განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
030210118001938221
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი, სხვა სახის დავები, გირავნობა
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210118001938221

საქმე №2/ბ-1167-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - შპს ,,ს------ი“

წარმომადგენლები - კ---- მ---------ე, შ------- კ--–------

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს---“

წარმომადგენლები - ა-–----- უ--–-- ,ლ---- მ-----–--ე

თარჯიმანი - ლ---- ბ--------

დავის საგანი -პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარება, სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობების გაუქმება, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა

-გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 24 მაისს შპს ,,ს---“-მ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,ს------“-ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარების, სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობების გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნებით.

 

1.1.სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 20 იანვარს მოდავე მხარეთა შორის დაიდო სესხისა და ავტომანქანების გირავნობის ორი - №0--- და №0--- ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ 6 თვის ვადით სესხად მიიღო 15300 (თხუთმეტი ათას სამასი) აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად შპს „ს------ის“ სასარგებლოდ დაგირავდა შპს „ს---ს“ საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა. ხელშეკრულებების 3.25 პუნქტით სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 72%-ით, ხოლო 3.2.10 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხის გადახდის გრაფიკის სამზე მეტი დღით დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.2.12 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ დამგირავებლის მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამდნენ პრეტენზიას, ხელშეკრულებების ვადა ჩაითვლებოდა გაგრძელებულად, მხარეთა სურვილის მიხედვით იგივე ვადით დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე ხელშეკრულებების პირობების დაცვით.

 

1.1.2. ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ,,ს---“ პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს და დადგენილი გრაფიკების მიხედვით ყოველთვიურად იხდიდა სესხზე დარიცხულ პროცენტებს.

 

1.1.3. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულების 3.2.12 პუნქტის თანახმად, ვინაიდან არც ერთ მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხელშეკრულებების ვადა გაგრძელდა იგივე 6 თვიანი ვადით - 2016 წლის 20 იანვრამდე. აღნიშნულ 6 თვიან პერიოდშიც შპს „ს---“ 5 თვის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და დროულად იხდიდა სესხის პროცენტებს, მაგრამ როგორც კი მას ხელი შეეშალა და დროულად ვერ გადაიხადა 2015 წლის დეკემბრის თვის პროცენტი, რამოდენიმე დღეში, 2016 წლის 15 იანვარს, შპს „ს------მა“ სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა გირავნობის მოწმობები სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ავტომანქანების მფლობელობაში გადაცემის მოთხოვნით, რის შედეგადაც დაიწყო იძულებითი წესით აღსრულების პროცედურები. აღნიშნული ქმედებით შპს „ს------მა“ ფაქტობრივად პრეტენზია გამოთქვა შპს „ს---ს“ მიმართ, რაც მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებების 3.2.12 პუნქტის თანახმად, მეორე ექვსთვიანი ვადის ამოწურვისთანავე, ანუ 2016 წლის 20 იანვარს ამ ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველია.

 

1.1.4. 2016 წლის 12 მაისს მოპასუხემ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადება წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ვ------- მოწყობილს, რომელმაც მეორე დღესვე - 2016 წლის 13 მაისს გახსნა სააღსრულებო წარმოება და შპს „ს---ს“ გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ხოლო მომდევნო დღეებში განახორციელა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები. მიუხედავად ამ გარემოებებისა შპს „ს------მა“ 2016 წლის 12 მაისიდან კვლავინდებურად გააგრძელა ძირითად სესხის თანხაზე პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვები, როგორც ხელშეკრულებების მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგაც.

 

1.1.5. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში შპს „ს---ს“ მიერ პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხების ძირი თანხის გადახდის ანგარიშში ჩათვლა, ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება 0,3%-დან 0,03%-მდე, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების შესრულებულად აღიარება, სატრანსპორტო სასუალებებზე რეგისტრირებული გირავნობების გაუქმება და სატრანსპორტო საშუალებების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

 

1.1.6. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გაიზიარებს მათ პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებები შეწყდა მეორე ექვსთვიანი ვადის გასვლისა და იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე, ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხები უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში. შესაბამისად №0--- ხელშეკრულებაზე ძირი თანხა გადახდილი იქნება 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 12 382 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ 4732 აშშ დოლარით მეტი, რის შემდეგაც 24.04.17 წლამდე შპს „ს---ს“ ზედმეტად და შეცდომით აქვს შპს „ს------ის“ ანგარიშზე 2647 დოლარი, შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ №0--- ხელშეკრულებაზე შპს „ს---ს“ სულ ზედმეტად აქვს გადახდილი 7 379 აშშ დოლარი. ზემოხსენებულის ანალოგიურად №0--- ხელშეკრულებაზე ძირი თანხა გადახდილი იქნება 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით 12 768 დოლარი, ანუ 5118 დოლარით მეტი, რის შემდეგ 24.04.17 წლამდე შპს „ს---ს“ შპს „ს------ის“ ანგარიშზე ზედმეტად აქვს ჩარიცხული სულ 2647 დოლარი. შესაბამისად სულ №0--- ხელშეკრულებაზე შპს ს---ს“ გადახდილი აქვს 7765 დოლარით მეტი. ამდენად, ორივე შემთხვევაში შპს ,,ს---ს“ შპს ,,ს------ისათვის“ ჯამში ზედმეტად გადახდილი აქვს 15 144 აშშ დოლარი.

 

1.1.7. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, თუ სასამართლო არ გაიზიარებს ხელშეკრულებების შეწყვეტას 2016 წლის 20 იანვრის, ან 2016 წლის 12 მაისის მდგომარეობით, მაგრამ თუ სასამართლო შეამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს 0,3%-დან 0,03%-მდე, მაშინ ხელშეკრულებები მაინც სრულად იქნება შესრულებული. კერძოდ, 2015 წლის 20 იანვრიდან 2016 წლის 20 აგვისტომდე განვლილ პერიოდში (19 თვე) შპს „ს---ს“ სესხის №0--- ხელშეკრულებაზე პროცენტი უნდა გადაეხადა (19X459) 8721 აშშ დოლარი, რეალურად გადახდილი აქვს 8800 აშშ დოლარი, ანუ 79 დოლარით მეტი. პირგასამტეხლო გადახდილია 2273 დოლარი, ძირი თანხა 7650 აშშ დოლარიდან გადახდილია 5605 აშშ დოლარი, ანუ 2045 დოლარით ნაკლები. თუ პირგასამტეხლო 2781 დოლარიდან შემცირდება 278 დოლარამდე, ამ შემთხვევაში ვალდებულება სრულად იქნება შესრულებული. ზემოხსენებულის ანალოგიურად, ამავე პერიოდში შპს „ს---ს“ №0--- ხელშეკრულებაზე პროცენტი უნდა გადაეხადა 8721 დოლარი, ხოლო გადახდილი აქვს 8969 დოლარი, ანუ 248 დოლარით მეტი, სახელდობრ პირგასამტეხლოს სახით 2915 დოლარი, ხოლო ძირი თანხა - 5607 დოლარი, ანუ 2043 დოლარით ნაკლები. ისეთ შემთხვევაში, კი თუ პირგასამტეხლო შემცირდება მოთხოვნილ ოდენობამდე (0.03%) - 291 დოლარამდე, ვალდებულება 581 დოლარის გადაჭარბებით იქნება შესრულებული.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

 

1.2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2016 წლის 28 ოქტომბრიდან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. 6 თვის მანძილზე მათ არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.ამ მიზნით გაგზავნილი აქვთ 20-ზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინება, შედგა ათეულობით სატელეფონო საუბარი, რის შედეგადაც იყო შეპირებები ვალდებულების შესრულებაზე, რაც არ შესრულდა. აღნიშნულის შემდეგ განუმარტეს მოვალეს, რომ მიმართავდნენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გირავნობის საგნების ჩამორთმევისა და მათი შემდგომი რეალიზაციისათვის. მოსარჩელემ წარმოადგინა ერთ-ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება იმ პირობით, რომ დაახლოებით 10 დღეში დაფარავდა დავალიანებას, ხოლო მეორე მანქანა განაგრძნობდა სამეწარმეო საქმიანობას და შემოსული თანხით დაფარავდნენ დავალიანებას, თუმცა ეს პირობაც დაარღვია და ამ ექვსთვიან პერიოდში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია დავალიანების დასაფარად.

 

1.2.2. ზემოაღნიშნულის გამო მათ მიმართეს შსს მომსახურეობის სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მათ სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მომსახურების სააგენტომ შსს მინისტრის 892 ბრძანების საფუძველზე უარი უთხრა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უარის მიზეზს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელებული სამართლებრივი შეზღუდვა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გირავნობა. მათ დაფარეს შპს „ს---ს“ დავალიანება შემოსავლების სამსახურის წინაშე და მოითხოვეს მოეხსნათ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა. აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული შეზღუდვა დარეგისტრირდა ბ------ის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მის გასაუქმებლად უნდა მიემართათ ბ------ის საქალაქო სასამართლოსათვის.ამ მოქმედებების შედეგად მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მას მიადგებოდა ზიანი, რის გამოც დაფარა სესხიდან წარმოშობილი დავალიანებები.

 

1.2.3. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ამავე ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება: მათ შორის აღსრულების, საჯარიმო სადგომის, გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების და ა.შ. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის და არაჯეროვანი შესრულების გამო. მოპასუხემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში გადაიხადა 2 გირავნობის მოწმობის ღირებულება 100 ლარი. კერძო აღმასრულებელს გადაუხადა 400 ლარი ხუთივე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება-დადგენისათვის, 3650 ლარი გადახდილ იქნა შპს „ს---ს“ სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურში, რომლის მიერ მათ გირავნობის საგანზე დადებული სამართლებრივი შეზღუდვა კანონის შესაბამისად უკრძალავდათ გირავნობის საგნის განკარგვას. ჯამში აღსრულების და რეალიზაციასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 4150 ლარი.

 

1.2.4.მოპასუხის მითითებით შპს ,,ს------მა“, როგორც კრედიტორმა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ყველა წარმოშობილ პირგასამტეხლოზე (მცირე და უმნიშვნელო პირგასამტეხლოს გარდა) მოსარჩელეს გაუნახევრა პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს საშუალო ოდენობა სესხის ძირ თანხასთან შედარებით წელიწადში შედგენს დაახლოებით 15%. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებას შეამციროს არა უბრალოდ მაღალი, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აემოხსენებულზე აპელირებით მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ნიშნულამდე პირგასამტეხლოს შემცირებით პირგასამტეხლო დაკარგავს თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

 

1.2.5.მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეს №0--- ხელშეკრულებიდან დარჩენილი აქვს გადასახდელი 847.93 (რვაასორმოცდაშვიდი დოლარი და 93 ცენტი) აშშ დოლარი და ასევე მეორე №0--- ხელშეკრულებიდანაც დარჩენილი აქვს გადასახდელი 847.93 (რვაასორმოცდაშვიდი დოლარი და 93 ცენტი)აშშ დოლარი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს---ს“ სარჩელი შპს „ს------ის“ მიმართ, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს შემცირების, გირავნობის გაუქმებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ;

2. ცვლილება შევიდა შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდა 0,03%- მდე.

3. 2015 წლის 20 იანვრის №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალა შესრულებულად.

4. გაუქმდა სატრანსპორტო საშუალებაზე (ს----–-–----------------------------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–--------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა.

5. ცვლილება შევიდა შპს ,,ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდა 0,03%- მდე.

6. 2015 წლის 20 იანვრის №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ჩაითვალა შესრულებულად.

7. გაუქმდა სატრანსპორტო საშუალებაზე (------------–--------------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–---------–-------------------–-----–-------------–--–-, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

8. მოპასუხე შპს „ს------ს“ შპს „ს---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 320 ლარის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №0---, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დამგირავებლის“ მიერ მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის დაგირავება „მოგირავნის“ სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულებით გაცემული სესხის საფუძველზე. გირავნობის საგანს წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებიც არის სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. მაქსიმალური თანხა რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 18.07.2015-მდე. მაქსიმალური წლიური განაკვეთი 72%. სესხის ძირითადი თანხა 7650 აშშ დოლარი. მოგირავნემ დაიტოვა უფლება ხელშეკრულების გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებლისათვის დაერიცხა ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა მოხდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კრედიტით სარგებლობის ვადის გაგრძელება ხდება სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ „დამგირავებლის“ მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამენ პრეტენზიას (წერილობითი შეტყობინების სახით), ხელშეკრულების ვადა ჩაითვლებოდა გაგრძელებულად მხარეთა სურვილის მიხედვით, იგივე ვადით, დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 20 იანვრის №0--- ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ 25-30);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №9----- ცნობა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.2. 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №0---, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „დამგირავებლის„ მიერ მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის დაგირავება „მოგირავნის“ სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულებით გაცემული სესხის საფუძველზე. გირავნობის საგანს წარმოადგენს მოძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებიც არის ს-----------–--------------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, სამართლებრივი დატვირთვა ან უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს.ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 18.07.2015-მდე. მაქსიმალური წლიური განაკვეთი 72%. სესხის ძირითადი თანხა 7650 აშშ დოლარი. მოგირავნემ დაიტოვა უფლება ხელშეკრულების გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებლისათვის დაერიცხა ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის დაფარვა მოხდებოდა ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კრედიტით სარგებლობის ვადის გაგრძელება ხდება, სესხის მოქმედების პერიოდში ან სესხის ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ „დამგირავებლის“ მიერ სესხის უზრუნველყოფის ხარჯზე დავალიანების დაფარვამდე, თუ მხარეები არ გამოთქვამდნენ პრეტენზიას (წერილობითი შეტყობინების სახით), ხელშეკრულების ვადა ჩაითვლებოდა გაგრძელებულად მხარეთა სურვილის მიხედვით იგივე ვადით დამგირავებლის მიერ ვალდებულების სრულ ამოწურვამდე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 20 იანვრის №0--- ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 18-23);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №9----- ცნობა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.3. კერძო აღმასრულებელ ვ------- მ--–------–-ს №A--------004/001 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დგინდება, რომ მის წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, №A-------, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურების სააგენტოს მიერ 15.01.2016 წელს გაცემული და კრედიტორი შპს „ს------“-ის მიერ წარმოდგენილი №0----- გირავნობის მოწმობის აღსრულების შესახებ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- კერძო აღმასრულებელ ვ------- მ--–------–-ს №A--------004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.4. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი OFO085, მარკა- მოდელი - მ-------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–--------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ 2--------- წლიდან რეგისტრირებულია გირავნობისა და სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების №0---, თარიღი 2--------- შპს „ს---“ და შპს „ს------ს“ შორის. 29.07.2016 წლიდან რეგისტრირებულია ყადაღა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ა-–---------- ნ-----ის მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმყოფება მოსარჩელესთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (იხ. ტომი -ლი, ს.ფ 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.5. სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი OFO086, მარკა- მოდელი - მ-------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, 2--------- წლიდან რეგისტრირებულია გირავნობის და სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების №0---, თარიღი 2--------- შპს „ს---“ და შპს „ს------ს“ შორის. 29.07.2016 წლიდან რეგისტრირებულია ყადაღა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ა-–---------- ნ-----ის მიერ და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოპასუხესთან იმყოფება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.6. ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მთლიანობაში გადახდილია 38 610 აშშ დოლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მიიჩნია, რომ შპს „ს---ს“ და შპს „ს------ს“ შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებში (№0--- და №0---) გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს 0,3%-დან 0,03%-მდე და რომ შესაბამისად ზედმეტად გადახდილი პირგასამტეხლო უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში. სახელდობრ, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 0.3%-დან 0.03%-მდე შემცირებას უნდა მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

- შპს „ს---ს“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული სესხისა და გირავნობის №0--- და №0--- ხელშეკრულებები უნდა ჩაითვალოს შესრულებულად;

- უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ რეგისტრირებული გირავნობა.

- უნდა გაუქმდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, რეგისტრირებული გირავნობა;

- სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ უნდ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 254-ე, 316-317-ე, 319-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა:

 

2.8. მოსარჩელის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებების შესრულებულად აღიარება, არგუმენტირებულია ორი ალტერნატიული მიმართულებით, პირგასამტეხლოს შემცირებითა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი თანხების ძირ თანხაში ჩათვლით.

 

2.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 131-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (შპს „იოანე და კომპანიის“ აუდიტორული დასკვნა) დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 18 თებერვლიდან, 2017 წლის 24 აპრილამდე მოპასუხისთვის №0--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე მთლიანობაში გადახდილი აქვს 19 634.4 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხის დასაფარად მიმართულია 6802,07 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 9 407.82 აშშ დოლარი და ჯარიმის, პირგასამტეხლოს სახით - 3 424.51 აშშ დოლარი. ამავე მტკიცებულებით, მოსარჩელეს 2015 წლის 18 თებერვლიდან, 2017 წლის 24 აპრილამდე №0--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთლიანობაში გადახდილი აქვს 18 991,8 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხის დასაფარად მიმართულია 6 802,07 აშშ დოლარი, პროცენტის სახით - 9 407.82 აშშ დოლარი და ჯარიმის, პირგასამტეხლოს სახით - 2 781,91 აშშ დოლარი.

 

2.10. სასამართლოს მითითებით, უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებით დადგენილია, რომ თითოეულ ხელშეკრულებაში სესხის ძირი თანხა შეადგენდა 7 650 აშშ დოლარს, მთლიანობაში 15 300 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ორივე ხელშეკრულებაში მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 6 206.42 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით, მთლიანობაში გადახდილია 38 610 აშშ დოლარი.

 

2.11. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

2.12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით და ზემოაღნიშნული მსჯელობით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებებში დაწესებული პირგასამტეხლო - 0,3%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი იყო, ასევე დასაბუთებული იყო მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა - პირგასამტეხლოს ოდენობის 0,03%-მდე შემცირების თაობაზე. ამდენად,მოსარჩელის მოთხოვნა - 2015 წლის 20 იანვრის №0--- და №0--- ხელშეკრულებებით დაწესებული პირგასამტეხლოს 0,3%-დან 0,03%-მდე შემცირების შესახებ, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა. შესაბამისად ცვლილება შევიდა შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებულ №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდა 0,03 %-მდე.

 

2.13.პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემდეგ, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსარჩელის ვალდებულების შესრულების ნაწილში შეიქმნა შემდეგი სურათი: №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 3 424,51 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802,07 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენდა 3 424,51 აშშ დოლარის 0,03%-ს, ანუ 342,45 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 3 082 აშშ დოლარს (3 424,51 – 342,45). მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვალა სესხის ძირი თანხის დასაფარად და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა შეადგენდა - 7650 აშშ დოლარს, ხოლო ძირი თანხის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 6 802.07 აშშ დოლარი, განსახილველი ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა. შესაბამისად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

სასამართლომ ანალოგიურად იმსჯელა №0--- ხელშეკრულებასთან მიმართებით, კერძოდ: №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 2 781,91 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802,07 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს 0,03%-მდე შემცირების შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში შეადგენდა 2 781,91 აშშ დოლარის 0,03%-ს, ანუ 278,19 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 2 503,71 აშშ დოლარს (2 781,91 – 278,19). მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხა სასამართლომ ჩათვალა სესხის ძირი თანხის დასაფარად და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა შეადგენდა - 7650 აშშ დოლარს, ხოლო ძირი თანხის სახით მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 6 802,07 აშშ დოლარი, განსახილველი ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა. შესაბამისად ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

2.14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ს---სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული №0---, №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები ჩაითვალა მოსარჩელის მიერ შესრულებულად.

 

2.15.სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

2.16. სასამართლომ აღნიშნა, გირავნობის უფლება კრედიტორს თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ანიჭებს რეალიზაციის სანივთო უფლებას. ეს არის აქცესორული უფლება, ამიტომაც იგი არ შეიძლება წარმოიშვას იმ მოთხოვნის გარეშე, რომელსაც უზრუნველყოფს. განსახილველ შემთხვევაში, გირავნობის საგანი არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები. ვინაიდან, ხელშეკრულება აღიარებულ იქნა შესრულებულად, არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა გირავნობით სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისად, არ არსებობს მათზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობების გაუქმების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა. სახელდობრ, გააუქმა სატრანსპორტო საშუალებაზე სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ რეგისტრირებული გირავნობა და სატრანსპორტო საშუალებაზე (სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–-----------------–--------–---------------------–-----–------------- წელს, მესაკუთრე შპს „ს---“) რეგისტრირებული გირავნობა.

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

2.19.მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებაზე- სახელმწიფო ნომერი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული მოძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე არ არის მისი მფლობელი, ვინაიდან ნივთი იმყოფება მოსარჩელესთან. შესაბამისად სახეზე არა გვაქვს მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი, ამიტომ სარჩელი იმ ნაწილში, რომ ზემოთ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოთხოვილ იქნას უკანონო მფლობელობიდან არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

2.20. სასამართლომ მიუთითა, სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–--------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“ იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, რომელმაც ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება და რომ სესაბამისად მოპასუხე სადავო ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა, ზემოხსენებული მოძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა. შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშანი O---------------------–--------------------–------------------------------------------–-------–--–---------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–--------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრე შპს „ს---“, მოპასუხე შპს „ს------ის“ უკანონო მფლობელობიდან.

 

3.1. შპს ,,ს------ი“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. სასამართლომ პირგასამტეხლო 0,3%-დან 0,03%-მდე შეამცირა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. საქმეში წარმოდგენილია აპელანტსა და სს ,,თი ბი სი ბანკს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ გადაცილებული დღეზე პირგასამტეხლოს აწესებს ძირითადი თანხის 0.2%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისას აპელანტიც ვერ ასრულებს სს ,,თი ბი სი ბანკის“ წინაშე არსებულ ვალდებულებებს და იხდის პირგასამტეხლოს იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მოვალემ შპს ,,ს------ს“ უნდა გადაუხადოს. მოცემულ საქმეზე სასამართლომ აპელანტს დაუწესა 6-ჯერ უფრო მცირე პირგასამტეხლოს ოდენობა, ვიდრე მის კრედიტორ ორგანიზაციას აქვს დაწესებული შპს ,,ს------ის“ მიმართ.

 

3.1.2. აპელანტის თვალსაზრისით, პირგასამტეხლოს 0.03% ოდენობამდე შემცირება არ შეესაბამება ამ სფეროში ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კანონმდებელმა დაადგინა პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც შეადგენს გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ცვლილებით კანონმდებელმა მანამდე არსებული პირგასამტეხლოს დასაშვები ოდენობა შეამცირა დაახლოებით 30%-ით და განმარტა, რომ ახალი რეგულაციით დაკისრებული ოდენობა სრულიად შეესაბამება სამართლისა და ზნეობრივ ნორმებს. სასამართლომ არც აღნიშნული გაითვალისწინა და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ათჯერ შეამცირა უკვე გადახდილი პირგასამტეხლო.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე მხარე არ არის ფიზიკური პირი. ის არის საკმაოდ მსხვილი ორგანიზაცია, რომელიც წლების მანძილზე არის ნავთობპროდუქტების მსხვილი იმპორტიორი აჭარაში. მის ბალანსზეა ასი ათასობით ღირებულების ქონება. ეს ორგანიზაცია მოღვაწეობს ქ. ბ------ში. მას შემდეგ, რაც შ.პ.ს ,,ს---ს“ დასჭირდა სესხის აღება მან შეისწავლა ბაზარზე არსებული სალომბარდო სესხის პირობები მათ შორის პროცენტი, პირგასამტეხლო და ის უამრავი ხარჯი, რომელსაც ფინასური ორგანიზაციები აკისრებენ მსესხებელს, რაც საბოლოო ჯამში 30-40 პროცენტით ზრდის სესხის მომსახურეობის ღირებულებას. მოცემულ სესხის და გირავნობის ხელშეკრულებებში არც ერთი დაფარული ხარჯი არ არის და მსესხებლი იხდის მხოლოდ პროცენტს და ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს და სწორედ ამიტომ სესხი აიღო შპს ,,ს------ი“-დან. შპს ,,ს---მ“ მეორე თვის ვალდებულების შესრულებისას გადააცილა გრაფიკით განსაზღვრულ ვადას და სესხზე №0--- გადაიხადა პირგასამტეხლო 68.85 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოთ მოყვანილი გარემოებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ შპს ,,ს---ს“ ზუსტად ჰქონდა გაცნობიერებული ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ხელშეკრულებების გაფორმებით იკისრა.

 

3.1.4. პირგასამტეხლოს შემცირება მნიშვნელოვნად აზიანებს კრედიტორს ფინასურად და ქმნის ძლიერი უსამართლობის განცდას. გადახდილი პიგასამტეხლოს თანხიდან იფარება ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებები, გადაიხდება ხელფასები, იჯარა, კომუნალურები, უიმედო მოვალეებისგან წარმოშობილი ხარჯები და ა.შ. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილებით სასამართლო კრედიტორს აყენებს ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში.

 

3.1.5. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი. სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. დაუშვებელია მოხდეს იმ პირგასამტეხლოს შემცირება, რომელიც უკვე გადახდილია, რადგან გადახდა გულისხმობს მის აღიარებას. ესაა ფაქტი, რომლითაც მოვალე აღიარებს მისი ოდენობის უდავოობას და ასრულებს მას. სამოქალაქო კოდექსით კი ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. შპს ,,ს------ს“ მიღებული აქვს შესრულება და ჩათვლილი საერთო შემოსავალში, რომელიც უკვე დაბეგრილია შესაბამისი გადასახადებით.

 

3.1.6. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ეს კი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1-2.7 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამავე გადაწყვეტილების 2.8-2.20 პუნქტებში მითითებულ მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები, ამასთან პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.2. სააპელაციო სასამართლო მხარეთა განმარტებებისა და მათ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული №0--- და №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებისა და ასეთის შემადგენელი განუყოფელი ნაწილის-სესხის დაფარვის გრაფიკების შეფასებით უდაოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ თითოეული ხელშეკრულების თანახმად სესხის ძირი თანხა შეადგენდა 7650 (შვიდი ათას ექვსასორმოცდაათი) აშშ დოლარს, სესხისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 72%, ასეთი არ იყო კლებადი და განსაზღვრული იყო მოჭრით თვეში ძირი თანხის-7650-ის 6%-ის - 459 (ოთხასორმოცდაცხრამეტი) აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 6 თვით,თუმცა ამავე ხელშეკრულების 3.2.12. მუხლის შესაბამისად მხარეთა სურვილის შესაბამისად ასეთი გაგრძელდა იმავე ვადით-2016 წლის 20 იანვრამდე. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, თითოეულ ხელშეკრულებაზე შპს ,,ს---ს“ უნდა გადაეხადა ძირი თანხა 7650 (შვიდი ათას ექვსასორმოცდაათი) აშშ დოლარი და შესაბამისი სარგებელი ერთ წელზე გაანგარიშებით 7650-ის 72%, რაც შეადგენს 5508 (ხუთი ათას ხუთასრვა) აშშ დოლარს. ( იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 18-30)

 

4.3. შპს ,,ს------სა“ და შპს ,,ს---ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს დადებული №0--- და №0--- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებების 3.2.10 მუხლის თანახმად ხელშეკრულების გრაფიკში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 3 424.51 (სამი ათას ოთხასოცდაოთხი აშშ დოლარი და 51 ცენტი) აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802.07 (ექვსი ათას რვაასორი აშშ დოლარი და 07 ცენტი) აშშ დოლარი. №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 2 781.91(ორი ათას შვიდასოთხმოცდაერთი აშშ დოლარი და 91 ცენტი)აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802.07 (ექვსი ათას რვაასორი აშშ დოლარი და 07ცენტი) აშშ დოლარი, სახელდობრ, როგორც თვით აპელანტ (მოპასუხე) შპს ,,ს------ის“ მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-შპს ,,იოანე და კომპანიას“ მიერ 2018 წლის 07 ივნისს შედგენილ აუდიტორული დასკვნის დანართებით დგინდება №0--- ხელშეკრულებაზე ჯარიმების დარიცხვა მოხდა შემდეგი ოდენობებით: 22.95 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%), 137.7დოლარი(100%, ანუ 0.3%), 45.9 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%), 2708.1 (50%, ანუ 0.15%),73.6.აშშ.დოლარი (100%, ანუ 0.3%), 436.26 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%), ამდენად,716.42 აშშ დოლარის ოდენობით საურავის დარიცხვა განხორციელდა 0.3%-ზე გაანგარიშებით, ხოლო 2708.1 აშშ. დოლარის ოდენობით - 0.15%-ზე გაანაგარიშებით.

№0--- ხელშეკრულებაზე ჯარიმების დარიცხვა მოხდა შემდეგი ოდენობებით:68.85 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),137.7 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),45.9 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%),367.2 აშშ დოლარი (50%, ანუ 0.15%),160.95 აშშ დოლარი (50%, ანუ 0.15%), 1491.75(50%, ანუ 0.15%), 73.6 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),436.26 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%), ამდენად, 762.31 აშშ დოლარის ოდენობით საურავის დარიცხვა განხორციელდა 0.3%-ზე გაანგარიშებით, ხოლო 2019.60 აშშ. დოლარის ოდენობით კი - 0.15%-ზე გაანგარიშებით. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ.19;26; იხ. ტომი მე-2 , ს.ფ.131-136)

 

4.4. სააპელაციო სასამართლო თვით აპელანტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს იოანე და კომპანიის მიერ შესრულებული აუდიტორული დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---სა“ და შპს ,,ს------ს“ შორის 2015 წლის 20 იანვარს გაფორმებული № 0--- ხელშეკრულებით განსაზღვრული სასესხო ვალდებულების დასაფარად სულ გადახდილია 19626.3 (ცხრამეტი ათას ექვსასოცდაექვსი აშშ დოლარი და 30 ცენტი) აშშ დოლარი , ხოლო № 0--- ხელშეკრულებით განსაზღვრული სასესხო ვალდებულების დასაფარად - 18 983.7(თვრამეტი ათას ცხრაასოთხმოცდასამი აშშ დოლარი და 70 ცენტი)აშშ დოლარი, სულ ჯამურად 38610(ოცდათვრამეტი ათას ექვსასათი) აშშ დოლარი. (იხ. ტომი მე-2 , ს.ფ.131-136)

 

4.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებიდან, რომლის ფარგლებშიც უპირველეს ყოვლისა კვლევის საგანს წარმოადგენს გამსესხებლის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა, რაზეც თავის მხრივ დამოკიდებულია მოსარჩელის შემდგომი სასარჩელო მოთხოვნები - სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანა, გირავნობის გაუქმება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

4.6. სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე მუხლებისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტ შპს ,,ს------ის“ მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად. მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო მსესხებელმა - შპს ,,ს------მა“ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ წარმოიქმნა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.

 

4.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

4.8.საააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

4.10. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

 

4.11.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია გონივრულად და სამართლიანად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს შემცირება 0.03%-მდე. სახელდობრ, როგორც უკვე აღინიშნა, №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 3 424.51 (სამი ათას ოთხასოცდაოთხი აშშ დოლარი და 51 ცენტი) აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802.07 (ექვსი ათას რვაასორი აშშ დოლარი და 07 ცენტი) აშშ დოლარი. №0--- ხელშეკრულების ნაწილში მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს (0,3%) სახით გადახდილი იქნა 2 781.91(ორი ათას შვიდასოთხმოცდაერთი აშშ დოლარი და 91 ცენტი)აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დასაფარად - 6 802.07 (ექვსი ათას რვაასორი აშშ დოლარი და 07ცენტი) აშშ დოლარი. კერძოდ, როგორც თვით აპელანტ (მოპასუხე) შპს ,,ს------ის“ მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-შპს ,,იოანე და კომპანიას“ მიერ 2018 წლის 07 ივნისს შედგენილ აუდიტორული დასკვნის დანართებით დგინდება №0--- ხელშეკრულებაზე ჯარიმების დარიცხვა მოხდა შემდეგი ოდენობებით: 22.95 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%), 137.7დოლარი(100%, ანუ 0.3%), 45.9 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%), 2708.1 (50%, ანუ 0.15%),73.6.აშშ.დოლარი (100%, ანუ 0.3%), 436.26 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%), ამდენად,716.42 აშშ დოლარის ოდენობით საურავის დარიცხვა განხორციელდა 0.3%-ზე გაანგარიშებით, ხოლო 2708.1 აშშ. დოლარის ოდენობით კი - 0.15%-ზე გაანაგარიშებით. ზემოაღნიშნულის 0.03%-მდე შემცირების შემთხვევაში კი პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულ სესხზე იქნება 71.64+541.62=613.26 (ექვსასცამეტი აშშ დოლარი და 26 ცენტი).

№0--- ხელშეკრულებაზე ჯარიმების დარიცხვა მოხდა შემდეგი ოდენობებით:68.85 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),137.7 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),45.9 აშშ დოლარი (100%, ანუ 0.3%),367.2 აშშ დოლარი (50%, ანუ 0.15%),160.95 აშშ დოლარი (50%, ანუ 0.15%), 1491.75(50%, ანუ 0.15%), 73.6 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%),436.26 აშშ დოლარი(100%, ანუ 0.3%), ამდენად, 762.31 აშშ დოლარის ოდენობით საურავის დარიცხვა განხორციელდა 0.3%-ზე გაანგარიშებით, ხოლო 2019.60 აშშ. დოლარის ოდენობით კი - 0.15%-ზე გაანგარიშებით.ზემოაღნიშნულის 0.03%-მდე შემცირების შემთხვევაში კი პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულ სესხზე იქნება 76.23+403.91=480.14 (ოთხასოთხმოცი აშშ დოლარი და 91 ცენტი )აშშ დოლარი.

 

4.12. აპელანტის მოსაზრებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე დღეში 0.3%-ის ფარგლებში პირგასამტეხლოს არაგონივრულად შეფასების დაუშვებლობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის.

ამდენად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ზღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტის ოდენობით, რაც წარმოადგენს გამსესხებლისათვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ფინანსური სანქციის განსაზღვრას სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.27 პროცენტზე მეტი ოდენობით და არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ამავე კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, რადგან 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილი აწესებს პირგასამტეხლოს დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას და მასში დაწესებული მოცულობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს კომპეტენციას არ ცვლის.

 

4.13. მოცემულ შემთხვევაში, როგორ უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი სწორად იქნა შემცირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომელიც განისაზღვრა 0.03%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის დღიდან. შესაბამისად, სასამართლომ სწორად შეამცირა პირგასამტეხლო და პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი თანხები სწორად ჩათვალა ძირი თანხის ანგარიშში.

 

4.14.ამდენად, ვინაიდან აღარ არსებობს შპს ,,ს---ს“ მიერ შპს ,,ს--------სათვის“ ასანაზღაურებელი თანხები სასამართლომ აბსოლუტურად სწორად გააუქმა რეგისტრირებული გირავნობის უფლება ავტომობილზე, რადგან გირავნობა აქცესორული უფლებაა და იგი დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე. ამდენად, გირავნობის არსებობას გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი სწორად იქნა გაუქმებული.

 

4.15. პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლების თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლები, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

4.17.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალების - სახელმწიფო ნომერი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–-------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ს---“, ამასთან, მოპასუხე არ არის მისი მფლობელი, ვინაიდან ნივთი იმყოფება მოსარჩელესთან. შესაბამისად სახეზე არა გვაქვს მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძლოა. ხოლო სატრანსპორტო საშუალების - სანომრე ნიშანი O---------------------–------------------–------------------------------------–------–--–-------------------------–-----------------------------------------------------–----–----------------–--------–-------------------–-----–------------ წელს, მესაკუთრეს ასევე წარმოადგენს შპს „ს---“. დადგენილია, რომ აღნიშნული ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მან ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება, რის გამო სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მისი გამოთხოვის შესახებ სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.18. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

 

4.19. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ს---“-ს სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ს------ი“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, შპს ,,ს------ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა:

 

1. შპს ,,ს------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ირმა პერანიძე ლაურა მიქავა