განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100116001457434
საქმე №1ბ/1194-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების: გი-----------------ს, ნა--------------–-–---–-ს
ადვოკატების: ნი----–----------–-–---–-ს, შო---------–---ს
გამართლებულის: ლა–------–-----ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლა–------------------------–-----ს მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------------------------–----------–--------------------------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----–-------–-----------------------------------–------------------–---------------–------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენით, ლა–------–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ლა–------–----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 15 მაისს, დაახლოებით 17:50 საათზე, თბილისში, ქ--------–-------–----------------5-ში მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქ შპს „-----–--, დანით შეიარაღებული ლა–------–----- თავს დაესხა ფარმაცევტ ნი-----------–---–ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ფულადი თანხა 520 (ხუთას ოცი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გი--------------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლა–------–-----ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ლა–------–-----ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა საქმის არსებითი განხილვისას დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ: დაზარალებულ ნი-----------–---–ის ჩვენებით და მის მიერ ლა–------–-----ს ამოცნობის ოქმით, ასევე მოწმეების ნ-----–--------–-–---–---------------------–---–-- ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვიდოკამერების ჩანაწერებით და სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით. რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ ლა–------–----- და მისი მეგობარი მი----–----------ი იცნობდნენ აფთიაქის თანამშრომელ ნი-----------–---–ს და მისგან ხშირად ყიდულობდნენ ნისიად ფსიქოტროპულ აბებს, დამაჯერებლობას მოკლებულია და არ შეესაბამება რეალობას.
სააპელაციო სასამართლოში გამართლებულმა ლა–------–----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას ვინაიდან საქმის მთავარი მოწმის, დაზარალებულ კოხტაშვილის ჩვენება, რომელზედაც ფაქტობრივად აგებულია სააპელაციო საჩვრის დასაბუთებულობა, წინაააღმდეგობრივი ხასიათისაა და არსებით შეუსაბამობაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნი-----------–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებული ლა–------–----- ნანახი ჰყავს მხოლოდ ერთხელ, მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის დროს. 2016 წლის 15 მაისს, მუშაობდა ქ--------–-------–----------------5-ში მდებარე აფთიაქში ფარმაცევტის თანამდებობაზე. დაახლოებით 18:00 საათზე, აფთიაქში შევიდა ბრალდებული ლა–------–-----, რომელმაც წამლის - „ციტრამონის“ შესაძენად მიაწოდა ხუთლარიანი კუპიურა. როდესაც შებრუნდა წამლის ასაღებად, მოულოდნელად ლა–------–----- შევიდა აფთიაქის ცენტრალურ ნაწილში, მიადო სხეულზე დანა, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში, მოუწოდა ჩუმად ყოფილიყო და მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. ამასთან, აფრთხილებდა, რომ არ გაეწია წინააღმდეგობა და არ შეეხედა სახეზე. მოწმემ თავდამსხმელის მითითებით, აფთიაქის კარი ჩაკეტა შიგნიდან, რის შემდეგაც შავი ფერის პოლიეთილენის პარკში ჩაყარა უჯრაში შენახული ფულის კუპიურები და ხურდა ფული. ლა–------–----მა, დანის მუქარით, მოსთხოვა სხვა ოთახებში შესვლა და აფთიაქში არსებული ფულის მთლიანად გადაცემა. მოსასვენებელ ოთახში შესვლისას თავდამსხმელმა აიღო ნი-----------–---–ის კუთვნილი ჩანთა და იქიდანაც ამოიღო ფულადი თანხა, რის შემდეგაც შეამოწმა კაბინეტში არსებული სეიფი, თუმცა იქ ფული არ ინახებოდა. ლა–------–----- ცდილობდა ხელი არაფერზე მოეკიდა, მარცხენა ხელზე ბინტი ჰქონდა დახვეული და წმენდდა ყველა იმ ადგილს, რასაც ხელით შეეხებოდა. აფთიაქიდან გასვლამდე, ლა–------–----მა გამოართვევინა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ათი წუთის განმავლობაში არ დაერეკა არავისთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა უკან დაბრუნებით. კვლავ მას გააღებინა აფთიაქის კარი და გავიდა, შემდგომ გადავიდა მოპირდაპირე მხარეს და ს--------- თეატრის გავლით გაიქცა წ----–------ ქუჩის მიმართულებით; არ შეუმჩნევია, რომ მას გარეთ ვინმე თუ ელოდებოდა. მოწმემ ჩართო მობილური ტელეფონი და ყოველივე აღნიშნულის შესახებ შეატყობინა აფთიაქის მეპატრონე ნათ--–--------–-–---–ს, რომელიც მალევე მივიდა აფთიაქში. ნი-----------–---–მა ასევე განმარტა, რომ ლა–------–----ს ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი, მუქი რუხი ფერის კაპიუშონიანი ზედა; იგი ყაჩაღური თავდასხმის გზით დაეუფლა მის კუთვნილ 80 ლარს და აფთიაქის კუთვნილ 440 ლარს; მოწმე 2009 წლიდან მუშაობდა ნათ--–--------–-–---–თან სხვა აფთიაქში ფარმაცევტად. ხოლო შპს „-----–-- მუშაობდა 2015 წლის ნოემბრიდან. ანაზღაურება ჰქონდა ყოველთვიურად, გამომუშავების შესაბამისად. აფთიაქში მორიგეობდა ორ კვირაში ერთხელ შაბათ-კვირას და კლიენტებს ძირითადად არ იცნობდა, მათ შორის არც მი----–----------ს. კლიენტების მხრიდან როდისმე მედიკამენტების ნისიად მოთხოვნის ფაქტი არ ყოფილა, და არც არასოდეს არავისზე გაუცია მედიკამენტი ნისიად, ამის უფლებაც არ ჰქონდათ. აფთიაქში იყიდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებიც, თუმცა დასახლებები კონკრეტულად არ ახსოვს. ლა–------–----- აფთიაქში იმყოფებოდა დაახლოებით 5 წუთი. მისი წასვლის შემდეგ აფთიაქში საქმიანობა აღარ გაუგრძელებიათ, დაელოდნენ სამართალდამცავებს. შემთხვევის დღეს ე.წ. „-------- ამოღებაც ვერ მოხერხდა. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, მათ შორის ფოტოსურათით ამოცნობასა და პირის ამოცნობაში, რა დროსაც ორივე შემთხვევაში ამოიცნო ბრალდებული ლა–------–-----.
აპელანტი მთლიანად იაზიარებს დაზარალებულის ჩვენებას და ამტკიცებს, რომ 2016 წლის 15 მაისს 17:50 საათიდან დაახლოებით 18:07 საათამდე დროის განმავლობაში ლა–------–----მა აფთიაქში დააყაჩაღა ნი-----------–---–ი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელსაც ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად იყენებს, თბილისში, ქ--------–-------–-------ში მდებარე აფთიაქის გარე პერიმეტრი (აფთიაქის შესასვლელი კარისა და კარის წინ არსებული ტერიტორიის გარდა) ჩანს და რომ 17:55:39-საათზე აფთიაქში შედის ბიჭი, რომელსაც აცვია, მოლურჯო მოკლესახელოებიანი მაისური, აქვს შავი ფერის თმა, მუქი ფერის წარბები და ოდნავ კეხიანი ცხვირი. მეოთხე ფაილის გახსნისას 18:07:41 საათზე ჩანს, რომ ს--------- თეატრის წინ ჩანს პიროვნება მუქი ფერის ტანსაცმელში, რომელიც გაირბენს ს--------- თეატრის წინ და შედის ა--–------ მოედნის სკვერში, მას ხელში უჭირავს მუქი ფერის ნივთი. ჩანაწერი სრულდება 18:16:30 საათზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად , თბილისში, ქ--------–-------–-------ში მდებარე ობიექტში, 17:58 საათზე, ფიქსირდება რვალარიანი ქვითრის ამორტყმა სალარო აპარატიდან, 18:52 საათზე - ათლარიანის, ხოლო 18:53 საათზე, დაფიქსირებულია ე.წ „------------------- ამორტყმა და მითითებულია დღიური ნავაჭრის ჯამი 32 ლარისა და 20 თეთრის ოდენობით.
აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნი----–----------ა და განმარტა, რომ ადვოკატის მიერ მოთხოვნილ იქნა 2016 წლის 15 მაისის 17:50 საათიდან - 19:14 საათამდე დროის მონაკვეთში, შპს „------- სალარო აპარატის ქვითრებისა და „------------------- თაობაზე ინფორმაცია. აღნიშნულის ამოღება მოხდა ელექტრონული ბაზიდან. 2012 წლიდან კონკრეტულ ობიექტზე სალარო აპარატის გამოყენებისას, ინფორმაცია ავტომატურად ფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. იმ შემთხვევაში, თუ სალარო აპარატში საათია არეულია, დროის ცდომილება მაინც გამორიცხულია, რადგან აპარატი მიბმულია ბაზაზე და ფიქსირდება ზუსტად ის დრო, როცა რეალურად მოხდა ქვითრის ამორტყმა. აპარატიდან ინფორმაცია ავტომატურად მიდის შემოსავლების სამსახურში და აისახება ბაზაში.
მითითებული გარემოებები და მოწმის ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის ჩვენებასთან და მის შინაარსს არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის, ვინაიდან 17:55:39-საათიდან -18:07 საათამდე დროის განმავლობაში, როდესაც ბრალდების მხარის ვერსიით მიმდინარეობდა დაზარალებულის დაყაჩაღება, 17:58 საათზე, აფთიაქის სალაროდან ამორტყმულია რვალარიანი ქვითარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტულად ვიღაც მოქალაქემ აფთიაქში შეიძინა მედიკამენტი, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მას შემდეგ, რაც დამნაშავემ დატოვა აფთიაქი, მან ჩაკეტა კარი და საქმიანობა აღარ გაუგრძელებიათ, დაელოდნენ სამართალდამცავებს და ე.წ. „-------- ამოღებაც ვერ მოხერხდა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით კი დგინდება, რომ აფთიაქის სალაროდან 18:52 საათზე ამორტყმულია ათლარიანი ქვითარი, ხოლო 18:53 საათზე, დაფიქსირებულია ე.წ „------------------- ამორტყმა.
პალატამ, ამ არსებითი სახის წინააღმდეგობებთან მიმართებაში აპელანტის მხრიდან რაიმე დამაჯერებელი ახსნა ვერ მოისმინა, რის გამოც დაზარალებულ ნი-----------–---–ის ჩვენება ვერ იქნება შეფასებული, როგორც ლა–------–-----ს ბრალეულობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის წარმომადგენელმა ნათ--–--------–-–---–მა დაადასტურა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი და განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ტელეფონის საშუალებით შეატყობინა ნი-----------–---–მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ შპს „------ არ ვაჭრობდა ე.წ. ნისიაზე. შემთხვევის პერიოდში ფსიქოტროპული მედიკამენტები არ შემოჰქონდათ, ახალი გახსნილი იყო აფთიაქი და თავს იკავებდნენ. არ იცნობს ბრალდებულ ლა–------–----ს და იგი აფთიაქში არასდროს უნახავს.
მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის თავად დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები გაყიდვაში იყო, მაგალითად „დიაზეპამი“, ხოლო დანარჩენის დასახელება არ ახსოვს.
სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარეს ლა–------–-----ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოჰყავს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და პირის ამოცნობის ოქმები.
პალატა აღნიშნავს, რომ თავად ლა–------–----- არ უარყოფს აფთიაქში ყოფნისა და ნი-----------–---–ის ნახვის ფაქტს, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი ვერ იქნება პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სახეზეა ზემოაღნიშნული არსებითი სახის წინააღმდეგობები. ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ლა–------–-----ს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი საერთოდ გამოირიცხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა: ს-------------–------–-----------–-–---–----------------------------------–--------------------------–----------------------------–---------------–---–---–-------–--------------------------------------------------–------------–--------–-–---–------------------------–---–------------------------------------------------------–-–----–-–---–------------------------------ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან უშუალო ფაქტის შემსწრეები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მხოლოდ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, ლა–------–-----ს ბრალეულობის დამადასტურებელი, ობიექტურ საფუძველს ვერ ქმნის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, რომელიც დაადასტურებდა ლა–------–-----ს ბრალეულობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ლა–------–----მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ქ--------–-------–-- ქუჩაზე მდებარე აფთიაქ „-----–-- დადიოდა ფსიქოტროპული აბების ურეცეპტოდ შესაძენად. 2016 წლის იანვარში, მისი კარის მეზობელმა - მი----–----------მა გააცნო აფთიაქარი ნ----- რომლისგანაც თავადაც იძენდა ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ აბებს. ზოგჯერ მ------------ ვალი მიჰქონდა, ზოგჯერ თავად ყიდულობდა აბებს ან იღებდა „ნისიად“, რასაც ნ---- ბლოკნოტში ინიშნავდა, როგორც „-------- ვალს. 2016 წლის 15 მაისს, იმყოფებოდა მი----–----------თან ერთად ავლაბარში, ს--------- თეატრის უკან, რა დროსაც შეთანხმდნენ აბების მიღებაზე. დაახლოებით სამ საათზე, მითითებულ აფთიაქში შევიდა მი----–----------ი, რომელსაც სურდა ფსიქოტროპული აბების ვალით გამორთმევა, თუმცა ნ----- უთხრა უარი, ვინაიდან უფროსი იყო მისული და აღწერა უნდა ჩაეტარებინათ. ერთი საათის შემდეგ, კვლავ მივიდნენ ს--------- თეატრის უკან, სადაც ელოდებოდნენ მი----–----------ის მეგობარს, რომელსაც უნდა მიეტანა მიხეილისთვის მანქანის მაგნიტოფონი. მი----–----------მა მოიძია ხურდა ფული, თქვა, რომ ცუდად იყო და ერთ აბს მაინც იყიდიდა. თავად ლა–------–----- დარჩა მანქანაში. უკან დაბრუნებისას მიროიანს წყლის ბოთლი ეჭირა ხელში და თქვა, რომ დალია ერთი აბი ფსიქოტროპული წამალი. ასევე, მოუყვა ბრალდებულს, რომ ნ--------- მოუვიდა უსიამოვნება. კერძოდ, მას მოსთხოვა ცივი წყალი, რაზეც ნ----- უარი უთხრა, უფროსმა კი შენიშვნა მისცა მას იმის გამო, რომ მაცივარში არ ჰქონდა წყალი შენახული. ამის შემდეგ მი----–----------ს ნ--------- აღარ უნდოდა ურთიერთობის დაძაბვა და მისი უფროსების აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ, ლა–------–----ს სთხოვა შესულიყო მასთან აბების სათხოვნელად. ნ----- თავდაპირველად მასაც უარი განუცხადა, ვინაიდან შვიდ საათზე ჰქონდათ აღწერა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბრალდებული შეპირდა, რომ შვიდამდე მიუტანდნენ თანხას, ნ----- აფთიაქის კარი გადაკეტა, დახლს შიგნით შეიყვანა ლა–------–----- და იქ გადასცა აბები. ასე იმიტომ მოიქცა ნი-----------–---–ი, რომ გარედან არავის დაენახა, ურეცეპტოდ ფსიქოტროპულ წამლების გაცემის ფაქტი. მან სამოცი ლარის ღირებულების აბები შეიძინა, რომლის ნაწილიც დახლის ქვეშ ჰქონდა ნ----ს, ნაწილი კი ოთახიდან გამოუტანა. ვალი ბლოკნოტში ჩაიწერა „-------- სახელით. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ, გაემართა მ------------ მანქანისკენ, გზის მოპირისპირე მხარეს. ჩასხდნენ მანქანაში და თითო აბი მიიღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა მოწმე მი----–----------მა, რომელმაც დაადასტურა ნ------------–------ ნაცნობობის, ასევე შპს „ ქ----- -ში ე.წ „ნისიად“ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენის ფაქტები და დამატებით განმარტა, რომ პოლიციაში დაიბარა უბნის ინსპექტორმა მ------ რომელსაც აინტერესებდა გ------------------ ნომერი. პ---–-–--- უფროსმა - ი-----–-- განყოფილებაში აჩვენა ვიდეო, რომელშიც ლ-–- აფთიაქიდან გამოდის შავი პარკით ხელში და მიდის მისი მიმართულებით. ჰკითხეს, ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, რაზეც უპასუხა, რომ იყო მისი მეზობელი ლა–------–-----. ამის შემდეგ დაკითხა გამომძიებელმა ე-----–----- რომელმაც უფროსის მოადგილის - ნ--------- კაბინეტში შეუტანა ამობეჭდილი დაკითხვის ოქმი. მასში ეწერა, რომ როდესაც იგი მეორედ შევიდა აფთიაქში, უკან დაბრუნებულს, მანქანაში აღარ დახვდა ლა–------–-----, რომელსაც თან ჰქონდა წაღებული მანქანაში არსებული დანა. ვინაიდან ოქმი რეალობას არ ასახავდა, მან არ მოაწერა ხელი, რის გამოც სცემეს პ---–-–--- განყოფილებაში. ლა–------–-----ს დაკავების თაობაზე შეიტყო ოჯახის წევრებისგან, 2016 წლის 18 მაისს გამთენიისას, როდესაც ძ---–-------–---- პოლიციიდან გამოუშვეს.
დაზარალებულ ნი-----------–---–ის ჩვენების იმ ნაწილის საპირისპიროდ, სადაც ის კატეგორიულად უარყოფს მი----–----------თან და ლა–------–----თან ნაცნობობის, ასევე აფთიაქიდან მედიკამენტების ე.წ „ნისიად“ გაცემის ფაქტებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწეებმა: ბ---------------–---–------------–---------–-- დაადასტურეს ქ--------–-------–----------------5-ში მდებარე აფთიაქის ფარმაცევტის ლა–------–----თან ნაცნობობასა და მის მიერ მედიკამენტების „ნისიად“ გაცემის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---------------–---–-- განაცხადა, რომ დაახლოებით ოცი წელია იცნობს ლა–------–----ს. 2016 წლის აპრილის ან მაისის დასაწყისში, ლ-–-ს უბანში ყოფნისას, მასთან მივიდა მისი მეზობელი მი----–----------ი, სთხოვა აფთიაქში გაყოლა და წაჰყვა. ქ--------–-------–--- მისვლისას, უთხრეს, რომ თავად დარჩენილიყო. ლ-–- და მ-–- მივიდნენ აფთიაქთან, რომლის კარის სახელურიც ჩამოწიეს, თუმცა კარი დაკეტილი იყო. დაახლოებით ორ წუთში, აფთიაქიდან გამოვიდა ბიჭი, რომელმაც მოძრაობა გააგრძელა მეტრო „ა--–------“ მხარეს. ამის შემდეგ ლა–------–----- და მ-–- შევიდნენ აფთიაქში და დაახლოებით 3-4 წუთში გამოვიდნენ, თან გამოიტანეს შავ პარკში დახარისხებული აბები. ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ვარკეთილში. მოწმე რამდენჯერმე გაჰყვა ლ-–-ს ხსენებულ აფთიაქში, სადაც იცის, რომ მუშაობდა ვინმე ნ----.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---–---------–-- განაცხადა რომ 15-17 წელია ლა–------–----თან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. ლ-–-ს მისთვის სესხის სახით გამოურთმევია თანხა და ყოველთვის დათქმულ დროს დაუბრუნებია. 2016 წლის აპრილში, სთხოვა ორმოცდაათი ლარი, ვინაიდან ავლაბარში მდებარე აფთიაქში ჰქონდა ვალი და სთხოვა თან გაყოლა. იმავე დღეს, შუა დღის პერიოდში, ვარკეთილიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდნენ ავლაბარში, ქ--------–-------–----------------5-ში მდებარე აფთიაქში, სადაც ლ-–- მეგობრულად მიესალმა ფარმაცევტ გოგონას, მოიკითხეს ერთმანეთი და ლ-–-მ იკითხა თუ რამდენი ჰქონდა ვალი. თანხის დასახელების შემდეგ ლ-–-მ უთხრა, რომ ხურდის მაგივრად მიეცა ტაბლეტები. გოგონამ მისცა მას ორი დასახელების ტაბლეტი. ასევე, ლ-–-ს თხოვნის საფუძველზე, გოგონამ წყალიც მისცა მას, რომელიც მაცივრიდან გამოიღო. შემდეგ გამოვიდნენ აფთიაქიდან, გააჩერეს სამარშრუტო ტაქსი და დაბრუნდნენ უკან თავიანთ უბანში, სადაც დალიეს ლუდი. როგორც მისთვის ცნობილია, ლ-–- დააკავეს ამ აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე.
ბრალდების მხარემ, ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვერ მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარეომოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა აღნიშნული მტკიცებულების უტყუარობას ან სანდოობას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ლა–------–-----ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლა–------–-----ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აღნიშნულის უტყუარად მიჩნევისათვის საჭირო იყო ბრალდების მხარის მხრიდან დამატებითი პირდაპირი ხასიათის მტკციებულებების მოპოვება, რომელთა ერთობლივი ანალიზის შედეგად საფუძლიანად იქნებოდა უარყოფილი დაცვის მხარის ვერსია ლა–------–-----ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლა–------–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლა–------–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია. ასევე, გაუქმებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის სასამართლოსთვის ჩაბარების და კვირაში ერთხელ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გამოცხადების თაობაზე.
ყადაღა უნდა მოეხსნას ლა–------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ვ---------–-------------------------------------------------------–------------------------------–-------------------–-----------–-------------------------------------------------- ექვივალენტურ ნაწილს.
5.გამართლებულ ლა–------–----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლა–------–-----ს ტანსაცმელი და მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული დანები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ხელჩანთა, მასში არსებული ნივთებით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პ---–-–--- დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- ნი-----------–---–ის ნერწყვის ნიმუში; ლა–------–-----ს ხელის კვლები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: მუყაოს კოლოფი, მასში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პარკებით; ხელის თორმეტი კვალი, თორმეტ დაქტილოფირზე და სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პ---–-–--- დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ერთ CD დისკზე და ნათ--–--------–-–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი შპს „------- აფთიაქის სამეთვალყურეო კამერების 2016 წლის 15 მაისის ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი