი. თუმცა, მათ აღნიშნული ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებიათ. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მას ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მას წარუდგინეს ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის, ლუ----------–---–ის და სხვა პირების ფოტოსურათები, თუმცა, გამოკითხვისას გამომძიებლისთვის არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ბრალდებულები იყვნენ ის პიროვნებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
მოწმე ან--------ს მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის ივლისის მდგომარეობით მუშაობდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონტროლიორის პოზიციაზე და მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მგზავრების შემოწმება, უბილეთო მგზავრების გამოვლენა და ა. შ. 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს, როგორც ახსოვს, იყო კვირა დღე, პა----------ასთან ერთად, ვაკის მოძრავ დისლოკაციაზე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------------- კ---------- წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე, რა დროსაც, №6- ავტობუსიდან ჩამოვიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ახალგაზრდა პიროვნება (მიუთითა გი----------------–---–ზე), რომელმაც მას მიაწოდა შეღავათიანი ბარათით შეძენილი უფასო ბილეთი და პირადობის მოწმობა. მან გადაამოწმა და ვინაიდან ყველაფერი იყო წესრიგში, მოსწავლის სამგზავრო ბარათი და პირადობის მოწმობა დაუბრუნა აღნიშნულ პირს, ხოლო თვითონ გააგრძელა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, რა დროსაც დაინახა, რომ მის მეწყვილე - პა----------ასა და ზემოაღნიშნულ პიროვნებას შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც იგი კვლავ მივიდა მათთან და იკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზედაც ორივე მათგანმა უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა, ხოლო ვინაიდან აღნიშნული პიროვნება მის მიერ იყო მოცემულ შელაპარაკებამდე გადამოწმებული სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, ჰკითხა რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდა მის მიმართ, რაზეც აღნიშნულმა მგზავრმა უთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, ბოდიში მოუხადა მას, ავიდა ავტობუსში და წავიდა, ხოლო მან და მისმა მეწყვილე პა----------ამ გააგრძელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამის შემდეგ, დაახლოებით 20:30 საათზე, ის და მისი მეწყვილე პა----------ა ბრუნდებოდნენ კვლავ ზემოაღნიშნულ გაჩერებასთან, რა დროსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კ---------- მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 20 მეტრში, მათთან მივიდა 5-6 ბიჭი, რომლებმაც იგი გვერდზე გასწიეს, ხოლო პა----------ას დაუწყეს ცემა, თუმცა, მას არ შეუძლია პა----------ას ცემაში მონაწილე პირების კონკრეტული სახეების გახსენება, ასევე, არ დაუნახავს ვინ ხელს ურტყამდა და ვინ ფეხს, ვინაიდან აღნიშნულ დროს იგი თე-------------------–-ვას ეძახდა დასახმარებლად. მოწმის განმარტებით, პა----------ამ შეძლო აღნიშნული პირებისგან თავის დაღწევა და ვარაზისხევის მიმართულებით გაქცევა. მას უკან გაეკიდა ორი პიროვნება, ხოლო დანარჩენები მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევის შედეგად, პა----------ას დაეკარგა სამსახურებრივი ბეიჯი, დაუზიანდა საათი, დასვრილი ჰქონდა სამსახურეობრივი ფორმა და ასევე, კისერზე ეტყობოდა სიწითლეები, ასევე, როგორც თავად პა----------ა ამბობდა, დაეკარგა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე იგი გამოიკითხა მოწმის სახით, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში - ამოცნობასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში.
მოწმე თე-------------------–-ვამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,თ---–----------------------------------“ მონიტორინგის სამსახურში კონტროლიორის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედის მგზავრთა ბილეთების შემოწმება, უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი კანონით დადგენილი წესით დაჯარიმება. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 31 ივლისს, იგი იმყოფებოდა ი------------–---–--------–-----------–----------–-–------------------------------- კ---------- წინ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე და უძრავ დისლოკაციაზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ავტობუსიდან ჩამოვიდა მგზავრი, რომელსაც ბილეთი აღებული ჰქონდა შეღავათიანი ბარათით ანუ მოსწავლის ბარათით. იგი გადამოწმებულ იქნა ან--------ს მიერ, მგზავრის მიერ წარდგენილ იქნა მოსწავლის სამგზავრო ბარათი და პირადობის მოწმობა და იმის გამო, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მან სხვა ავტობუსის მგზავრთა გადამოწმება დაიწყო, რა დროსაც შელაპარაკების ხმა შემოესმა. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ პა----------ასა და იმ პიროვნებას შორის, რომლის გადამოწმებაც განხორციელდა, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა, ხოლო პა----------ამ და ან--------მ გააგრძელეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელება. დაახლოებით საათნახევარი-ორი საათის შემდეგ, ზემოაღნიშნულ გაჩერებაზე მასთან მივიდა ის პიროვნება, რომლის ბილეთიც გადაამოწმა ან--------მ და პა----------აზე ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ იგი იყო მოძრავ დისლოკაციაზე და მოძრაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაინახა, რომ 5-6 ბიჭი გაიქცა პა----------ას მიმართულებით და დაახლოებით 3-4 პიროვნებამ დაუწყეს დარტყმების მიყენება მას. შემდეგ, პა----------ამ შეძლო გაქცევა, რომელსაც უკან გამოედევნენ აღნიშნული პირები, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი გაემართა პა----------ას მიმართულებით, აღნიშნული პირები გაიქცნენ მიწისქვეშა გადასასვლელით. მოწმემ სასამართლო სხდომაზე მყოფი ბრალდებულებიდან გი----------------–---–ზე მიუთითა, როგორც იმ მგზავრზე, რომლის ბილეთის და დოკუმენტების გადამოწმებაც მოხდა ან--------ს მიერ და რომელმაც მოგვიანებით იკითხა მისი კოლეგა პა----------ა. მოწმის განმარტებითვე, მან მხოლოდ ორი პირის მხრიდან დარტყმის ფაქტი დაინახა, თუმცა, მას არ შეუძლია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც პა----------ას ურტყამდნენ. ამასთან, პა----------ამ პირველივე დარტყმისთანავე დახარა თავი და სახეზე მიიფარა ხელები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დროს ჩხუბის ადგილიდან იგი 60-70 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდება ძირითადად ემყარება მხოლოდ დაზარალებულ პა----------ას მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებებით. უფრო მეტიც, მოწმე თე-------------------–-ვამ განმარტა, რომ პა----------ამ პირველივე დარტყმისთანავე დახარა თავი და სახეზე მიიფარა ხელები. დარტყმების განხორციელების დროს თავდაცვის მიზნით ხელების სახეზე აფარების ფაქტი თავად დაზარალებულმაც დაადასტურა ჩვენების მიცემისას.
პალატა მიუთითებს, რომ მოწმეებმა - გი----------–--–---–მა, ილ-------–---–---–მა და აკ-----------–---–მა, რომლებიც არიან გამომძიებლები, ასევე ექსპერტ კრიმინალისტებმა - ვა---–---–----ემ და გი-----------–-–---–მა, მოცემულ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და ფაქტის თვითმხილველები არ ყოფილან. შესაბამისად, სასამართლოში მიცემული ჩვენებებით მათ დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და გადმოსცეს ის ინფორმაცია, რომელიც მიაწოდეს მოწმეებმა მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფარგლებში. შესაბამისად, მათი ჩვენებები პა----------ას ცემის ფაქტის ირგვლივ წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
რაც შეეხება კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომელიც ბრალდების დასადასტურებლად აქვს მოყვანილი აპელანტს, ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოქალაქე პა----------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას კისრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 31 ივლისს. აღნიშნული დასკვნა ადასტურებს პა----------ას ცემის ფაქტს, რაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და სადავო არაა მხარეების მიერ. პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით ასევე დადგენილია მხოლოდ ინციდენტის ჩადენის ფაქტი და ადგილი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩაუტარებლობის მიზეზზე, როდესაც იგი მიუთითებს, რომ ამოცნობა არ ჩატარდა განრიდების პროგრამის შესაძლო ამოქმედების საფუძვლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულისა და მოწმეების მიერ ბრალდებულებზე მითითება, რომ სწორედ ისინი იყვნენ ცემის ფაქტის განმახორციელებლი პირები, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ისა და ლუ----------–---–ის ბრალის დასადასტურებლად, ვინაიდან გამოძიების ეტაპზე პირდაპირ მოწმეს - პა----------ას ბრალდებულები ამოსაცნობად არ წარდგენია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის №42აპ-18 გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის №560აპ-16 გადაწყვეტილება).
რაც შეეხება საქმეში არსებულ ყველა სხვა მტკიცებულებას, რომლებზეც ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ისა და ლუ----------–---–ის ბრალეულობის დასასაბუთებლად, ისინი არაფერ ხელჩასაჭიდს არ იძლევიან ზემოაღნიშნულ დანაშაულში უშუალოდ ამ პირების მონაწილეობის დადასტურებისათვის. ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ განხილულ გარემოებათა შედეგად, გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ისა და ლუ----------–---–ის ბრალეულობა მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდის დონეზე რჩება და არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ისა და ლუ----------–---–ის გამართლების თაობაზე არის დასაბუთებული.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ “In dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გი----------------–---–ის, ბე-----------–---–ის, ალ-------------–---–ის და ლუ----------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მათ დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გი----------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ბე-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ალ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
ლუ----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულებს - გი----------------–---–ს, ბე-----------–---–ს, ალ-------------–---–ს და ლუ----------–---–ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- პა----------ას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი სამსახურებრივი პერანგი, მაჯის საათი, პრინტერის ტყავის ჩასადები და სამეთვალყურეო ვიდეო კამერა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს პა----------ას;
- პა----------ას, ან--------ს და თე-------------------–-ვას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 3 (სამი) ცალი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე