განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
330100118002709597
ინსტანცია
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002709597

საქმე N1b/437-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 აპრილი, 2019 წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მსჯავრდებულ გი--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი--------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–----------–----------–--------------------------------------------–------------------–---------–-------------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით, გი-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 26 სექტემბრიდან.

გი-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

ტურისტული სააგენტოს, შპს „-------------------–--- დირექტორს, ო---------------- სურდა, კომპანიის კლიენტებისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენა. გი-------------ემ, რომელიც მუშაობდა შპს „ფ----------------––------ თანამშრომლის პოზიციაზე, უთხრა ო---------------ს, რომ კომპანია „---------- აწარმოებდა ბილეთების გაყიდვას და ო----------------- თანხმობით 2017 წლის ბოლოს უნდა დაეწყო მოლაპარაკება აღნიშულ კომპანიასთან. თუმცა, მან მოატყუა ო---------------, თვითონ შექმნა კომპანია „----------- ყალბი ვებ გვერდი v---------------- აგრეთვე ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართები -------------------------------------------------- და თითქოსდა აწარმოებდა მოლაპარაკებას ბილეთების შეძენის თაობაზე კომპანიასთან, შპს „------------------–--- სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, ----------------------, სადაც დააყენა ფილტრი, რომელიც ბლოკავდა გარკვეული მისამართებიდან შემოსულ წერილებს, რომელთა შორის იყო PayPal-ის მისამართი და კომპანია „----------- ოფიციალური მისამართო. საერთო ჯამში „-------------- შეძენილი უნდა ყოფილიყო 575 ცალი ბილეთი, რისთვისაც უნდა გადაეხადა თანხა 103 000 აშშ დოლარის ოდენობით. ბილეთების ღირებულების გადახდისთვის ო--------------- თანხას ეტაპობრივად 2018 წლის 30 მაისამდე აძლევდა ხელზე გი-------------ეს, ჯამში 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თანხა უნდა ჩაერიცხა მისი მეუღლის ა-–--–------------ სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე, საიდანაც ელექტრონული გადახდის საშუალება PayPal-ის მეშვეობით უნდა გადაერიცხა კომპანია „---------------- და შეეძინა ბილეთები. თუმცა, მან თანხიდან მცირე ნაწილი გადარიცხა „----------- ანგარიშზე და შეიძინა მხოლოდ 4 ბილეთი. იმ მიზნით, რომ ო----------------- ეჭვი არ შეპარვოდა და არ მოეთხოვა თანხის დაბრუნება „--------------, გი-------------ე მის მიერვე შექმნილი ელ/ფოსტის მისამართებიდან პერიოდულად „---------- სახელით წერდა ო----------------, რომ თუ 2018 წლის 30 მაისამდე არ იქნებოდა სრული თანხა გადახდილი, შპს „------------------–-- ვერ მიიღებდა ბილეთებს, ასევე არ დაუბრუნდებოდა გადარიცხული თანხა. საბოლოოდ შპს „------------------–------------------ რჩებოდა გადასახდელი 23 000 აშშ დოლარი და იმ მიზნით, რომ 30 მაისამდე ო----------------- ვერ მოეხერხებინა 23 000 აშშ დოლარის მოძიება, გი-------------ემ შექმნა ელექტრონული ფოსტის მისამართი ----------------------, თითქოსდა შპს „------------------–-- შეუკვეთა ბილეთები და ყოველდღიურად პირდებოდა შეკვეთილი ბილეთების საფასურის 23 000 აშშ დოლარის გადმორიცხვას, თუმცა აჭიანურებდა გადახდის დროს. ამის შემდეგ ელექტრონული ფოსტიდან r---------------------- გამოაგზავნა თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი ყალბი ქვითარი, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე რა თქმა უნდა არ ასახულა და გ----------------- ვინმე „------------ სახელით ატყუებდა ო---------------, თითქოსდა თანხა შეჩერებული იყო შუამავალ ბანკში. ასევე, 2018 წლის 7 ივნისს, გი-------------ემ ო--------------- წარუდგინა მისი მეუღლის ა-–--–------------ ყალბი საბანკო ამონაწერი, თითქოსდა ბილეთების ღირებულების საფასური ნამდვილად იყო გადარიცხული. აღნიშნულით გი-------------ემ შპს „------------------–-- მიაყენა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გი-------------ემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გი--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთიობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ო---------------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ა-–--–------------ა და ქეთევან ბუაძის გამოკითხვის ოქმებითს, გი--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ტოტალიზატორებიდან და სს „თი ბი სი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან მართალია აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდაოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მაგრამ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მის მიერ ჩადენილი ქმედების სახესა და ხერხზე და დამდგარ შედეგზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დეტალურად აქვს აღწერილი განაჩენში.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გი-------------ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გი--------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გი-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ გი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 26 სექტემბრიდან.

5. მხედველობაშიიქნეს მიღებული, რომ გი--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

6. ნივთმტკიცებები:

- რვა ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- გი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- გი--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მეხსიერების ორი ცალი მყარი დისკი, ,,ტოშიბას“ ფირმის მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ერთი ცალი ,,ასერის“ ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი HP-ის ფირმის ლეპტოპი, ერთი ცალი ,,ასუსის“ ფირმის ლეპტოპი შესაბამის ელ/სადენებთან ერთად, ერთი ცალი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- გი-----------------ნ ამოღებული ავტომანქანა- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

-გი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 140 ლარის ოდენობით და გი--------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 860 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს დაზარალებულს (ო---------------).

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი